“ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია
ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახური ჩამოყალიბდა 2007 წელს. მას შემდეგ ლაბორატორიული ქსელი ფართოვდება და დღეისათვის წარმოდგენილია 30 ლაბორატორიით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, მისაღები ფასებითა და ხელსაყრელი პირობებით ემსახურება 70-ზე მეტ დაწესებულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ლაბორატორიული კვლევები სრულდება უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით, ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდის მიერ, რაც განაპირობებს კვლევის უზუსტეს შედეგებს.
ლაბორატორიაში ერთდროულად ფუნქციონირებს ერთი და იმავე ფუნქციის მქონე არაერთი ანალიზატორი, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი კვლევის შედეგი, საჭიროების შემთხვევაში გადამოწმებულ იქნას ადგილზე, ალტერნატიული აპარატისა და რეაგენტის გამოყენებით.
ავერსის კლინიკის ლაბორატორია, გახსნის დღიდან, ჩართულია ხარისხის გარე კონტროლის სხვადასხვა პროგრამაში, დღეისათვის თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა RANDOX (ინგლისი), RFB (გერმანია), NordiQC (დანია), Labquality (ფინეთი), WHO-ს ევროპის ოფისი (ინგლისი).
დრო და გამოცდილება გახდა მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ავერსის კლინიკის ლაბორატორია გამხდარიყო ექსპერტი თავის სფეროში. 2013 წელს ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი - ISO 9001, ხოლო 2014 წელს ავერსის კლინიკის ლაბორატორიამ, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO 15189-ის მიხედვით. ყველა კვლევა, რაც ტარდება ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში, შესულია აკრედიტაციის სფეროში, რაც განაპირობებს შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.
ავერსის კლინიკის ლაბორატორია გთავაზობთ:
კვლევების უმრავლესობა სრულდება ყოველდღიურად;
მეტად მოთხოვნადი და სასწრაფო კვლევები ტარდება 24 საათის განმავლობაში;
უზრუნველყოფილია 24 საათიანი სერვისი თბილისის ტერიტორიაზე, სხვადასხვა კლინიკაში, კურიერული სამსახურის მეშვეობით;
შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით;
შედეგების მიღება პაციენტს შეუძლია ელექტრონულად, მითითებულ ელ. ფოსტაზე.
პაციენტის ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია!
ლაბორატორიაში ამბულატორული პაციენტის მიღება წარმოებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართები:
„ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ლაბორატორია | თბილისი, ალ.ყაზბეგის ქ. №16 ბ
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27 ბ
თბილისი, ნავთლუღის N6/2
თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N153ა
მარნეული, 26 მაისის ქ.
მარნეული, სულხან საბას N58
გორი, ცხინვალის გზატკეცილი N12
გორი, სამეფოს N78
ქარელი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა №8
რუსთავი, მესხიშვილის N3
რუსთავი, მესხიშვილის N5
თბილისი, თემქის დასახლება, 3 მ/რ, მე-3 კვარტალი, კორპუსი №43
თბილისი, წინანდლის ქუჩა №9
თელავი, ვახტანგ სეხნიაშვილის ქუჩა №3
ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №5
ახმეტა, შოთა რუსთაველის ქუჩა №68
გურჯაანი, თავისუფლების ქუჩა №51
ლაგოდეხი, ნინოშვილის №2
საგარეჯო, დავით აღმაშენებელის ქუჩა №14
ფოთი, რუსთაველის რკალი N24
ზესტაფონი, აღმაშენებლის №16
თბილისი, ჩაჩავას N7
თბილისი, ლუბლიანას N29
საგურამო, ქ. პირველი №1
ქუთაისი, წერეთლის ქ. №70