პროცედურის შემდეგ დამეწყო გართულებები, რის გამოც იძულებული გავხდი განმეორებით მიმემართა ექიმისთვის. სამწუხაროდ, ექიმ ვერკო ლოლოშვილის მხრიდან მივიღე აგრესიული და არაკორექტული დამოკიდებულება, ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობას პროფესიონალურად და ყურადღებით მოჰკიდებოდა. მსგავსი ქცევა პაციენტის მიმართ სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობასა და შესაძლო გართულებებს ეხება. აღნიშნულმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა როგორც კონკრეტული ექიმის, ასევე მთლიანად კლინიკის მიმართ. კლინიკა, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტების პრეტენზია, ვალდებულია უზრუნველყოს არა მხოლოდ სერვისის ხარისხი, არამედ პერსონალის პროფესიული და ეთიკური ქცევაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს, გააანალიზებს პაციენტების უკუკავშირს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს პაციენტებთან კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რათა მომავალში მსგავსი გამოცდილება სხვა პაციენტებს აღარ შეექმნათ.
შესანიშნავი გუნდი, ყურადღებიანი პერსონალი და ექიმები რომლებსაც მე ვენდობი.
შესანიშნავი ექიმების გუნდია და მსგავსი აპარატურა რუსეთშიც არ აქვთ ექიმებს რაც ამ კლინიკაში ვნახე.
კლინიკა კანი განსაკუთრებულობას წარმოადგენს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი FOTOFINDER-ის აპარატით, რომელიც გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში. კლინიკის აქტიური პარტნიორია პეტერბურგის დერმატოვენერელოგიის კათედრა, სადაც იმართება მუდმივი ონლაინ კონსილიუმი და განიხილება ყველა პაციენტის მდგომარეობა და კონსესუსის შედეგად ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის შერჩევა. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმ დერმატოვენეროლოგებით რომელთაც მიღებული აქვთ ევროპული სტანდარტების განათლება და გამოცდილება. კლინიკაში შექმნილია თბილი მეგობრული და ამავე დროს ორგანიზებული სამუშაო გარემო.
აქ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სისუფთავეს და სტერილიზაციას რისთვისაც გამოიყენება მაღალი ხარისხის მასალები და ყოველი ვიზიტის შემდეგ ხდება ოთახის სველი წესით დასუფთავება.
სამედიცინო დაწესებულებაში მისულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შემდეგი სახის სერვისები:
კლინიკაში ასევე ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება დერმატოლოგიის კუთხით და კანის პრობლემების მკურნალობა, კერძოდ:
სქესობრივი გზით გადამდები შემდეგი სახის ინფექციების მკურნალობა:
კლინიკაში ასევე ხორციელდება ფსორიაზის, ვიტილიგოს, ეგზემას, ნეიროდერმიტის და სხვა სახის დაავადებების ეფექტური დაიგნოსტიკა და მკურნალობა.