„ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი“ - ტატიშვილის კლინიკა, დაფუძნდა 1997 წელს, პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ. ეს იყო საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება.
2011 წელს, თბილისში აშენდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა ამბულატორიული და 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით. 2013 წელს, თბილისში კლინიკას შეემატა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, რომელშიც გაიხნა ,,დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი’’ - ის დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით.
ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მუდმივად ზრუნავს პერსონალის განვითარებაზე და მოსახლეობისათვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე;
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის სტაციონარი აღჭურვილია უახლესი, მოდელის, „Drager Fabius“ -ის სანარკოზე აპარატურით. ინტენსიური თერაპიის კაბინეტი აღჭურვილია დრაგერის ბოლო სტანდარტების აპარატების სრული კომპლექტით. საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია „MAQUET“ (ა.შ.შ) წარმოების ბოლო მოდელების საოპერაციო მაგიდებით და განათების სისტემებით აგრეთვე „Rudolf“ -ის ლაპაროსკოპიული უახლესი აპარატურით. კლინიკას გააჩნია ავტონომიური სრული ვენტილაციის ბიოფილტრებიანი სისტემა. ლაბორატორია აღჭურვილია Roche, Radiometer-ის ფირმის ავტომატური ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც უზრუნველყოფს გამოკვლევების ფართო სპექტრს, ტესტირების დიდ დიაპაზონს და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.
პაციენტებს საშუალება აქვთ კლინიკაში ვიზიტისას მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი შემდეგი სამედიცინო მიმართულებებით:
-ამბულატორიული მომსახურება;
-სტაციონალური მომსახურება;
-ლაბორატორიული მომსახურება;
-დიაგნოსტიკური მომსახურება;
-ამბულატორიული სერვისები
-თერაპია
-პედიატრია
-ნევროლოგია
-კარდიოლოგია
-ოფთალმოლოგია
-უროლოგია
-გინეკოლოგია
-გასტროენტეროლოგია
-რევმატოლოგია
-დერმატო-ვენეროლოგია
-ოტორინოლარინგოლოგია
-ორთოპედ-ტრავმატოლოგია
-პულმონოლოგია
-ანგიოლოგია
-მამოლოგია
-ენდოკრინოლოგია
დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი