ხათუნა ბასილაური
2016-09-25
სწორად გაკეთებულ არჩევანს ნებისმიერი საქმის წარმატებით დამთავრებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.ამჟამად ვიმყოფები მადრიდში და მიუხედავად იმისა,რომ აქ რინოპლასტიკა მიფინანსდებოდა,გადაწყვეტილება მივიღე,ჩემი ჯანმრთელობა ჩვენი ქართველი ექიმებისათვის მიმენდო,რაშიც ნამდვილად არ შევმცდარვარ.ინტერნეტ სერვისის დახმარებით არჩევანი შევაჩერე კლინიკაზე ,,წოპე".ბატონმა ზურაბ ხურციძემ გამიკეთა სეპტოპლასტიკა,რინოპლასტიკა სუნთქვის აღდგენით.მიღებული შედეგით კმაყოფილი ვარ.წარმატებული რინოპლასტიკა დამოკიდებულია პლასტიკური ქირურგის გამოცდილებაზე,მის პროფესიონალიზმზე.ბატონი ზურაბი ნამდვილი შემოქმედი,დახვეწილი პიროვნება და ნიჭიერი ადამიანია. დიდი მადლობა,ბატონო ზურაბ,იმ თანადგომისა და ყურადღებისათვის,რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. პატივისცემით ხათუნა ბასილაური
ნატა ვარაზაშვილი
2016-02-23
უფროსს თაობას ჰყავდა თავისი ერთადერთი კუმირი, ლეგენდარული ვახტანგ ხუციძე „წოპე“. დღეს რთულია არჩევანი თუ სად და ვისთან გადაწყვიტო პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. მე იმ პრეტენზიულ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც უპირატესობას პლასტიკურ ქირურგიაში(რინოპლასტიკა)ინდივიდუალიზმსა და დახვეწილობას ანიჭებენ. ინტერნეტ სივრცეში, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან გასაუბრებით მივაგენი სწორედ იმ ხელწერას რასაც ნიჭიერება,ნამდვილი პროფესიონალიზმი ახლავს თან და ყურადღება კლინიკა „წოპე“-ზე შევაჩერე. ბატონ ზურაბ ხუციძის მუშაობის 25 წლიანმა გამოცდილებამ პლასტიკურ ქირურგიაში სამშობლოსა თუ საზღვარგარეთ, მადლიერი პაციენტების სიმრავლემ, მისმა საოცრად ადამიანურმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. მეტიც, ოპერაციის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ბატონო ზურაბ უსაზღვროდ მადლობელი ვარ! თქვენ ყოველი ოპერაციის შემდგომ მიღებული შედეგით ადასტურებთ,რომ ნამდვილი შემოქმედი და ლეგენდარული მამის პროფესიის ღირსეული გამგრძელებელი ხართ! პატივისცემით ნატა ვარაზაშვილი