რა ვიცით ინდურ შტამზე?
ვირუსი მუტაციას ხშირად განიცდის და შედეგად ახალი შტამპები წარმოიქმნება. ცვლილებათა უმეტესობა უმნიშვნელოა, ზოგმა შესაძლოა ვირუსი ნაკლებად საშიში გახადოს, თუმცა ხშირად პირიქითაც ხდება. დღეისთვის ცნობილი კორონა ვირუსის ინდური შტამპი - B.1.617,პირველად ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს.
როგორ ვრცელდება ინდური შტამი?
მარტივი სინჯით ტესტირება არ არის საკმარისი იმის დასადგენად, თუ ეს შტამპი მოსახლეობაში რამდენად სწრაფად ვრცელდება. ინდოეთის ერთ-ერთ დასავლეთ შტატში იანვრიდან მარტამდე დაფიქსირებული კორონა ვირუსის 361 შემთხვევიდან 220-ში სწორედ ინდური შტამპი ფიქსირდებოდა. ამასობაში აღნიშნული სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. როგორც ჩანს, საერთაშორისო რეისებმა ინდოეთიდან ბრიტანეთის მიმართულებით ამ შტამპით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა გაერთიანებულ სამეფოში გაზარდა.
არის თუ არა უფრო საშიში, ვიდრე აქამდე გავრცელებული შტამები?
მეცნიერებმა ჯერ არ იციან კორონა ვირუსის ინდური ვარიანტი უფრო საშიშია თუ არა, თუმცა, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგის ჯერემი კამილის თქმით, ეს მუტაცია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში გამოვლენილი ვარინატების მსგავსია, თუმცა მეცნიერს ეჭვი ეპარება, რომ ინდური ვარიანტი უფრო საშიში იყოს, ვიდრე ბრიტანული, ეს უკანასკნელი კი უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
დაიწყო თუ არა ინდოეთში, მეორე ტალღა?
15 აპრილიდან მოყოლებული ინდოეთში ყოველდღიურად 200,000 შემთხვევა ფიქსირდება, გასულ წელს კი პიკის დროს ბევრად ნაკლები - 93,000 ახალი ინფიცირებული ემატებოდა. რავი გუპტა, კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორი, ამბობს, რომ ინდოეთში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და საცხოვრებლების სიმჭირდროვე ვირუსის მუტაციების გავრცელებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის. ამასთანავე ინდოეთში მეორე ტალღისას სიტუაციის გაუარესება შესაძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობასაც დავაბრალოთ, რადგან, როგორც ინდოეთის მთავრობა აცხადებს, ბევრი არ იცავდა სოციალურ დისტანციას და ყოველდღიურად პირბადეებსაც ნაკლებად იყენებდნენ.
მოქმედებს თუ არა ვაქცინა, ინდურ შტამზე?
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე არსებული ვაქცინები შესაძლოა, ზოგიერთი შტამპისთვის არც ისე ეფექტური აღმოჩნდეს და ასეთ დროს დოზებსა თუ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო, მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, არ დაველოდოთ უკეთესი ვარიანტების შემუშავებას და მხოლოდ ამიტომ არ ვთქვათ უარი უკვე არსებულ ვაქცინებზე, რადგან ნებისმიერი შტამპი უფრო ნაკლებად საშიში იქნება, თუ მოქალაქე უკვე აცრილია.