
თუ თქვენ ხართ - ზაზა ჩუბინიძე და გსურთ თქვენი ნომრის დამატება შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ნომერი:

მადლობა, ჩვენი ადმინისტრაცია მალე დაამატებს თქვენს ნომერს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა ჩუბინიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ზოგადი ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მან პროფესიული მოღვაწეობა ამავე ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში დაიწყო. მოგვიანებით, ქირურგიულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და, პარალელურად, ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი ქირურგიის კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლად იმუშავა.
ზაზა ჩუბინიძე ფლობს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატებს როგორც ზოგად ქირურგიაში, ასევე - ქირურგიულ ონკოლოგიაში, ლაპარასკოპიულ და ენდოკრინულ ქირურგიაში.