გიორგი ლებანიძე
2014-12-25
ძალიან კარგი კლინიკა. სუფთ ინტერიერი, კეთილგანწყობილი ექიმები და უმაღლესი ხარისხის აპარატურა, სტერილიზაცია. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ხარისხით. იდეალურად აკეთებენ ბჟენებს, გულმოდგინედ და ხარისხიანი მასალებით.
ცკლინიკა "უნისტომი" ეს უბრალოდ კლინიკა არ არის, ნებისმიერი კრიტერიუმით აკმაყოფილებს მაღალი კლასის კლინიკის მოთხოვნებს: კადრები: გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, ღიმილიანი, კეთილგანწყობილი და რაც მთავარია მზარდი კვალიფიკაციის ამაღლებით. პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად "იზრდებიან", ეცნობიან თანამედროვე სტანდარტებს და ნერგავენ მათ კლინიკაში. სისუფთავე: უდავოდ გამორჩეული, სკრუპულოზურად დაცული სტერილიზაცია, გარემო, კედლები, იატაკი, აქ ყველაფერი სისუფთავით გამოირჩევა. ინტერიერი: მშვიდი, თბილ ფერებში გადაწყვეტილი, სტომატოლოგთან ვიზიტისას განიცდი სიმშვიდის შეგრძნებას, არ გრთგუნავს და არაა გამაღიზიანებელი. პარკინგის რა მოგახსენოთ მანქანით არ ვსარგებლობ :-) ექიმბი ცალკე სასაუბროა: საოცარი ხალხი, ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და ალბათ ერთადერთი ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი ჯერ კიდევ ახსოვთ. ბჟენის ხარისხი უმაღლესი. ერთი სიტყვით მე არ მეგულება სხვა მსგავსი დონის კლინიკა, გაპიარებული კლინიკებისგან განსხვავებით, რომელთა ულევი სარეკლამო აქტივობით თვალს და ყურს გვჭრიან მომხმარებლებს კლინიკა "უნისტომი" ჭეშმარიტად იმსახურებს საუკეთესოს თიკუნს. მადლობა ყველას რომ არსებობთ.
აბსოლიტურად ყველა და ყველაფერი იდიალურია ამ კლინიკაში