შპს. 8 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში მოქმედებს ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა( ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა). პროგრამა ითვალისწინებს ორსულების სამედიცინო მომსახურეობას ორსულობის 9 თვის განმავლობაში. 4 უფასო ვიზიტს. 1 ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორსულობის 12 კვირამდე, რათა ორსულის დარეგისტრირება მოხდეს შესაბამის პროგრამაში. შემდგომ 9 ანალიზი, გინეკოლოგის და თერაპევტის კონსულტაცია ექნება უფასო. 18-20კვ. გინეკოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა უფასო. 30-32 კვ. გინეკოლოგის კონსულტაცია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, შარდში ცილის განსაზღვრა უფასო. 34- 38 კვ. გინეკოლოგის კონსულტაცია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, შარდში ცილის განსაზღვრა უფასო.
საჭიროებისამებრ ყველა დამატებითი კვლევა ხორციელდება ადგილზე, ლაბორატორიული ანალიზების კვლევა ხდება გერმანული წარმოების აპარატურაზე. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი და კვალიფიციური მედპერსონალი.
შპს 8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ლაბორატორიული კვლევების მაღალი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კვლევების კონტროლი ხორციელდება გერმანიაში.