მოითხოვე კლინიკის ნომერი
მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.
ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ მედით. არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგები.
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკა მედი საქართველოში წარმოდგენილია თბილისში, კოსტავას ქ N 52-ში მდებარე მთავარი კლინიკით, ასევე 10 ფილიალით თბილისსა და 9 ფილიალით სხვადასხვა რეგიონში. (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე, გორი, ფოთი, ხაშური, რუსთავი). კლინიკის ყველა ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სექტრი : პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (სპა და ფიტნესი).
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
მისია
კლინიკა ,,მედი”-ს მისია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადამიანებისთვის ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
კლინიკა მედი 20 წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციური ტექნოლოგიებითა და კორპორატიული პროფესიონალიზმით.
ესთეტიკური მედიცინის სფეროში ბევრი ინოვაციური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია პირდაპირ უკავშირდება „მედი-ესთეტიკის“ კლინიკათა ქსელის დამფუძნებლების, ქალბატონი მარინა და ბატონი გიორგი მჭედლიძეების სახელს.
ღირებულებები
ინოვაციები არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებია, არამედ ეს არის გადაწყვეტილებები, ეფექტური შედეგების მისაღწევად.
სრულყოფილების მიღწევა, ეს არის მუდმივი განვითარება და სწრაფვა კლინიკისა და პაციენტების იდეალიზაციისათვის.
პასუხისმგებლობა არის ცნობიერება და მზადყოფნა იმისათვის, რომ მიიღო შედეგი ქმედებიდან. პასუხისმგებლობა პაციენტებისადმი, გუნდისადმი, საქმიანობისადმი.
ინდივიდუალიზმი – განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული პროფესიონალისა და პაციენტისადმი.