კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ, მედიკოსები სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებენ:
მოქალაქე სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა, გარკვეული წარმოების აცრის შემთხვევაში პირველი ან მეორე დოზის („ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ. ამასთანავე, მოსახლეობის აცრილმა ნაწილმა ზოგადი უსაფრთხოების ზომების დაცვა მაინც უნდა გააგრძელოს:
გაითვალისწინეთ, თუ სრულად აიცერით, კორონა ვირუსით დაავადების ძალიან მცირე რისკი მაინც არსებობს და შესაძლოა ინფექცია სხვებზე გაავრცელოთ, მაშინაც კი თუ სიმპტომებს ვერ შეამჩნევთ. ეს ყოველივე ძალიან საშიში იქნება მათთვის, ვინც მაღალი რისკის მატარებლები არიან და ჯერ არ აცრილან, ამიტომ ზოგადო რეკომენდაციების დაცვა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, მაინც საჭიროა.