ვოიტა თერაპია
ვოიტა თერაპია , როგორც ნეირორეაბილიტაციური მეთოდი,შეიმუშავა და ჩამოაყალიბა, ჩეხი წარმოშობის,გერმანელმა ნევროლოგმა,ვაცლავ ვოიტამ. 1950 წლიდან, ეს თერაპია გამოიყენება, როგორც ნეირორეაბილიტაციური მეთოდი, ბავშვთა ნევროლოგიაში,პედიატრიაში და ორთოპედიაში. ვოიტა თერაპია არის რეფლექსური ვარჯიშები,რომელსაც თავის ტვინის ბრძანებით ანხორციელებს პაციენტის სხეული. თერაპიაში არის 9 ძირითადი ზონა. ვოიტა თერაპიის მიზანია ადრეულ ასაკში აღმოაჩინოს ც.ნ.სისტემის დარღვევები და ადრე დაწყებული იქნეს მკურნალობა,რომელიც ბევრად შედეგიანია.
ვოიტა თერაპიით მკურნალობა იწყება დაბადების 2 კვირიდან და ყველა ასაკში გამოიყენაბა.
ვოიტა თერაპიით ხდება სპასტიურობის (დაჭიმულობის ხარისხის) შემცირება ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იწყებს გაუმჯობესებას.უმჯობესდება კოორდინაცია,წონასწორობა,სხეულის შემეცნება,სიელმე,მზერის ფიქსაცია,მეტყველება და სხვა.
ვოიტა თერაპიის ჩვენებები: 1.კოორდინაციის დარღვევები 1ასაკის ბავშვებში
2.ცერებრული დამბლები ყველა ფორმა
3. პერიფერიული დამბლები
4.ხერხემლის დაავადებები
5.სუნთქვითი,ღეჭვითი, ყლაპვითი ფუნქციების დარღვევები
6.პარკინსონი,გაფანტული სკლეროზი, თ.ტ.ტვინის ინსულტი და სხვა.
ვოიტა თერაპია იძლევა ინვალიდობის ხარისხის შემცირების შესაძლებლობას. ვოიტა თერაპიით მკურნალობენ ნეირორეაბილიტაციის ცენტრ „ ნაბიმედ ‘’ში, კვალიფიციური ვოიტა თერაპევტი გაგაცნობთ ამ შესანიშნავ მეთოდს.