ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა
“ჰეპა”
ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები სადღეისოდ მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტუალურპრობლემად ითვლება, რასაც განაპირობებს ამ დაავადებების ფართოდ გავრცელება და მათგან გამოწვეული ძალიან სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
ღვიძლის დაავადებებს შორის განსაკუთრებით მწვავეა ვირუსული ჰეპატიტების პრობლემა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ქრონიკული Cჰეპატიტით დაავადებულია 150 მილიონი ადამიანი, ხოლო ქრონიკული B ჰეპატიტით კი - 240 მილიონი ადამიანი.
საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი მოზრდილი მოსახლეობის 5.4%-ს აქვს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. C ჰეპატიტი და მისი გართულებებისაქართველოში ავადობის, სიკვდილობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.
ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა “ჰეპა” ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა ღვიძლის დაავადებების დარგში. კლინიკა ფუნქციონირებს 2007წლიდან. ის აღჭურვილია მსოფლიო სტარდარტების დონის, უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც გავლილი აქვთმოკლე და/ან გრძელვადიანი სტაჟირება აშშ-ს და დასავლეთ ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
კლინიკამ პირველმა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2007 წელს დანერგა ღვიძლის ფიბროზის და ციროზის სადიაგნოსტიკო ყველაზე თანამედროვე და ზუსტიარაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი – ღვიძლის ელასტოგრაფია ფრანგული წარმოების აპარატ ფიბროსკანის საშუალებით. გარდა ამისა, კლინიკა „ჰეპაში“ დანერგილია ვირუსულიჰეპატიტების და ღვიძლის სხვა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მეთოდი.
A, B, C, D, E ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების და ღვიძლის სხვადაავადებების დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული ანალიზის, იმუნოფლუორესცენტული ანალიზის, იმუნობლოტინგის და სხვა თანამედროვე მეთოდებით.
ღვიძლის სტეატოზის (გაცხიმოვნების) ხარისხის შეფასება კონტროლირებული ატენუირებული პარამეტრის გაზომვით ფიბროსკანის უახლესი (ბოლო თაობის) მოდელისგამოყენებით.
ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სტეატოზის და სტეატოჰეპატიტის დიაგნოსტიკა ფიბროტესტისა და ფიბრომაქსისსაშუალებით.
სისხლში B, C და D ჰეპატიტების ვირუსების დნმ/რნმ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა რეალურ დროში (Real-Time) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისმეთოდით, მსოფლიოში საუკეთესო COBAS TaqMan ანალიზატორის და ტესტ-სისტემების საშუალებით.
B და C ჰეპატიტების გენოტიპების და სუბტიპების განსაზღვრა შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის (Linear array da Inno LIPA სისტემების გამოყენებით) და სექვენირების მეთოდებით.
ღვიძლის ფუნქციური ტესტების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა უახლესი თაობის ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორების საშუალებით.
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.
გასტროფიბროსკოპია.
ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, რომ ვირუსული ჰეპატიტებით და ღვიძლის სხვა დაავადებებით ავადმყოფებმა საქართველოში მიიღონ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებამაღალი თანამედროვე სტანდარტებით და არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, რაც ძვირადღირებულია და მოსახლეობის უმეტესობისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ კლინიკა „ჰეპა“ С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელია. მანინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო შერჩეულ იქნა მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველსამოდელო ქვეყნად. აღსანიშნავია, რომ როდესაც 2015 წლის აპრილში, С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყების წინ, აშშ დაავადებათა კონტროლის დაპრევენციის ცენტრების (CDC) და ფარმაცევტული კომპანია „Gilead“-ის მაღალი დონის დელეგაცია (პირველი პირების ჩათვლით) თბილისს სტუმრობდა, მათ საგანგებოდ მოინახულეს კლინიკა „ჰეპა“, დეტალურად გაეცვნენ კლინიკის პოტენციალს და საქმიანობას და უმაღლესი შეფასება მისცეს მას.
С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან კლინიკა „ჰეპაში“ მკურნალობა ჩაუტარდა 8000-მდე C ჰეპატიტით პაციენტს, რაც პროგრამით ნამკურნალებიავადმყოფების დაახლოებით 14%-ს შეადგენს და ეს ქვეყნის მასშტაბით მეორე მაჩვენებელია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შემდეგ.