საუკეთესო ექიმი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, თავისი საქმის სპეციალისტი და უბრალოდ კარგი ადამიანი!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სტეფანე თათეშვილი
2024-04-27
საუკეთესო პროფესიონალი ექიმი და ადამიანი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
კობა ზედგინიძე
2024-04-16
უმაღლესი დონის პროფესიონალი, გამორჩეული ადამიანური თვისებებით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
კობა ზედგინიძე
2024-03-18
უმაღლესი დონის სპეციალისტი საუკეთესო ადამიანური თვისებებით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირაკლი ფაცაცია
2023-07-04
საუკეთესო არითმოლოგი,თავისი საქმის ნამდვილი ჯადოქარი,ძალიან ცოტაა მსგავსი პროფესიონალი ექიმები საქართველოში
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარინე მერაბიშვილი
2023-04-27
უნიჭიერესი თავისი საქმის პროფესიონალი,ყურადღებიანი გულისხმიერი წესიერი პაციენტზე მზრუნველი ადამიანი და ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლალი ჯიქია
2023-04-06
პირველ რიგში თავისი სპეციალობის პროფესიონალი, საოცარი თბილი და მაღალი დონის ადამიანი, გაფასებთ და ყველანაირ წარმატებას გისურვებთ თქვენს ირგვლივ ბატონო ზვიად.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაკო დეკანოსიძე
2023-04-04
გულთბილი ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი:) გაფასებთ და მიყვარხართ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია ჩუბინიძე
2023-03-28
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ავღნიშნო, რომ უნდა გაგიმართლოს, ისეთ კვალიფიციურ, გულისხმიერ და ადამიანურ ექიმთან მოხვდე, როგორიც ბ-ნი ზვიადია.
მადლობა მას, რომ არ მიდის საქართველოდან და პაციენტებს არ ართმევს იმ ფუფუნებით სარგებლობის უფლებას, რომელსაც მაღალკვალიფიციურ ექიმთან ურთიერთობა ჰქვია.
მადლობა მას, რომ საჭიროების შემთხვევაში მიწერილ ელ. წერილებს არ ტოვებს უპასუხოდ. ეს კეთილშობილური ქცევა უდავოდ ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბატონი ზვიადი მოწოდებით ექიმია, რომლისთვისაც სულერთი არ არის პაციენტის ჯანმრთელობა.
მინდა ვუსურვო ხანგრძლივი საექიმო პრაქტიკა და მადლიერი პაცეინტები.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო იასამნიძე
2022-11-10
თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი, უსაზღვროდ თბილი და გულისხმიერი ექიმი, პაცინტისთვის თავდადებული და მზრუნველი...
პროფესიონალი არითმოლოგი, შეუდარებელი ოსტატი...
ძალიან თავმდაბალი და უბრალო...
დღეგრძელი იყოს ბატონი ზვიადი!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Alex alex
2022-09-01
კეთილშობილი კაცი,თავის საქმის დიდი პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია პაპავა
2022-08-24
პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ტასია ადამიან
2022-07-02
ადამიანი ექიმი პროფესიონალი_ეტალონი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ივანე ჩილინგარაშვილი
2022-07-01
უაღრესათ განათლებული თავისი საქმის პროფესიონალი.საუკეთესო და მისაბაძი პიროვნება.გამოირჩევა დიდი გულისხმიერებით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ივანე ჩილინგარაშვილი
2022-07-01
უაღრესათ განათლებული თავისი საქმის პროფესიონალი.საუკეთესო და მისაბაძი პიროვნება.გამოირჩევა დიდი გულისხმიერებით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Marine chilingarovi
2022-05-12
Chveni saamayo eqimi
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დავით კვერნაძე
2022-05-12
უმაღლესი პროფესიონალი ექიმი!
გულისხმიერი და საამაყო ადამიანი!!!!!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თემური ფეიქრიშვილი
2022-05-12
პროფესიონალი და სამაგალითო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ნიქაცაძე
2022-05-11
ზე ადამიანი,გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი.არცერთ ნიუანსს არ დატოვებს უყურადღებოდ და რაც მათავარია-კითხვებზე გპასუხობს!რასაც ექიმების 99%არ აკეთებს.გაიხარეთ,ბატონო ზვიად!❤
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
იმედა ლურსმანაშვილი
2022-05-11
ზე ნიჭიერი მონდომებული მომსმენი. ადამიანი რომელიც ბოლომდე გისმენს და ცდილობს სადმე რამე თუნდაც უმნიშვნელო დეტალი არ გამორჩეს თავისი საქმის იდეალური მცოდნე მე მას " ოქროს ხელება" შევარქვი მის შემდეგ რაც ჩემს მეუღლეს ურთულესი ოპერაცია ჩაიტარა მადლობა თქვენ ბატონო ზვიად რომ ხართ მადლობა ბატონ იმედას და მთელ თქვენ გუნდს ღმერთმა სიკეთე და წარმატება მოგცეთ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირა სოფრომაძე
2022-05-11
შემიძლია ობიექტურად დავწერო, რადგან არავითარი სანაცნობო არა მყავს მის ოჯახთან , მე იმერელი ვარ, მრავალი კლინიკა და ექიმი გავიარე და ბოლოს მათოშვილთან მივედი, მან გამიკეთა ოპერაცია და გადამარჩინა, ეს ექიმია მოვალეობააო , იტყვით. კარგი ასე იყოს, მაგამ მეემიგრანტს იტალიაში მყოფს , სისტემატიურადრომ მპასუხობს კითხვებს და მაძლევს რჩევებს , ნახულობს ჩემ კარდიოგრამას და ანალიზებს, ესეც მისი მოვალეობააა?? რათქმა უნდა არა.. გაგიკვირდათ არა?? ბევრს უკვირს , მე მისი ერთი რიგითი პაციენტი ვარ, და უანგაროდ აკეთებს ამას , ემიგრანტს ემიგრანტობა რომ გამიადვილოს და სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. ესაა შეფასების მაღალი კრიტერიული მის პროფესიონალიზმთან ერთად. ეს უნდა გაითვალისწინოთ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნატო ჩავლეიშვილი
2022-05-11
პროფესიონალი ექიმი, გულისხმიერი ადამიანი. ვამაყობ რომ ჩემი ექიმია ბატონი ზვიადი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლაშა გაბუნია
2022-05-11
პროფესიონალი, დაკვირვებული, კულტურული და მეტად გულისხმიერი უმაღლესი სინჯის ექიმი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ჩემგან, მისი პაციენტისგან.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ვახტანგ გოგოლაძე
2022-05-10
ბატონი ზვიად მათოშვილი, ჩემთვის არის საუკვეთესო ექიმი, შესანიშნავი პიროვნება, მაგის დამსახურებაა, რომ ცოცხალი ვარ და ვაგრძელებ აქტიურ ცხოვრებას, ზვიად ექიმთან ვიზიტი და მის მიერ გამოხატული ყურადღება და თბილი მოპყრობა, დარიგება პირადათ ჩემზე ისე დადებითად მოქმედებს თითქოს ახლა დავიბადე და არაფერი აღარ მაწუხებს... დანიშნული წამალი ხომ სასწაულად მშველის, ხანდახან როცა შემაწუხებს(არითმია მაქვს) მაშინვე ზვიადი ექიმის სიტყვები გამახსენდება, რომ ,,საშიში არაფერია გაგივლის" და მართლაც ეგრეა...და რამდენი ჩემნაირი ადამიანები ყავს გადარჩენილი...ვამაყობ და მიხარია, რომ ასეთ ექიმთან შემახვედრა უფალმა, შესანიშნავი გუნდი ყავს, ყველა თბილი, გულისხმიერი და თავის საქმის ერთგულები არიან მინდა ბატონ ზვიად მათოშვილს და მის შესანიშნავ გუნდს მადლობა გადავუხადო და წინსვლა და წარმატებები ვუსურვო... უფალმა დალოცოთ და მშვიდობა მიმადლოთ თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად❤❤❤
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა კოხრეიძე
2022-05-10
გამორჩეული, ყურადღებიანი ,უნიჭიერესი და საამაყო ექიმი.. მეიმედება.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამარ გიორგობიანი
2022-05-10
უმაღლესი კვალიფიკაციის, პროფესიონალი, სულით ხორცამდე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლალი ჯიქია
2022-05-10
ერთი სიტყვით-სამაგალითო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნანა გოგიაᲨვილი
2022-05-10
პროფესიონალი, გულისხმიერი, ექიმის პროფესიას სრულად რომ ამარᲗლებს, მისი პაციენტები იმედიანად ვარᲗ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხარაული
2022-05-10
საუკეთესო ადამიანი, თავის საქმის პროცესიონალი. მიყვარს მთელი მისი მედ პერსონალით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ალექსანდრე მანაგაძე
2022-05-10
უნიჭიერესი პიროვნება ბატონი ზვიადი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ალექსანდრე მანაგაძე
2022-05-10
უნიჭიერესი ადამიანი რომელსაც ადამიანებისთვის ბევრი სიცოცხლეაქ ნაჩუქარი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათელა გამდლიშვილი
2022-05-10
პროფესიონალი თავისი საქმის, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეს სჩუქნის ხალხს. ამაზე მეტი ან რა უნდა გააკეთოს, ან როგორ უნდა შევაფასო.
არ ვამეტებ, როცა ვწერ, რომ ზვიად მათოშვილი პროფესიონალი ექიმის მეტრია. სამედიცინო სისტემა საქართველოში წელში გაიმართება, როდესაც პროფესიონალიზმთან ერთად, ექიმები სრულყოფილად დაეუფლებიან ექიმის ეთიკურ ნორმებს, რაც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს პაციენტის ეფექტურად მკურნალობის დროს. ზვიადის პაციენტებთან ურთიერთობა სამაგალითოა. მე ვახლდი გულის პრობლემის მქონე პაციენტს ზვიადი ექიმთან ვიზიტის დროს. ზუსტად და რეალურად შევაფასე მისი, როგორც ექიმის და პაციენტის ურთიერთობა.აღფრთოვანებული ვარ და სასიამოვნოდ გაოცებული. სწორედ ეს იყო ევროპული სტანდარტი, როდესაც ავადმყოფი კომფორტულად გრძნობ თავს ექიმის მისაღებში (მე არასდროს მიყვარდა ექიმთან მისვლა სწორედ, იმ დისკომფორტის გამო, რაც მექმნებოდა ვიზიტის დროს). ზვიადი ექიმთან არ ღელავ და სრულად იხსნები, რომ დაწვრილებით ახსნა შენი წუხილი, რაც შესაბამისად, სრულყოფილ სურათს უქმნის ექიმს ჯერ დიაგნოზის დასასმელად, შემდეგ კი, სწორი მკურნალობის განსახორციელებლად. ხმამაღალ ნათქვამში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ აიღეთ მაგალითი ამ ძვირფასი ადამიანისგან და ექიმისგან და სისტემას ეშველება. რა თქმა უნდა, არიან ალბათ ასეთი ექიმიებიც, მაგრამ მცირე ოდენობით, რაც არასაკმარისია!!! წარმატებები და პროფესიული წინვლა ზვიად ექიმს, ძალიან გვიყვარხართ მთელს ოჯახს და გვეამაყებით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მზია პიტიურიშვილი
2021-10-21
გულისხმიერი ადამიანი (პირველ რიგში!),საუკეთესო ექიმი...
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლალი სააკაშვილი
2021-10-20
პირველ რიგში ადამიანი,პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმი და მართლა რომ უღირს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,აი ზუსტად ესეთი ექიმია,გვეიმედებით❤❤
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხატია ხარაული
2021-10-20
ოჯახის წევრი იყო პაციენტი.არანაირი ნეგატიური შეფასება არ გვაქვს ამ ადამიანის მიმართ.საუკეთესო ექიმი, ყურადღებიანი. იშვიათად შეხვდები ასეთ მოწესრიგებულ ექიმს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2021-10-20
ზვიადი ექიმი,პირველ რიგში ზე ადამიანი და მსოფლიო დონის სპეციალისტი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია გაჩეჩილაზე
2021-10-20
ზვიადი ექიმი არის ნიჭიერი,პროფესიული,უკეთილშობილესი,გულისხმიერი,რომელიც მეორედ ჩუქნის სიცოცხლეს ხალხს ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ია
2021-10-20
მსგავსი ექიმი,ალბათ,საქართველოს არ ჰყავს:პირველ რიგში,პროფესიონალი,ზეადამიანური თვისებებით,უანგარო,კეთილი,მზრუნველი,ყურადღებიანი,უფლის საყვარელი შვილია,ბატონი ზვიადი.
Sauketeso ekimi da uketilshobileso abadiamia chveni zviadi matoshvili
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2021-10-20
უძლიერესი და ნიჭიერი ექიმი.დაგლოცოთ უფალმა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გიორგი
2021-10-19
ბატონი ზვადი ექიმი არის პირველ რიგში კარგი ადამიანი .და ძალიან მაგარი პროფესიონალი .ბევრი წარმატებების მის გუნდთან ერთად
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ზაქარაძე
2021-10-19
ზვიადი ექიმის შეფასება ძალიან რთულია. უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო,როგორ გადმოვცე ჩვენი ოჯახის სიყვარული და პატივიცემა. ეს ის ადამიანია ვისაც თავისუფლად შეგიძლია მიანდო შენი გული, შენი სიცოცხლე და დარწმუნებული იყო იმაში რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ შენ იცოცხლო...მადლობა რომ არსებობთ ❤❤
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დარეჯან ფეიქრიშვილი
2021-10-19
უნიჭიერესი ადამიანი რომელის იმედიცგვაქვს ზრდილობიანი თავდაბალი პატიოსანი და რაც მთავარია თავისი საქმის პროფესიონალია ღმერთმა დალოცოს და დღეგრძელი ამყოფოს ასეთი ნიჭიერი ექიმები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გაიოზ დვალიშვილი
2021-10-19
უმაღლესი დონის ექიმი და მაგარი ადამიანი, ყურადღებიანი და გულიანი, ერთი სიტყვით ნამდვილი პროფესიონალი!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია მამულაიძე
2021-10-19
საუკეთესო ექიმი და ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ინგა
2021-10-19
უნიჭიერესი, უძლიერესი კარდიოლოგი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Tamar
2021-07-07
საუკეთესო ექიმი და ადამიანი!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Mako beridze
2021-07-06
საუკეთესო ექიმი და ადამიანი!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოსო ცოტნიაშვილი
2021-06-19
საუკეთესოა, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე პაციენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ასეთი ექიმი მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკას დაამშვენებდა.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Ხატია მათოშვილი
2021-05-21
Კაცი რომელიც სიცოცხლეს არიგებს...
Ქართული ნიჭის ზეიმი...
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა კოხრეიძე
2021-03-09
საუკეთესო გამორჩეული ექიმი და ადამიანია.ძალიან ჭკვიანი და გულისხმიერი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლეილა ოტიაშვილი
2020-10-05
ყურადღებიანი, გულისხმიერი, პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ბლუაშვილი მადონა
2020-09-08
ასეთი ეთიკური და ჭკვიანი ექიმი მე ჯერ არ შემხვედრია, საუკეთესო ადამიანია. და რაც მთავარია პროფესიონალი
ყურადღებიანი,საქმის მცოდნე,ნიჭიერი სპეციალისტი. მრავალ შობა ახალწლებს დაესწარით ზვიადი ექიმო თქვენი ოჯახით. უდიდესი პატივისცემით-რუსუდანი და ნუგზარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა
2016-11-22
საუკეთესო ექიმი და უმაგლესი სპეციალისტი.. ყურადგებიანი, საოცარი გუნდით.. უფალმა გაგახაროთ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია
2016-11-16
ექიმი,რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია არის ძალიან კარგი ადამიანი. ექიმი,რომელიც ნამდვილად ასრულებს ჰიპოკრატეს ფიცს სხვა ექიმებისგან განსხვავებით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამი
2016-11-14
უმაღლესი დონის პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამი
2016-11-14
ნამდვილი ექიმი, საამაყოა ასეთი კოლეგები. პროფესიონალი და ძალზედ უბრალო.როგორიც ჭეშმარიტად უნდა იყოს ექიმი. ჩემს ბებიას უმკურნალა, პრეისმეიკერის ინპლანტაციის შემდეგ კარგად გრძნობს თავს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამი
2016-11-14
ნამდვილი ექიმი, საამაყოა ასეთი კოლეგები. პროფესიონალი და ძალზედ უბრალო.როგორიც ჭეშმარიტად უნდა იყოს ექიმი. ჩემს ბებიას უმკურნალა, პრეისმეიკერის ინპლანტაციის შემდეგ კარგად გრძნობს თავს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
რუსუდანი
2016-09-27
წარმატებებს გილოცავთ, მრავალ დაბადების დღეს ულევი წარმატებებით დაესწარით. პატივისცემით -რუსუდან სტეფანიანი არბოლიშვილისა.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნუგზარ არბოლიშვილი
2016-09-27
გილოცავთ წარმატებებს, მრავალი დაბადების დღე აგეღნიშნოთ წარმატებებით. პატივისცემით ნუგზარ არბოლიშვილი. 24.09.2016.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
რუსუდანი
2016-09-27
გილოცავთ დაბადების დღეს,წარმატებებს გისურვებთ,იხარეთ და იბედნიერეთ!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ცირა ვარდიძე
2016-09-18
ვულოცავ დიდ წარმატებებს ჩემს ყოფილ მოსწავლეს მშობლიური სკოლიდან, იგი სკოლაშიც ხომ საუკეთესო და ძალიან ნიჭიერი, ყურადღებიანი, შესანიშნავი მოსწავლე იყო და ეხლაც საუკეთესოა -საუკეთესოთა შორის
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ცირა ვარდიძე
2016-09-18
ვულოცავ დიდ წარმატებებს ჩემს ყოფილ მოსწავლეს მშობლიური სკოლიდან, იგი სკოლაშიც ხომ საუკეთესო და ძალიან ნიჭიერი, ყურადღებიანი, შესანიშნავი მოსწავლე იყო და ეხლაც საუკეთესოა -საუკეთესოთა შორის
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო პიტიურიშვილი
2016-09-15
ყურადღებიანი, უნიჭიერსი, პასუხის მგებლიანი, წარმატებული, პროფესიონალი თავის საქმეში, სანდო,საქართველოს საამაყო პროფესიონალი ექიმი ყავს მისი სახით
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
რუსუდანი
2016-09-14
ყურადღებიანი,ნიჭიერი,თავმდაბალი საუკეთესო ექიმი. მეამაყებით,კვლავაც წარმატებებს გისურვებთ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გია
2016-07-11
შესანიშნავი ექიმი!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მანანა ჩილინგარაშვილი
2016-07-05
წარმატებები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გელა ჯაჭვაძე
2016-07-03
უბრალოება და სისადავე, ყურადღებიანი და დაუზარელი, უმაღლესი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლევან ვაშაკიძე
2016-07-03
რად უნდა ზვიადი ექიმს კომენარი?! იოცნებოს ნებისმიერმა კლინიკამ ასეთ ექიმზე!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაკა ბალახაშვილი
2016-07-03
წარმატებები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ეთერი
2016-07-03
უმრავლოს საქართველოს ასეთი ექიმები და ადამიანები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2016-07-02
ექიმად დაბადებული უჭკვიანესი ადამიანი,წარმატებები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხატია
2016-07-02
საუკეტესო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
საბა
2016-07-02
საუკეთესო ექიმია მთელს დედამიწაზე
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
საბა
2016-07-02
საუკეთესო ექიმია მთელს დედამიწაზე
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2016-06-10
შესანიშნავი ექიმი და არაჩვეულებრივი პიროვნება!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაკა
2016-06-09
ძალიან მიხარია ზვიადის ჭარმატებები. გისურვებ მომდევნო წარმატებებს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
არსენა ბალახაშვილი
2016-06-09
მესხი სწავლითა ქებული
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ზინიკო
2016-06-09
ვენდობო, მწამს და მჯერა მისი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გიორგი მერაბიშვილი
2016-06-08
ზვიადიზეა ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. :)
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხატია
2016-06-08
ერის სიამაყე
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია
2016-04-07
პროფესიონალი ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი! მადლობა ბატონო ზვიად!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია
2016-04-07
უმაღლესი დონის პროფესიონალი, მადლობა ბატონო ზვიად!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამარი ხარებაშვილი
2016-03-08
ექიმის ეტალონი, ყურადღებიანი, თბილი, მცოდნე, არაჩვეულებრივი ადამიანი, განათლებული, საამაყო ქართველი... ერის წარმომჩენი... უუულევი წარმატებები... :)
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაკა
2016-02-25
უმაგრესი ექიმი,თავისი საქმის პროფესიონალი.მადლობა ყველაფრისთვის .მალე დაგვიბრუნდით ბატონი ზვიად :)
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა
2016-02-08
დიდი მადლობა ბატონ ზვიადს ყველაფრისთვის
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია
2015-08-21
პროფესიონალი ექიმი ,ბრწყინვალე პიროვნება, ადამიანი,რომლის მსგავსიც თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს ქვეყანაში. მადლობა იმისთვის,რომ არსებობთ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ზურაბოი
2015-08-17
უმაგრესი ადამიანიაააააააააააა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
რუსუდანი
2015-07-06
ნიჭიერი,გულისხმიერი ექიმი.ჩემი ნუგზარის გადამრჩენელი. ზვიად ექიმო, დაგელოცოთ მარჯვენა ,დიდ წარმატებებს გისურვებთ , იბედნიერეთ მრავალჟამიერ!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
teona mtavrishvili
2015-05-13
უჭკვიანესიიი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გულადი
2015-04-22
თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი! კეთილსინდისიერი და გულისხმიერ ადამიანი!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მამუკა
2015-03-11
საოცარი ადამიანი და ჰიპოკრატეს ფიცის ჭეშმარიტად დამცველი ექიმი. მისი გულისხმიერებით გაოცებული ვარ. იგი ნამდვილი პროფესიონალია საკუთარი საქმის. ის არის ექიმი, რომელიც ადამიანს სიტყვითაც კი მოარჩენს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ზვიადს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დიმიტრი
2015-02-25
უძლიერესი, მაგარი, შესანიშნავი ექიმია!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარინა
2015-02-19
შესანიშნავი ექიმია და კარგი ადამიანი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შალვა დალალიშვილი
2015-02-19
მაგარი ექიმია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია
2015-02-18
ძალიან კარგი სპეციალისტია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლერი
2015-02-17
სიცოცხლეს გიხანგრძლივებს, რწმენას გმატებს
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნოდარი
2015-01-23
გულთბილი ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ქეთი
2014-12-24
უაღრესად კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თემო
2014-12-06
პროფესიონალი თავის საქმეზე შეყვარებული. ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმი რომელსაც დიდ პატივს ვცემ გაიხარე ზვიად. შენს ოჯახთან ერთად უფალი გფარავდეთ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიკა ჩხეიძე
2014-12-01
მოაზროვნე და ჭკვიანი ექიმი,არაჩვეულებრივი პიროვნება,პროფესიონალიrn
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დათო
2014-11-29
ძალიან გულისხმიერი და კომპეტენტური ექიმია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მანანა გელადზე
2014-11-21
გისურვებ ჩარმატებებს გმერთმა დაგლოცოს
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანი
2014-11-21
საუკეთესო პიროვნება და პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია წიქარიშვილი
2014-11-21
პროფესიონალი,საუკეთესო და უზომოდ ჭკვიანი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ეკა მანჯგალადძე
2014-11-21
ვამაყობ ზვიად!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა
2014-11-21
ბატონი ზვიადის ნაირი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა,ნამდვილი პროფესიონალი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თემურ ფეიქრიშვილი
2014-11-21
პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2014-11-17
ნამდვილი პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაია მამულაიძე
2014-09-20
პროფესიონალი, გულისხმიერი და ძალიან ყურადღებიანი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარინა
2014-09-19
საუკეთესო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თემურ ფეიქრიშვილი
2014-09-19
პროფესიონალი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
როინი აფრიამაშვილი
2014-09-18
უნიჭიერესი,თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი ოჯახის შვილი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხატია
2014-09-18
საქართველოს წამყვანი კარდიოლოგი,ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი,საუკეთესო პიროვნება...კაცის ეტალონი...ერის სიამაყე...
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გიორგი
2014-09-18
თავისი საქმის პროფესიონალი რაც იცის იცის:)
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ოლეგ სანდროშვილი
2014-09-18
საქმის მცოდნე, საუკეთესო ექიმი და უმაღლესი სპეციალისტი
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო, არითმიების მართვის ცენტრი - რიტმარტი
განათლება:
1999-2005 წ. თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
2006-2009 წ. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა. სპეციალობა - კარდიოლოგია
2012-2015 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორანტურის პროგრამა. მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სახელმწიფო სერთიფიკატები და მოწმობები:
კარდიოლოგის სერთიფიკატი - 2009წ
გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; სუბსპეციალობის მოწმობა - 2012 წ.
მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი - 2015წ
ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 (ECES level 1)and EHRA certified cardiac device specialist level 1 (ECDS level 1)) - 2016 წ.
სამუშაო ადგილი და თანამდებობა:
2009 წ. – დღემდე აკად. ნყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო. არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი;
საერთაშორისო ტრენინგები და მუშაობის გამოცდილება:
2010–2016წ. სხვადასხვა ტრენინგები ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით
2015 – 2016 წ. ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთ წლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში
ლევანი
2014-09-05
ბატონო ზვიად მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს.ვარ 31წლის.მაქვს ზოგჯერ ისეთი შეგრძნება თითქოს გულზე რაგაც მიჭერს.გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი.ყველაფერი ნორმაში მაქვს.ქოლესტერინიც ნორმაში მაქვს.პოთრომბინი ნორმის ზედა ზგვარზე მაქვს.სიგარეტს არ ვეწევი 2წელია.მაქვს ცოტა ჭარბი წონა.ეს არის მოკლე ანამნეზი.შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ ვიმოქმედო?
მოგესალმებით ლევან.
პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენს ასაკში კარდიოლოგიური პრობლემა ხშირი არ არის.
უსაფრთხოების გამო, ჩვენ მაინც ვაძლევთ პაციენტებს რეკომენდაციებს რომ კარდიოლოგიური პათოლოგია გამოირიცხოს.
რეკომენდებულია:
1. ელეკტროკარდიოგრამა
2. ექოკარდიოსკოპია
3. ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილმეტრია ან ველოერგომეტრია)
თუ ამ სამი გამოკვლევის შედეგი ნორმალურია, ე.ი. საშიში არაფერია და კარდიოლოგიური მიზეზი გამოირიცხება.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ გამოკვლევის შედეგები დაწეროთ (როცა გექნებათ) და სიამოვნებით გიპასუხებთ
ლევანი
2014-09-06
დიდი მადლობა
არაფრის, წარმატებებს გისურვებთ.
ანნა
2014-09-11
ბ-ნო ლევან, დილაობით მაქვს სერიოზული ტახიკარდია, შეიძლება ითქვას გული მიკანკალებს, ხან ვგრძნობ რომ ჩერდება, დაწოლილ მდგომარეობაში, მოძრაობის დროს არა, ხანდახან ჩხვლეტა და ტკივლი, ექიმის დანიშნულებით ყოველდღე ვსვავ ენაპჰაშ ელ-ს (მაწუხებს მაღალი არტერიული წნევა) და ანაპრილინს, როგორც ვატყობ აღარ მშველის ანაპრილინი, იქნებ მირჩიოთ რა წამალი მივიღო,, მადლობა წინასწარ..
მოგესალმებით ანა. უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს რამდენი გაქვთ პულსი დილით, მაშინ როცა თავს ცუდად გრძნობთ. ამისათვის შეიძლება რომ ამ დროს პულსი დაითვალოთ ერთი წუთის განმავლობაში, ან გაიკეთოთ ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი. თუ გაირკვევა რომ ამ დროს მართლაც მომატებული პულსი გაქვთ, შეიძლება ანაპრილინის გამოცვლა და სხვა ხანგრძლივმოქმედი ბეტა-ბლოკატორის გამოყენება. მაგალითად: მეტოპროლოლის, ბისოპროლოლის ან ნებივოლოლის დანიშვნა. თუმცა ეს უნდა მოხდეს უშუალოდ ექიმთან ვიზიტისას.
თუ გაკეთებული არ გაქვთ, რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა
ანნა
2014-09-16
ბ-ნო ზვიად, დიიდ მადლობა ყურადღებისთვის, დილას პულსი 100-ზე მაღლა მაქვს, და, ამავედროს, მინდა გაცნობოთ, რომ თუ ყოველ დღე არ მივიღე წნევის დასარეგულირებელი წამალი, გულის წნევა 120-მდე ამდის,,, ასევე მაღალი მაქვს არტერიული წნევაც...რაც შეეხება ენდოკრინოლოგს აუცილებლად გავესინჯები,,, წინასწარ გიხდით მადლობას
ანა. ამ პრობლემების მართვის სქემა ასეთია
არტერიული ჰიპერტენზია:
1. სუფრის მარილის შეზღუდვა, მინერალური წყლის აკრძალვა
2. თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა
3. წონაში კლება (საჭიროებისას)
4. ფეხით სიარული (დღეში 20-30 წთ უწყვეტად)
5. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის გაგრძელება, მისი უეფექტობის შემთხვევაში კარდიოლოგთან ვიზიტი და წამლის შეცვლა
გულის აჩქარებისთვის ჯერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა
ანნა
2014-09-17
ბ-ნო ზვიად, უღმესი მადლობა,, მე არ მინახავს თქვენნაირი ყურადღებიანი ექიმი, მინდა გაცნობით, რომ მარილი შემცირებული მაქვს დიდი ხანია, ფეხით სიარულს რაც შეეხება, მასწავლებელი ვარ და თითქმის დილის 9-საათიდან 2 საათამდე არ ვჯდები, დავრბივარ ერთი კლასიდან მეორეში :) თამბაქოს თავი დავანებე უკვე 3 თვეა, ალკოჰოლს არ ვეძალები, როგორც სჩანს ენდოკრინოლოგს უნდა ვეჩვენოოო... კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის,,, აუცილებლად შეგეხმიანებით...ამრავლოს უფალმა თქვენნაირი გულისხმიერი ექიმი....
არაფრის ქალბატონო ანა. ჯანმრთელობას გისურვებთ.
ლიკა
2014-10-09
ზვიადი ექიმო ჩემს 2 წლის გოგოს აქვს პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტი მცირე ზომის. 0.3 მმ.თქვენი შეხედულებითა და გამოცდილებით ეს დეფექტი თავისით დაიხურება თუ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას?
მოგესალმებით. ასეთი დეფექტი ხშირად თავისით იხურება. რეკომენდებულია ექოკარდიოსკოპია 6 თვეში ერთხელ.
ლიკა
2014-10-10
დიდი მადლობა ზვიადი ექიმო. და ამ დროს პედიატრი შუილს უნდა ისმენდეს ხო? როცა რაიმეს სახის დეფექტია.
ამ შემთხვევაში შუილის მოსმენა ან არ მოსმენა პრინციპული არ არის. შესაძლოა ექიმი დეფექტის დროს ვერ ისმენდეს შუილს და პირიქით, აბსოლუტურად ჯანმრთელთან ესმოდეს შუილი.
ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტ სიტყვას ექოკარდიოსკოპია ამბობს.
ლანა
2014-10-21
ზვიადი ექიმო გამარჯობათ,rnrn3 წლის გოგოს წუთში სუნთქვის სიხშირე რამდენი უნდა ქონდეს? ასე მგონია ჩქარა სუნთქავს. და გულის მიზეზი რომ იყოს რამე პედიატრი ხო უნდა მიხვდეს?
გამარჯობა. მე ბავშვთა ექიმი არ ვარ, მაგრამ შევეცდები გიპასუხოთ:
ამ ასაკის ბავშვებისთვის ნორმალური სუნთქვის სიხშირეა 20-35. ზოგიერთი მონაცემთ 40-მდეც დასაშვებია.
სუნთქვის სიხშირის მატების ბევრი მიზეზი არსებობს და არ არის აუცილებელი რომ ეს გულის პრობლემით იყოს გამოწვეული.
ტატიანა
2014-10-21
გამარჯობათ, rnმაინტერესებს გულის მანკი ძირითადად რა სიპტომებით ხასიათდება და ძირითადად რა სიპტომებით მჭღავნდება?
მოგესალმებით.
გულის მანკი ძალიან ზოგადი და არაზუსტი დიაგნოზია, ამიტომ სრულყოფილი პასუხის გაცემა გაჭირდება. აქ დაკონკრეტებული უნდა იყოს სარქვლოვანი აპარატის დაზიანებაზე საუბრობთ თუ რამე სხვა პრობლემაზე, სარქვლოვანი პრობემის შემთხვევაშიც კი მნიშვნელობა აქვს რომელი სარქველია დაზიანებული და სტენოზია თუ ნაკლოვანება. ამიტომ ჩემი პასუხი რამდენადმე ზოგადი იქნება:
ადვილად დაღლა, უჰაერობა, ქოშინი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის (წოლის) გაძნელება, ციანოზი (სილურჯე) და ა.შ.
აღსანიშნავია რომ სადღეისოდ სიმპტომების მიხედვით ამ პრობლემაზე არ მსჯელობენ. მარტივი გამოკვლევით (ექოკარდიოსკოპიით) ყველაფერი გასაგები გახდება და სრულყოფილი დიაგნოზი გექნებათ.
ტატიანა
2014-10-22
დიდი მადლობა ზვიადი ექიმო ასეთი სრულყოფილი პასუხებისთვის. მე მაინტერესებს ბავშვობის ასაკში რითი მჟღავნდება გულის მანკი კერძო( ძგიდის დეფექტები, ბოტალის ღია სადინარი,)
ქალბატონო ტატიანა.
ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უმჯობესია ექოკარდიოსკოპია გააკეთოთ.
ირინა
2014-10-23
გამარჯობათ, ძალიან მაწუხებს გული, მიჭირს სუნთქვა, თითქოს ვიღლები სუნთქვით .. ვარ 18წლის, ერთმა ექიმმა მითხრა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე რომ ნერვოზი მაქვს მაგრამ მეეჭვება.. მირჩიეთ რა ვქნა ძალიან გთხოვთ
გამარჯობა. უსაფრთხოების მიზნით გირჩევთ ექოკარდიოსკოპიის და კარდიოგრამის გაკეთებას.
თუ აღმოჩნდება რომ ყველაფერი რიგზეა და სხვა მხრივაც ჯანმრთელი ბრძანდებით, მიმართეთ ნევროლოგს.
ეკატერინე
2014-10-29
გამარჯობათ,ერთი კითხვა მაქვს,ჩემი შვილი რომ დაიბადა ჯოენის კლინიკაში გადავუღეთ ექოკარდიოსკოპია და ჰქონდა ღია ოვალური ხვრელი და ღია არტერიული სადინარი,ოვალური ხვრელი 3 სანტიმეტრი.სადინარი 2 კვირაში დაეხურა ოვალური ხვრელი 4 თვეზე.40 დღის რომ იყო ტირილის დროს პულსი ასდიოდა 200 და მაშინვე ჩამოსდიოდა 145-ზე,გადავუღეთ კარდიოგრამაც და ყველაფერი ნორმაში ქონდა,კითხვა მაქვს ესეთი ეს ასაკობრივი ნორმა იქნებოდა თუ ტაქიკარდია?არანაირი მანკი არ აქვს,არც კარდიოგრამაზე იყო რამე.დიდი მადლობა
მოგესალმებით. დაბეჯითებით ძნელი სათქმელია.
ასეთი რამ შესაძლებელია ნორმალურ შემთხვევაშიც მოხდეს.
მარიამი 24
2014-11-02
გამარჯობა ბატონო ზვიად, 3 კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია ნარკოზით, მქონდა ჩირქოვანი გლანდები და უკვე გული მაწუხებდა ხოლმე მაგრამ ეხოზე და კარგიოგრამაზე ცვლილება არ შეინიშნება, ნარკოზის შემდეგ მაქვს ხშირი გულის აჩქარებები მგონია რომ უნდა წამივიდეს გული (მსგავსი შემთხვევა არ მქონია გულისწასვლას ვგულისხმობ) რა შეიძლება რომ მივიღო ხომ ვერ მეტყვით? რაიმე დამამშვიდებელი პტეპარატი თუ მიშველს და ამ აჩქარებებს თუ მომიხსნის? დისკომფორტი მაქვს მითუმეტეს თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვარ,(ხალხმრავლობაში) უცებ ამიჩქარდება გული, დამცხება სულ ვიოფლები და მერე რამდენიმე წუთში გადაივლის ხოლმე.. მადლობა ყურადღებისათვის.
გამარჯობა.
დამამშვიდებელ პრეპარატს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დადებითი ეფექტი ამ შემთხვევაში.
თუმცა მანამდე ჰოლტერის 24სთ მონიტორინგს გირჩევთ რომ ვიცოდეთ რა ხდება.
სოფიო ტაბატაძე
2014-11-03
გამარჯობათ მაინტერესებს გულზე ხუთვა და უჰაერობა რისგან შეიდზლებ იყოს გამოწვეული,გულის აჩქარება,წნევის თამაში და ამ ყველაფერთან ერთად უძილობაც.რას მირჩევდით.გმადლობთ
გამარჯობა. ეს ემოციურ პრობლემებს გავს, ნევროლოგთან ვიზიტს გირჩევთ.
სოფო
2014-11-07
გამარჯობათ ბატონო ზვიად.მაინტერესებს უჰაერობას, გულის ამოვარდნებს, წნევის თამაშს,დაგლას რა სჰეიდზლება იწვევდეს ექიმმა სისხლდზარგვების ბრალიაო ვიმკურნალე და შედეგი არ აქვს და რისი გაკეთებაა საჭირო ხომ ვერ მირჩევთ.
მოგესალმებით.
უჰაერობა და წნევის ცვალებადობა შესაძლოა ემოციურ ფონს უკავშირდებოდეს
ექსტრასისტოლიის (ამოვარდნების) მიზეზი კი შეიძლება იყოს ემოციური ფონი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ელექტროლიტური დისბალანსი და ა.შ.
ამ შემთხვევაში საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი და საჭირო კვლევების შემდეგ შესაძლოა ნევროლოგიც გახდეს საჭირო.
სოფო
2014-11-17
გამარჯობათ ბატონო ზვიად.ჩემი მეუღლე 30წლისაა და გულის პრობლემები აქვს წნევები უთამაშებს,გული მალე ეღლება გულზე თითქოს უჭერს,ჰაერი არ ყოფნის.ექიმთან ვიყავით და სისხლძარღვების ბრალიაო ვიმკურნალეთ და შედეგი არ აქვს.ხომ ვერ გვირჩევდით როგორ მოვიქცეთ.გმადლობთ
მოგესალმებით. ეს ჩივილები შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესული ფონით. ე.წ. "ემოციებით გადაღლით". ნევროლოგთან ვიზიტით დაიწყეთ.
ნინო
2014-12-18
გამარჯობათ ბატონო ზვიად. ჩემს 11 წლის გოგონას 4-ჯერ დაემართა გულყრა გონების 1-2 წუთიანი დაკარგვით და კრუნჩხვით. დავაწვინეთ იაშვილის ნევროლოგიურში და ჩავუტარეთ გამოკვლევა, სადაც დადგინდა რომ ეს ტვინიდან არ მოდიოდა. ვინაიდან გულყრას წინ ერთვის გულის ძლიერი აფრიალება და ზოგადად ხშირად აქვს გულის ფრიალი და ხშირი პულსი (საშუალოდ წუთში 100) ამიტომ გადავწყვიტეთ გულის გამოკვლევა, კარდიოგრამაზე გამოჩნდა უმნიშვნელო ტაქიკარდია, ხოლო გულის ექოსკოპია ნორმალური იყო. შემდეგ გავაკეთეთ ჰოლტერი. დაგიწერთ ჰოლტერის პასუხს: მთელი ჩანაწერის განმავლობაში ძირითადი რითმი იყო სინუსური,უპირატესად დღის საათებში ფიქსირდება სინუსური ტაქიკარდიის მრავლობითი ეპიზოდი, მაქს.სიხშირე - 152 ემთხვევა დღის პერიოდს, სავარაუდოდ ფიზიკურ აქტივობას. ღამით აღინიშნა უპირატესად ხანმოკლე შედარებითი სინუსური ტაქიკარდიის ეპიზოდები, მნიშვნელოვნად ნაკლები სიხშირით. მაქს.სიხშირე - 134 აღინიშნა 00:37 სთ-ზე. ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზა, მკვეთრი ბრადიკარდია არ დაფიქსირებულა. წინაგულოვანი ექსტრასისტოლია: იშვიათი იზოლირებული სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა (<50); სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია არ დაფიქსირებულა; წინაგულთა ფიბრილაცია/თრთოლვა არ დაფიქსირებულა; პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია: იშვიათი იზოლირებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა (<50); პარკუჭოვანი ტაქიკარდია არ დაფიქსირებულა; Qტ ინტერვალი: ნორმალური კორეგირებული Qტ ინტერვალი მინიმალურ და მაქსიმალურ სიხშირეზე; ავ-გამტარებლობის დარღვევა არ დაფიქსირებულა; სტ-სეგმენტის ცდომა: იშემიისთვის დამახასიათებელი (სარწმუნო) სტ სეგმენტის ცვლილებები არ დაფიქსირებულა; გულის სიხშირის ვარიაბელობის მაჩვენებლები: PNN50 - 4%; რმს - სდ -27 მს, სდნნ - 48 მს; სდანნ - 95 მს, ტრი - 24 მს. სულ ეს არის,იქნებ მიპასუხოთ თუ არ შეწუხდებით რა სჭირს ჩემს გოგონას? (გულყრა ოთხივეჯერ ციკლის ბოლო დღეს დაემართა)
ზოგადად გონების დაკარგვა (სინკოპე) არც ისე ადვილი სადიაგნოსტიკოა და
ამ მონაცემებით სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
აუცილებელია არითმოლოგთან/კარდიოლოგთან ვიზიტი და სიტუაციის ადგილზე განხილვა.
ზეპირად შემიძლია გირჩიოთ ჰოლტერის განმეორება, ოღონდ გააკეთეთ 48სთ-იანი მონიტორინგი და სწორედ ციკლის ბოლო დღეებში.
ნინო
2014-12-19
გამარჯობათ ბატონო ზვიად. ჩემი გოგონა არის 11 წლის. მას 4-ჯერ ქონდა გულყრა, გონების დაკარგვით და კრუნჩხვით, რომელიც დაახლოებით 2-3 წუთი გრძელდებოდა. გვეწვინა იაშვილის ნევროლოგიურში, სადაც ჩაუტარდა კვლევები და თავის ტვინი აბსოლუტურად გამოირიცხა. რადგანაც გულყრა იწყებოდა ძლიერი გულის ფრიალით, ამიტომ გადავუღეთ კარდიოგრამა და გულზე ექოსკოპია. კარდიოგრამაზე დაფიქსირდა მცირედი ტაქიკარდია, ხოლო ექოსკოპიაზე არაფერი მნიშვნელოვანი. ეხლა გავუკეთე ჰოლტერი და მოგწერთ ჰოლტერის პასუხს: მთელი ჩანაწერის განმავლობაში ძირითადი რიტმი იყო სინუსური. უპირატესად დღის საათებში ფიქსირდება სინუსური ტაქიკარდიია მრავლობითი ეპიზოდი. მაქს. სიხშირე - 152, ემთხვევა დღის პერიოდს, სავარაუდოდ ფიზიკურ აქტივობას. ღამით აღინიშნა უპირატესად ხანმოკლე შედარებითი სინუსური ტაქიკარდიის ეპიზოდები, მნიშვნელოვნად ნაკლებისიხშირით,მაქს. - 134 აღინიშნა 00:37 სთ-ზე. ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზა, მკვეთრი ბრადიკარდია არ დაფიქსირებულა. იშვიათი იზოლირებული სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა (<50). სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია არ დაფიქსირებულა. წინაგულთა ფიბრალაცია/თრთოლვა არ დაფიქსირებულა. იშვიათი იზოლირებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა (<50). პარკუჭოვანი ტაქიკარდია არ დაფიქსირებულა. ნორმალური კორეგირებული Qტ ინტერვალი მინიმალურ და მაქსიმალურ სიხშირეზე. ავ-გამტარებლობის დარღვევა არ დაფიქსირებულა. იშემიისთვის დამახასიათებელი (სარწმუნო) სტ სეგმენტის ცვლილებები არ დაფიქსირებულა. გულის სიხშირის ვარიაბელობის მაჩვენებლები: პნნ50-4%; რმს-სდ-27მს; სდნნ-48მს; სდანნ-95მს; ტრი-24 მს. აი სულ ეს არის. ბატონო ზვიად იქნებ მითხრათ რა სჭირს ჩემს გოგონას? (გულყრა 4-ჯერვე ემართება ციკლის ბოლო დღეს, ანუ ყოველი თვის 6-8 რიცხვში).... დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის.
მოგესალმებით ნინო.
ზოგადად გონების დაკარგვა (სინკოპე) არც ისე ადვილი სადიაგნოსტიკოა და
ამ მონაცემებით სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
აუცილებელია არითმოლოგთან/კარდიოლოგთან ვიზიტი და სიტუაციის ადგილზე განხილვა.
ზეპირად შემიძლია გირჩიოთ ჰოლტერის განმეორება, ოღონდ გააკეთეთ 48სთ-იანი მონიტორინგი და სწორედ ციკლის ბოლო დღეებში.
სოფიო
2015-01-10
გამარჯობათ ბატონო ზვიად ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ჩემი მეუგლე 30წლისაა და წნევები აწუხებს ხან მაღალი აქვს ხან დაბალი და ძალიან მიახლოებული ექიმთან იმკურნალა მაგრამ მაინც ისეა თან ჰაერიც არ ყოფნის ხოლმე და რას გვირჩევთ კიდევაც გადაიღო გვეუბნებიან არაფერიაო როგორ მოვიქცეთ გთხოვთ გვირჩიეთ რამე
ვფიქრობ ეს იგივე შეკითხვაა, თუმცა გიპასუხებთ:
ეს ჩივილები შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესული ფონით. ე.წ. "ემოციებით გადაღლით". ნევროლოგთან ვიზიტით დაიწყეთ.
სოფიო
2015-02-03
ძალიან დიდიმადლობა ბატონო ზვიად.გვეშინია ინსულტმაარ დაარტყას ეხლა 155 110ზეაქვს სულ და ძალიან ვღელავთ მარეგულირებელს სვავს მაგრამ დაბლა არ ჩამოსდის.ესეიგი თქვენთან არ მოვიდეთ?გმადლობთ ყურადღებისთვის
თუ ასეთი წნევა მხოლოდ ერთხელ დაუფიქსირდა ეს საშიში არ არის.
ხოლო თუ ისე ხდება, რომ წნევა ხშირად მაღალია, მაშინ "მარეგულირებელი" მედიკამენტი გამოსაცვლელია.
ამასათან რეკომენდებულია:
1. ფეხით სიარული (დღეში 20წთ უწყვეტი სიარული)
2. წონაში კლება (თუ ამის საჭიროება არსებობს)
3. სუფრის მარილის და მლაშე საკვების მკვეთრი შეზღუდვა
4. მინერალური წყლის აკრძალვა
5. თამბაქოს გამოყენების აკრძალვა
6. ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა
ნინო
2015-03-22
გამარჯობათ, დედაჩემს დაუფიქსირდა მოციმციმე არითმია, კარდიოლოგის დანიშნულებით იღებს ვარფარინს 2,5 მგ, ბეტაზოლოკი 50 მგ. კვირაში ერთხელ ვაკონტროლებდით INრ და იყო 2,20. პულსი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში 57-60. რამდენიმე დღის წინ დაუფიქსირდა წნევა 100/70 პულსი 110, ან 110/75 პულსი 100, პერიოდულად პულსი დღის განმავლობაში არის 80, 90, 100. რამდენად სახიფათოა ასეთი მდგომარეობა? და ესაჭიროება თუ არა რომელიმე მედიკამენტის დოზის გაზრდა? თქვენი რჩევა როგორი იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის ველოდები პასუხს.
მოგესალმებით.
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ დედა ვარფარინს იღებს ადეკვატური დოზით და ამ მედიკამენტის დოზას ამ ეტაპზე ცვლილება არ ჭირდება.
რაც შეეხება პულსს და ბეტალოკ-ზოკის დოზას.
მოციმციმე არითმიის [წინაგულთა ფიბრილაციის] დროს პულსის ზუსტი დათვლა (მათ შორის ხელით ან ელექტრული წნევის აპარატით) ხშირად ვერ ხერხდება.ამ დროს მიღებული შედეგი მოციმციმე არითმიის თავისებურებიდან გამომდინარე არაზუსტია.
გირჩევთ არსებული მკურნალობის ფონზე დედას გაუკეთოთ ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი.
ამ კვლევის დროს პაციენტს წელზე/ქამარზე ამაგრებენ პატარა აპარატს, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრობს სახლში და მეორე დღეს ხსნიან აპარატს. ხდება მიღებული ინფორმაციის (მთელი დღე-ღამის გულისცემის) დამუშავება და გაძლევენ დასკვნას.
ამ მონიტორინგის შედეგის მიხედვით შესაძლებელია ბეტალოკ-ზოკის დოზის ზუსტი შერჩევა, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა უფრო კომფორტული გახდება.
გააკეთეთ ჰოლტერის მონიტორინგი, ანახეთ თქვენს ექიმს, ან თუ ეს ვერ ხერხდება მომწერეთ და სიამოვნებით მოგეხმარებით.
ნინო
2015-03-23
დიდი მადლობა პასუხისათვის, პრობლემა ის გვაქვს რომ დედა ამჟამად გურიაშია სადაც ჰოლტერის მოწყობილობა არ არის, ვინაიდან გვაქვს შიში რომ პულსის მომატებით შესაძლოა ინსულტის რისკის ქვეშ ვიყოთ ამიტომ შეგაწუხეთ. მედიკამენტური კუთხით შესაძლებელი არის თუ არა პულსის სტაბილიზაციის მიღწევა?
დედას INR -ის მაჩვენებელი კარგი აქვს. შესაბამისად ინსულტის რიკი შემცირებულია. ამ პირობებში პულსის ცვალებადობა ინსულტის რისკზე გავლენას არ ახდენს.
თუ მაღალი პულსი ხშირად ფიქსირდება, შეიძლება ბეტალოკ-ზოკის აბნახევრის (75მგ) მიღება, თუმცა ვიმეორებ რომ უფრო ზუსტი და მიზანშეწონილია ჰოლტერის მონიტორირება და შემდეგ დოზის შერჩევა.
ნინო
2015-03-23
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის. დღეს დედამ შეძლო კარდილოგთან მისვლა, რომელმაც გადაუღო კარდიოგრამა და აუხსნა რომ პულსის ისე დატვლა როგოც თქვენ ამიხსენით არ იყო ბოლომდე სწორი და შესაძლოა იწვევდეს ცდომილებებს. და დამატებით ვარფარინის და ბეტალო ზოკიტან ერთად დაუნიშნა ნებელიტი 5 მგ დღეში. ამავდროულად დედა ნევროპათოლოგის დანიშნულებით იღებს გარკვეულ მედიკამეენტებს ნემსის სახით ვინაიდან კტ გადაღებით აღმოჩნდა რომ აქვს ახალი კერა ინსულტის შემდეგი პერიოდის მაჩვენებელი. შესაძლოა თუ არა დამატებით ამ მედიკამენტის მიღება რაც კარდიოლოგმა დაუნიშნა დამატებით მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და მეორე კითხვა მექნება თქვენთან როგორ შეიძლება პაციენტის მოყვანა? სად უნდა ჩავეწეროთ თუ შეგიზლიათ რო დამაკვალიანოთ. ძალიან გვეშინია ინსულტის იმიტომ რომ 1 წლის წინ ზუსტად აპრილში მცირე ინსულტი დაუფიქსირდა და ეხლა კიდევ ახალი კერა გამოჩნდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის
არ მიყვარს სხვა ადამინის (მით უფრო ექიმის) გადაწყვეტილების განსჯა.
ბეტალოკ-ზოკის და ნებილეტის ერთად გამოყენება შეიძლება შეცდომა არ არის, თუმც ბევრად უკეთესი იქნებოდა ბეტალოკ-ზოკის დოზის ზრდა.
ანუ ეს ორივე პრეპარატი ბეტა-ბლოკატორია. ორი სხვადასხვა სახელით მათ მიღებას ცალსახად სჯობს ბეტალოკ-ზოკის სრულყოფილი დოზით მიღება. ასეთია ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება. თუმცა ვაფიქსირებ რომ ექიმის რეკომენდაცია შეცდომად და ზიანის მომტანად არ უნდა მივიჩნიოთ.
რაც შეეხება ჩემთან ჩაწერას, ამ ვებ-გვერდის (Tsamali.ge-ის) ჩემი გვერდიდან მოახერხებთ ჩემთან ჩაწერას.
nino
2015-03-26
გამარჯობათ,rnrnრა შემთხვევაში უნიშნავენ პაციეტს კორონოგრაფიას?
მოგესალმებით.
კორონაროგრაფია კეთდება რამდენიმე შემთხვევაში:
1. როცა პაციენტს აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და საჭიროა გულისთვის სისხლისმომარაგების აღდგენა (რევასკულარიზაცია).
2. როდესაც ექიმს აქვს დასაბუთებული ეჭვი (კლინიკურ სურათზე და სხვა გამოკვლევებზე დაყრდნობით), რომ პაციენტთან გულის სისხლძარღვები შევიწროებულია
3. ზოგიერთი ოპერაციული ჩარევის წინ (მაგალითად გულის სარქველის პროთეზირება) ოპერაციის მასშტაბის და ტაქტიკის სრულყოფილი განსაზღვრისთვის.
მამუკა
2015-03-26
ვღებულობ ბეტალოგზოკს, 25 მილიგრამიანს. ნახევარს დილით, ნახევარს საღამოს. კუჭისთვის დამინიშნეს ფოსფალუგელი. ახდენს თუ არა გავლენას ფოსფალოგელის მიღება ბეტალოგზოკის მოქმედებაზე და თუ შეიძლება მითხრათ რა შუალედი უნდა იყოს ბეტალოგზოკის მიღებასა და ფოსფალოგელის დალევას შორის?
ფოსფალუგელი განსაკუთრებულ გავლენას ბეტალოკ ზოკის მოქმედებაზე არ ახდენს.
იდეალურ შემთხვევაში ფოსფალუგელსა და სხვა პრეპარატს შორის იღებენ 2 საათიან დაშორებას.
ბეტალოკ ზოკი ხანგრძლივ მოქმედი წამალია და მის დღეში ორჯერ მიღებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ტყუილად წვალობთ. შეგიძლიათ პირდაპირ მთლიანი აბი მიიღოთ ერთხელ.
nino
2015-03-27
დიდი მადლობა პასუხისათვის. მაინტერესებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში კორონოგრაფია ფინანსდება თუ გაქვთ ინფორმაცია? და ექიმს როცა ექიმს ეჭვი აქვს სისძარღვის შევიწროებაზე ამ შემთხვევაში კორონოგრაფიის მერე სტენდირება დაუყონლებლივ კეთდება?
საყოველთაო ჯანდაცვა იზოლირებულად კორონაროგრაფიას არ აფინანსებს. ფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კორონაროგრაფიის შემდეგ პაციენტს პირდაპირ დაჭირდა სტენტირება.
სტენტირების გაკეთება არ გაკეთების საკითხი დამოკიდებულია კორონაროგრაფიის შედეგზე.
თაკო
2015-03-27
გამარჯობათ,rnrnზოგადად რატომ ხდება რომ სტენდირებისა და შუტირების შემდგომ ადამიანები მალევე კვდებიან? რა იწვევს ამ შედეგს?
არ ვფიქრობ რომ ასე ხდება. ზოგადად როცა ასეთი პაციენტი იღუპება ამის მიზეზი ძირითადი დაავადებაა (სისხლის მიწოდების დარღვევა) და არა სტენტირება.
ია
2015-03-27
გამარჯობათ,rnrnსტენდირების შემდგომ პაციენტს რაიმე დიეტა ან მედიკამენტები მთელი ცხოვრება ჭირდება თუ სრულიად განკურნებულად ითვლება?
დიახ ასეთ პაციენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ხანდახან მთელი ცხოვრება ჭირდება მედიკამენტური თერაპია და შესაბამისი კვებითი რეჟიმი.
ია
2015-03-30
მადლობთ პასუხებისთვის,rnrnკორონოგრაფიაა საჭიროაო ეს გვითხრა ქუთაისში ექიმმა და რას გვირჩევთ პირდაპირ კორონოგრაფიაზე ჩამოიყვანოთ თბილისში თუ ჯერ კონსულტაცია იქნება საჭირო?
ვერაფერს გეტყვით.
მე არ ვიცი პაციენტის წინა კვლევების შედეგების შესახებ, შესაბამისად ვერ გიპასუხებთ აუცილებელია თუ არა კორონაროგრაფია.
სოფიო
2015-03-30
დიდი მადლობა ბატონო ზვიად
არაფრის, წარმატებებს გისურვებთ.
ნანი
2015-04-14
მოგესალმებით ბატონო ზვიად. დედაჩემს დაუსვეს დიაგნოზი გულის სტენოკარდია ქისის ფეხის ბლოკადა. მკურნალობს უკვე რამოდენიმე წელიწადია. ოპერაციას არ ეუბნებიან არაფერი ეშველებაო ოპერაციით. თქვენ რას მეტყვით, ასეთ შემთხვევაში მართლა არ არის ოპერაცია საჭირო? ან სხვა რა გამოკვლევა შეიძლება ჩაუტარდეს რომ ეშველოს? წინასწარ მადლობა.
მოგესლმებით.
ჰისის ფეხის ბლოკადა (რამდენიმე წლის წინ დადგენილი) თავსთავად საფრთხეს არ წარმოადგენს.
აი სტენოკარდიის თემა უფრო საყურადღებოა.
უმჯობესია დიაგნოზი გამოკვლევებით იყოს დადასტურებული და არ იყოს სავარაუდო, ან მოსაზრებაზე დამყარებული.
თუ პაციენტს სტენოკარდია აქვს მას შეიძლება სერიოზული კვლევა (მაგ. კორონაროგრაფია) დასჭირდეს.
ანა
2015-05-01
მოგესალმებით,rnrnმაინტერესებს კვლევა რომელსაც ახლა მასიურად ნიშნავენ კარდიოლეგები კორონოგრაფია. აღნშნული კვლევით რამე მდგომარეობა სწორდება პაციენცის ან სისძარღვების გაწმენდა და ა.შ. ?
მოგესალმებით. კორონაროგრაფია მხოლოდ გამოკვლევაა.
ამ დროს ხდება გულის სისხლძარღვების დათვალიერება და დიაგნოზის დადგენა.
ანა
2015-05-01
ასევე მაინტერესებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში რომ დაფინანსდეს აღნიშნული კვლევა (კორონოგრაფია) ამისთვის როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი?
საყოველთაო ჯანდაცვა იზოლირებულად კორონაროგრაფიას არ აფინანსებს.
ფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კორონაროგრაფიას მოყვება სტენტირება, ან თუ კორონაროგრაფია კარდიოქირურგიული (მაგ სარქველის) ოპერაციის წინ.
დეტალურ ინფორმაციას უშუალოდ კლინიკაში მიიღებთ
ლიკა
2015-05-04
ზვიად გამარჯობა,rnწინასწარ იმის განსაზღვრა ჭირდება თუარა სტენდირება ადამიანს არ შეიძლება? კორნიგრაფიის გარეშე? სამწუხაროდ ეს თანხებთანაა დაკავშირებული რისი საშუალებაც არ გვაქვს:(
მოგესალმებით. კორონაროგრაფიის გარეშე შეიძლება გამოითქვას მხოლოდ მოსაზრება.
ამ საკითხის საბოლოოდ გარკვევა კორონაროგრაფიის გარეშე შეუძლებელია
lika
2015-05-07
გამარჯობათ ზვიადი ექიმო,rnrnდედა მყავდა ქუთაისში კარდიოლოგთან რადგან ქონდა მაღალი წნევები. მან გადაუღო კარდიოგრამაცხ და ექოსკოპიაც და თქვა რომ არაფერი დარღვევა არ არნიშნება, მაგრამ 2 თავი წამალი ტრიპლექსამი და ნებეტა მაინც უნდა სვა 5 თვე და 5 თვეში დაგვიბარა კიდე. ასევე შეუზღუდა ტკბილეულის ჭამა. ამ წამლების ფონზე წნევა მართლაც დაურეგულირდა. rnმაგრამ მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამ წამლებისადმი ანუ თუ არაფერი არაა მაშინ წნევები რატო უნდა ქონოდა ?და ეს წამლები რა დიაგნოზის დროს ინიშნება.rnწინასწარ დიდი მადლობა
მოგესალმებით.
35 წელზე უფროს პაციენტების უმრავლესობასთან არტერიული წნევის მატებას კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია. ასე რომ აქ გასაოცარი არაფერია.
კარგი პრეპარატები აქვს დანიშნული
ტრიპლიქსამი წნევის წამალია, ხოლო ნებეტა გულის აჩქარების/არითმიის
lika
2015-05-08
დიდი მადლობა ზვიადი ექიმო. და ეს წამლები მუდმივად უნდა სვას?
ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
მაგალითად თუ წნევა ნორმალურზე დაბლი ექნება შეიძლება ტრიპლიქსამის შემცირება, მოგვიანებით კი თუ კვლავ დაბალი იქნება წნევა მისი შეწყვეტა მოხდება. სხვა შემთხვევაში ეს პრეპარატი ხანგრძლივად უნდა მიიღოს. იგივენაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება ნებეტასთან დაკვშირებით (აქ მნიშვნელოვანია გულისცემის სიხშირე). ყველა შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზის ცვლილება და შეწყვეტა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.
ნონა
2015-05-19
გამარჯობათ ბატონო ზვიად. მე ბათუმიდან გაწუხებთ. მყავს 18 წლის ბიჭი, რომელიც თამაშობს ფეხბურთს ბათუმის დინამოში და აქვს არითმია. საკმაოდ არაერთგვაროვანი პულსაცია ახასიარებს. არის აქტიური და არ უჰივის არც დაღლილობას და არც ტკივილებს. მაინტერესებს რამდენად საშიშია მისტვის გადაღლა და სირბილი და რას მირჩევთ თქვენ. წინასწარ მადლობტ ყურადღებისთვის
მოგესალმებით. არითმიის დროს (განსაკუთრებით სპორტსმენებთან) გარკვეული კვლევები აუცილებელია.
1. ექოკარდიოსკოპია
2. ელექტროკარდიოგრამა
3. ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
4. ფიზიკური დატვირთვის ტესტი
5. TSH, FT4, კალიუმი და მაგნიუმი სისხლში
მხოლოდ ამ გამოკვლევების შემდეგ არის შესაძლებელი პასუხი გაეცეს თქვენს შეკითხვას
ნანული მანიჟაშვილი
2015-05-24
გამარჯობა ბატონო ზვიად. 2012 წელს თქვენთან ჩამიტარდა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და დამიდგინდა არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ეტაპოვრივად ვიღებდი წამლებს. რამოდენიმე თვეა გულის აჩქარების გარდა, ვგრძნობ თითქოს გულისცემა მინელდება, წნევა დაბლა მოდის, მწყება მთქნარება და ცრემლდენა, თავის ტკივილი. ქვედა კიდურები მუდმივად შეშუპებული მაქვს. ვუჩივი დაღლას. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე.
მოგესალმებით ქალბატონო ნანული.
მას შემდეგ 3 წელი გასულა, შესაბამისად შესაძლოა მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა.
რეკომენდებულია ექოკარდიოსკოპია და ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი, ამ კვლევების შემდეგ შევძლებთ სრულყოფილად დაგეხმაროთ.
ლია
2015-06-06
გამარჯობათ, ჩემ მეუღლეს აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, ცოტა ხნის წინ გაუკეთდა კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რის შემდეგაც დაეწყო თავბრუსხვევა გაბრუება. ყოველდღიურად ღებულობს ვერაპამილს. შეიძლება თუ არა რომელიმე მედიკამენტის მიხმარება ამ სიმპტომების მოსახსნელად. მადლობა
მოგესალმებით. ზოგჯერ ასეთი დაავადების გარკვეულ ფორმას შესაძლოა ახლდეს თავბრუსხვევა და ამ ტიპის თავბრუსხვევისგან განთავისუფლება ძნელია.
ამის გარდა თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი წნევა - ასეთ შემთხვევაში საჭიროა წნევის ნორმალიზება, ან ვერტებრო-ბაზილური უკმარისობა. ამ შემთხვევაში თავბრუსხვევის მედიკამენტების გამოყენებას აზრი აქვს.
უფრო რომ გავამარტივოთ ჯერ თქვენს კარდიოლოგთან არკვევთ თავბრუსხვევის მიზეზს და თუ პაციენტის მონაცემების მიხედვით ჩაითვლება რომ კარდიოლოგიური მიზეზი არ აქვს, მიდიხართ ნევროლოგთან.
ლიკა
2015-06-11
გამარჯობათ,rnrnმამას აქვს ყურების შუილი გვყავდა ნევროპათალოგთან ოტოლარინგოლოგთან და გამორიცხეს არაფერი არ აქვსოო. ასევე აქვს გადატანილი ინფაქტი და მკურნალობს კარდიოლოგთან , შეიძება თუ არა ეს გამოწვეული იყოს გულის პრობლემით და კონკრეტულად გულის რა პრობლემა იწვევს ყურებში შუილს?
მოგესალმებით.
ამისი ალბათობა მხოლოდ თეორიულია.
კარდიოლოგიური პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შუილის მიზეზი თუ პაციენტს აქვს მკვეთრად დაქვეითებული გულისცემა (პულსი) ან აქვს ძალიან დაბალი წნევა.
ლიანა
2015-06-12
rnrnმამას ექიმმა დაუნიშნა :ამლესა, კარდიომაგნილი, ზოკორი , ოლიკარდ რეტარდი მაღალი წნევის გამო. და ამდენი მედიკამენტი რამდენად მისაღებია ერთდროულად მარაილ წნევის დროს?
ამ მედიკამენტებიდან უშუალოდ წნევის სამკურნალო მხოლოდ ამლესაა.
სხვა პრეპარატებს სხვა დამიშნულება აქვთ.
ზოგადად ამ მედიკამენტების კომბინირება და ერთდროული მიღება დასაშვებია.
ლიანა
2015-06-12
გადატანი აქვს ასევე ინფაქტი 2 წლის წინ. და ამათ რაიმე აღმდგენი ფუნქცია აქვს?
გადატანილი ინფარქტის შემდეგ ამ ტიპის წამლების გამოყენება საჭიროა
მარი 25
2015-07-20
ბატონო ზვიად მოგესალმებით, ვარ 25 წლის, ხშირად მიბუჟდება მარცხენა ხელის მტეცანი და თითები, გულის ბრალი შეიძლება იყოს ეს? კარდიორამა და ექო გავიკეტე გულზე და არანაირი ცვლილება არ მაქვ, ვარ არამწეველი არამსმელი, უბრალოდ ფორმონალური დარღვევები მაქვს და ეს შეიძლება რომ იწვევდეს?
მაღალი ალბათობით ეს არ არის გამოწვეული კარდიოლოგიური მიზეზით.
ამ დაბუჟების მიზეზი შესაძლოა ხერხემალი იყოს
მარი 25
2015-07-20
მადლობა პასუხისათვის ბატონო ზვიად, მაქვს ისეთი სამსახური რომ მთელი დღე მიწევს ჯდომა კომპიუტერტან და ზოგჯერ ფეხებიც მიბუჟდება, უბრალოდ ხშირად მაქვს ხოლმე მარცხენა ხელზე დაბუჟება და შემეშინდა გულის ბრალი ხომ არაატქო, ხანდახან თითქოს ჩხვლეტაც მაქვს ხოლმე გულზე, მაგრამ იშვიათად, ისე ხშირად მიჩქარდება ხოლმე გული, მხოლოდ ეს მიქმნის დისკომფორტს, მაქვს ჰორმონალური დარღვევები და ვფიქრობ ეს ხომ არ იწვევს, ისე გულზე ყველაფერი რომ გამოვრიცხო ექოს და კარდიოგრამის გაკეტების გარდა რა კვლევები უნდა ჩავიტარო? ან თქვენს კლინიკაში რომ მოვიდე ყველანაირ გამოკვლევას აკეტებთ ხომ?
დამატებით შეიძლება ფიზიკური დატვირთვის ტესტის გაკეთება.
ჩვენს კლინიკაშიც კეთდება ყველა ეს კვლევა. თუმცა თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე არ მგონია რომ ძალიან საჭირო იყოს დამატებითი კვლევები. ჩანს რომ ეს არ უნდა იყოს გულის ბრალი.
თუ თქვენ მაინც გსურთ რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ, ჩაიტარეთ ფიზიკური დატვირთვის ტესტი და კვლავ შემომეხმიანეთ.
მარი 25
2015-07-21
ბატონო ზვიად რა ღირს ტქვენს კლინკაში დატვირთვის ტესტის გაკეთება? ან ჰოლტერი? გმადლობთ
45 და 55ლ შესაბამისად
თეა
2015-08-06
გამარჯობა.ჩემი ბიჭი დაიბადა 37 კვირაზე.ეხლა 2 თვისაა გავუკეტე გულზე ეხოსკოპია და ძალიან შევშინდი,დასკვნაში წერია წინაგულთა ძგიდძე ფიქსირდება ღია ხვრელი 2მმ-ით... მიტხრეს არაა სანერვიულო დაეხურებაო ტავისითო,მარა მას მერე ვერ დავწყნარდიძლიან ვნერვიულობ
გამარჯობა. საშიში არ არის.
ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ მეთვალყურეობა.
ანუ გარკვეული პერიოდულობით უნდა გაუკეთოთ ესოკარდიოსკოპია.
ზურა
2015-08-17
ა ო ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
გმადლობ ზურაბასეთი დადებითი ემოციისთვის
ნინი
2015-09-03
გამარჯობათ,ვარ ორსული, საკეისროს დროს თუ დაჭირდათ ვიდრე ბავშვს ამოიყვანენ რა წამალი შეიძლება გაკეთდეს გულის ასაჩქარებლად?ხშირად მინელდება და მოსალოდნელია საკეისროს დროს მეტი შენელებაო და რა წამალი შეიძლება ისეთი რომ ძალიან ცუდი გავლენა არ ქონდეს ბავშვზე? ატროპინს ფიქრობს ექიმი და ორსულზე და ჩვილზე ცუდი გავლენა უწერია ანოტაციაში.... პლატიფილინი არ შეიძLებაო... თქვენ ხომ არ მირჩევთ რამეს?
მოგესალმებით. ასეთი, აბსოლუტურად უსაფრთხო წამალი ბუნებაში არ არსებობს.
ატროპინს აქვს უსაფრთხოების კატეგორია C. ეს იმას ნიშნავს რომ აუცილებლობის შემთხვევაში მის გამოყენება შეიძლება. მხოლოდ ცალსახა აუცილებლობისას.
ნინო
2015-09-07
გამარჯობა ბატონო ზვიად, მამას დაუფიქსირდა პულსი 35, წნევა 90/60. მოვხვდით საავადმყოფოში. გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ხშირი სრული (IIIხ.) ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის პერიოდები (საშუალო გშს43, პაუზები>200 წმ-ზე-7066, მაქსიმალური პაუზა-2500 მწ01.07 სთ-ზე), ერთეული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა.rnდიაგნოზი: გარდამავალი IIIხ. ატრიო-ვენტრიკული AV ბლოკადა, პრესინკოპე, მიტრალურო სარქვლის ნაკლოვანება (მსუბუქი) I-34.0.rnდაგვიდგინეს სასწრაფოდ მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაციის ჩაყენება.rnგთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ, ოპერაცია გარდაუვალია თუ შეიძლება მედიკამენტებით მკურნალობა?
მოგესალმებით. თუ ამ ყველაფრის გარდამავალი მიზეზი (მედიკამენტი, ელექტროლიტური დისბალანსი რასაც შეეძლო გამოეწვია ეს მდგომარეობა) არ არსებობს ოპერაცია გარდაუვალია.
ნატა
2015-09-17
მოგესალმებით.ბოლო რამდენიმე კვირაა მაწუხებს გულის არეში ძლიერი წამიერი ტკივილი,მაინტერესებს ეს რამდენად საშიშია?
მოგესალმებით.
წამიერი ტკივილი როგორც წესი საშიში არ არის.
თემო
2015-09-26
ვარ 35 წლის მამაკაცი. არ მაქვს არანაირი მავნე ჩვევა. ერთი კვირის წინ ჩავიტარე გამოკვლევები , კერძოდ : გულის ეხოსკოპია ( გულის ორგანო პათ. ცვლილებების გარეშე), ჰოლტერი და დამიდგინდა ექსტრასისტოლური არითმია ხშირი ამოვარდნებით. თავიდან ეჭვი იყო ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე. გავიკეთე თი.სი.ეიჩ ანალიზიც, პასუხი იყო 0.77. მაწუხებს აგრეთვე ყრუ ტკივილი გულის არეში. ექიმმა დამინიშნა ვაროპამილი 80მგ. ვსვამ წამალს მესამე დღეა, მაგრამ შედეგი არანაირი არ არის. დღეს მომცა სიცხეც 37.2 . მაინტერესებს არის თუ არა სიცხის აწევა არითმიასთან კავშირში?. ( სხვა რაიმე გაციების სიმპტომი არ მაქვს)
მოგესალმებით, არითმია სიცხის მიზეზი არ არის. ფიზიკური დატვირთვის ტესტის ჩატარებას გირჩევთ. ამის შემდეგ კი მედიკამენტის შეცვლაც შეიძლება
რუსუდანი
2015-09-29
მოგესალმებით ბატონო ზვიად!გულითადად გილოცავთ დოქტორის წოდებას,დაბადების დღეს, ღვთისმშობლობის და ჯვართამაღლების წმინდა დღესასწაულებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყველა წმინდანი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ! ბატონო ზვიად,ნუგზარს სტენტირება ჩაუტარეთ 11 ივნისს. ამჟამად აწუხებს წნევის ცვალებადობა:180/100, 140/90, 130/80 , 110/70 . ღებულობს ნებილეტს და კარდიო მაგნის. გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ, რომელი მედიკამენტები მიიღოს? უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით რუსუდან და ნუგზარ არბოლიშვილები.
მოგესალმებით, დიდი მადლობა.
ბატონ ნუგზარს დავუმატოთ ლორისტა HD 100/25მგ ნახევარი აბი დილით. თუ 4 დღის შემდეგ კვლავ აღენიშნა წნევის მატების ეპიზოდები გადადით მთლიან აბზე. საჭიროების შემთხვევაში მომწერეთ
ქეთი თასოშვილი
2015-09-30
მაქვს ტაქიკარდია,ვსვავდი ანაპრილინს,რიბოქსინს,ასპარკამს,ატარაქსს,გრანდაქსინს გავიკეთე კოკარნიტის ნემსები თუმცა შედეგი არ მაქვს ვარ 17 წლის თითქმის 1 წელია ვმკურნალობ ,დილით განსაკუთრებით მიჭირს სუნთქვა მეღლება და მიჩქარდება გული და რას მირჩევთ რა შეიძლება დავლიო.
მოგესალმებით ქეთი. პირველ რიგში ექიმთან ვიზიტი და რამდენიმე კვლევაა საჭირო. შესაძლოა თქვენი აჩქარების მიზეზის მოძიება მოხერხდეს. წამალი მხოლოდ ამის შემდეგ დაგენიშნებათ. ზეპირად რეკომენდაციის გაცემა თქვენსავე ინტერესებს ვნებს
თამუნა
2015-10-19
გამარჯობა,დედას ( 49 წლის) დაუდგინდა პაროქსიზმის დიაგზონი,აქვს ძლიერი შეტევები რომლებიც რამდენიმე საათს გრძელდება,დაახლოებით 20 დღეში ერთხელ,მედიკამენტოზურიმკურნალობა ან რაიმე სახის დამხარება არ არსებობს ასეთ დროს? ან ზოგადად ექვემდებარება ეს დაავადება მურნალობას და განკურნებას? დიდი მადლობა წინასწარ !
მოგესალმებით. პაროქსიზმი დიაგნოზი არ არის. ნებისმიერი არითმიის უეცარ შეტევას პაროქსიზმი ჰქვია. არ ვიცით მისი არითმიის ზუსტი სახელი თუმცა ზოგადი პასუხი შემიძლია მოგახსენოთ. მედიკამენტური მკურნალობა რა თქმა უნდა შეიძლება. არითმიების დიდი ნაწილისგან საბოლოოდ განსაკურნებლად კი აბლცია გამოიყენება. შეგიძლიათ მეილზე შეტევის კარდიოგრამის ფოტო გამომიგზავნოთ და უზუსტესად მოგახსენებთ. zviadcardio@yahoo.com
ნატო
2015-11-20
გულის გამოკვლევა მინდა ანუ ექოსკოპია და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულია თუ არა თქვენთან სამედიცინო ცვლევა
მოგესალმებით ნატო. მე ამჟამად კაროლინსკას კლინიკაში (სტოკჰოლმი) ვარ და საქართველოში მომავალი წლის სექტემბერში დავბრუნდები. რამდენადაც მახსოვს გარკვეული გამოკვლევები საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება, მაგრამ არა გულის ექოსკოპია.
ნათია
2015-11-27
გამარჯობა ! 25 წლის ასაკში დამიდგინდა არითმია, ტახიკარდია და პროლაპსი.მაშინ ვიმკურნალე ... ახლა 31 ვარ და უკმარისობა მაქვს .ისევ ვერ ვარ კარგად. ეხო_კარდიოგრამა თავიდან უნდა გადავიღო? ჩემი მდგომარეობა მუდმივ მკურნალობას და ყურადრებას საჩიროებს?
მოგესალმებით.
ექოკარდიოსკოპიის და ჰოლტერის მონიტორინგის გაკეთებას გირჩევთ.
ამ გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით ზუსტად გიპასუხებთ თქვენს მეორე შეკითხვაზე.
არ მგონია რომ მკაცრი მეთვალყურეობა დაგჭირდებათ.
მარიამი
2015-12-04
გამარჯობა ბატონო ზვიად, მაინტერესებს საქართველოში როდის დაბრუნდებით მინდა კონსულტაციაზე მოვიდე, ან მანმდე ვიც მირჩევთ რომ მივიდე24 წლის ვარ ხშირად მაწუხებს გული, მარცხენა ხელი მიბუჟდება, ასევე მიჩქარდება ხშირად გული, არ ვიცი როგორ მოვიქცე რას მირჩევთ, ისე სულ ვზივარ კოპიუტერტან ესეთი სამსახური მაქვს და იქნებ ამის ბრალია? გულის ექო და კარდიოგრამა გავიკეთე სადღაც 6 თვის წინ და არანაირი ცვლილება არ არისო, მადლობა
მოგესალმებით მარიამ. საქართველოში საბოლოოდ 2016 წ სექტემბერში დავბრუნდები. რაც შეეხება თქვენს ჩივილებს - არ უნდა იყოს ეს გულის მიზეზით. ნევროლოგთან კონსულტაციას გირჩევთ
ნათია
2015-12-18
გამარჯობათ ბატონო ზვიად.სადღაც 6-7 წელია ნევროზული პრობლემები მაქვს და ნევროპათოლოგთან მაქვს კავშირი .ყოველთვის დაბალ წნევას ვატარებდი 90-60 და სადღაც 2 თვეა მაღალი მაქვს 120-80 ზე.პირველ რიგში ვსვამ ხოლმე დამამშვიდებელს რადგან ძალიან ემოციური ვარ და ამ დროს მეტად შეშინებული.სანამ არ გამოვიძახებ სასწრაფო დახმარებას ისე წნევას ვერ ვიწევ დაბლა.მაქვს გულზე კარდიოგრამა გადაღებული და მითხრეს არაფერი მაქვს.რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. გულის პრობლემა ნამდვილად უნდა გამოირიცხოს?
გამარჯობა ნათია. მიზერულია იმის შანსი რომ ეს კარდიოლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული. გირჩევთ შეზღუდოთ სუფრის მარილი და მინერალური წყალი და დამატებითი კონსულტაცია მიიღოთ ნევროლოგისგან.
ქეთი
2016-01-18
გამაჯობათ 15 წლის ბავშვს არტერიული წნევა რამდენი უნდა ქონდეს? 80 50 თთან აქვს ან 70 50 თანაც რა რჩევას მმცემთ? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით ქეთი.
ეს არ არის კრიტიკულად დაბალი და საშიში წნევა.
სასურველია თუ ცოტა მეტად მიიღებს სუფრის მარილს (მარილიანი საკვები) და ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მიიღებს გაზგასულ მინერალურ (ბორჯომი, ნაბეღლავი) წყალს. აღნიშნული რეკომენდაციები შეასრულოს ყოველდღიურად და ხანგრძლივად.
დაახლოებით 2 კვირაში-20 დღეში წნევა აიწევს და თავს უკეთ იგრძნობს.
ქეთი
2016-01-18
უღრმესი მადლობა ასეთი პასუხისთვის ცოტათი დავმმვიდდიrn
მიაქციეთ ყურადღება, თუ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ წნევამ არ მოიმატა გვაცნობეთ.
არაფრის, ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს შვილს.
ემა
2016-01-18
გამარჯობათ ბატონო ზვიად ასეთი კითხვა მაქვს.თავის ტკივილი მაქვს ხსირად განსაკუთრებით შუბლის არეში სისხლის ანალიზმა გემოგლობინი დაბალი აჩვენა გადავიგე გულზე ეხოც და კარდიოგრამაც მითხრეს გულის უკანა კედელზე უჯანგბადობა,ჰაერი არ მყოფნის ჩასუნთქვა არადა ამოსუნთქვა მიჭირს ძაან თითქოსდა ამოსუნთქვისას ყელზე რახაც გამეჩხირება.ჩემი არტერიული წნევა 120 80 ია იშვიათად მიწევს მაღლა 130 140 ზე ცუდად ვხვდები ვეღარ ვსუნთქავ და გულიც წამივიდა ორჯერ.ამ შემთხვევაში რომელ სპეციალისტს მივმართო?
მოგესალმებით ემა.
ვიდრე გიპასუხებთ გთხოვთ მითხრათ თქვენი ასაკი და ორიოდე სიტყვა გულის წასვლის შესახებ.
რას ეძახით გულის წასვლას? გონება დაკარგეთ? რამდენ ხანს გაგრძელდა? არაფერი გახსოვთ ამ ეპიზოდიდან? ვიდრე ეს მოხდებოდა წინასწარ რამე თუ იგრძენით.
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია რომ სათანადოდ გიპასუხოთ
ემა
2016-01-18
ბატონო ზვიად ვარ 39 წლის გონება დავკარგე ვიდექი წავიქეცი თავი ვერ შევიკავე დიდხანს არ გაგრზელებულა ალბათ სადღაც 1- წუთი.გონების დაკარგვამდე მქონდა უჰაერობა ძლიერი თავბრუსხვევა და შუბლის არეში ძლიერი ტკივილი.
ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი და ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიკეთეთ კარდიოლოგთან და შემდეგ ნევროლოგთან მიბრძანდით.
არ ვფიქრობ რომ რამე ძალიან საშიში, თუმცა ეს კვლევები საჭიროა.
ზორბეგი კობალაძე
2016-02-01
გამარჯობათ, ბატონო ზვიად ვარ 56 წლის და ამ დაავადებით ვიტანჯები 10 წელია, გადაღებული მაქვს რამოდენიმეჯერ კარდიოგრამა და ეხოსკოპიაც შემდეგ დატვირთვაც, მაქვს მაღალი პულსი 120-მდე მაგრამ ტკივილები არ მაქვს არაფრის, ვგებულობ კონკორს 10 % -ის ნახევარ ტაბლეტკას დღეში ერთელ, როდესაც ერთ დღესაცც ჩავაგდებ ამ წამლის მიღებას თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად თითქოს გული უნდა წამივიდეს, ვიყავი ექიმებთან მაგრამ ვერ დამიდგინეს საიდანაა გამოწვეული, და კიდევ დავამატებ რომ ტუ ალკოჰოლს მივიღებ პულსი 3 საატის შემდეგ ისევ იწევს მაღლა ტუმცა იშვიათად ვსვამ.ტუ შეილება წამალი შევცვალო უკეთსი წამლით და რა წამალი იქნება უკეთესი.გთხოვთ მირჩიეთ რამე რისგან არის ეს მაგალი პულსი გამოწვეული როცა არაფერი არ მაწუხებს, წინასწარ დიდი მადლობა
სალამი ბატონო ზორბეგ.
ასეთ დროს რეკომენდებულია გარკვეული გამოკვლევები:
1. ექოკარდიოსკოპია
2. ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი
3. TSH (ერთ-ერთი ხშირი მიზეზი)
4. სისხლის საერთო ანალიზი
5. CRP
შესაძლოა თქვენ აქედან გარკვეული კვლევები გაქვთ. კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენ კვლევებს და ამ სიაში ჩამოწერილ ყველა კვლევას გავაკეთებთ. ამ კვლევებით შევეცდებით მიზეზი ვიპოვოთ (თუ ასეთი არსებობს). აღნიშნული მონაცემები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მეილზე (zviadcardio@yahoo.com) და მაქსიმალურად მოგეხმარებით.
ნინა
2016-02-12
გამარჯობა, დედაჩემი არი 62 წლის, აწუხებს მაღალი წნევები, და პულსი დაბალი ანუ წნევას რო იზომვავს აქვს 170/80, პულსი 65 ხან 62 და ასე შემდეგ. ექიმმა გააკეთებინნა გულის ექო და არაფერია, ქოლესტერინზე ჩააბარა ანალიზი და ცოტა მაღალია, ასევე გაიკეტა თიესეიჩი და პასუხი ასეთია 0,801 , ახვა ანალიზებში ყველაპერი ნორმაა, ახლა რამოდენიმე წნევის წამალს იგებს და დაურეგულირდა ტიტქოს მარა ეს პულსი ისევ შენელებულია, როგორ მოვიკცეთ რას გვირჩევთ? თირკმელებს იტკიებს მარა ექოსკოპიაზე არაფერი გამოჩდა, კრეატინინიც ნორმაშია, რას გვირჩვეთ რა გამოვიკვლიოთ ან რა ანალიზები ჩავაბაროთ? რო დადის ცოტათი იღლება, აი ქოშინივით ეწყება, მადლობა წინასწარrn
მოგესალმებით ნინა.
კარგი იქნება თუ დაწერთ ყველა იმ პრეპარატს, რასაც დედა ამჟამად იღებს.
რაც შეეხება გამოკვლევებს დედას ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი ჭირდება. ეს გახლავთ პატარა აპარატი რომელსაც კლინიკაში დაამაგრებენ წელზე პაციენტს და სახლში გაუშვებენ. მეორე დღეს მოხდება ჩაწერილი ინფორმაციის გაანალიზება. ეს კი საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად შევაფასოთ პაციენტის გულისცემის სიხშირე, ვნახოთ არის თუ არა მნიშვნელოვანი შენელების ეპიზოდები ან სხვა დარღვევები. ეს გამოკვლევა პრაქტიკულად ყველა კარდიოლოგიურ ცენტრში კეთდება და მისი ფასი საშუალოდ 50-70 ლარია. როცა გამოკვლევის შედეგი გექნებათ, თუ დაგჭირდებათ ჩემი დახმარება - მზად ვარ.
ნინა
2016-02-13
ბატონო ზვიად როგორც დავაზუსტე ახლა დაუნიშნა კარდიოლოგმა კორენიტეკი 5 მლგ, დილაობით, და ასევე ტენოქსი საღამოს წნევის კონტროლით. ეს დანიშნულება დაახლოებით 4 დღეა რაც აქვს, მანამდე 3 წელია იღებდა ამლოდიპინს (ავერსის გამოშვებას, ამტასის სახელით) რაც შეეხება პულსს გუშინ ქონია 52, ანუ 50 მდეც ჩამოდისო.
მედიკამენტების შესახებ გკითხეთ იმის გამო, რომ გაგვერკვია წამლები ხომ არ იწვევენ მისი პულსის შენელებას. ეს პრეპარატები გულისცემას (პულსს) არ ანელებენ, შესაბამისად შეუძლია გააგრძელოს მათი მიღება. რადგან პულსი 50-მდე ჩამოდის ჰოლტერის მონიტორინგის გაკეთება აუცილებელია.
ნინა
2016-02-13
ბატონო ზვიად თუ გნებავთ ექოსკოპიების და ანალიზების პასუხსაც გადმოგიგზავნიდით , რომ ნახოთ დასკვნა, მეილის საშუალებით შემიძლია გადმოგიგზავნოთ თუ საჭიროა რათქმაუნდა, მადლობა
ჩემი მეილი: zviadcardio@yahoo.com
ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ჰოლტერის მონიტორინგს გააკეთებთ და შემდეგ გამომიგზავნით კვლევებს. ბრადიკარდიის (გულისცემის შენელების) სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთი მთავარი კვლევა სწორედ ჰოლტერია. გააკეთეთ და შემდეგ გადმომიგზავნეთ
ერთი საკითხიც, კო-რენიტეკი 5მგ არ არსებობს. ან წამლის სახელი გეშლებათ ან დოზა.
ნინა
2016-02-16
ბატონო ზვიად დავაზუსტე კორენიტეკს იღებს დედა ჩვეულებრივი რა დოზაც არის, დილითუზმოზე მაგრამ ახალა სხვა პრობლემაა, აქამდე ცნევა 200 მდე ასდიოდა, ახლა სავარაუდოდ ამ წამლის მოქმედებით პირიქით დაბლ;ა ეწევა, ანუ 110, 120 ზე ჩამოსდის, ისე მისი კარგი ცნევა 130 ია, და კიდევ როცა მაღალი აქვს წნევა პულსი შენელებულია და თუ დაბალი აქვს წნევა მაშინ ნორმაშია უფრო სწორად აჩქარებულიც. რა გავაკეთოთ არ ვიცით, კარდიოლოგმა ჯერ არ დაუნიშნა ჰოლტერი, შევხედოთ წამლის მოქმედებასო და ფაქტია რომ ვერ ხდება დარეგულირება რომ ერთიდაიმავე დონეზე ქონდეს, მადლობა
ასეთი წნევა ნორმალურია. 10-14 დღეში შეეგუება პაციენტი და თავს უკეთ იგრძნობს. თუ კიდევ უფრო დაბლა ჩამოვა წნევა, თქვენს ექიმთან შეთანხმებით, შეიძლება კორენიტეკის შემცირება.
პულსთან დაკავშირებით ჰოლტერის გარეშე რჩევის მოცემა არ იქნება მართებული.
ნინა
2016-02-16
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის, გაიხარეთ, აუცილებლად ჰოლტერსაც გავაკეთებინებ, ძილიც ქონდა დარღვეული მაღალი წნევის ფონზე და ახლა ამბობს რომ უკეთ ძინავს რაც ამ წამლის მიღება დაიწყო, და მომატებული აქვს საერთო ქოლესტერინი შედეგი: 312.90 ნორმა (140-199) ასევე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი შედეგი 258,56 ნორმა(100 ოპტიმალური- >190ძალიან მაღალი) ამ ქოლესტერინზეც არ დაუნიშნავთ მკურნალობა და საჭიროა ხომ?
დიახ ქოლესტერინიც საჭიროებს დიეტას და მკურნალობას. სთხოვეთ თქვენს ექიმს რომ დაგიმატოთ წამალი.
გოჩა
2016-03-15
პატივცემულო ზვიად!rnrnმე ვარ თქვენი კოლეგა (ონკო-ქირურგი), გოჩა სამნიაშვილი (52წ.), რომელიც იძულებული გახდა თავის ოჯახთან ერთად ეცხოვრა ევროპაში.rnსამწუხაროდ 3 მარტს დამემართა გულის ინფარკტი (უკანა კედელი, მარჯვნივ სუბტოტალური სტენოზირება, დამიყენეს სტენტი...).rnსამწუხაროდ მე მიჭირს აქაური მედიცინის ლოგიკის გაგება და ადეკვატური კონტაკტები პერსონალთან.rnrnამიტომ ვეძებ ჩემს თანამემამულე ქართველ პროფესიონალ კარდიოლოგს, ვინც გამიწევს დისტანციურად დახმარებას დიაგნოსტიკაში (ეკგ-სკანკოპიო და ბიოქიმიას გამოვგზავნიდი..) და რეკომენდაციებში, ანუ არ დამტოვებს აქ მარტოდ ამ საშინელ და მოულოდნელ დაავადებასთან, ამომიდგება მხარში.rnიმედი მაქვს რომ მე ვიპოვი თქვენში თანაგრძნობას და თანადგომას, ზუსტად ისევე, როგორც მე უდექი თავის დროზე უანგაროდ და ნათესაურად ჩემს მრავალ ასეულ პაციენტებს.rnrnიმედი მაქვს მალე მიპასუხებთ. rnყველა კეთილი სურვილებით და პატივისცემით,rnrnგოჩა rnrnP.S. გთხოვთ მიპასუხოთ ამ ე-მაილზე: gochasamn@gmail.com
მოგესალმებით. ბატონო გოჩა ამჟამად მეც ევროპაში ვარ სტოკჰოლმში, კაროლინსაკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. რა საკვირველია მაქსიმალურად მოგეხმარებით. ეს ჩემი მეილია zviadcardio@yahoo.com
გამომიგზავნეთ თქვენი მონაცემები, შეკითხვები, დანიშნულება და ჩივილები.
მაია
2016-03-17
ბატონო ზვიად, ვიყავი კარდიოლოგთან დამიწერა დიაგნოზი: კად? სტაბილური სტენოკარდიაIIფ.კ? არტერიული ჰიპერტენზია? რეკომენდაცია: ლიპიდური ცვლა,ეკგ სტრესტესტი ტრედმილზე(ექო მონაცემები იყო ნორმაში) მაინტერესებს ამ რეკომენდაციებს რომ ჩავიტარებ მერე დადგინდება მჭირს ტუ არა ეს დაავადებები? ?-ნიშანი რას ნიშნავს? ველოდები თქვენს დაბრუნებას,მანამდე გთხოვთ მიპასუხოთ. 45წლის ქალბატონი გაწუხებთ.
მოგესალმებით.
? ნიშნავს რომ ექიმმა ეჭვი მიიტანა ამ დაავადებებზე და ელოდება გამოკვლევების შედეგებს რომ დიაგნოზი დააზუსტოს.
გამოკვლევების შემდეგ გაერკვევით ვითარებაში.
თუ ექიმის პასუხის შემდეგ კვლავ დაგრჩებათ შეკითხვები მზად ვარ გიპასუხოთ.
თეონა
2016-03-27
ბატონო ზვიად,ვვარჯიშობდი და ამის მერე, როდესაც სახლში ამოვედი ჰაერის უკმარისობა დამეწყო. ვეღარ ვსუნთქავდი და თითქოს გულიც იგუდებოდაოო. არ ვიცი მეტად ვერ ავხსნიი. შესაძლებელია გულის პრობლემა იყოს რამე? ადრეც დაამართნია ასე. ოღონდ მაშინ არ ვვარჯიშობდი.
მოგესალმებით
სამწუხაროდ არაფერი ვიცი თქვენს შესახებ.
თუ თქვენ ახალგაზრდა, სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი ბრძანდებით უჰაერობის კარდიოლოგიური მიზეზი ნაკლებად სავარაუდოა.
ასეთ სიტუაციაში უჰაერობის მიზეზი შეიძლება იყოს ემოცია.
თამუნა
2016-04-19
ბატონო ზვიად, რამოდენიმე წლის წინ თქვენ მიერ ჩამიტარდა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და დამიდგინდა არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ხანგრძლივად ვიღებდი კორდარონს. ბოლო დროს გულის აჩქარებასთან ერთად ვუჩივი ტკივილს გულის არეში, შებოჭვას, სიმძიმეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეწყება თავის ტკივილი, მთქნარება და ნელნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. ასევე მუდმივად შეშუპებული მაქვს ქვედა კიდურები. გავიკეთე გულის ექოსკოპია და არაფერი არ დაფიქსირებულა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე.
მოგესალმებით.
გულმკერდში სიმძიმის გამო რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის ტესტი
არითმიის გამო - ჰოლტერის 24 სთ მონიტორინგი.
იქნებ ეს კვლევები გააკეთოთ და შედეგები მეილით (zviadcardio@yahoo.com) მომწეროთ.
მე ამჟამად სტოკჰოლმში ვარ და სხვაგვარად მონაცემებს ვერ ვნახავ.
რაც შეეხება ქვ. კიდურების შეშუპებას რადგან ექოკარდიოსკოპია ნორმალურია, საფიქრებელია ვენების პრობლემა და ანგიოლოგის კონსულაციას გირჩევთ.
აგრეთვე კარგი იქნება თუ კალიუმის და TSH-ის ანალიზს გაიკეთებთ.
Natia
2016-05-06
Gamarjobat,viyavi kardiologtan da diagnozi damisva mitrluri sarqvelis prolafsi,maqvs aritmiebi da usiamovno shegrdznebeb gulmkerdis grushi.axla var orsuli 7 kviris da irjer davkarge goneba ati dgis Ganmavlobashi.chemi daavadebis gamo nayops xom ar sheeqmneba problema an shesadzlebelia tu ara chemgan gadavides bavshvze da tandayolili mankit daibados?
მოგესალმებით.
პირველ რიგში, რადგან გონების დაკარგვის ეპიზოდებიც გაგვთ არითმოლოგთან ვიზიტს და გონების დაკარგვის არითმოლოგიური მიზეზის გამორიცხვას გირჩევთ.
თქვენი მიტრალური პროლაპსი ბავშვს არ გადაეცემა
ნინო
2016-05-10
გამარჯობათ, მოციმცივე არითმია იკურნება თუ არა?
გამარჯობა. გააჩნია მოციმციმე არითმიის ფორმას, გულის მდგომარეობას და თანმხლებ დაავადებებს. ზოგადად რომ გიპასუხოთ აბლაციით შეიძლება მოციმციმე არითმიის მოცილება.
ლიკა
2016-05-10
ინფაქტის დროს პირველადი დახმარება რა შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტს?rn
თუ ინფარქტზე იქნა ეჭვი მიტანილი სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პაციენტის პატრონი რეალურ დახმარებას ვერ აღმოუჩენს.
ლიკა
2016-05-10
მოციმციმე არითმიის დროს საჭიროა თუ არა გულზე ოპერაცია ან კორონოგრაფიაა? ან რა მეთოდი არსებობს მკურნალობის?
მოციმციმე არითმიის დროს ხშირად (არა ყოველთვის) საჭიროა აბლაცია. ანუ არითმიის კერების მოცილება. კორონაროგრაფია მოციმციმე არითმიის კვლევის მეთოდი არ გახლავთ. რა თქმა უნდა საჭიროა მედიკამენტური თერაპიაც
ნათი
2016-05-10
გამარჯობათ ზვიადი ექიმო აღნიშნული დიაგნოზის დროს რა ტიპის გამოკვლევებია საჭირო? გ.ი.დ. წინაგულების ფიბრილაცია; პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია; არტერიული ჰეპერტენზია. და იკურნება თუ არა ეგ დაავადება?
გააჩნია გიდ-ის რა ფორმაზეა საუბარი. აქ დაკონკრეტებული არ არის. გიდ - გულის იშემიურ დაავადებას ნიშნავს. აგრეთვე არ ვიცით რა სახის წინაგულთა ფიბრილაციაა. ზოგადად წინაგულთა ფიბრილაციის (ეს იგივე მოციმციმე არითმიაა) მოსაშორებლად შეიძლება აბლაციის გაკეთება. არტერიული ჰიპერტენზია წნევის მატებას ნიშნავს. თუ ეს ჩამოყალიბებული დაავადებაა და პაციენტს აქვს მყარი სტაბილურად მაღალი წნევა, მაშინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროა წნევის სამკურნალო (ანტიჰიპერტენზიული) მედიკამენტების მიღება.
ნათი
2016-05-11
ზვიადი ექიმო გულის იშემიური დაავადების დროს კორონოგრაფია ინიშნება? ასევე მაინტერესებს აბლაციას რაიმე მომზადება ჭირდება? აბლაციისთვის ვამზადებდით ბაბუას და ვამფარინი დაუნიშნა ექიმმა 20 დღე და სწორედ მკურნალობის პროცესში გარდაიცვალა:(
გააჩნია იშემიური დაავადების ფორმას. ასეთი აბლაციის წინ ვარფარინი ინიშნება. ძალიან ვწუხვარ. მესმის თქვენი. მინდა იცოდეთ რომ იდეალურად შერჩეული მკურნალობის პირობებშიც კი შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს.
ლიკა
2016-05-11
როდესაც ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს ეს იწვევს თუ არა გულის პრობლემებს. ან შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს მოციმციმე არითმია?
სხვა ორგანოს სიმსივნე გულზე ახდენს არაპირდაპირ გავლენას. ანუ მოციმციმე არითმის უშუალო მიზეზი ის ვერ იქნება. მეორადად შეიძლება ხელი შეუწყოს ამ არითმიის განვითარებად.
ნათი
2016-05-11
და ვარფარინზე უკეთესი და ძლიერი პრეპარატი არ არსებობს ასეთ შემთხვევაში? და ზოგადად პირდაპირ აბლაციის გაკეთება არ შეიძლება რომ მკურნალობას არ დაელოდო?rn
სრულყოფილი ანტიკოაგულაციის (მომზადების გარეშე) ამ აბლაციის გაკეთება არ შეიძლება. არსებობს ვარფარინის შემცვლელები თუმცა ასეთი აბლაციისთვის მზადებისთვის ვარფარინი ამ დრომდე ითვლება ოქროს სტანდარტად.
ნათი
2016-05-11
უბრალოდ გულსაწყვეტია ის ფაქტი რომ ან სტაციონალში ან სხვა სახით მკურნალობით იქნებ ეცოცხლა კიდე. ტქვენ ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის!!!!!!
ეს არავინ იცის ნათია. ჩემი აზრით მასთან მკურნალობის სტრატეგია სწორად იყო შერჩეული.
არაფრის, რა მადლობა.
იამზე
2016-05-11
აბლაცია რა ღირს თქვენს კლინიკაში ? და ზოგადად როგორი პროცედურაა ეგ? რამდენი ხანი უნდა გაჩერდეს პაციენტი კლინიკაში?
მოგესალმებით იამზე. მე ამჟამად სტოკჰოლმში ვარ, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში და საქართველოში სექტემბერში დავბრუნდები.
საქართველოში აბლაციის ფასები მერყეობს 3000-15000 ლარამდე. იმის მიხედვით თუ რა არითმიის აბლაცია კეთდება.
სტანდარტულად, აბლაციის დროს ბარძაყის ვენიდან ხდება კათეტერების შეყვანა გულში და არითმიის კერის (სუბსტრატის) დაზიანება (მოწვა ან მოყინვა).
ჩვეულებრივ პაციენტი 24 საათში ეწერება კლინიკიდან
ნინო
2016-05-13
არითმიაზე კიდე ელექტრო შოკითაც ხომ ხდება მკურნალობა? აბლაცია კიდე სხვა ჩარევაა?rn
ელექტრო შოკით ანუ ელექტრული კარდიოვერსიით ხდება არითმის იმ კონკრეტული ეპიზოდის კუპირება. აბლაციის დროს ხდება არითმიის გამშვები და შემანარჩუნებელი მექანიზმების მოწვა ან მოყინვა და ცხადია უფრო მეტად ეფექტურია
ნიკა
2016-05-13
და ეს პროცდურა გამართლებულიაა? აბლაციას ვგულისხმობ... თუ შესაძლოა ისევ გახდეს მისი გაკეთება საჭირო?rn
ნებისმიერი პროცედურის შემდეგ რეციდივი შესაძლებელია. ეს აბლაცია რეკომენდებულია ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით. სწორად შერჩეულ პაციენტთან მისი ეფექტურობა (ერთი პროცედურის) დაახლოებით 70-75%-ია. ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი აბლაცია. ამ არითმიის მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდი ამ დრომდე არ არსებობს. ანუ მოციმციმე არითმიის აბლაცია, ყველა სხვა მეთოდზე ეფექტურია.
ნინო
2016-05-13
გამარჯობათ,rnrnდედა იყო 58 წლის რომელიც მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა 2 წლის წინ. კარგია ახლა თუკი არსებობს რეალურად ამ დაავადებისგან შველა
მოგესალმებით. ძნელი სათქმელია რა იყო დედას შემთხვევაში გარდაცვალების უშუალო მიზეზი. თუმცა ეს არითმია დაახლოებით 40%-ით ზრდის სიკვდილობას (ფარდობითი რისკი). ყოველი მეხუთე ინსულტის მიზეზი მოციმციმე არითმიაა. ზოგადად ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში (და ყველა სფეროში) რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს.
ნათია
2016-05-13
გამარჯობათ,rnrnმაქვს მოციმციმე არითმია ექიმმა დამინიშნა კორონოგრაფია და შემდგომ გავარკვევთ რა დაგვჭირდებაო. არის თუ არა აუცილებელი არითმიის დროს კორონოგრაფიის გაკეთება?
მოგესალმებით. მხოლოდ მოციმციმე არითმია არ არის კორონაროგრაფიის ჩვენება. ანუ თუ პაციენტს აქვს მხოლოდ მოციმციმე არითმია მას როგორც წესი კორონაროგრაფია არ უკეთდება. როგორც ჩანს თქვენს ანამნეზზე და ჩივილებზე დაყრდნობით ექიმს აქვს საფუძველი კორონაროგრაფიის დანიშვნის.
ნათია
2016-05-13
ამ ეტაზპე მხოლოდ მოციმციმე არითმია აქვს. ასევე განანატანი აქვს ინფაქტი 15 წლის წინ
დიახ სავარაუდოდ გადატანილი ინფარქტის გამო გირჩიეს კორონაროგრაფია
ომარი
2016-05-13
გამარჯობათ,rnrnმამას აქვს ინფაქტი გადანატანი 10 წლის წინ. მის შემდგომ არ სვავს ღვინოს. სვავს წნევის წამლებს ყოველდღიურად. შეუძLია თუარა ალკოჰოლური სასმელის დალევა თუ მთელი სიცოცხლე ეკრძალება?
მოგესალმებით. დღეში ერთი ჭიქა (150მლ) ღვინის დალევა უპრობლემოდ შეიძლება. ამაზე მეტი რეკომენდებული არ არის.
ომარი
2016-05-13
გამარჯობათ,rnrnმამას აქვს ინფაქტი გადანატანი 10 წლის წინ. მის შემდგომ არ სვავს ღვინოს. სვავს წნევის წამლებს ყოველდღიურად. შეუძLია თუარა ალკოჰოლური სასმელის დალევა თუ მთელი სიცოცხლე ეკრძალება?
მოგესალმებით. დღეში ერთი ჭიქა (150მლ) ღვინის დალევა უპრობლემოდ შეიძლება. ამაზე მეტი რეკომენდებული არ არის.
ომარი
2016-05-13
და აკრძალული ქონდა ასევე ღორის ხორცი და ძეხვეული. ესეც მთელი ცხოვრება არ უნდა ჭამოს?
ზოგადად ძეხვეული სასარგებლო არავისთვისაა. რაც შეეხება ღორის ხორცს, თუ მამას ლიპიდური სპექტრი (ქოლესტერინი) ნორმალური აქვს იშვიათად შეუძლია ღორის მწვადი (ნაკლებად მსუქანი და შამფურზე შემწვარი) მიირთვას. ნახარშს ან ტაფაში შემწვარს მოერიდოს.
თამუნა
2016-05-13
დედას აქვს ფილტვის ტრომბი გადანატანი მის შემდგომ არის ვამფარინზე. ეს პრეპარატი ადამიანმა შესაძლებელია მთელი ცხოვრება მიიღოს? ასევე შეიLძება თუარა გაიკეთოს ხერხემლის ოპერაცია თიაქარი აქვს
ფილტვის არტერიის თრომბემბოლიზმის დროს ინიშნება ხანგრძლივი (მინიმუმ 6 თვიანი) ანტიკოაგულაციური (ვარფარინი) თერაპია. პაციენტის რისკებიდან გამომდინარე ეს მკურნალობა შეიძლება წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. ანუ თუ ამის აუცილებლობა არსებობს ვარფარინის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღებაც შეიძლება.
ხერხემალზე ოპერაცია რა თქმა უნდა შეიძლება, ოპერაციის წინ დაგჭირდებათ გარვეული რეკომენდაციები. ზოგჯერ საჭიროა ვარფარინის დროებით შეწყვეტა და სპეციალური ნემსის გაკეთება, ოპერაციის შემდეგ კი კვლავ ვარფარინზე გადასვლა. ამ რეკომენდაციებს თქვენი ექიმი (ან სადაც ოპერაციას გეგმავთ მათი კარდიოლოგი) მოგცემთ.
ნია
2016-05-13
ტრომბის დროს ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია?
გააჩნია თრომბოზის მასშტაბს და სისხლძარღვს სადაც ხდება თრომბოზი.
ზოგ შემთხვევაში გადარჩენა შეუძლებელია, ზოგჯერ კი შესაძლებელი.
მანანა ხუხუნი
2016-05-18
მოგესალმებით ბატონო ზვიად. მაქვს ასეთი შეკითხვა:ჩემს ახლობელს(40 წლის ქალბატონი) აქვს ვპვ სინდრომი, რომელიც ხან ჩნდება და ხან ქრება ელექტროკარდიოგრამაზე. ჩივილები აქვს გულის პერიოდულ აჩქარებაზე, არტერიულ ჰიპერტენზიაზე, პერიოდულად აღენიშნება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი გულის არეში.(თუმცა არც ეკგ-ზე და არც ჰოლტერით პაროქსიზმი არ დაფიქსირდა მრავალჯერადი კვლევის შედეგადაც კი.)მაინტერესებს თქვენი აზრი მკურნალობის ტაქტიკის შესახებ და რამდენად ეფექტური იქნება აბლაცია ამ შემთხვევაში?
მოგესალმებით.
ასეთ პაციენტებთან აბლაცია რეკომენდებულია 2 შემთხვევში:
1. თუ დამატებითი გზა საშიშია (მოწმდება ელექტროფიზიოლოგიური კვლევით)
ან
2. თუ პაციენტს აქვს პაროქსიზმული ტაქიკარდია.
ვნახოთ როგორია ჩვენი ამჟამინდელი მოცემულობა: ჩვენს პაციენტს აქვს გარდამავალი პრეეგზიტაცია (ხან ჩანს კარდიოგრამაზე და ხან არა) ასეთი დამატებითი გზა როგორც წესი საშიში არ არის. პაციენტს პერიოდულად აქვს აჩქარება თუმცა პაროქსიზმი არ არის დოკუმენტირებული.
აღნიშნულ ვითარებაში რეკომენდებულია ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა. ეს კვლევა საბოლოოდ დაადგენს აქვს თუ არა პაციენტს პაროქსიზმი და არის თუ არა ეს დამატებითი გამტარი გზა საშიში. ანუ ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გვეტყვის ჭირდება თუ არა პაციენტს აბლაცია. თუ ჭირდება, მაშინვე გაუკეთდება (კვლევა გაგრძელდება აბლაციით). აქვე დავძენ რომ ჰიპერტენზია და დისკომფორტი გულმკერდში დამატებით გამტარ გზას არ უკავშირდება.
დამატებითი გამტარი გზის აბლაცია მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა (>95%).
მანანა ხუხუნი
2016-06-17
ბატონო ზვიად, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით სრულყოფილი და ამომწურავი პასუხისთვის. ისევ მინდა შეგაწუხოთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იგივე პაციენტის შესახებ.(გარდამავალი ვპვ სინდრომით). რამოდენიმე დღის წინ ჩაუტარდა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, დაგეგმილი იყო აბლაცია, მაგრამ დამატებითი გზის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და შესაბამისად აბლაციაც ვერ გაკეთდა. თუმცა ამ პროცედურის ჩატარებამდე თითქმის მთელი 1 თვის განმავლობაში და წინა დღითაც ეკგ-ზე ვპვ სინდრომი ჩანდა, იმ დღეს კი გაქრა. პროცედურამდე რამოდენინე საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მინიტორზე პერიოდულად ხან ჩნდებოდა და ხან არა.ასე, რომ აბლაცია ვერ გაკეთდა. პაციენტს არითმიის პროფილაქტიკის მიზნით დაენიშნა რითმოკარდი 1 აბი 3-ჯერ დღეში. მაინტერესებს აზრი აქვს თუ არა განმეორებით ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას და აბლაციის ჩატარების მცდელობას?საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის,თუ პაციენტი არ ჩაიტარებს აბლაციას?
მოგესალმებით.
რა პრეპარატებს იღებდა აღნიშნული ელექტროფიზიოლოგიური კვლევის წინ პაციენტი? თუ შეწყვიტა, კვლევამდე რამდენი დღის წინ?
ზოგადად ტაქტიკა უნდა იყოს ასეთი: 2-3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს ჰოლტერის 48 საათიანი მონიტორინგი (ანტიარითმიული პრეპარატების გარეშე) და თუ ჰოლტერზე ვლინდება პრეეგზიტაცია (WPW) დაიგეგმოს განმეორებითი ელექტროფიზიოლოგიური კვლევა.
ძალიან მცირე შანსია რომ საშიში იყოს ეს მდგომარეობა, თუმცა თქვენს შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა ელექტროფიზიოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია.
მანანა ხუხუნი
2016-06-18
მოგესალმებით ბატონო ზვიად. პაციენტი იღებდა ნებილეტ პლუსს 1/2 აბს საღამოობით.ელექტროფიზიოლოგიური კვლევის წინა საღამოსაც ჰქონდა მიღებული ეს პრეპარატი.
ნებილეტ პლუსს მაგას ვერ დავაბრალებთ.
ის რეკომენდაციები ძალაშია, რომელიც წინა შეკითხვის პასუხში დაგიწერეთ.
წარმატებები
თაკო
2016-06-29
გამარჯობათ,rnrnდედა არის 62 წლის პერიოდულად აქვს მაღალი წნევა ამიტომ მუდმივად სვავს კო ამლესას 8/10/2.5 ზე ნახევარს. ზუხელ გახდა ცუდად წნევა ქონდა200 /120 ზე და უჰაერობა ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ?rnrnკარდიოლოგმა გვითხრა ორგანული დაზიანება არაა და ეგ პრეპარატი უნდა სვა მუდმივადოო. რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ასეთ დროს ან რა კვლევებია საჭირო?
მოგესალმებით.
თანამედროვე რეკომენდაციებით 62 წლის პაციენტთან სტანდარტული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) დროს წნევის მატების რუტინული მიზეზის ძიება რეკომენდებული არ არის.
ასეთ პაციენტთან პირველადი შეფასებისთვის რეკომენდებულია გარკვეული ბაზისური კვლევები (ეკგ, ექოკარდიოსკოპია, ლიპიდური სპექტრის ანალიზი, კრეატინინის ანალიზი). სხვა დამატებითი კვლევები შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე.
აღნიშნული კვლევების შემდეგ უნდა მოხსეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა, რომელიც პაციენტმა ხანგრძლივად უნდა მიიღოს.
ამასთან დამატებით რეკომენდებულია ცხოვრების წესის შეცვლა, რაც გულისხმობს:
1. სუფრის მარილის შეზღუდვა, მლაშე პროდუქტის და მინერალური წყლის აკრძალვა
2. ფეხით სიარული (უწყვეტად, აქტიური ნაბიჯით 20-30წთ დღეში)
3. წონაში კლება (საჭიროებისას)
4. თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა
ქეთი
2016-08-06
გამარჯობათ ბატონო ზვიად.თქვენზე ბევრი კარგი მსმენია,დედას მოყვანა მინდა თქვენთან მაინტერესებს როდის იქნებით საქართველოში.მანამდე კი მის საერთო მდგომარებას გეტყვით .ხშირად ემართება ტახიკარდია.,წნევის შუალედია 10ხდება.მაგ.:120/110ზე.არის ზალიან მოდუნებული და უენერგიოდ.გადავუგეთ ეხოსკოპია სადაც არაფერი საშიში არ დაფიქსირდა.ანალიზებიც კარგი აქვს.გვირჩიეს არითმოლოგის კონსულტაცია და სისხლზარგვების გამოკვლევა.3წლის წინ გაიკეთა ჩიყვის ოპერაცია.ზალიან გთხოვთ გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ.ძალიან ვნერვიულობ გთხოვთ დამეხმაროთ.მადლობა წინასწარ.
Mogesalmebit qalbatono Qeti.
Samcuxarod me amjamad stockholmshi var, karolinskas sauniversiteto klinikashi. seqtembris bolos dagvikavshirdit da iqneb movaxerxot konsultaciaze migeba.
bodishv vikhdi dagvianebuli pasukhistvis
Margarita
2016-08-23
გამარჯობა. ბოლო 1 თვეა მთელი დღის მანძილზე მაწუხებს ექსტრასისტოლური არითმია. 24 სთ-იანი ჰოლტერის მონიტორინგის შედეგი ასეთია: მთელი გამოკვლევის პერიოდში დაფიქსირდა 108920 QRS კომპლექსი. საშ. რითმი 76 შეკ/წთ. მთელი გამოკვლევის განმავლობაში სინუსური რიტმის ფონზე, როგორც დღის,ასევე ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ერთეული რაოდენობით ფართეკომპლექსოვანი(71) ექსტრასისტოლია.მინ.სინუსური რიტმი 54შეკ/წთ დაფიქსირდა 04:42 სთ-ზე. მაქს.სინუსური რიტმი 137 შეკ/წთ დაფიქსირდა 19:50 სთ-ზე. გამოკვლევის პერიოდში სინოაურიკულური, ატრიავენტრიკულური ბლოკადის და sinus-arrest-ის ეპიზოდები არ დაფიქსირებულა.მინიმალური რითმის ფონზე QT_440ms;QTc_400ms;PR-0,18. გამოკვლევის პერიოდში მაქს.რიტმის ფონზე საწყის ეკგ-სთან შედარებით ST სეგმენტის და T კბილის იშემიურ ცვლილებებს ადგილი არ ქონია.გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებლები SDNN 95ms(N143+/-32);SDANN 80ms(N130+/-33) დაქვეითებულია, რაც სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვიულ სისტემებს შორის ნორმალური თანაფარდობის დარღვევაზე მიუთითებს. ასევე, წინა წლებში ექოკარდიოგრაფიულ კვლევებზე გამიმივლინდა მსუბუქი ხარისხის მიტრალური პროლაფსი. წლებია მაწუხებს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ვეგეტოდისტონია. ამ მხრივ ვმკურნალობ ანტიდეპრესანტით (ესციტალოპრამით). ასეთ შემთხვევაში რა ტიპის მკურნალობაა საჭირო, რომ მოიხსნას ეს არითმია? გმადლობთ
Mogesalmebit margarita. cesit aseti raodenobis eqtrasistolias mkurnaloba ar chirdeba.
tu tqveni asaki >40 celze, klinikashi mibrdzandit da koveli shemtxvevistvis fizikuri datvirtvis testi chaitaret. agretve sasurvelia TSH, kaliumis da mgniumis gazomva sisxlshi.
ნინო
2016-08-30
გამარჯობა ბ-ნ ზვიად. დედას მოყვანა მინდა თქენთან კონსულტაციაზე,არის 67 წლის. მანამდე მინდა გკითხოთ. ამჟამად წევს რუსთავის საავადმყოფოში, სუნთქვის გაძნელება ჰქონდა, აქვს ასევე ფილტვების ანტებაც, ექიმების დიაგნოზია გულისა და ფილტვების უკმარისობა.სპაზმები და სუნთქვის გაძნელება რამოდენიმეჯერ დაემართა,მაინტერესებს გულის უკმარისობა იკურნება თუ არა. მადლობა
მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ამჟამად მე სტოკჰოლმში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ და პაციენტის კონსულტაციაზე მიღების საშუალება მხოლოდ სექტემბრის ბოლოსკენ მექნება.
რაც შეეხება შეკითხვას გულის უკმარისობასთან დაკავშირებით. გულის მწვავე უკმარისობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს დროებითი ფაქტორებითაც და მისი განკურნება შეიძლება. რეალური ქრონიკული უკმარისობა ბოლომდე არ ინკურნება და ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო. ადეკვატური მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში ასეთი პაციენტები უხშირესად დიდხანს ცხოვრობენ (ცხადია გააჩნია გულის უკმარისობის ხარისხსაც).
მოგესალმებით.
დიახ მარი, დავბრუნდი.
შეგიძლიათ გამომიგზავნოთ და გიპასუხებთ
მარი 26
2016-10-27
მადლობა ყურადღებისთვის, მეილი ეს არის ხომ? zviadcardio@yahoo.com ამ მისამართზე გადმოგიგზავნოთ?
დიახ, ეს მეილი მაქვს :)
eka
2016-10-27
gamarjobat chems meugles acuxebs amovardnebi kardio exoskopiac gavukete kardio gramac magram araferi gchirso 25velia svavs predlizolons da vshishob predlizolonis brali rnxom ar aris?amjamad gulis camlebs svavs konkors da kordanols magram ar shvelis ra sheidzleba rom gaketdes?cinascar didi madlobas mogaxsenebt
მოგესალმებით.
პირველ რიგში სრულყოფილი გამოკვლევებია საჭირო:
1. ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი
2. ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტესტის ჩატარებამდე კონკორი უნდა შეწყდეს მინიმუმ 2 დღით)
3. TSH, კალიუმი და მაგნიუმი სისხლში
4. სისხლის საერთო ანალიზი
აღნიშნული კვლევების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთება
ნატა
2016-11-13
გამარჯობათ,დედა მყავს 68 წლის,აწუხებს წნევები სვავს ენაფაშს ყოველდღიურად,ახლა 23 ოქტომრიდან წნევა მხოლოდ ძლიერი დამწევით თუ ჩამოგვყავს,თქვენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცე.
მოგესალმებით ნატა. ზოგადად ზეპირად სრულყოფილი რეკომენდავციების მოცემა ძნელია, მით უფრო არ შეიძლება პრეპარატის ამ რეჟიმში შეცვლა. ასე მოვიქცეთ:
1. მიიღოს ენაპ-H დილით და საღამოს, ანუ დღეში 2 ჯერ. 12 საათში ერთხელ
2. მკვეთრად შეზღუდოს სუფრის მარილი და აკრძალეთ ყველა მლაშე საკვები (მაგ მწნილი, ყველი, ძეხვეული)
3. აკრძალოს მინერალური წყლის მიღება
4. საჭიროებისამებრ წონის კლება
5. რეკომენდებულია ფეხით სიარული
თუ დაახლოებით ერთ კვირაში წნევის პრობლემა არ მოგვარდა, კარდიოლოგთან ვიზიტი და წამლის გამოცვლა საჭირო იქნება.
ლია
2016-11-17
გამარჯობა რა ღირს თქვენთან კონსულტაცია?
მოგესალმებით. კონსულტაცია ღირს 60ლ. 555 502 201 - ამ ნომერზე ხდება კონსულტაციაზე ჩაწერა.
შემდეგ კირაში ლეიპციგის გულის ცენტრში მაქვს სამუშაო ვიზიტი, ერთი კვირის შემდეგ განვაახლებთ პაციენტების მიღებას
მარიამი
2016-12-23
ბატონო ზვიად გამარჯობა, საქართველოში იმყოფებით თუ საზღვარგარეთ ხართ? მინდა მამას მოყვანა თქვენთან, 2 ჯერ გაითიშა გულის წასვლა ქონდა , გავიკეთეთ ჰოლტერი, გულის ექო, თავის ტვინის დოპლერი, თავის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაგია ანგიოგრაფიით და ანალიზები, ექიმმა თქვა არაფერი არ არისო ტომოგრაფიაზე რაღაც თეთრი ფერის წვრილი ლაქები გამოჩნდა მთელ თავზეა მიმოფანტული, ნუ ფაქტია რომ გვითხრეს არაფერი არ არისო და კარდიოლოგმა კორენიტეკი დანიშნა, ტქნოქსი მაღალი წნევის დროს და ერთ ერთი ქოლესტერინის წამალი, ცოტა სისხლძარღვებია შევიწროვებულიო და კარდიომაგნილი დანიშნა. მანამ სანამ ეს გათიშვა ექნებოდა მანამდე არაფერი არ ჭირდა წნევის წამალსაც კი არ სვავდა არ ქონდა წნევები, ახლა ძირითადად აქვს 140/70 ზე და ასე, კორენიტეკს რო იღებს დაბლა უწევს წნევა და ცუდად გრძნობს ხოლმე თავს, ნევროლოგმა არაფერი დაუნიშნა საერთოდ, არის 73 წლის, ძალიან მოძრავია და ჩვეულებრივად არის ანუ რაიმე შეზღუდული არ არის, ბატონო ზვიად როგორ მოვიქცეთ მოვიდეთ თქვენთან კონსულტაციაზე? ან ნევროლოგს ვისგვირჩევთ არ გვინდა რამე გამოგვეპაროს, შეილება ნერვიულობდა რამეზე და იმიტომ გახდა ცუდადო, მოკლედ კიდე სადმე არ გაუმეოროს გვესჰინია და თავი არ დაარტყას , ანუ კრუნჩვები თ და რაღაც არ ქონდა უცებ ფერი დაკარგა უჰაერობა მაქვსოდა დაეცარამდენიმე წამში მოვიდა აზრზე, დიდი მადლობა წინასწარ ველოდები თქვენს პასუხს.
მოგესალმებით.
მე პაციენტების მიღებას განვაახლებ 16 იანვრიდან.
555 502 201 ამ ნომერზე ხდება პაციენტების ჩაწერა. როგორც წესი რიგია ხოლმე, ამიტომ უმჯობესია თუ ცოტა ადრე დარეკავთ და ჩაეწერებით.
რაც შეეხება ნევროლოგების შესახებ შეკითხვას, ან E-Mail-ი დამიტოვეთ ან მობილურის ნომერი და მოგწერთ