ყველაზე თბილი და ყურადღებიანი ექიმი, მიყვარს ძალიან ჩემი თამრიკო ექიმო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამ
2021-10-23
ყურადᲦებიანი Თავისი საქმის მცოდნე
ადამიანი რომელმაც იცის გვერდით დგომა და გამხნევება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნელიკო ნელიკო
2021-09-02
უსაყვარლესი ადამიანი, გვერდში მდგომი და თავის საქმის მცოდნე ❤️
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Თამარი
2021-04-02
საუკეᲗესო ექიმი. Თავისი საქმის პროფესიონალი და პირველ რიგᲨი ადამიანი. Ჩემი იმედია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გვანცა
2019-10-21
ყველაზე თბილი,ყურადღებიანი და ნამდვილად პროფესიონალი ექიმი ❤️
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირმა
2019-05-18
ჩემი საუკეთესო ექიმია ქალბათონი თამარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლიკა
2019-05-16
კარგი ექიმია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
eka chuguashvili
2019-03-07
ყველაზე თბილი, ყურადღებიანი ექიმი. მიყვარხართ ძალიან.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თიკო მიხანაშვილი
2019-03-06
ძალიან ყურადღებიანი, თბილი სანდო და რათქმაუნდა პროფესიონალი ❤❤❤
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამთა
2019-03-06
უმაგრესი ექიმი, უსაყვარლესი და თან პროფესიონალი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შორენა სამხარაძე
2018-03-28
საუკეთესო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მონიკა
2016-12-29
ჩემი უსაყვარლესი ექიმი,აი მართლა ძაან გამგები ადამიანი რომელიც ყველაფერს გებულობს და ყელაფერზე ამომწურავ და სწორ პასუხს რომ ამბობს...
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნეკო
2016-09-06
ყველაზე მაგარი ექიმი... თბილი,ყურადღებინი და თავისი საქმის პროფესიონალი.. მიყვარხარ თამო უზომოოოდ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა აბესაძე
2015-08-19
თამარ ექიმი პროფესიონალთან ერთად არაჩვეულებრივი პიროვნება არის. დაუზარელი, კომპეტენტური და ძალიან თბილი!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2014-12-23
ძალიან ყურადგებიანი და უნიჭიერესი ექიმი ბრძანდებით ქალბატონო თამარ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა
2014-08-27
გულწფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ასეთი გულისხმიერებისათვის რასაც იჩენთ ჩვენს მიმართ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირინა
2014-08-05
ქალბატონო თამარ ზალიან დიდი მადლობა რომ ეგეთი დაუზარელი საკუთარი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ კარგი ქალბატონი ბრძანდებით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ია
2014-06-30
ამ რეიტინგსში თქვენ ლიდერი ხართ!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირინა
2014-06-07
ქალბატონო თამარ ყველაზე სანდომიანი ექიმი ბრძანდებით ამ ქვეყნად.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2014-05-30
დიდი მადლობა ქალბატონო თამარ რომ არსებობთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ პირად ექიმზე მეტად გენდობით. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირინა
2014-05-29
ძალიან საყვარელი ყურადღებიანი და უსაყვარლესი ადამიანი ბრძანდებით. გმადლობთ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2014-05-21
ყურადღებიანი,განსწავლული,დაუზარებელი.ექიმი, რომელიც დაკარგულ ნდობას აღგიდგენთ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირინა
2014-05-15
ძალიან ყურადღებიანი ბრძანდებით თამარ ექიმო, გმადლობთ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფიკო
2014-04-27
ქალბატონო თამარ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ბრძანდებით. დიდი მადლობა ასეთი სწრაფი და ამომწურავი პასუხებისათვის. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფიკო
2014-04-25
დიდი მადლობა ქალბატონო თამარ ასეთი დამამშვიდებელი და სწრაფი პასუხისათვის.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2014-04-10
ძალიან თბილი ექიმი ბრძანდებით ქალბატონო თამარ. ყურადღებიანი და დაკვირვებული.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2014-03-06
ქალბატონო თამრიკო,ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული ექიმი ბრძანდებით,მხოლოდ თქვენ გენდობით.გისურვებთ წარმატებებს
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თეონა
2014-03-04
ძალიან აკადემიური და თან ძალიან თბილი ექიმი. გისურვებთ წარმატებას.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლევანი
2014-03-01
აზრზე არაა არაფრის
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნუნუკა
2014-02-22
ჩემი უსაყვარლესი ექიმი ძალიან მიყვარხართ თამრიკო ექიმო <3
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2014-02-20
ჩემი თამრიკო ძალიან მაგარი ექიმია,გისურვებ წარმატებებს,ძალიან მიყვარხარ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ჯანა
2014-02-08
არ მეგონა რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო კომპიუტერით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა.ქალბატონი თამარი არის ის ადამიანი ვისაც შეუძლია გულთან მიიტანოს და ყურადღებით მოგისმინოს.ეს ყველას არ შეუძლია.უფალი იყოს თქვენი მფარველი ქალბატონო თამარ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2013-12-19
ქალბატონო თამარ, თქვენნაირი თბილი და გულისხმიერი ექიმი იშვიათობაა დღეს. გისურვებთ წარმატებას.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დოდო იოსებიძე
2013-12-13
პროსიონალიზმი,დაკისრებული მოვალობისა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა, სიახლის დაუფლებისადმი ინტერესი,საკითხში სიღრმისეულად გარკვევისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა... ეს არასრული ჩამონათვალია თამუნას, როგორც ექიმის და პიროვნების დახასიათებისათვის. თამუნა გვიყვარხარ!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარინა სიხარულიძე 45 წლის
2013-12-06
თამრიკო ექიმი არის სათნო და თბილი ექიმი. რომელსაც ვენდობი 100%–ით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
რუსო
2013-12-03
თამრიკო ძალიან,ძალიან მიყვარხარ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სალომე 27 წლის
2013-12-02
ქალბატონი თამარი არის მთელი ჩემი სამეგობროს ექიმი და მესაიდუმლე. გვიყვარხართ.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შორენა სისაური 26 წლის
2013-11-28
მართლაც პროფესიონალი ექიმი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2013-11-28
რეკომენდაციას ვაძლევ ქალბატონ თამარს, როგორც გულისხმიერ და განათლებულ ექიმს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა 29 წლის
2013-11-21
თამუნა ექიმის დამსახურებაა, რომ მე დღეს ბედნიერი დედა ვარ. რამდენი წელი ველოდი ამ სიხარეულს. დიდი მადლობა თამუნა ექიმო ყველაფრისათვის.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2013-11-21
თამუნა ექიმი არის მოწოდებით ექიმი. მას გულთან ახლოს მიაქვს თითოეული პაციენტის ჩივილი. არასოდეს იღლება მათთან ურთიერთობით. მიყვარხართ თამუნა ექიმო.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანი 18წლის
2013-11-21
ჩემი საყვარელი ექიმი. თბილი და ყურადღებიანი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მეგი 31
2013-11-20
საუკეთესო ექიმი ყველა ასპექტში...პროფესიონალი, გულისხმიერი ,ყურადღებიანი... მიყვარს
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამუნა 30 წლის
2013-11-20
ქალბატონი თამარი არის უნიკალური დომის ექიმი მას მრავალი წარმატებები აქვს მიხწეული სამედიცინო სფეროში, იგი გამოირჩევა გულისხმიერებით პაციენტებისათვის არის ტავდადებული ექიმი დროის ნებისმიერ მონაკვეთში ეხმარება ყველას ვინს საჭიროებს დახმარებას, ისარგებლეთ ასეთი ბრწყინვალე ექიმის სამედიცინო დახმარებით.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სალი 24 წლის
2013-11-20
ძალიან მაგარი ექიმი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მარიამი 22 წლის
2013-11-19
ჩემი თამუნა ექიმი. ძალიან მიყვარხართ. გისურვებთ წარმატებას.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლელა ხეცურიანი (ქუთაისი)
2013-11-19
თამარის პროფესიონალიზმში ეჭვი არც არავინ უნდა შეიტანოს,მართლაც უჭკვიანესი და უნიჭიერესი ადამიანია,ვამაყობ ასეთი ნათლია რო მყავს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თეონა 26წლის
2013-11-18
ძალიან ჭკვიანი და თბილი ექიმია. ის არის მთელი ჩემი ოჯახის ექიმი. დღის ნებისმიერ დროს მზად არის, რომ დაგეხმაროს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო
2013-11-18
ძალიან გამიხარდა, თამარ ექიმი აქ რომ აღმოვაჩინე. ჩემი სამივე ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მისი მეთვალყურეობით წარიმართა. სამი უჯანმრთელესი ბავშვი გავაჩინე. ძალიან გულისხმიერი და ჭკვიანი ექიმია. ყურადღებით და თბილად ექცევა პაციენტებს. არცერთ აბ ზედმეტ წამალს არ დანიშნავს, თუ არ არის აუცილებლობა; სხვა ექიმები კიდე ათობით და ასობით წამალს უნიშნავენ ორსულებს. ვუწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ნადირაძე
2013-11-18
ძალიან გულისხმიერი, ყურადღებიანი და თავისი საქმის პროფესიონალი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი
შეაფასე ექიმი
ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა
თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ
ვარ გათხოვილი. მყავს ორი შვილი. ამ ეტაპისათვის ბავშვის გაჩენას არ ვგეგმავ. მეგობარმა მირჩია დამელია აბები დაორსულების საწინააღმდეგო. თუ შეიძლება მისი დალევა და რამდენი ხანი შეიძლება მივიღო?
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები არის მაღალეფექტური საშუალება, რომელიც იცავს ქალს არასასურველი ორსულობისაგან. საკმაოდ მარტივად გამოიყენება, არ უკავშირდება სქესობრივ აქტს, შედარებით იაფია. კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა ხდება რეპროდუქტოლოგის, მეან–გენეკოლოგის და ოჯახის ექიმის მიერ. კოკ–ის გამოყენებისას ქალი ექიმთან უნდა მივიდეს ყოველწლიურად და განუცხადოს ექიმს კონტრაცეპციასთან დაკავშირებულ რომელიმე გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში.
მაკა
2010-10-01
მყავს 4 წლის გოგონა. აწუხებს სუნიანი ჭარბი გამონადენი ყვითელი ფერის. რომელი ანალიზი უნდა ჩავუტარო რომ გამოვლინდეს დიაგნოზი.
ყვითელი სუნიანი გამონადენი არის ბაქტერიული ინფექციის ნიშანი. დიაგნოზის დასასმელად უნდა ჩატარდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა. (საშოდან ნაცხის აღება საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია.) რის გამოც უნდა მიმართოთ ექიმ მეან–გინეკოლოგს.
სოფო
2010-10-01
გამარჯობათ მქონდა გლანდები დაჩირქებული და საჭირო იყო ანტიბიოტიკის გაკეთება და ცეფტრიაქსონი გავიკეთე ოთხი ნემსი და კვირა ნახევრის მერე ტესტი გავიკეთე და დადებითი პასუხი მივიღე არის თუ არა საშიში ეს ნაყოფისთვის?
გამარჯობათ, ცეფტრიაქსონის ფორმულას არ ახასიათებს ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე. უფრო მეტიც ორსულობის დროს მძიმე ბაქტერიული ინფექციის არსებობისას გამოიყენება აღნიშნული მედიკამენტი. ულტრაბგერით გამოკვლევა 12 კვირის და გენეტიკური ანალიზი (სამმაგი ტესტი) 14–16 კვირის ვადაზე მოგცემთ ინფორმაციას ნაყოფის განვითარების შესახებ. ეს კვლევები უფასოდ უტარდება ყველა ორსულს ვისაც აქვს ორსულის ვაუჩერი. პატივისცემით მეან–გინეკოლოგი თამარ ჭელიშვილი.
სოფო
2010-10-01
მადლობა პასუხისთვის და რა მაინტერესებს კიდევ ამ გამოკვლევას რომ ჩავიტარებ და შედეგი იყოს ცუდი მერე რა როგორ უნდა მოვიქცე
გამარჯობათ სოფო, თუ ამ ანალიზების პასუხი იქნა არასასურველი, მაშინ დამატებით კეთდება კიდევ ერთი კვლევა ამნიოცენტეზი და პასუხის დადასტურების შემთხვევაში ხდება ორსულობის შეწყვეტა ხელოვნურად. პატივისცემით მეან–გინეკოლოგი თამარ ჭელიშვილი.
სოფო
2010-10-01
მადლობთ
გისურვებთ ბედნიერ დედობას.
მაია
2013-12-06
მოგესალმებით, ვარ 1 თვის ორსული და რა ხნის უნდა ვიყო რომ გამოჩნდეს სქესი 3 შვილია და მინდა სასურველი სქესის გაჩენა, მადლობა წინასწარ
გამარჯობათ, ნაყოფის სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება ხდება ორსულობის 10 კვირაზე. ექოსკოპიურად სქესის განსაზღვრა შესაძლებელია 12 კვირის(2.5 თვე) ვადაზე. პატივისცემით მეან–გინეკოლოგი თამარ ჭელიშვილი.
ნათია არევაძე
2013-12-10
გამარჯობათ ქალბატონო თამარ მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ და ძალიან მინდა მივიღო თქვენგა რჩევები. ვარ 29 წლის, 2 წელია რაც პრეკლიმაქსური პერიოდი დამეწყო ვსვი ძალიან ბევრი ჰორმონი, ცოტა წამომივიდა მენსტრუაცია მაგრამ ერთი დღით, ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე, ძალიან მინდა მესამე შვილი. მადლობთ .
მოგესალმებით, ამენორეა (მენსტრუაციის არქონა) ან ოლიგომენორეა(მცირე რაოდენობიათ მენსტრუაცია) ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გაქვთ პრეკლიმაქსური პერიოდი. ამ ასაკში ისმება დიაგნოზი: საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი და არა კლიმაქსი. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსით. ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, საკვერცხის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების დარღვევით. პრობლემის გადასაწყვეტად შეგიძლიათ პირადად მომმართოთ. პატივისცემით თამარ ჭელიშვილი.
ნატო
2013-12-11
გამარჯობა,ქალბატონო თამარ ჩემს გოგონას რომელიც არის 16 წლის არააქვს მენსტრუალური ციკლი,ყველანაირი გამოკვლევა ჩავუტარე საკვერცხეების,ფარისებრი ჯირკვლის მაგრამ ყველაფერი წესრიგშიაქვს, სიმაღლით 152სმ-ია და 45კგ გტხოვტ მირჩიოთ რამე,წინასწარ გმადლობთ.
მოგესალმებით, თქვენი შეკითხვიდან კარგად არ ჩანს გაკეთებული გაქვთ თუ არა საკვერცხის, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის ჰორმონების გამოკვლევა. გაისინჯა თუ არა გოგონა გინეკოლოგის მიერ საშოსმხრივ. რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ სურვილი გექნებათ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში. პირადად გაგესაუბრებით და ჩაგიტარებთ საჭირო გამოკვლევებს. პატივისცემით თამარ ჭელიშვილი.
ნინა
2013-12-12
გამარჯობათ ქალბატონო თამარ. მაქვს ოპერაცია გაკეთებული თბილიში თოდუას კლინიკაში ბატონ ირაკლი თოდუასთან..საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა..3თვის შემდეგ ვიყავი კონსულტაციაზე და ყველაფეერი წესრიგშიაო..ვარ 3თვის გათხოვილი და არ ვფეხმძიმდები ძალიან ვნერვიულობ. თვიური მაქვს ყოველ15დღეში..ეგ დარღვევაა
მოგესალმებით, საშვილოსნოს ფორმა და სტრუქტურა რომ ნორმაშია, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ყველაფერი წესრიგშია. 15 დღიანი ციკლი ეს არის ჰორმონალური დისბალანსის შედეგი. უნდა ჩაიტაროთ სრულად ჰორმონალური გამოკვლევა (საკვერცხის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის და ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების). აღნიშნული გამოკვლევების შედეგად მიიღებთ სრულ ინფორმაციას და დაზუსტდება დიაგნოზი. გამოკვლევის ჩასატარებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. პატივისცემით თამარ ჭელიშვილი.
მოგესალმებით, ალბათ თქვენს შეკითხვაში გულისხმობთ საშოდან გამონადენს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა გამომწვევი. აუცილებელია ჩაიტაროთ კვალიფიციური მკურნალობა, მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. აღნიშნული ანალიზები შეგიძლიათ ჩაიტაროთ გინეკოლოგიურ კლინიკაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. პატივისცემით თამარ ჭელიშვილი.
ნინო
2013-12-14
მოგესალმებით..დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქვს თუ არა ასაკს რაიმე მნიშვნელობა შვილის გაჩენასთან..მე ვარ 33წლის ჩემი მეუღლე კი 40წლის. ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა რო თქვენ ისეთ ასაკში ხართ შეიძლება არ გეყოლოთ შვილიო..ეგ ლოგიკურია
მოგესალმებით, ქალის რეპროდუქციული ასაკი(გამრავლებისათვის ხელსაყრელი ასაკი ქალისათვის არის 18–დან 45 წლამდე). მეუღლის ასაკიც დამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე თქვენ თავისუფლად შეძლებთ ბავშვის გაჩენას. გისურვებთ წარმატებას.
ნინო
2013-12-14
დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის.. გაიხარეთ გფარავდეთ უფალი
დიდი მადლობა ჩემო კარგო.
ნატია
2013-12-15
მოგესალმებით ქალბატონო თამარ. ციკლის მოსვლიდან ათი დღით ადრე მაქვს მუქი შოკოლადის ფერი ჩამონაშალი და ხანდახან მოვარდისფროც, ეგ ნორმლურია? სამი თვის გათხოვილი ვარ, გათხოვებამდე არ მქონდა ეგეთი რამ.
მოგესალმებით, თქვენს მიერ გადმოცემული ჩივილი არის ანთებითი პროცესის შედეგი. ასეთი ანთება ხშირად ემართებათ ახალგათხოვილ ქალებს. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, რომ დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა და მკურნალობა.
ნინა
2013-12-16
გამარჯობათ..წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. რამდენად შესაძლებელია იყო ორსულად და თან გქონდეს თვიური
მოგესალმებით, ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენი ციკლური თუ აციკლური სავსებით შესაძლებელია. ეს გამოწვეული შეიძლება იყოს პლაცენტის დაბალი მიმაგრებით, საშვილოსნოს ჰიპერტონუსით, პროგესტერონის დეფიციტით და სხვა. აუცილებელია მუდმივი კონტროლი და ექიმის კონსულტაცია შესაბამისი დანიშნულებით.
ეკა
2013-12-16
გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ერთი კითხვა მექნება თქვენთან, ორსულობის 22 ე კვირაზე ეხოზე მითხრეს რომ ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭები ოდნავ მომატებულიო, მაგრამ ნორმებში ჯდება და სანერვიულო არააო, კონტროლისთვის 30 ე კვირაზე დამიბარეს, მანამდე ვნერვიულობ და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რომ დარჩეს ნორმაში და აღარ მოიმატოს, თუ აუცილებლად მოიმატებს? დიდი მადლობა
მოგესალმებით, ორსულობის 22 კვირაზე არის შემთხვევები, როდესაც ისმება ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭების ჰიპერტროფიის დიაგნოზი. მაგრამ საჭიროა დამატებითი ანალიზების ჩატარება, რომ დადგინდეს თუ რით არის გამოწვეული აღნიშნული ცვლილება: ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციით. შემდეგ მოხდება დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა და 30 კვირის ვადაზე ექოსკოპიური გამოკვლევით ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭების ზომა იქნება ნორმაში.
ნატია
2013-12-16
დიდი მადლობა ქალბატონო, გაიხარეთ და ეხლა ციკლს ველოდები და ციკლის დროს შეიძლება გინოკოლოგთან ვიზიტი?
მოგესალმებით, ექიმთან ვიზიტის ყველაზე საუკეთესო პერიოდია ციკლის მოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ. ამ დროს მიზანშეწონილია თითქმის ყველა გამოკვლევის ჩატარება.
(სისხლიანი გამონადენის არსებობის დროს არ არის მიზანშეწონილი გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.)
თამილა
2013-12-16
გამარჯობათ, ვარ 5 თვის გათხოვილი, რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ მე და ჩემმა მეუღლემ, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ჯანმრთელები ვართ თუ მკურნალობა გვესაჭიროება.
მოგესალმებით, იმისათვის,რომ დარწმუნდეთ ჯანმრთელები ხართ თუ არა, უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპიური, ჰორმონალური, ვირუსული და იმუნოლოგიური გამოკვლევა. მეუღლემ დამატებით სპერმის გამოკვლევა. ამისათვის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
ალბინა
2013-12-16
გამარჯობათ..ციკლი გადამიცდა 10 დღეა ორსულად არ ვარ რისი ბრალი შეიძლება იყოს. მადლობთ წინასწარ.
მოგესალმებით, ციკლის გადაცდენის შემთხვევაში ორსულობის ტესტი თუ უარყოფითია და ორსულობა გამოირიცხა, მაშინ ციკლის გადაცდენა გამოწვეულია ჰორმონალური დარღვევით. სასურველია მიმართოთ გინეკოლოგს, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.
ეკა
2013-12-16
დიდი მადლობა პასუხისათვის და ერთს შეგეკითხებით კიდევ, ექიმმა მითხრა არ არის საგანგაშოვო და რადგან მაინც ჯდებოდა ნორმაში არ შეიძლება თავისთავად დარჩეს ნორმაში? დამატებითი ანალიზები არ ჩაუტარებია
მოგესალმებით, ნორმაში ჯდება და პათოლოგიას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ
თავის ტვინის პარკუჭების ზომა არ აღემატება 10მმ–ს. უნდა მოხდეს დინამიკაში ექოსკოპიური კონტროლი.
მარიამი
2013-12-17
გამარჯობათ ქალბატონო ერთი კითხვა მაქვს. როგორ მოვიშორო ფერიმჭამიები რამე საშვალებას ხომ არ მირჩევთ?
მოგესალმებით, ფერისმჭამელები ანუ აკნე უმეტესწილად გამოწვეულია ჰორმონალური დარღვევებით. აუცილებლად გამოიკვლიეთ სასქესო ჰორმონების დონე სისხლში და თუ დარღვევა არ არის მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ დერმასეპტი.
სითხეს ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე წერტილოვნად დღეში 1-2 ჯერ (შესაძლებელია მეტჯერაც) დაავადების სიმძიმის მიხედვით.
ნატია
2013-12-18
ქალბატონო თამარ მოგესალმებით. ციკლი გადამიცდა შევამოწმე ტესტით ფეხმდიმობა არ მიჩვენა და შესაძლებელია ანთება მქონდეს და ციკლის გადაცილება აქედან გამომდინარეობდეეს? მქონდა მუქი ყავისფერი ჩამონაშლი და შემიწყდა და ეხლა თეთრი ჩამონაშალი მაქვს და ეგ გამოიწვევს ციკლის შეჩერებაას?
ნათია მოგესალმებით, კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ტესტი დილის შარდით. რა თქმა უნდა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ციკლის დარღვევა, სწორედ ასეთი სახით, საშოდან ყავისფერი და თეთრი გამონადენით. ასევე ციკლის გადაცდენის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევაც. საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
ნინა
2013-12-19
გამარჯობათ ქალბატონო თამარ..ჩემს მეუღლეს დიდი ხანია ქონია პროსტატი ჩვენ 7თვის ცოლქმარი ვართ და არ ვფეხმძიმდები ექიმმა მითხრა შენ ყველაფერი კარგად გაქვსო მაინტერესებს იმ დაავადების ბრალი ხო არა და გადამდები არი თუ არა ეგ დაავადება
ნინა მოგესალმებით, პროსტატიტი ეს არის პროსტატის ანთება ,რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გამომწვევით და არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი. ამიტომაც არ ხდება თქვენი დაორსულება. თქვენმა მეუღლემ უნდა მიმართოს უროლოგს და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დაენიშნება მკურნალობა. პროსტატიტი სქესობრივად გადამდებ დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ ის თქვენ არ გადაგედებათ.
ნინა
2013-12-19
გამარჯობათ ქალბატონო თამარ..ჩემს მეუღლეს დიდი ხანია ქონია პროსტატი ჩვენ 7თვის ცოლქმარი ვართ და არ ვფეხმძიმდები ექიმმა მითხრა შენ ყველაფერი კარგად გაქვსო მაინტერესებს იმ დაავადების ბრალი ხო არა და გადამდები არი თუ არა ეგ დაავადება
ნინა მოგესალმებით, პროსტატიტი ეს არის პროსტატის ანთება ,რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გამომწვევით და არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი. ამიტომაც არ ხდება თქვენი დაორსულება. თქვენმა მეუღლემ უნდა მიმართოს უროლოგს და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დაენიშნება მკურნალობა. პროსტატიტი სქესობრივად გადამდებ დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ ის თქვენ არ გადაგედებათ.
ქეტევან
2013-12-20
6 წელია ვარ გათხოვილი და არ მყავს შვილი გავესინჯე ექიმებს არაფერი არ მჭირს რას მირჩევდით
ქეთევან მოგესალმებით, თქვენ ამბობთ, რომ ექიმს გაესინჯეთ, მაგრმ არ აკონკრეტებთ რა გამოკვლევები ჩაიტარეთ. უშვილობის დიაგნოზის დასაგდენად საჭიროა სხვადასხვა სახის გამოკვლევა. ჰორმონალური, ვირუსული, ბაქტერიული და იმუნოლოგიური. ასევე საშვილოსნოს მილების გამოკვლევა. თუ თქვენ ყველა ეს ანალიზი გაიკეთეთ და ყველაფერი ნორმაშია, მაშინ გამოიკვლიეთ თქვენი მეუღლე (სპერმის ანალიზი). თუ თქვენ მომწერთ რა ანალიზები გაქვთ ჩატარებული, მე კონკრეტულად შემიძლია გირჩიოთ, კიდევ რა გაქვთ გასაკეთებელი. გისურვებთ წარმატებას.
ნია
2013-12-23
გამარჯობათ ქალბატონო თამარ. გაწუხებთ და გთხოვთ მომიტევოთ, სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე მაქვს სისხლიანი გამონადენი, ვარ ოთხი თვის გათხოვილი ძალიან ვნერვიულობთ, გთხოვთ დამეხმაროთ და გამარკვიოთ ეგ რატომ ხდება. მადლობა წინასწარ და ბოდიში.
მოგესალმებით ნია, თქვენი ჩივილი სავარაუდოდ გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესით. ასევე შესალებელია იყოს საშვილოსნოს ყელის არხის პოლიპი და საშვილოსნოს ყელის ეროზია. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია პაპ–ტესტი და კოლპოსკოპია. ამისათვის მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს.
ეკა
2013-12-23
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ჩემს მეუღლეს პენისის თავზე კანი უსკდება ხოლმე და ძან სტკივა ხოლმე და მირჩიეთ რამე გთხოვთ.
მოგესალმებით, სავარაუდოდ თქვენს მიერ აღნიშნული პათოლოგია გამოწვეულია სოკოვანი დაავადებით. ამის დასადასტურებლად საჭიროა ნაცხის ანალიზი. სამკურნალოდ შეგიძლიათ დროებით გამოიყენოთ ანტიმიკოზური პრეპარატები. მაგალითად ლომექსინის კრემი დღეში ერთჯერ ადგილობრივად შესაზელად.
ნია
2013-12-24
და სჰეიდლება ციკლის გადაცილება ამან გამოიცვიოოს???უკვე ორი კვირაა გადამიცდა მარამ ცოტ ცოტა გამონადენი მაქვს,გია ციტლად დრო და დრო.გინეკოლოგტან მისვლა ამ მდგომარეობასჰი სჰეიდლებაა?/ტუ დაველოდო ციკლის მოსვლას და მერე ცავიდე?როგორ მირცჰევტ ქალბატონო??ტქვენი დიდი მადლობელი ვარ რცჰევებისტვის უფალმა დაგლოცოტ.მრავალ სჰობა ახალცელს დაგასცროტ უფალმა.
გამარჯობა ნია, პირველ რიგში უნდა ჩაიტარო ორსულობის ტესტი დილის შარდით ორსულობის გამოსარიცხად. თუ ტესტი უარყოფითია ე. ი. ორსულობა არ არის, მაშინ დაელოდეთ ციკლის მოსვლას და დამთავრების შემდეგ მიმართეთ გინეკოლოგს.
თუ ტესტი დადებითია ე.ი. ორსულობა დადასტურდა მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნათია
2013-12-24
გამარჯობათ, 6 წელია რაც გათხოვილი ვარ,ყველაფერი შემოწმებული მაქვს მეც და მეუგლესაც. 3 წლის წინ გავიკეთე კისტის ოპერაცია ლაპარსკოპიით და მილებიც შევამოწმებიეთ. მაქვს ფოლიკულის პრობლემა რაზეც 1 წელია უკვე რაც ვმკურნალობ ფოლიკული მწიფდება მაგრამ ორსულობა მაინც არ ხდება. მკურნალი ექიმი მეუბნება ლაპარსკოპია უნდა გაიკეთოო სადაც საკვერცხეს გაკაწრავენ რომ მისით დასტიმულირდესო. როგორ ფიქრობთ რამდენად აუცილებელია ამის გაკეთება ან სხვა რა ხერხს შეიძლება რომ მივმართოთ? წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის.
მოგესალმებით ნათია, თქვენ როგორც აღნიშნავთ ფოლიკული მწიფდება. მომწიფებული ფოლიკული უნდა გასკდეს და თუ თვითონ არ სკდება, შეიძლება ხელოვნურად გახეთქვა რის შემდეგაც მოხდება განაყოფიერება. ფოლიკული თუ მწიფდება ე.ი. საკვერცხე მუშაობს და დამატებით სტიმულაცია არ არის საჭირო, მითუმეტეს ოპერაცია, იმიტომ რომ არ გამოიწვიოს ჰიპერსტიმულაცია და კისტის წარმოშობა.
ნათია
2013-12-25
გმადლობთ რომ მიპასუხეთ, კლომიფენით ვამწიფებდით ფოლიკულს რის შემდეგაც ვიკეთებდი პრეგნილს 5000 2ამპულას მე_12 დღეს. ფოლიკული სკდებოდა. სტიმულაციის გარეშე კი ფოლიკული არ მომწიფდა. ჰორმონები წესრიგში მავს. როგორ ფიქრობთ ასეთ დროს ლაპარასკოპია ჯობია თუ ფერტილოსკოპია? შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში მიხორცებები განვითარებულიყო მილში და ეს იყოს მიმეზი? ან სხვა რა ხერხს შეიძლება რომ მივმართოთ?
საღამო მშვიდობის, თუ ინფექცია იყო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისევ განვითარებულიყო შეხორცებები მილებში. ამ შემთხვევაში საუკეთესო მეთოდია ფერტილოსკოპია. საინტერესოა ჩატარებული გაქვთ თუ არა იმუნოლოგიური ანალიზი–იმუნური შეუთავსებლობა და პოსტკოიტალური ტესტი.შეიძლება თქვენი უშვილობის მიზეზი ესეც იყოს, თუ ფოლიკული სკდებოდა და განაყოფიერება არ ხდებოდა.
ნია
2013-12-25
ტესტი გავიკეტე ორსულობა არ მიცჰვენა.ტვე მტავრდება და ციკლი არ მომივიდა,დალოდებას ხომ არ სჯობს ცავიდე ექიმტაან???????
მოგესალმებით, თუ ტესტით ორსულობა გამოირიცხა, მაშინ მიმართეთ გინეკოლოგს, რომ დროულად გამოიკვლიოთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა და დროულად მოხდეს მკურნალობა.
ეკა
2013-12-25
ქალბატონო თამარ გადავიღე დღეს ეხო 31 კვირის ვარ და თავის ტვინის პარკუჩები 5 მილიმეტრია და ნორმაა?დიდი მადლობა
მოგესალმებით, 5მმ. რა თქმა უნდა ნორმაა. სანერვიულო არაფერია.
ნათია
2013-12-25
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ინფექცია მქონდა ურეაპლაზმა მიკოპლაზმა, ვიმკურნალეთ ორივემ. ამ ინფექციას შეიძლებოდა გამოეწვია შეხორცებები? როგორც მახსოვს შეუთავსებლობის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. თუ სტიმულაციით ფოლიკული მწიფდებოდა და სკდებოდა და ორსულობა არ დგება რა გარანტია მაქვს რომ საკვერცხეების დახვრეტით ორსულობა დადგება. რა მნიშვნელობა აქვს ფოლიკული როგორ მომწიფდება? მაინერესებს რა უარყოფითი მხარე აქვს საკვერცხეების დრილინგს?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თუ თქვენ გქონდათ მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა, შესაძლებელია მას გამოეწვია ისევ შეხორცებითი პროცესი მილებში. ამიტომ აუცილებლად გაიკეთეთ მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და თუ აღმოჩნდება, რომ მილები გაუმტარია შემდეგ ჩაიტარეთ შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა ან ლაპარასკოპიული ოპერაცია შეხორცებების გასათიშად . საკვერცხეების დრილინგი საკმაოდ წარმატებული მეთოდია საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალოდ.
მარიკა
2013-12-27
ქალბატონო ტამარ მოგესალმებიტ გარედან მტკივა და ოდნავ მექავება ვხმარობ დერმოკლინის მალამოს დასასჰვებია ტუ არა და საჰისჰი ხომ არ არის.
მოგესალმებით, სასქესო ბაგეების ტკივილი და ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოვანი ინფექციით. რა თქმა უნდა დერმოკლინის გამოყენება შეიძლება, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. თუ ჩივილი არ გაივლის, მიმართეთ გინეკოლოგს, გაესინჯეთ, აიღეთ ნაცხის ანალიზი და ჩაიტარეთ სრულყოფილი მკურნალობა.
მოგესალმებით, ნორმალურ ციკლად ითვლება 22; 28; 30; 35 დღიანი ციკლი. თუ თქვენ სხვა ჩივილი არ გაქვთ, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს ნორმად.
თამუნა
2013-12-28
გამარჯობათ ქალბატონო თამარ. ექვსი თვეა რაც გათხოვილი ვარ, ბოლო სამი თვეა გულის რევის შეგრძნება, თავ ბრუს ხვევა და მუცლის ტკივილი მაწუხებს მაგრამ ორსულად არ ვარ, ციკლი ერთი დგე მაქ მარტო, რისი ბრალი უნდა იყოს? გმადლობთ
მოგესალმებით, თუ ორსულობა ექოსკოპიურად გამორიცხულია, მაშინ მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რადგან თქვენს მიერ გადმოცემული ჩივილები დამახასიათებელია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების.
ნატალი
2013-12-28
მოგესალმებიტ.გილოცავტ დამდეგს..1ცლის ცინ გავიკეტე სასჰვილოსნოს კვანდზოვანი მიომის ოპერაცია ვარ 33ცლის 5ტვის სჰემდეგ ტრანსვაგინალური ეხო ცჰავიტარე.სასჰვილოსნო,ანტევერზიოფლექსიო.გადახრილია მარცხნივ.ზომებიტ5.3X4.9X5.8სმ.კელი3.6სმ.ფორმა ოვალური.კონტური სცორი მკაფიო.სტრუქტურა არაერტგვაროვანია,აგინისნება მრავლობიტი7-8KVANძEBI:MAQშ:UKANA MAღჩXENA KEDELძE 2:9X2:0სმ.მარცხენა კედელზე1.7X1,8სმ.გრუ.ნაპრალისფერია.ტავისუფალია.ენდომეტრიუმის სისქე.0.6სმ.სჰეესაბამება მენსტრუალური ციკლის პროლიფერაციულ ფაზას.მკურნალობა არ დამინისჰნეს 7ტვეა რაც გატხოვილი ვარ და არ ვფეხდზიმდები..ნეტა რატო
მოგესალმებით, ასეთი საშვილოსნო დაორსულებას ხელს არ შეუშლის, უბრალიდ ორსულობის ბოლომდე მიტანა იქნება სათუო. თუ თქვენ გსურთ, რომ ორსულობა დადგეს აუცილებლად ჩაიტარეთ ფოლიკულის მონიტორინგი, ჰორმონალური გამოკვლევა(საკვერცხის , ჰიპოფიზის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), იმუნოლოგიური გამოკვლევა, მილების გამტარიანობის გამოკვლევა და ასევე მეუღლის სპერმოგრამა.
ნატალი
2013-12-28
კიდე მე გაცუხებტ.მარჯვენა საკვერცხე ზომებიტ 4.1X2.6სმ.სტრუქტურასჰი 8 ანტრალური ფოლიკული და კიტოზური კვიტელი სხეული2.1სმ.მარცხენა საკვერცხე ზომებიტ 3.1X2.1სმ.სტრუქტურასჰი 4ანტრალური ფოლიკული.მცირე მენჯსჰი ტავისუფალი სიტხე და არაგამოხატული სჰეხორცებიტი პროცესი
მოგესალმებით, ასეთი საშვილოსნო დაორსულებას ხელს არ შეუშლის, უბრალიდ ორსულობის ბოლომდე მიტანა იქნება სათუო. თუ თქვენ გსურთ, რომ ორსულობა დადგეს აუცილებლად ჩაიტარეთ ფოლიკულის მონიტორინგი, ჰორმონალური გამოკვლევა(საკვერცხის , ჰიპოფიზის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები), იმუნოლოგიური გამოკვლევა, მილების გამტარიანობის გამოკვლევა და ასევე მეუღლის სპერმოგრამა.
ციალა
2014-01-07
მაკ სასჰინელი გამონადენი და რა ცამალი ვიხმარო
მოგესალმებით, გამონადენი საშოდან შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუ მიზეზი არ დადგინდა, მკურნალობის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან შედეგს ვერ მიიღებთ. ამიტომ გირჩევთ ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა.
ირა 29 წლის
2014-01-08
ქალბატონო თამარ,წელიწადი და 6 თვეა საკეისრო გავიკეთე და მენსტრუაცია არ მაქ,რას მირშევდით?
მოგესალმებით, თუ თქვენ ბავშს ძუძუთი კვებავთ და გაქვთ რძე დიდი რაოდენობით, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ლაქტაციურ ამენორეასთან და ეს არის ნორმალური მდგომარეობა. ასევე აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ორსულობა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის პათოლოგია და დაკავშირებულია ჰორმონალური დისბალანსით, კერძოდ ჰორმონ პროლაქტინის მაღალი დონით. რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ გინეკოლოგ–რეპროდუქტოლოგს, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.
ზეინაბი
2014-01-08
მოგესალმებიტ.ვარ 46 წლის ერტი ტვეა მენსტრუაცია არ მაქ. ოფლიანობა დამეწკო სასჰინლად. ვეგარ ვუდზლებ მირცჰიეტ როგორ მოვიქცე რა სჰემიმსუბუქებს ოფლიანობას. წინაწსარ მადლობტ
მოგესალმებით, აღნიშნული ჩივილი დამახასიათებელია კლიმაქტერული სინდრომისათვის, ასევე სხვა ჰორმონალური პათოლოგიებისათვისაც, კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის. სწორი მკურნალობისათვის საჭიროა წინასწარი გამოკვლევების ჩატარება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული პრეპარატი ე. წ. ფიტოესტროგენი – ფემოლი 1 აბი დღეში 1–ჯერ, 1 ან 2 თვე უწყვეტ რეჟიმში.ხოლო გამოკვლევებისათვის მიმართეთ გინეკოლოგ– ენდოკრინოლოგს.
თეა
2014-01-10
გამარჯობათ ქალბატონო თამარ.მაქვს მუდმივად გამონადენი ზოგჯერ არასასიამოვნო სუნით.რამოდენიმე თვეა ვატყობ ციკლი შემიმცირდა.მინდა მეორე შვილის გაჩენა და სამწუხაროდ არ ვფეხმძიმდები.შეიძლება ეს იყოს მიზეზი?
მოგესალმებით, შეკითხვა არ არის სრულყოფილი. უნდა მიუთითოთ აუცილებლად თქვენი ასაკი. ჩივილი მუდმივი გამონადენის შესახებ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით, რომელიც შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი. ციკლის შემცირების მიზეზი კი ჰორმონალური დისბალანსია. მიმართეთ გინეკოლოგს, ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობის შემდეგ თქვენ შეძლებთ ბავშვის გაჩენას. გისურვებთ წარმატებას.
ზეინაბი
2014-01-10
მოგესალმებიტ. ვარ 46 წლის. ერტი ტვეა სჰემოცჰერდა ციკლი. დამეწკო სასჰინელი ოფლიანობა. ვარ ემოციურიც. რას მირცჰევტ რა სჰემიმსუბუქებს ამ ოფლიანობას? მადლობტ.rnrn
მოგესალმებით, აღნიშნული ჩივილი დამახასიათებელია კლიმაქტერული სინდრომისათვის, ასევე სხვა ჰორმონალური პათოლოგიებისათვისაც, კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის. სწორი მკურნალობისათვის საჭიროა წინასწარი გამოკვლევების ჩატარება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული პრეპარატი ე. წ. ფიტოესტროგენი – ფემოლი 1 აბი დღეში 1–ჯერ, 1 ან 2 თვე უწყვეტ რეჟიმში.ხოლო გამოკვლევებისათვის მიმართეთ გინეკოლოგ– ენდოკრინოლოგს.
ნინა33ცლის
2014-01-11
გამარჯობატ..ციკლი მაქვს ეგრე 29აგვ:2სექტ. 17სექტ:20სექტ. 15ოქტ:19ოქტ. 9ნოემ:14ნოემ, 4დეკ:8დეკემ. 27დეკ:1იანვ. ვარ 4ტვის გატხოვილი არ ვფეხდზიმდები ეგ დარგვევა ხო არ არი..დიდი მადლობა
მოგესალმებით, ერთი შეხედვით ციკლი ნორმალურია, მაგრამ ხდება თუ არა ფოლიკულის გასკდომა, მზად არის თუ არა საშვილოსნო განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისათვის, ამის გასაგებად აუცილებელია გაიკეთოთ ფოლიკულის მონიტორინგი ექოსკოპიურად ერთი თვის განმავლობაში. მინდა დავამატო ,რომ არსებობს უშვილობის კიდევ მრავალი მიზეზი. მამაკაცის უნაყოფობა, იმუნოლოგიური შეუთავსებლობა, მილების გამტარიანობა, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და ჰორმონალური დისბალანსი.
NANA
2014-01-11
მაქვს სასჰვილოსნოს ყელის გსდაწევა.ციკლი ტავის დროზე.ვერ ვფეხმდზიმდები და როგორ მოვიქცე რას მირცჰევტ?
მოგესალმებით, საშვილოსნოს ყელის გადახრა არ არის ხელისშემშლელი მიზეზი დაორსულებისათვის. გაიკეთეთ დამატებითი გამოკვლევები: ჰორმონალური, ვირუსული, მილების გამტარიანობის შემოწმება და მეუღლის სპერმოგრამა. დარღვევის გამოსწორებისთანავე მერწმუნეთ პრობლემა მოგვარდება. გისურვებთ წარმატებას.
ია კუტხასვილი
2014-01-13
3 ტვის წინ გავიკეტე გარეორსულობის ოპერაცია და სპირალის ცჰადგმა რამდენ ხანსჰი სჰეიდზლებაა?
მოგესალმებით, თუ საშოში არ გაქვთ ინფექცია, მაშინ შეგიძლიათ სპირალის ჩადგმა ორი თვის შემდეგ ოპერაციიდან.
ნია
2014-01-13
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ.სჰეკიტხვა მაქვს ტქვენტან.ციკლის დარგვევის და ცჰამონასჰალის გამო მივედი გინეკოლოგტან,მან ცჰემი მეუგლის ანალიზებიც მოიტხოვა და ამის გამო უროლოგტან გაგვისჰვა ავიგეტ სპერმის ანალიზი და პასუხი კარგი იკო უროლოგმა მხოლოდ ორციპოლი დაუნისჰნა და მეტი ვიზიტი არ დაგცჰირდება კველაფერი კარგად გაქვსო და ეგ ანალიზი გინეკოლოგტან გაგვატანა,მან კი დაუნისჰნა პროფერტოლი რომელიც იკიდება ერტ აფტიაქსჰი და ერტი ტვის დასალევი გირს ასი დოლარი და სამი ტვე სვიო და ტქვენ როგორ ტვლიტ ანალიზი სრულიად კარგია და ეგ ცამალი რისტვის არის საცჰირო?????მე კი ეხოც გადავიგე და ნაცხის ანალიზიც ავიგე კველაფერი ნორმალურადარის გრუც და მილებიც სუფტა მაქვს,კელი მაქვს ოდნავ გაფარტოვებული და ცჰამონასჰლი მაინც რატო მაქვს?/სასჰვილოსნოს კელის ზომა არის 18 15მმ სასჰვილოსნოს ტანის ზომა 44 28 34მმ მიომეტრული სტრუქტურა არაერტგვაროვანი, ენდომეტრიული სისქე9მმ სცორი კონტურებიტ,მარჯვენა საკვერცხე ზომიტ38 26მმ,ფოლეკულური აპარატი სჰენარცჰუნებულია,მარცხენა საკვერცხე ზომიტ35 28მმ ფოლიკულური აპარატი სჰენარცჰუნებულია,დუგლასის არე ტავისუფალია.ეგ არის ცჰემი ეხოს პასუხი და გტხოვტ გამარკვიოტ მცჰირდება ტუ არა მკურნალობა.ნაცხის ანალიზიც კარგი მაქვს.
მოგესალმებით,თუ თქვენს მეუღლეს არ აწუხებს არაფერი მაშინ მკურნალობა შედეგიანი ყოფილა. რაც შეეხება პროფერტილს ეს არის უნიკალური მედიკამენტი რაც ახდენს სპერმატოგენეზის სტიმულაციას და ექიმმა ალბათ თავი დაიზღვია, რომ ორსულობა ნამდვილად დამდგარიყო. თქვენს შემთხვევაშიც სანერვიულო არაფერია. მკურნალობის შემდეგ დაელოდეთ რომ ორსულობა დადგება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩაიტარეთ ჰორმონალური და იმუნოლოგიური გამოკვლევა . რაც შეეხება იმას,რომ ჩამონაშალი ისევ გაქვთ საჭიროა საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ნაცხი ქლამიდიაზე. გისურვებთ წარმატებას.გილოცავთ შობა–ახალ წელს.
ირა 29 წლის
2014-01-14
ქალბატონო თამარ ისევ გაწუხებთ,დიახ ძუძუთი ვკვებავ.კონტრაცეპტივს ვსვამ მიკროლუტს,მაინტერესებს რამდენად სასურველია ამ წამლის მიგება და რამდენი ხანი შეიძლება დალიო და თუ არ არის სასურველი რას მირშევთ?დიდი მადლობა ყურადგებისთვის.
მოგესალმებით, მიკროლუტი არის მინიპილის პრეპარატი, რომელიც ინიშნება მეძუძურ დედებში. ის არის სუფთა პროგესტერონი და არ ახდენს არანაირ გავლენს არც დედის და არც ბავშვის ორგანიზმზე. თუ ბავშვი უკვე არის 6 თვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ორფაზიან კონტრაცეპტივზე, რომელიც უფრო კარგად იცავს დაორსულებისაგან. კონტრაცეპტივის მიღება შეიძლება მუდმივად თუკი არ არის ის უკუჩვენებები, რაც მას უწერია ანოტაციაში. ერთ კი აუცილებლად უნდა გახსოვდეთ. კონტრაცეპტივის ხანგრძლივი მოხმარების დროს აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი, რადგან ნებისმიერი ჰორმონალური პრეპარატის მოხმარებისას ხდება სისხლის სიბლანტის მომატება. რაც შექცევადი პროცესია და მალევე გამოსჭორდება პროფილაქტიკური მკურნალობით. თუ რაიმე შეკითხვა დაგებადა კონტრაცეფციის შესახებ შეგიძლია პირადად დამიკავშირდე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინა
2014-01-14
ექიმო როგორ უნდა ვაკონტროლო ციკლი როარ დავრცჰე ორსულად?
მოგესალმებით, ციკლის კონტროლი ხდება ფოლიკულის მონიტორინგით. რაც შემდეგნაირად ხორციელდება: მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ციკლის მოსვლიდან მე–5 დღიდან ყოველ დილით 8 საათზე იზომავთ ტემპერატურას უკანა ტანში და ჩაინიშნავთ. ამას აკეთებთ მომდევნო ციკლის მოსვლამდე. დააკვირდით ტემპერატურის მაჩვენებლებს. როდესაც ტემპერატურა არის 36,8 – 37,2 ამ დღეებში ურთიერთობა გამოიწვევს დაორსულებას. დანარჩენ დღეებში კი არ გაქვთ ჩასახვის დღეები. უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი: ჯანმრთელი სპერმატოზოიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 საათი( 3 დღე). როცა ამ გამოკვლევას ჩაიტარებთ გეცოდინებათ რომელია კრიტიკული დღეები ჩასახვისათვის. რადგან ფოლიკულის განვითარების ეს ციკლი ერთნაირია ყოველ თვე. თუ საშუალება გაქვთ ეს პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევით – ფოლიკულის მონიტორინგი ერთი თვის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას.
ნია
2014-01-14
უდიდესი მადლობა ქალბატონო,უფალი გფარავდეს,მრავალი სჰობა ახალი ცელი გაგიტენოტ უფალმა.
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის.
იამზე
2014-01-16
დიდი მადლობა გეიხარეთ.თქვენი იამზე
gmadlobt
ნარგიზი
2014-01-22
საკვერცხის ფიბრომა,სუბსეროზული მიომა აუცილებლად საოპერაციოა?
მოგესალმებით, ფიბრომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი. იგი ვითარდება კუნთოვან ქსოვილებში. საშვილოსნოს ფიბრომების დიდი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მხოლოდ 10–20% საჭიროებს ჩარევას. თუ არის გამოხატული ჩივილი, უშვილობის პრობლემა, სისხლდენები ასეთ შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციული ჩარევა. თუ თქვენ დამიკონკრეტებთ თქვენს ასაკს და ჩივილებს, მხოლოდ მაშინ შემიძლია ზუსტად გითხრათ გესაჭიროებათ თუ არა ოპერაცია.
ნინა33წლის
2014-01-22
გამარჯობათ::ციკლი ამერია 4ნოემ,,8დეკ. 27დეკ,,1იანვ 11იან,,17იან. ვიკავი ექიმთან გადამიგო ზემოდან ეხო და გამომიწერა ეგ GHLOრMADINON გერმანული აბებია მე არ დავლიე..ეხლა ნეტა კიდე დამეწკება ციკლო ვარ 8 გათხოვილი და არ ვფეხზიმდები
მოგესალმებით, თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ აციკლური სისხლდენა, რომ დაადგინოთ, თუ რით არის გამოწვეული ეს დარღვევა, საჭიროა ჩაიტაროთ ჰორმონალური გამოკვლევა, მათ შორის ქორიონალური გონადროტოპინის(ორსულობის ჰორმონი) განსაზღვრა. ჯერჯერობით საჭიროა ჰორმონალური ჰემოსტაზი (სისხლდენის შეჩერება), რათა ერთი ციკლი წარიმართოს ნორმალურად და შემდეგ ახალი ციკლის მოსვლიდან ერთ კვირაში გაიკეთოთ ჰორმონალური გამოკვლევა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირადად მომმართოთ საიტზე მითითებულ კოორდინატებზე.
mariami
2014-01-24
Mogesalmebit, tamar eqimo tu sheigidzliat mipasuxot, chsasxvis sawinaagmdegod ra abebi shemidzlia mivigo ertjeradad da rogor? Didi madloba.
მოგესალმებით, ერთჯერადად მისაღებად გამოიყენება ფარმატექსის აბი და სანთელი და პანტეტექს ოვალეს სანთელი. გამოყენების წესი: აბი ან სანთელი უნდა მოთავსდეს საშოში სქესობრივ ცხოვრებამდე 10 წუთით ადრე. 2 საათის განმავლობაში არ უნდა დაიბანოთ საპნით. აღნიშნული მეთოდი გიცავთ მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის დროს. მისი გამეორების შემთხვევაში,თუნდაც ნახევარი საათის შემდეგ უნდა გამოიყენოთ ახალი სანთელი ან აბი.
ლიკა
2014-01-26
მაინტერესებს საშვილოსნოს ყელის გადახრა არის თუ არა უშვილობის მიზეზი?
საშვილოსნოს ყელის გადახრა არ არის უშვილობის მიზეზი.
ნინა33წლის
2014-01-27
გამარჯობათ:დიდი მადლობა კიდე მე გაცუხებთ 8დგეს გავიდა და ისევ დამეცკო ციკლი ეს ხდება მასინ როცა მაქვს კონტაქტი.სამცუხაროდ საქარტველოსჰი არ ვარ რო მოვიდე კონსულტაციაზე.სჰემიდზლია დაგირეკოტ და ტელეფონიტ აგიხსნატ
მოგესალმებით, უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა საჭირო ექიმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება დანიშნულების შესახებ. ამისათვის ან ჩაეწერეთ ვიზიტზე ან დამიკავშირდით ტელეფონზე.
nino
2014-01-27
Gamarjoba qalbatono Tamar didi bodishi rom gawuxebt var 21wlis qalishvili maqvs chamonadeni da menstruaciis dros maqvs shededebuli sisxlis saxit chamonadeni.sheidzleba itqbas shededebuli sisxlis koktebi da rit sheidzleba iyos gamowveuli
მოგესალმებით, საშოდან გამონადენი გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით. ამისათვის აუცილებელია ჩაიტაროთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ხოლო მენსტრუაციული ციკლის დროს კოლტებით გამონადენი შეიძლება ანთებით ან ჰორმონალური დარღვევით იყოს გამოწვეული.
nino 21wlis
2014-01-28
Gamarjoba qalbatono Tamar didi bodishi rom gawuxebt var 21wlis qalishvili maqvs chamonadeni da menstruaciis dros maqvs shededebuli sisxlis saxit chamonadeni.sheidzleba itqbas shededebuli sisxlis koktebi da rit sheidzleba iyos gamowveuli
მოგესალმებით, საშოდან გამონადენი გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით. ამისათვის აუცილებელია ჩაიტაროთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ხოლო მენსტრუაციული ციკლის დროს კოლტებით გამონადენი შეიძლება ანთებით ან ჰორმონალური დარღვევით იყოს გამოწვეული.
ნატო32წლის
2014-01-28
მოგესალმებით: მაინტერესებს შეიდზლება თუ არა ციკლის დროს ტრანსვაგინალური დათვალიერება..დიდი მადლობა
მოგესალმებით, ციკლის დროს ტრანსვაგინალური ექოსკოპიური დათვალიერება მიზანშეწონილი არ არის.
ნატო32წლის
2014-01-29
ისევ მე გაცუხებთ ციკლის დამთავრებიდან რამდენი დგე უნდა გავიდეს რო გავიკეთო ეხო..დიდი მადლობა
მოგესალმებით, ციკლის მოსვლიდან მე–8 ან მე9 დღე არის საუკეთესო პერიოდი ინფორმაციული ექოსკოპიური კვლევისათვის.
მარი 22 წლის
2014-01-30
გამარჯობათ 26 დეკემბერს გავიკეთე აბორტი რამოდენიმე დღე მქონდა ცოტა გამონადენი მესამე დღეს მქონდა ძლიერი ტკივილები და მაღალი სიცხე დავლიე ანტიბიოტიკი და გამიარა სიცემაც და ტკივილებმაც, ეხლა 26 იანვარს მომივიდა თავიდან ჩვეულებრივად მქონდა მესამე დღეს დამეწყო საკმაოდ ძლიერი დენა და დიდი რაოდენობით კოლტები ექიმს რო დაურეკე დამინიშნა მხოლოდ დიცინონი 1 აბი სამჯერ დგეში სამი დგე მეორე დღეა ვსვავ მარა შედეგი არ აქ, რისი ბრალი შეილება იყოს? შეილება ნაყოფი იყოს დარჩელი ისევ? რა ვქნა როგორ მოვიქცე, მადლობთ წინასწარ
მოგესალმებით, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ექოსკოპიური გამოკვლევა. უნდა ინახოს საშვილოსნოს ღრუ. თუ ღრუ თავისუფალია და არ არის სანაყოფე პარკის ნარჩენი, მაშინ საჭიროა სისხლდენის კუპირება ჰორმონალური ჰემოსტაზით ან ოქსიტოცინის ინექციით.
დიანა 15 წლის
2014-02-02
გამარჯობათ ვარ 15 წლის 11 თვეა რაც გავთხოვდი არ ვარ ორსულად რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მოგესალმებით, უშვილობის მიზეზი თქვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს ფოლიკულური აპარატის არასრულფასოვნება, რაც თქვენი ასაკისათვის ბუნებრივია. აუცილებლად ჩაიტარეთ ექოსკოპიური გამოკლევა ფოლიკულის მონიტორინგით. ეს საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ თქვენი საკვერცხეები როგორ მუშაობს. თუ ამ მხრივ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ დაგჭირდებათ ჰორმონალური, ვირუსული, ბაქტერიული და იმუნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და მეუღლის სპერმოგრამა. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად ტელეფონზე. გისურვებთ წარმატებას.
ანა
2014-02-04
გამარჯობატ ვარ მე 5 თვეში მაინტერესებდა ბავშვის სქესი და არც 12 კვირაზე გამოჩდა არც 18 კვირაზე ესე შეიძლება?
მოგესალმებით, სანერვიულო არაფერია. ეტყობა ნაყოფს კვლევის პროცესში ისეთი მდებარეობა ჰქონდა, რომ ვერ მოხერხდა სქესის განსაზღვრა. მთავარია ბავშვი სხვა მხრივ იყოს ჯანმრთელი. თუ ასე ძალიან გაინტერესებთ სქესის განსაზღვრა, გირჩევთ გაიკეთოთ ულტრაბგერით გამოკვლევა სამგანზომილებიანი ექოსკოპიური აპარატით.
რიტა 29წლის
2014-02-04
გამარჯობათ,სამი თვეა რაც გავთხოვდი, ამ თვეში ციკლი მომივიდა იმაზე ადრე,როცა ველოდებოდი და გამიგრძელდა 3 დღე. ერთი კვირაა, რაც მაწუხებს გულისრევის შეგრძნება. შეიძლება თუ არა ვიყო ორსულად, ტესტი გავიკეთე და ორსულობა არ აჩვენა. შეიძლება ტესტი შეცდეს?
მოგესალმებით, ორსულობის ტესტი თუ სწორად არის ჩატარებული, მაშინ ის არ ცდება. ტესტი უნდა გაკეთდეს დილის შარდით. შეგიძლიათ გაიკეთოთ ულტრაბგერით გამოკვლევა და დადასტურდება არის თუ არა ორსულობა. გულისრევის შეგრძნება შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც ორსულობის ტოქსიკოზით, ისე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებით. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირადად დამიკავშირდეთ.
ნინო 19 წლის
2014-02-04
ვარ 19 წლის. მქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი. ერთი კვირაა, რაც მენტრუაცია გადამიცდა. ტესტი გავიკეთე და ორსულობა აჩვენა. შეიძლება თუ არა წამლით ამ ორსულობის შეწყვეტა.
მოგესალმებით, ჯერ კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტის შესახებ. რა თქმა უნდა ორსულობის შეწყვეტა შეგიძლიათ მედიკამენტოზური მეთოდით,ე. წ. წამლით.
ANA ANNA
2014-02-05
გამარჯობათ.. ქალბატონო ნანა მაინტერესებს შეიძლება თუ არა მიფეგინის მიღება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე?? 3 კვირის ვარ..
მოგესალმებით, ამ წამლის მიღება ექიმის გარეშე არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდთი მოვლენები და თქვენ ამისათვის არ აღმოჩნდეთ მზად. მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ.
შორენა
2014-02-06
გამარჯობათ,ბავსჰვი მყავს მხოლოდ ბუნებრივ კვბაზე, და ციკლი არარეგუკარულად მომდის, ნორმალურია ეს ?
მოგესალმებით, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავთ შესაძლებელია ციკლი არარეგულარული გქონდეთ მაღალი პროლაქტინის გამო. მაგრამ ურიგო არ იქნებოდა საშვილოსნოს ულტრაბგერით დათვალიერება რომ არ გამოგვეპაროს პლაცენტარული პოლიპის არსებობა, რომელიც ასევე იწვევს დისფუნქციურ სისხლდენებს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირადად დამიკავშირდეთ.
ნატია
2014-02-06
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ,ვარ ხუტი ტვის გატხოვილი,ტავბრუს ხვევები მქონდა და ტესტი გავიკეტე და დადებიტი აგმოცჰნდა,ანუ ორსულად ვარ დახლოებიტ სამი კვირის და მამაკაცტან ურტიერტობა ტუსჰეიდლება,ან როგორარის რომელი ტვიდან სჰეიდლება და რომელიდან არა.მაქვს კიდე ტეტრი ცჰამონასჰალი და სასჰისჰი ხომ არაფერიაა?
მოგესალმებით. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 12 კვირა ) სქესობრივი კონტაქტი სასურველი არ არის. საშოდან თეთრი გამონადენი შეიძლება იყოს ორსულობის რძიანა. უფრო მშვიდად რომ იყოთ გაიკეთეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა და თუ საჭირო იქნება დროულად ჩაიტარებთ შესაბამის მკურნალობას.
ჯანა
2014-02-07
გამარჯობათ ქალბატონო თამარ ციკლი მკონდა დარგვეული ვიმკურნალე ბოლოს გაირკვა რომ პროგესტერონი მკონდა დაბალი 0.3 3თვე ვსვი ტამლები მაგრამ ამ თვეში მაინც გვიან მომივიდა.ანალიზები ეხოსკოპია რაც საჩირო იყო ყველიფერი გავაკეთე დალიან დვირი დამიჯდა მკურნალობა აგარ ვიცი რა ვკნა.თუ შედლებტ რომ რამე მირჩიოთ და მითხრათ რას ნისჰნავს და რას იცვევს ყოველივე ეს.მადლობთ.
მოგესალმებით, ინფორმაცია, რომელიც თქვენ მომაწოდეთ არ არის საკმარისი, რომ სრულყოფილი პასუხი გაგცეთ. თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ანალიზები გაქვთ გაკეთებული და რა სახის მკურნალობა ჩაიტარეთ. შეგიძლიათ პირად ტელეფონზე დამიკავშირდეთ ან მობრძანდეთ ვიზიტზე და თან იქონიოთ თქვენი ანალიზების პასუხები და დანიშნულება.
მაკა
2014-02-07
ვარ 4 წლის გათხოვილი .მყავს 3 წლის შვილი. იმის შემდეგ ორსულობა აღარ დამდგარა. ძალიან მინდა მეორე შვილი. რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი.იქნებ რაიმე მირჩიოთ.
მოგესალმებით, მეორადი უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზი. მათ შორის ჰორმონალური და იმუნოლოგიური დარღვევები, ასევე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. საჭიროა მეუღლის სპერმოგრამაც. ჩაიტარეთ ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები, გაიგეთ რეალური მიზეზი, ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა და შედეგსაც მიიღებთ. გისურვებთ წარმატებას. ინფორმაციის კიდევ უფრო დასაზუსტებლად შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვიზიტზე.
ნათია 23 წლის
2014-02-07
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვარ 6 კვირის ორსული. ორსულობის რომელ ვადაზე შეიძლება გავიგო ბავშვის სქესი.
მოგესალმებით, ნაყოფის სქესი შეგიძლიათ დაადგინოთ ულტრაბგერით გამოკვლევით ორსულობის 12–13 კვირაზე.
ნატო32წლის
2014-02-08
გამარჯობათ:2დგის წინ ვჩამე წიწაკა ბოდიHI და დამეწკო წვა და მექავება საHO ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა მალამო ვიკიდო რო მოვირHინო არ გამირთულდეს და არ გადავიდეს სოკოვან დაავადებასი
მოგესალმებით, ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გინოფორტის კრემი ერთჯერადად ადგილობრივად.
თათია
2014-02-10
6 თვესა მივდივარ უკვე და ბავშვის მოძრაობას ვერ ვგრძნობ შესაძლებელი თუ არა
მოგესალმებით, პირველი ორსულობისას ნაყოფის მოძრაობას დედა გრძნობს 20 კვირიდან. ხოლო განმეორებითი ორსულობისას –18 კვირიდან. თუ თქვენ მეექვსე თვეში ხართ ე. ი. თქვენ ხართ 23–დან 27 კვირის ჩათვლით, როდესაც ნაყოფის მოძრაობას დედა კარგად გრძნობს. აუცილებლად გაიკეთეთეთ ექოსკოპიური გამოკვლევა და მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს.
ირინა
2014-02-10
ჩავისვი სპირალი 5 წლიანი საბერძნეთში, ეხლა უკვე გავიდა ეს დრო , და თუ შეიძლება მეტის ხნით დატოვება?
მოგესალმებით, როცა სპირალი არის ხუთ წლიანი, მისი მეტი ხნით გაჩერება არ შეიძლება, რადგან იგი თავის მოვალეობას ვეღარ შეასრულებს და შეიძლება ორსულობა დადგეს და მეორე შესაძლებელია მან გამოიწვიოს შეხორცება საშვილოსნოს ლორწოვანზე და ამით შექმნას პრობლემები. ამიტომ გირჩევთ, რომ დროულად ამოიღოთ სპირალი.
ქეთი 27წლის
2014-02-12
გამარჯობათ მაინტერესებს სპირალის ჩადგმა მშOბიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო მანამდე?
მოგესალმებით, სპირალის ჩადგმა შეიძლება მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ. წინასწარ უნდა ჩაიტაროთ გინეკოლოგის კონსულტაცია და საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
მაია
2014-02-12
გამარჯობათ, ციკლს ველოდებოდი 1 თებერვალს. არ მომივიდა.. ტესტი ჩავიტარე და აჩვენა ორსულობა. ტაბლეტების დალევა როდემდე შეიძლება და საშიშია თუ არა ორსულობის ამ გზით შეწყვეტა.
მოგესალმებით. ორსულობის შეწყვეტა მედიკამენტოზური მეთოდით ხდება ციკლის გადაცდენიდან არა უმეტეს 63 დღისა. ეს მეთოდი მისაღებია და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუ ეს პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
შორენა
2014-02-12
ტერბიზლის და ფლუკონაზოლის მიგება ერთად შეიძლება
მოგესალმებით, არ არსებობს კვლევა მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში რაიმე გვერდითი მოვლენების არსებობისა. მაგრამ ტერბიზილთან ერთად ფლუკონაზოლის მიღება საჭირო არ არის.
ნატო32წლის
2014-02-12
გამარჯობათ,გავცივდი და მქონდა წვა ექიმმა მითხრა სოკოვანი არიო და დამინისნა დოქსიცილინი 200იანი ეს ცამალი სეიდზლება ორსულმა მიიგოს და რა ცამალია ხო ვერ მეტკვიტ
მოგესალმებით, თუ თქვენ გულისხმობთ დოქსაციკლინს, მაშინ ის არის 100 მგ. და დღეში საჭიროა 2 აბის მიღება. დოქსაციკლინი არის ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატი და ორსულობის დროს მისი დანიშვნა არ არის რეკომენდირებული, რადგან იგი იწვევს ნაყოფზე ტერატოგენულ ზემოქმედებას.
თიკო
2014-02-15
პასუხს რატო არ დებტ?rn
tiko me tqveni shekitxva ar momsvlia. tu shegidzliat gaimeoret shekitxva.
ნინი
2014-02-15
გამარჯობათ , მაქვს ხანდახან წვა და ასევე მაქვს აქტის დროს ტკივილი. მაქვს საშვილოსნოს ყელის ანთება თუ შეიძლება ეს ჩივილები იყოს გამოწვეული ამის გამო? ახლა ვარ 16 კვრისი ორსული და რითი მირჩევთ თქვენ მკრუნალობას? ასევე მაქვს ციტომაგელო ვირუსი გ ფორმა და მითხრეს რომ მკურნალობას არ საჭიროებს, მართალია თუ არა ეს?
მოგესალმებით, ციტომეგალოვირუსის გ ფორმა მკურნალობას არ საჭიროებს, მხოლოდ უნდა მოხდეს იმუნიტეტის გაძლიერება . რაც შეეხება წვას, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოვანი ინფექციით. აქტის დროს ტკივილი კი საშვილოსნოს ყელის ანთების შედეგია. ორივე მიზეზს შეგიძლიათ უმკურნალოდ ორსულობის დროს და აღნიშნული ჩივილები აღარ შეგაწუხებთ.
თაკო
2014-02-15
გამარჯობათ.6თვეა გათხოვილი ვარ,არ ვარ ორსულად და შეიზლება ამის მიზეზი თეთრადშლა იყოს?
მოგესალმებით, თეთრად შლა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუ ამის მიზეზი არის ანთებითი პროცესი, მაშინ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. დამშვიდებული რომ იყოთ,ჩაიტარეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა და გაიგეთ მიზეზი. გისურვებთ წარმატებას.
თიკო
2014-02-16
გამარჯობათ ქალბატონო ნანა,, 4 თებერვალს გავიკეთე ინსემინაცია და და მაინტერესებს როდის არის შესადზლებელი ტესტის გაკეთება ან ეხოზე მისვლკა რომ გავიგო ზუსტად მოხდა თუ არა ორსულობა,, ბაზალური ტემპერატურა გაკეთების დღიდან მაქვს 37,1 ან 36.9 სჰეიდზლება ცოტა მაღალიც.. უნდა მქონდეს ტემპერატურა ..დიდი მადლობა წინასწარ..
მოგესალმებით, არსებობს" ბიბი ტესტი" რომელიც ორსულობას აჩვენებს ციკლის მოსვლამდე 1 კვირით ადრე. ხოლო "ბი" ტესტი(ანუ ჩვეულებრივი ტესტი) ორსულობას აჩვენებს ციკლის გადაცდენიდან 1 დღის შემდეგ. თუ უკანა ტანში ტემპერატურა ამ ხნის განმავლობაში არის 36,9 ან 37 და ეს ტემპერატურა შენარჩუნდება ციკლის მოსვლამდე იმას ნიშნავს, რომ ორსულობა დადგა. გისურვებთ წარმატებას.
ნინი
2014-02-16
მაქვს წვა და აქტის დროს ტკივილი, მაქვს საშვილოსნოს ყელის ანთება. ექიმმა დამინიშნა სანთლები; მაილენი 6 დღე. მიკოტრანი 1 ცალი.ასევე მაქვს ციტომეგალოს ვისრუსის გ ფორმა და ამაზე დამინიშნა გენფერონის სანთლები. რამდენად მომიგვარეს ეს დანიშნულება ჩემს პრობლემებს ? გთხოვთ მიპასუხოთ
მოგესალმებით, აღნიშნულ მკურნალობასთან ერთად აუცილებლად უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკიც და პრობლემაც მოგიგვარდებათ.
ლია
2014-02-17
გამარჯობათ მაქვს თეთრად შლა და ქავილი აუტანელი რას მირჩევთ ვარ დიაბეტიანი
მოგესალმებით, ქავილი შესაძლოა გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით ან სოკოვანი ინფექციით. მიმართეთ გინეკოლოგს, გაიკეთეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ აღნიშნული ჩივილები აღარ შეგაწუხებთ.
ნათია
2014-02-17
გამარჯობათ ექიმო! მაქვს თეთრად შლა და მაინტერესებს სოკო შეიძლება იყოს? ან რა დამახასიათებელი სიმპტომები აქვს სოკოს?
მოგესალმებით,თეთრად შლა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. სოკოსათვის დამახასიათებელია ხაჭოსმსგავსი გამონადენი საშოდან. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ გინეკოლოგს, გაიკეთეთ საშოს ნაცხის გამოკვლევა და ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა.
თიკო
2014-02-17
თამარი ექიმო გამარჯობათ ისევ მე გაწუხებთ,, დღეს დილით წამომივიდა ყავისპერი გამონადენი და ტუკი ტემპერატურა მაღალი მაქვს შესაძლებელია რომ მაინც წამომივიდეს ყავისფერი გამონადენი?
მოგესალმებით თიკო, აუცილებელია ვიცოდე მერამდენე დღეა მენსტრუაციიდან. თუ მენსტრუაცია წამოგივიდათ, მაშინ ტემპერატურა უნდა ჩამოვარდნილიყო 36,5–ზე ქვევით. ყავისფერი გამონადენი შესაძლოა ორსულობის დროსაც იყოს. როგორც გითხარით გაიკეთეთ ორსულობის ტესტი.
ნინი
2014-02-17
ვარ16 კვირის ორსული მაწუხებს შეკრულობა. რომელ მედიკამენთს მირჩევთ ამ პრობლების მოსაგვარდებლად ?
მოგესალმებით, ორსულობის დროს ხშირად აღინიშნება ნაწლავების დისბაქტერიოზი, რომლის სამკურნალოდ გამოიყენება ლაციდოფილი 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 თვე.
ლია
2014-02-17
იქნებ მაინც მირჩიოთ რამე ან სანთლები ან მალამო ექიმთან ვიზიტის საშუალება არ მაქვს სოკო არ უნდა იყოს მეუგლეზე არ გადადის ქავილი
მოგესალმებით, შეგიძლიათ დალიოთ ფლუკონაზოლი 150 მგ. და საშოში გაიკეთოთ გინოფორტის კრემი ან ლავომაქსის სანთელი 1000მგ. ერთჯერადად. ადგილობრივად გარედან წასასმელად პიმაფუცინის მალამო და წითელი კასტელანი.
ტამუნა
2014-02-17
გამარგობატ მაინტერესებს რას ნისჰნავს საჰვილოსნოს გრუს პოლიპოზი?ვაგინალური ეხო რო გადავიგო იქ ტუ გამოცჰდება მაქ ტუ არა?მილების გამტარიანობა რო სჰევამოცმე მასჰინ დასკვნასჰი ეცერა ესე .კომპიუტერული კიმოპერტუბაცია რო გავიკეტე იქ უკვე აგარ იკო ტუ იქ აგარ გამოცჰდებოდა?მედიკამენტურ მკურნალობას ტუ ექვემდებარება?
მოგესალმებით, საშვილოსნოს ღრუს პოლიპოზი ნიშნავს, რომ საშვილოსნოს ენდომეტრიუმში არის მრავალი პოლიპი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით. ექოსკოპიურად კარგად გამოჩნდება რა თქმა უნდა. კიმოპერტუბაციით არ გამოჩნდებოდა. რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას მედიკამენტური მკურნალობა არ არის შედეგიანი. საუკეთესო მეთოდი მკურნალობისა არის ჰისტეროსკოპია, რისი მეშვეობითაც მოხდება საშვილოსნოს ღრუს განთავისუფლება პოლიპებისაგან.
თამარი
2014-02-17
ქალბატონო თამარ,მინდა სპირალის ჩადგმა და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ წინასწარ რა საშუალებით ჩავიტარო სახლში ჩემით მკურნალობა რადგან ჯერ ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას,მაქვს გამონადენი და ვიცი დამჭირდება მკურნალობა..წინასწარ დიდი მადლობა
მოგესალმებით, ნაცხის ანალიზის გარეშე მკურნალობის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და მკურნალობა წყალში ჩაგეყრებათ. თუ სურვილი გექნებათ პირადად დამიკავშირდით, რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამ გამონადენის ხასიათის შესახებ და იქნებ ამ გზით მაინც დაგეხმაროთ.
ნია
2014-02-18
გამარჯობა თამარ ექიმო. რამოდენიმე დღის წინ მქონდა სექსუალური კავშირი, რის მერეც მეორე დღეს დამეწყო ქავილის შეგრძნება და საშოს მცირეოდენი შეშუპება. უკვე მეოთხე დღეა. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე მკურნალობა, ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ.
მოგესალმებით, საშოს ნაცხის ანალიზის გარეშე მკურნალობა არ არის რეკომენდირებული. ექიმთან მისვლა აუცილებელია. მაგრამ მანამდე მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საშოს სანთლები მაგ: ტერჟინანის სანთელი ძილის წინ 6 დღის განმავლობაში.
ნათია
2014-02-18
გამარჯობა თამარ ექიმო , მენსტრუაცია 2 კვირის უკან დამიმთავრდა და სექსის დროს მაინც მაქვს სისხლიანი გამონადენი რისი ბრალი უნდა იყოს ?
მოგესალმებით, თქვენი ჩივილი შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ყელის ეროზიით. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ იწყება კონტაქტური სისხლდენა. აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, რათა მოახდინოთ დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა ჩაიტაროთ. გამოკვლევის საუკეთესო მეთოდი არის პაპ–ტესტი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად ტელეფონზე.
თიკო
2014-02-18
გამარჯობათ,, დღეს ვიყავი ეხოზე და ეხომ არ აჩვენა ორსულობა გავიკეთე მერე ხეგეს ანალიზი და წერია რომ 2 კვირის ორსულზე უნდა იყო 30 დან 100 მდე პროცენტი და მე მიცჰვენა 48.2 პროცენტი,, რას მეტყვით /თამარი ექიმო არის ეს ორსულობა? მაგრამ მცირედი ხომ.. გინეკოლოგმა მიტხრა ზუსტად ვერ გეტყვი ეს ორსულობაა არის თუ არაო..rn
მოგესალმებით, დილის შარდით ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი, თუ ციკლი გადაგიცდათ უკვე და მარტივად მიიღებთ პასუხს კითხვაზე: ორსულად ხართ თუ არა. ხოლო ექოსკოპია გაიკეთეთ ციკლის გადაცდენიდან 10 დღის შემდეგ, რადგან საშვილოსნოს ღრუში ორსულობა ცოტა მოგვიანებით ჩამოდის.
მტვარისა
2014-02-19
ვარ 44 წლის არ მყავს შვილი, ორჯერ მქონდა შეწყვეტილი ორსულობა თვითნებურად მის მერე სამი წელი გავიდა და აღარ ვრჩები ორსულად. ციკლი შემიმცირდა ექიმმა დამინიშნა დივიგელი, ენდომეტრიუმისათვის, გთხოვთ მიპასუხოტ მაქვს შანსი კიდევ დავრჩე ორსულად. წინასწარ გიხდით მადლობას
მოგესალმებით, საჭირო გამოკვლევების ჩატარების და მკურნალობის შემთხვევაში შანსი ნამდვილად გაქვთ. თუ სურვილი გექნებათ პირადად დამიკავშირდით.
მთვარისა
2014-02-19
ისევ გაწუხებთჩემს ასაკში 44 წლის ვარ, ფოლიკული სკდება მაგრამ ენდომეტრიუმი არ მოსწონს ექიმს და დივიგელი იმიტომ დამინიშნა ციკლის არეულია,შეიდლება ფეხმძიმობა მოხდეს.კიდევ გიხდიტ მადლობას,
მოგესალმებით, დივიგელის დანიშვნა სწორი ტაქტიკაა. თუ ენდომეტრიუმი 8–9 მმ–ს აღწევს მაშინ მე 11 დღიდან მე 2 ფაზის ჰორმონით უნდა მოხდეს ენდომეტრიუმის გასრულფასოვნება და თუ ფოლიკულიც გასკდა, რა თქმა უნდა ორსულობა დადგება.
ნინი
2014-02-19
გამარჯობათ. ვარ ორსული კანზე გამიჩნდა რამდენიმე წითელი ლაქა. ხანდახან მექავება და ხელს რო ვისვამ გაუხეშებული მაქვს. მაინტერსებს რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს.
მოგესალმებით, ეს ლაქები შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციით, ასევე ჰერპეს ვირუსით. ჩაიტარეთ ანაფხეკის მიკროსკოპიული გამოკვლევა და მიზეზს დაადგენთ. მიმართეთ დერმატოლოგს.
ნინი
2014-02-19
მაქვს წვა და აქტის დროს ტკივილი, მაქვს საშვილოსნოს ყელის ანთება. ექიმმა დამინიშნა სანთლები; მაილენი 6 დღე. მიკოტრანი 1 ცალი.ასევე მაქვს ციტომეგალოს ვისრუსის გ ფორმა და ამაზე დამინიშნა გენფერონის სანთლები. რამდენად მომიგვარეს ეს დანიშნულება ჩემს პრობლემებს ? ამ კიტხვაზე ტქვენ მიპასუხეტ რომ ანტიბიოტიკიც აუცილებელია და ორსულად ვარ 16 კვირის და რომელი ანტიბიოტიკია შესაძლებელი რომ დავლიო
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გითხრათ,რომ მიკოტრანის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება. საშვილოსნოს ყელის ანთებისათვის კი საჭიროა ანტიბიოტიკი მაგ. დორამიცინი, რომელიც ორსულობის დროს შესაძლებელია გამოიყენო.მიმართეთ გინეკოლოგს და დოზას ის შეგირჩევთ.
ნატო
2014-02-19
გამარჯობათ ქალბ.თამარ..ვარ 40 წლის.მენსტრუაციის ციკლის შორის შუალედი არის 35 -40 დღე,მაქვს ცოტა გამონადენიც...როგორ მოვიქცე რისი ანალიზის გაკეთებაა აუცილებელი?დიდი მადლობა წინასწარ..
მოგესალმებით, 35 დღიანი ციკლი არის ნორმალური მდგომარეობა. გამონადენისათვის კი ჩაიტარეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ან პაპ–ტესტი. გამოკვლევისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ.
ტამუნა
2014-02-19
რა გირს ტქვენტან ჰისტეროსკოპია?მილებზე ლაპორასკოპია უნდა ცჰავიტარო ანუ ტქვენ რას მირცჰევდიტ უფრო აუცილებელი ამ სჰემტხვევისტვის რომელია მილებს მივხედო ტუ ჯერ პოლიპოზს.2ცელია ვმკურნალობ ცჰტვალეტ რო ცკალსჰი გადამიკრია ფული ექიმს ეს არ უდა ეტქვა ცჰემტვის.
მოგესალმებით, ჩემი აზრით ერთდროულად შეიძლება ორივე პრობლემის მოგვარება. ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და ჰისტეროსკოპია ერთად. ორივე ერთად ღირს 2150 ლარი. ჰისტეროსკოპია ცალკე ღირს 695 ლარი, ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა კი 1800 ლარი. მე გირჩევთ ერთი ჩარევით ორივე პრობლემის გადაწყვეტას. დამატებით თუ რაიმე ინფორმაცია დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომმართოთ პირად ტელეფონზე.
მტვარისა
2014-02-19
ციკლის 4 დღიდან ვისმევ დივიგელს, და 11 დღიდან 2 ფაზის ჰორმონით როგორ უნდა ენდომეტრიუმის გასრულფასოვნება გთხოვთ მომწეროთ წინასწარ გიხდით მადლობას.
მოგესალმებით, 2–ე ფაზის ჰორმონი არის დუფასტონი 10 მგ. რომელიც უნდა დალიოთ 25–ე დღის ჩათვლით.
ტამუნა
2014-02-19
საკოველტაო დაზგვევიტ ტუ სჰემიდზლია რო ვისარგებლო ?.ტუ ამ ლაპორასკოპია და ჰისტეროსკოპიას არ ეხება ნაცილი მაინც რო დამიფინანსონ
მოგესალმებით, საყოველთაო დაზღვევა ამ ოპერაციებს არ აფინანსებს. რადგან ეგ ყველაფერი მხოლოდ უშვილობასთან არის კავშირში და ჯანმრთელობას არ ვნებს. პირადა დამიკავშირდით და მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიპოვოთ დაფინანსება.
ტამუნა
2014-02-19
პირად დაგავსჰირებასჰი რას გულისხმობტ დაგირეკოტ და ისე გამარკვევტ ტუ კონსულტაციაზე ცჰავეცერო ტქვენტან რა გირს კონსულტაცია ?
დამირეკეთ პირად ტელეფონზე. კონსულტაცია ღირს 40 ლარი.
ნია
2014-02-20
გამარჯობა თამარ ექიმო. შეიძლება თუ არა ტერჟინანის ვაგინალური აბების გამოყენება მენსტრუაციის დროს?
მოგესალმებით, ტერჟინანის სანთლების გამოყენება მენსტრუაციის დროს არ შეიძლება.
ნია
2014-02-20
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ,ერტი სჰეკიტხვა მაქვს,ვარ ერტი ტვის ცინ გავაკეტე ტესტი და დადებიტი იკო,სამ დგესჰი ისევ გავიმეორე და დადებიტი იკო ისევ,ციკლიც არ მომივიდა,დგეს ისევ გადავამოცმე ტესტი და ორივე ხაზი ნახევრად გაციტლდა და მაინტერესებს რატოომ?
მოგესალმებით, თუ ორივე ხაზი გაწითლდა, ე. ი ორსულად ხართ. მიუხედავად იმისა ნახევრად იყო თუ მთლიანად.
მთვარისა
2014-02-20
გამარჯობათ ისევ გაწუხებთ დღეს ციკლის 4 დღეა და ექიმა დამინიშნა დივიგელი ენდომეტრიუმისათვის თქვენ რას მირჩევდით. წინასწარ გიხდით მადლობასrn
მოგესალმებით, სწორი დანიშნულებაა ამ ეტაპზე.
ლიკა...
2014-02-21
გამარჯობათ. ვიყავი ორსულად ტყუპებზე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა 8 კვირის ეხოზე ორივე ნაყოფი კარგად იყო გულისცემაც მოვისმინეთ ყველა ანალიზიც კარგი იყო მერე მე-13 კვირაზე მივედი კონსულტაციაზე და ეხო გადავიღე და არცერთი ნაყოფის გულიცემა აგარ ისმოდა გამოტუმბვა გამიკეთეს ექიმების თქმით ჭიპლარში ტრომბია გაჭედილიო... ნაყოფს ზრდა ეხოსკოპიური გამოთვლით 9 კვირაზე შეHერებულიყო...მე არაფერი მაცუხებდა არც გამონადენი მქონდა.rn რას შეიძლებოდა გამოეცვია ეს და როდიდან შეიძლება მკურნალობა და დაორსულება?
მოგესალმებით, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ჰიპერკოაგულაციური სინდრომი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ანტისპერმალური ანტისხეულები, ვირუსები. გამოკვლევები შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ. თავი უნდა დაიცვათ დაორსულებისაგან ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნული გამოკვლევებისათვის შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას.
მთვარისა
2014-02-21
გამარჯობა დიდი მადლობა რომ გულთან მიგაქვთ ჩვენი შეკითხვები , თქვენ ძალიან კარგი ექიმი ბრძანდებით ძალიან კარგი. ძალიან მინდა თქვენთან მოვიდე როგორ დაგიკავშირდეთ პირადად.rn
მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. ჩემი ტელეფონის ნომერი მითითიბულია ჩემს გვერდზე. ან ჩაეწერეთ საიტზე მითითიბულ ნომრებზე. ასისტენტი დაგიკავშირდებათ და კოორდინატებს მიგითითებთ.
ნინი
2014-02-22
თქვენ მითხარით რომ მიკოტრანის სანთლები არ გამოიყენება ორსულობაში ხოლო ანოტაციაში ეწერა რომ მეორე ტრიმესტრში შეიძლება. შეიძლება ანოტაციაში ცდომილება იყოს? წინა კითხვაში შემეშალა წამლის დასახელება.
მოგესალმებით, მიკოტრანის გამოყენება მაინც უმჯობესია ორსულობის 20 კვირის შემდეგ, როდესაც ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება დამთავრებულია.
სალო
2014-02-23
ვარ 20 წლის, ციკლი მაქვს არეულიი დიდი ხანია, ხან 2კვირა მისწრებს ხან მიგვიანებს ხან უფრო მცირე დროით, შემიქმნის თუა არა ეს პრობლემას მომავალშიი და რისი ბრალი სჰეიდზლება იყოს?
მოგესალმებით, ეს შეიძლება ჰორმონალური დარღვევის მიზეზი იყოს. სჯობს დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და მკურნალობა, თორემ მომავალში შესაძლოა ამან პრობლემები შეგიქმნას, კერძოდ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა.
ნინო
2014-02-24
გამარჯობა, რამოდენიმე წელია მაწუხებს ქავილი და მოყვითალო ფერის გამონადენი (სუნის გარეშე). გავიკეთე ნაცხის ანალიზი, სოკო და ტრიხამონა აღმომაჩნდა ჩავიტარე 10 ღიანი კურსი (გამორეცხვა),მეუღლემაც ჩაიტარა მკურნალობის კურსი, თუმცა ისევ მაქვს გამონადენი და ქავილი. სარკით გასინჯვის დროს, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მოთხრეს, რომ მაქვს საშვილოსნოს ყელის ეროზია, რაც გარკვეულ მკურნალობას საჭიროებს. ერთი წელია რაც გავთხოვდი და ორსულად ვერ ვრჩები, მაინტერესებს რამდენად ხელის შემშლელია დაურსულებისათვის გამონადენი და რას მირჩევთ გავაგრძელო მკურნალობა, თუ რამოდენიმე თვე კიდევ დავიცადო (რამდენადაც ვიცი მკურნალობის გარკვეული პროცედურები არ არის სასურველი არანამშობიარე ქალებისათვის). დიდი მადლობა!
მოგესალმებით, ქავილი და მოყვითალო ფერის გამონადენი შეიძლება სხვადასხვა ინფექციით იყოს გამოწვეული. საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება პაპ–ტესტით და კოლპოსკოპიით. ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია (კერძოდ ქლამიდია) იწვევს ორსულობის ნაადრევ ვადაზე შეწყვეტას, ამიტომ ჯობია ჯერ გამოიკვლიოთ, იმკურნალოთ და შემდეგ იფიქროთ დაორსულებაზე. ამ ხნის განმავლობაში კი თავი დაიცავით დაორსულებისაგან.
ნათია გ
2014-02-25
გამარჯობათ, შარდვის დამტავრები სდროს მაქვს შეგრდზნება ისევ სჰარდვის მაგრამ ვერ ვსჰარდავ და ეს ცისტიტია ხომ და უსჰლის თუარა დაპეხმდზიმებას ხელს
მოგესალმებით, თქვენი ჩივილის მიზეზი ნამდვილად ცისტიტია. დიაგნოზის დადასტურება შეგიძლიათ შარდის ანალიზის ჩატარებით. აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ მკურნალობა პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩივილმა არ შეგაწუხოთ და მეორე არ განვითარდეს აღმავალი ინფექცია და პროცესი არ გართულდეს. ცისტიტი განკურნებადია და იგი დაფეხმძიმებას ხელს არ უშლის.
ლევანი
2014-02-25
გამარჯობათ, რამდენიმე წელია განავალთან ერთად, მოჰყვება სისხლი მცირე რაოდენობით. რისი ბრალია ვერ მეტყვით?
მოგესალმებით, აღნიშნული შეკითხვით გთხოვთ მიმართოთ პროქტოლოგს.
ნატია
2014-02-26
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ,ვარ დახლოებიტ 6ქვსი კვირის ფეხმდზიმედ და პერიოდულად მიკავდება სჰარდი,სჰეგიდზლიატ დამაკვალიანოტ როგორ მოვიქცეე?დახლოებიტ ერტ კვირასჰი მინდა ექიმტან ცასვლა და ეხოსკოპიის გაკეტება და რა ანალიზი იქნება საცჰირო სჰარდის სჰეკავებასტან დაკავსჰირებიტ.მადლობა ცინასცარ.
მოგესალმებით, თქვენი ჩივილი წარმოადგენს ორსულობის ცისტიტის გამოვლინებას. დროულად ჩაიტარეთ შარდის გამოკვლევა და მკურნალობა, რომ არ მოხდეს აღმავალი ინფექციის პროვოცირება.
ნათია გ
2014-02-26
დიდი მადლობა რცჰევისტვის ქალბატონო ტამარ, კიდევ უნდა შეგაწუხოთ, ექიმტან მისვლის გარესჰე რა წამალი Hეიძლება რომ დავლიო?
მოგესალმებით, არსებობს სხვადასხა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება ცისტიტის დროს.
მათი დანიშვნა შარდის ანალიზის გარეშე არ შეიძლება, რადგან დოზის შერჩევა არ მოხერხდება. ერთადერთი მცენარეული პრეპარატი, რომელიც ონლაინ რეჟიმში შეიძლება დაინიშნოს არის ცისკონტროლი. მისი მიღების რეჟიმი ასეთია: 1 აბი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 10 დღე. ცისკონტროლი საკმაოდ ეფექტური პრეპარატია. და სასურველ შედეგს მიიღებთ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ანი
2014-02-26
გამარჯობათ. იი რა მაინტერესებს 9 თვის უკა ვიმშობიარე. ბავშვს დღესაც ძუძუს ვაჭმევ. ციკლი 7 თვეა არ მაქ.. და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ტავს სუსტად ვგრძობ თითქოს თავბრუ მეხვევა და მგოია რომ სადაცაა გული წამივა :( გთხოვთ ქალბატონო თამარ გამომეხმაურეთ
მოგესალმებით, თუ ბავშვს ძუძუს აჭმევთ, მაშინ ციკლი რომ არ გაქვთ ეს ბუნებრივია. ეს არის ლაქტაციური ამენორეა. თუმცა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ტესტი ყოველთვიურად, რომ ორსულობა არ გამოგეპაროთ. რაც შეეხება თავბრუსხვევას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმის გამოფიტვით ვიტამინებისა და კალციუმისაგან. ასევე დაბალი ჰემოგლობინით. გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი. აუცილებლად მიიღეთ პოლივიტამინი. (მაგ. ემფეტალი 1 აბი 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 1 თვე. ლაქტაციის დროს შესაძლებელია მისი გამოყენება.)
ანა
2014-02-26
გამარჯობა ქალბატონო თამარ:! რაც გავთხოვდი სქესობრივი კავშირის დროს ვხდები აგრესიული მემართება ისტერიკა, მაქვს მეუღლის ზიზღის შეგრძნება, ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რამე?
მოგესალმებით, ჩემო კარგო ამ ჩივილებით მიმართე სექსოპათოლოგს და ის აუცილებლად დაგეხმარება.
ფატიმა33წლის
2014-02-27
გამარჯობათ.წინასწარ გიხდით ბოდიHს გათხოვებამდე მკავდა მეგობარი გაუHნდა ბიჯი დაიბადა ავადმკოფი და მოკვდა.მე გავტხოვდი და ეგ Hემდეგ გავიგე რო რაგაც ისეტი ვირუსი ქონია ბიჯ ჰვილს ვერ გააცჰენს მე ეხლა მინდა სვილის გაცენა მაგრამ ამ ამბავს ცემ ქმარს ვერ ვუმხეელ.როგორ მოვიქცე
მოგესალმებით, თქვენი პრობლემიდან გამოსავალი ერთია. ყველა წყვილი წინასწარ იტარებს გამოკვლევას ვირუსულ ინფექციებზე, რომ შემდეგ დაგეგმონ ორსულობა და გააჩინონ ჯანმრთელი ბავშვი.. თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ დაორსულებამდე. თუ საჭირო იქნება იმკურნალებთ და შემდეგ სანერვიულოც აღარ გექნებათ.
ნატია
2014-02-27
ისევ მე გაცუხებტ ქალბატონო ტამარ.სჰარდის გამოსაკვლევად მარტო სჰარდის ანალიზია საცჰირო ხოომ?ტუ კიდევ სხვა ანალიზი უნდაა?
გამარჯობათ დროის პრობლემა მაქვს ვაპირებ თქვენთან მოსვლას და ამდენ კითხვას მაგიტო ვსვასმ ბოდიშს გიხდით წინასწარ მაინტერესებს თქვენთან თუ შეიძლება მილების შემოწმება და რა მეთოდით წინასწარ უნდა მოვემზადო? მენსტრუაციის მერამდენე გდეს მოვიდე და დაახლოევბით რა თანხა ვიქონიო თან გმადლობთ წინrnასწარ rn
მოგესალმებით, მილების შემოწმება ჩვენთან კეთდება სალპინგოგრაფიით ე.წ. მილების რენტგენი. მისი ღირებულებაა 90 ლარი. მაგრამ მანამდე აუცილებელია საშოს ნაცხის გამოკვლევა ინფექციებზე. წინააღმდგ შემთხვევაში მილების გამოკვლევა არ მოხერხდება. ამიტომ პირველად მობრძანდით გინეკოლოგიურ გასინჯვაზე და შემდეგ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ციკლის დამთავრებისთანავე შეგიძლიათ მობრძანდეთ.
მაკა
2014-03-01
გამარჯობათ .ქალბატონო თამარ ვარ 27 ცლის სულ რახაც ერთი ცელია დამეცხო ეს პრობლემა, მესტრუაციული ციკლის დამთავრების შემდეგ 5 დხე მაქ სისხლიანი გამონადენი. რას მირჩევთ რა ანალიზი გავიკეთო ან რა გამოკვლევა ჩავიტარო? ცინასცარ დიდი მადლობა
მოგესალმებით, აღნიშნული ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს ადენომიოზი, საშვილოსნოს პოლიპოზი ან საშვილოსნოს ყელის პოლიპი. დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ექოსკოპიური გამოკვლევა. პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია.
ნატია
2014-03-02
მოგესალმებიტქალბატონო ტამარ ისევ მე გაცუხებტ,ფეხმდზიმედ ვარ და მიტხრეს ლიმონი არ სჰეიდზლებაო და მე ლიმნიანი ცჰაი მსიამოვნებს რომ ვსვამ ტქვენ რას მირცჰევტ?
მოგესალმებით, ლიმონი და ლიმნიანი ჩაი სასარგებლოა ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის პროფილაქტიკა ვირუსისა.
ლიკა 18
2014-03-02
გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემს მეუგლეს ყავს წვრილი ჩიები და დაპეხმძიმებას ხელს ხომ არ უშლის?
მოგესალმებით, ჭიები რომელიც თქვენს მეუღლეს ყავს, შეიძლება თქვენთანაც მოხვდეს. იგი არის მიზეზი ინფექციის გადატანისა უკანა ტანიდან საშოში. აუცილებლად გაიკეთეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და კოპროლოგიური ანალიზი ჭიებზე. ჩაიტერეთ დროული მკურნალობა. სწორედ ეს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციაც შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი.
ლიკა 18
2014-03-03
მადლობა ქალბატონო თამარ, რაღაცნაირად შემეშინდა თქვენს პასუხზე!ვთქვათ ჩემთანაც მოხვდა ჩიები, ამ გამოკვლევას რომ ჩავიტარებ ხელს აღარ შეუშლის პეხმძიმობას? მეშინია ძალიან. მარტო ნაცხის ანალიზი არ იქნება ხომ საკმარისი?ჩვენ 2 თვეა რაც შევუღლდით,ბოდიშით რომ გაწუხებთ.
მოგესალმებით, უნდა გაიკეთოთ ასევე კოპროლოგიური ანალიზი ჭიებზე. თუ იმკურნალებთ,პრობლემა შვილოსნობაზე აღარ გექნებათ.
სოფო
2014-03-03
გამარჯობათ. ვარ ორსული 4 თვის გუშინ დამეწყო უკან ნეკნების და თეძოს შორის, შიგნიდან ტკივილი მგონი თირკმელია. ჩასუნქვის დროს მტკივა. რამდენად საშიშია და თუ შეიძლება მართლა თირკმელი იყოს
მოგესალმებით, შესაძლებელია იყოს თირკმელი ან კუნთი. მათ შორის დიფერენცირება მოხდება შარდის ანალიზით. თუ შარდის ანალიზში არის ცვლილება, მაშინ თიკმლის ანთებაა ე.წ პიელონეფრიტი. თუ არ არის ცვლილება, მაშინ კუნთის ანთება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ დროულად დაისვას დიაგნოზი და ჩაიტაროთ მკურნალობა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ორსულობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
მაია
2014-03-04
გამარჯობათ მაკვს გადაცილება ტესტმა არ მიჩვენა ორსულობა ცალიან მეშინია 10 დგის გადაცილება მაკვს. რას მირჩევთrn
მოგესალმებით, გირჩევთ კიდევ ერთხელ ჩაიტარეთ ტესტი დილის შარდით.გაიკეთეთ ექოსკოპიური გამოკვლევა და აუცილებლად დაიდგენთ დიაგნოზს.
თეკლე
2014-03-06
გამარჯობათ,ვარ 23წლის.მკავს 3წლის ბავშვი,გაჩენის მერე არ ვკოპილვარ გინეკოლოგტან. 2-3 თვეა საშოს არეში მაქვს ცვის შეგრძნება,პერიოდულად მექვება და პატარა ნახეთქივით მაქვს.აგრეტვე ლორცოვანი გამონადენი.უსახსრობის გამო ვერ მივმართე ექიმს.მაინტერესებს რამდენად სასწრაფოდ მისახედია და რა შეიძლება იკოს ეს,და რის გაკეტება მომიცევს.წინასწარ მადლობა
მოგესალმებით, თქვენ უნდა გაიკეთოთ საშოს ნაცხის გამოკვლევა და პაპ-ტესტი, რომ დაადგინოთ დიაგნოზი და სრულყოფილად იმკურნალოთ. თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე სავარაუდოდ ეს გახლავთ ვაგინიტი.გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
სოფო
2014-03-06
ვარ ორსული რამდენიმე დღისწინაც მოგმართეთ კითხვით ვარ ოთხი კვირის ორსული. მტკიოდა თირკმელი და მქონდა სიცხე 37.5 ხაზი. ჩავაბარე შარდის ანალიზი და შარდში მომატებული იყო ცილა 0.066 და ლეიკოციტები დაფარული არე.ექიმმა დამინიშნა ანტიბიოტიკი მონურალი ერთხელ და სამი დღის განმავლობაში ზინატი.შედეგი მაქვს სიცხე აღარ მაქვს და ტკივილიც შემისუსტდა მაგრამ ვნერვიულობ ბავშვისთვის რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ეს მკურნალობა. მადლობთ რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს
მოგესალმებით, სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ჩივილები შეგისუსტათ. შედეგი სრულყოფილი რომ იყოს სასურველია ზინატი მიიღოთ 5 დღის განმავლობაში. აღნიშნული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს. მათ არ ახასიათებთ ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე.არ წარმოადგენს საფრთხეს ორსულობის დროს.
სოფო
2014-03-07
ვიკეთებ მაილენის სანთლებს ძილის წინ. ერთხელ გავიკეთე უკვე და შედეგი არ მქონდა და თავიდან დამინიშნა მკურნალობა. ვფიქრობ რომ კარგად ვერ ვიკეთებ რადგან დილით რო ვდგები უკან გამომდის . იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. თითქოს საკმაოდ ღრმად ვიდებ. იქნებ საჭიროა რომ ექიმმა თაავად გამიკეტოს.
მოგესალმებით, მაილენის სანთელს ძილის წინ როდესაც იკეთებთ, მთელი ღამის განმავლობაში ის რაც საჭიროა ,შეიწოვება, დილით კი დანარჩენი ნაწილი გამოდის გარეთ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მაილენის სანთელი არ მოგცემთ შედეგს, თუ არ მიიღეთ პერორალური მედიკამენტები. უნდა ჩაიტაროთ კომპლექსური მკურნალობა და შედეგიც დაგიდგებათ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
მაიკო33წლის
2014-03-07
გამარჯობათ.9ტვის გატხოვილი ვარ არ ვფეხდზიმდები ექიმმა მიტხრა ორივე საკვერცხეზე კისტა ეს ხო არ უსჰლის ხელს დაფეხზიმებას?დიდი მადლობა
მოგესალმებით, ორივე საკვერცხეზე კისტა არის ჰორმონალური დარღვევის მიზეზი, რაც რა თქმა უნდა ხელს უშლის დაორსულებას. გამოიკვლიეთ საკვერცხის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა.
ქრისტინა34წლის
2014-03-07
მოგესალმებით.Hემს მეუგლეს აქვს ხHირი Hარდვა.ვარ 10თვის გათხოვილი არასდროს ვკოფილვარ ფეხზიმედ ეს ხო არ უHლის ხელს დაფეხზიმებას? მადლობთ
მოგესალმებით, ხშირი შარდვის მიზეზი არის მამაკაცის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესი, რაც შეიძლება იყოს მიზეზი უშვილობის. თქვენმა მეუღლემ უნდა მიმართოს უროლოგს, სადაც ჩაუტარდება სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა.
სოფო
2014-03-07
ცოტა ხნის წინაც მოგმართეთ მაქვს თირკმლის ანთება და ასევე საშვილოსნოს ყელის ანთება.დავლიე მონურალი და ზინატი ხუთი დღე და ვიკეთებ მაილენის სანთლებს. რამდენად მომიგვარევს ეს პრობლემას.მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, მე ადრეც მოგახსენეთ, რომ ეს მკურნლობა არ არის საკმარისი. საჭირო იყო ზინატის მიღება 5 დღის განმავლობაში. თუ მაილენის სანთლებით უკვე ჩაიტარეთ ერთი კურსი მკურნალობის და შედეგი არ არის, მაშინ სანთლები შეცვალეთ, ან გაიკეტეთ ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და გაიგებთ ზუსტად რომელი მედიკამენტის მიმართ გაქვთ მგრძნობელობა.
ნატია
2014-03-08
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ.მაინტერესებს ბავსჰვის გულის ცემა რომელი კვირიდან ცჰანს ეხოზე?.ან ტუ სჰეიდზლება ორსულობის სჰეცკვეტა ტკივილის და ცჰამონადენის გარესჰეე?
მოგესალმებით,ბავშვის გულისცემა ექოზე ჩანს 6 კვირიდან. ორსულობის შეწყვეტის შედარებით უმტკივნეულო მეთოდი არის მედიკამენტოზური აბორტი, როდესაც პაციენტი სვამს წამალს და ორსულობა წყდება. სისხლიანი გამონადენის გარეშე ორსულობის შეწყვეტა შეუძლებელია.
asmati
2014-03-09
eqimo kitxva maq tu sheizleba var meore bavshvze orsulad miaxloebi tve naxnvris da arminda jer meores gachena,abortis meshinia rame medikamenti xo araris iseti ro mirchiot?gtxovt damexmarot.gmadlobt
მოგესალმებით, არსებობს ორსულობის შეწყვეტის მედიკამენტოზური მეთოდი, როდესაც მედიკამენტს მიიღებთ და ორსულობა წყდება. ეს მეთოდი ხორციელდება ექიმ მეან გინეკოლოგის ჩარევით და მეთვალყურეობით.შეგიძლით მოგვმართოთ პირადად და გაგიწევთ კონსულტაციას.
ნატია
2014-03-09
ფეხმდზიმედ ვარ სამი ცჰემი ანგარისჰიტ სჰვიდი კვირის უნდა ვიკო სამი დგის ცინ გადავიგე ეხო და ბავსჰვის გულის ცემა არ ისმოდა,ექიმა ცჰატვალა სჰეიდლება პატარა არის და მიტომ არ ისმისო და ატ დგესჰი ისევ გადავამოცმოტო,სჰეიდლება ნაკოფი მოსჰლას აპირებსო ესეც მიტხრა მაგრამ მე არც სისხლიანი ცჰამონადენი მაქვს და არც ტკივილი.დზალიან ვნერვიულობ მიტუმეტეს პირველი ბავსჰვია.
მოგესალმებით, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თქვენს შემთხვევაში ალბათ მოხდა გვიანი ოვულაცია, გვიანი განაყოფიერება და ამიტომ ორსულობა ორი კვირით ნაკლებს აჩვენებს. 6 კვირამდე კი გულისცემა არ არის გამოხატული. ერთ კვირაში გადაამოწმეთ და დინამიკაში ნახავთ ნაყოფის განვითარებას.
asmati
2014-03-09
kidev ertxel gacuxeb tamriko eqimo megobrebma mirchies caytoteki da noshpa ertad da orsuloba shegicydebao da tqven ras metyvit amaze?
საიტოტეკი და ნოშპა გამოიწვევს ყელის გახსნას და საშვილოსნოს მოდუნებას და თუ ნაყოფი ცოცხალია და საშვილოსნოს კედელზე არის მიმაგრებული, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლისდენა, რაც საშიშია ჯანმრთელობისათვის.
მარი
2014-03-10
zalian gtxovt erti kitxva maqvs da mipasuxet sashvilosnos gare orsulobis droulad agmochenis shemtxvevashi shesazlebelia milis gauqmebis operaiis gareshe mogvareba am problemis??rngemudarebit nu mouyruebt chemsmesijs es chemtvis dzalian mnishvnelovania... 3 tvos win gavikete gare orsulobis operacia marjvena milze da amomkvetes tatishvilshi... da exla mmeore mxares marcxena mxares maqvs tkivilebi 2 dgea... tan menrtuaciia gadamicda magram tests viketeb bolo 3 dgea koveldge da uarkopits machvenebs... ra sheizleba vknaa mirchiet raa... xo sheizleba sulac ar viyo orsulad?
მოგესალმებით, თუ ტესტი უარყოფითია მაშინ შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ. ყველანაირი ორსულობის დროს ტესტი არის დადებითი. ორსულობის ტესტი უნდა ჩაიტაროთ დილის შარდით. გარე ორსულობის დროს თუ მილი არ არის გამსკდარი ე.ი. როცა ადრე ხდება დიაგნოსტირება , მაშინ მილის ამოკვეთა არ არის აუცილებელი.
მარი
2014-03-10
ქალბატონო ტამარ დზალიან გტხოვტ მიპასუხეტ რა ვადაზეა ორსულობის ტეტი მგზნობიარე ორსულობის მიმარტ.... 3 ტვის წინ ამომკვეტეს მილი მარჯვენა და ეკიმმა მიტხრა მარცხენა ნმილი აბსოლიტურად საგი გაქვსო... რამდენად არსებობს სჰენსი რომ ისევ გარე ორსულობა მკონდეს... ამ სჰემტხვევასჰი... და კიდევ მარცხენა მხარესს 2 დგეაა ტკივილები მაქვს კოველგვარი გამონადენის გარესჰე და სჰეიზლება ეს გარე ორსულობის ნისჰნები იკოს?? უგრმესი მადლობა წინასწარ...
მოგესალმებით, ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი და თუ ტესტი დადებითი იქნა, ერთი კვირის შემდეგ გაიკეთეთ ექოსკოპია. ტკივილი შეიძლება ღრუს ორსულობის დროსაც იყოს და ციკლის მოსვლის წინა სინდრომიც. სანამ ტესტს არ ჩაიტარებთ, წინასწარ ნუ ქმნით პრობლემას.
სოფო
2014-03-10
გამარჯობათ მაინტერესებ საშვილოსნოს ან საკვერცხების ანტების დროს შეიძლება თუარა რომ მკერდის ტკივილს და წვას გრძნობდე მადლობთ წინასწარrn
მოგესალმებით, მკერდის ტკივილი და წვა შეიძლება გამოწვეული იყოს მასტოპათიით ან მასტიტით. აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს კონსულტაციისათვის.
ხატია
2014-03-11
გამარჯობათ,საშვილოსნოს ყელზე წყლულის მოსაცილებლად რა მეთოდია ყველაზე უკეთესი მოწვა თუ მოყინვაა?სამუდამოდ რომ გაქრეს წყლული?
მოგესალმებით, კვალიფიციურ სპეციალისტთან გეკეთებული ორივე მეთოდი საკმაოდ ეფექტურია საშვილოსნოს ყელზე წყლულის სამკურნალოდ.
მარიამი
2014-03-11
კიდევ მე გაწუხებთ ქალბატონო თამარ.. ანუ სანამ ორსულობა არ დადასტურდება მანამდე არა ხო საშიში.. და ექიმთან მისვლაც არაა საჩქარო?? დზალიან ვარ სჰესჰინებული წინა სჰემტხვევის მერე და ამიტომ გისვამტ ასეტ სჰეკიტხვებს...
მოგესალმებით, თუ ციკლი გადაგიცდებათ, ტესტიც უარყოფითია, მაშინ გაიკეთეთ ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე (ე.წ. ორსულობის ჰორმონი). აღნიშნული ჰორმონი თუკი არ აღმოჩნდა სისხლში მაშინ ორსულობა საბოლოოდ გამოირიცხება.
მოგესალმებით, კამელინის სანთლები რა თქმა უნდა ეფექტური საშუალებაა ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესისათვის. მაგრამ ის საბოლოოდ არ მოაგვარებს პრობლემას. საუკეთესო საშუალება საშვილოსნოს ყელის წყლულის სამკურნალოდ არის დიათერმოკოაგულაცია და აზოტით მოყინვა.
ნინი
2014-03-11
ექიმმა მითხრა რომსასქესო ორგანო გარედან არის გაწითლებული და მაქვს გარე ბაგების ანთება და დამინიშნა ტერჟინანი 10 დღე.მოაგვარებს მხოლოდ ეს პრეპარატი ჩემს პრობლემას?
მოგესალმებით, თქვენ გაქვთ ვულვიტი, რაც როგორც ყველა სხვა სახის ანთება საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ადგილობრივ საშუალებებთან (ტერჟინანთან) ერთად თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი და გარეგანად გამოსაყენებელი კრემი. ანტიბიოტიკი უნდა შეირჩეს საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.
ანა
2014-03-11
რომელი ტესტია ყველაზე სანდო? და გადაცილებიდან რამდენი დგის ვადაში აჩვენებს ზუსტ პასუხს?
მოგესალმებით, ორსულობის დასადგენი ყველა ტესტი ერთნააირად საიმედოა და ორსულობას ადგენს თვიურის გადაცდენიდან ერთი დღის შემდეგ. არსებობს ე. წ. ბიბი ტესტი, რომელიც ორსულობის დასადგენად გამოიყენება მენსტრუაციის მოსვლამდე ერთი კვირით ადრე. ტესტი ტარდება დილის შარდით.
სოფო
2014-03-11
გუსჰინ კიტხეთ მკერდის ტკივილზე და ისევ გაწუხებთ ორივე მკერდი მტკივა და კუნტები და სახსრებიც მტკივა და ხერხემალიც და მასტოპატის დროს ესეტი სიმპტომებია ?
თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომები დამახასიათებელი არ არის მასტოპათიისათვის. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადად გაციებისა და ასევე კუნთოვანი სისტემის პათოლოგიისათვის. გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი და აუცილებლად მიმართეთ რევმატოლოგს და ჰემატოლოგს.
სოფო
2014-03-11
იქნებ ეს კუნტები მაქვს გაციებული გულმ კერდის შეიძლება ესე იყოს ბოდიშიტ რომ შეგაწუხეტrn
ძალიან დამაინტერესა თქვენმა პრობლემამ. შეიძლება რამოდენიმე კითხვა დაგისვათ.
1. რამდენი წლის ბრძანდებით?
2. გულზე რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ?
3. მძიმე ვარჯიში ხომ არ შეგისრულებიათ ბოლო დღეების განმავლობაში?
3. რამდენი ხანია რაც ეს სიმპტომები აღმოგაჩნდათ?
4. კონკრეტულად რომელი კუნთები და სახსრები გაწუხებთ?
სოფო
2014-03-11
გულზე არ მაქვს პრობლემები უბრალოდ გლანდები მაწუხებ შეიძლება ამის ბრალი იყოს? 25 წლის ვარ არა ვარჯიში არა მაგრამ გაოფლიანდი ერტი ორიკვირის წინ და მას შემდეგ ხელის კუნტები ფეხის კუნტები rn
რასაც თქვენ ამბობთ, ეს შეიძლება იყოს მიოზიტი( კუნთები ანთება) . სისხლის საერთო ანალიზი აუცილებლად გაიკეთეთ და მიმართეთ როგორც გითხარით რევმატოლოგს.
სოფო
2014-03-11
დიდი მადლობა ძალიან პანიკიორივარ და ვნერვიულობ და საპანიკო ხომ არაპერია რევმატოლოგტან და სისხლის ანალიზტა ბოდიშიrn
სანერვიულო არაფერია.უბრალოდ თავი უნდა დაიზღვიო.
ლილი
2014-03-11
გამარჯობატ სასქესო ორგანოსჰი გამომივიდა ხორცმეტივიტ რაგაც დზალიან ვნერვიულობ და რა სჰეიზლება იკოს.. ან სასჰისჰი ხომ არაა??
მოგესალმებით, ეს სავარაუდოდ არის ვირუსული კონდილომა. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ პაპ ტესტი. უფრო დეტლური ინფორმციისთვის შეგიძლიათ პირადად დამიკავშირდეთ.
ლილი
2014-03-12
და რა ჯდება პაპ-ტესტი ტქვენტან??
მოგესალმებით, ჩვენთან პაპ-ტესტი ღირს 35 ლარი.
თამარი
2014-03-12
დიდი მადლობა პასუხისთვის საშვილოსნოს წყლული ხელს უსშლის დაორსულებას?
მოგესალმებით, საშვილოსნოს ყელის წყლული დაორსულებას ხელს არ შეუშლის. ხელს შეუშლის ის ინფექცია, რომელმაც ეს წყლული გამოიწვია.ამიტომ მკურნალობა აუცილებელია. პირველ რიგში კი გაიკეთეთ პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია.
ნანა
2014-03-12
გამარჯობატ.ვმკურნალობ მეორე ტვეა მიტხრეს რომ სანამ საკვერცხემდე აგწევს ფოლიკულები მანამ სკდებაო და არ მწიფდება. ახლამომივიდა ცოტა მინსტრუაცია და სჰემიცჰერდა ორი დგიტ და ისევ
თუ შეიძლება კითხვა დააკონკრეტეთ.
ნანუკა
2014-03-12
რამდენ დგიანი გადაცდენაა სასჰისჰი და რა სჰეიზლება იწვევდეს??
მოგესალმებით, ნორმალური მენსტრუაციული ციკლი არის 22, 28, 30, 35 დღიანი. თუ თქვენი ნორმალური ციკლიდან გადაგიცდათ ერთი ორი დღე, უკვე სავარაუდოა ორსულობა, მაგრამ თუ ორსულობა ტესტით და ექოსკოპიურად არ დასტურდება, მაშინ უნდა ჩაიტაროთ ჰორმონალური გამოკვლევა და გაიგოთ ნორმალური მენსტრუალური ციკლის არევის მიზეზი.
მოგესალმებით, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს შანსი, რომ იყოთ ორსულად. ამის დასადასტურებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანალიზი ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინზე, რომელიც 100% გაგარკვევთ ხართ თუ არა ორსულად და რა ვადის ორსულობაა. ცოტა მოგვიანებით კი ექოსკოპიური გამოკვლევით გაარკვევთ ყველაფერს.
ნანიკო
2014-03-12
kaseta testi araa bb testi?? da ramdenad sandoa?
დიახ ბბ ტესტი კასეტა ტესტია, მაგრამ ყველა ტესტის სანდოობა არის 70%.
ხატია
2014-03-13
გამარჯობათ.25 დღიანი ან 27 დღიანი ციკლი ნორმალურიაა?ერთხელ ნამშობიარევ 28 ცლის ასაკის გოგოსთვიის?
მოგესალმებით, თუ ციკლი რეგულარული გაქვთ და თვეში ერთხელ აუცილებლად მოგდით, 22, 28, 30, 36 დღიანი ციკლი ნორმალურია.
ნინა33ცლის.
2014-03-13
გამარჯობათ,5დგე მაქვს გადაცილება ბოდისი და უკვე 3დგეა ტუალეტსი არ ვკოფილვარ 1ტაბლეტი დულოლაქსი რო დავლიო ტუ სეიდზლება
მოგესალმებით, გილოცავთ ორსულობის დადგომას, დალიეთ მედულაკი ორი სუფრის კოვზი 1- ელ დღეს და შემდეგ ყოველდღე 1 სუფრის კოვზი დღეში ერთჯერ ერთი თვის განმავლობაში ჭამამდე 15 წუთით ადრე. კვება მოიწესრიგეთ, მიირთვით ზეთზე დამზადებული წვნიანები, მაწონი, რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და პრობლემაც აღარ გექნებათ.
მოგესალმებით, არსებობს ციტომეგალოვირუსის ორი ფორმა: G და M. გააჩნია რომელი ფორმა გაქვთ. თუ ციტომეგალოვირუსის M ფორმა აღმოგაჩნდათ, მაშინ მკურნალობა აუცილებელია და საკმაოდ ხანგრძლივიც. ამ დროს ორსულობა შეიძლება დადგეს, მაგრამ შეწყდეს ნაადრევად. G ფორმის მაღალი მაჩვენებელი საშიში არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს.
ნანა
2014-03-13
გამარჯობატ. უკაცრავად ვერ მოგწერეტ წუხელ ბოლომდე. ხო მქონდა ოდნავ და სჰემიწყდა და 2 დგის მერე ისევ 2 დგე მქონდა და მომირცჰა რისი ბრალია ნეწტა???? ისე ნორმალურად მაქ ყოველტვის 4 დგე. მადლობტ.
მოგესალმებით, პირველ რიგში ჩაიტარეთ ორსულობის დასადგენი ტესტი, რომ ორსულობა გამოირიცხოს. თუ ორსულობა არ არის მაშინ ჰორმონალური დარღვევის ბრალია.
ანუკა
2014-03-14
გამარჯობათ.. გარე ორსულობის მერე რა ანალიზების გაკეტებაა საჩირო სანამ თავიდან დავაპირებ დაორსულებას?? ჩამომიტვალეტ თუ შეიზლება..
მოგესალმებით, გარე ორსულობის შემდეგ აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია მეორე მილის გამტარიანობის შემოწმება ( ე.წ. მილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და ჰისტეროსკოპია ( ამ უკანასკნელით შემოწმდება საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მდგომარეობა.)
ანუკა
2014-03-14
და რა ჯდება?? ტიტეული ამ პროცედურის ტანხა დამიწერეტ რაა ტქვენს კლინიკასჰი??
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მილების რენტგენის ღირებულება არის 90 ლარი. ჰისტეროსკოპიისა კი 600 ლარი. ამ პროცედურების გაკეთება მიზანშეწონილია ციკლის მოსვლიდან 2 კვირის განმავლობაში.
ხატია
2014-03-15
პაპ ტესტმა მიჩვენა სოკოვანი კოლპიტი,და ლორწოვანი ჩირქოვანი გამონადენი მაქვს,თან წყლულიც,არანაირმმა მკურნალობამ არ გამოიტანა განსაკუთრებული შედეგი რომ ეს გამონადენი შეწყვეტილიყო...რომ მოწვის პროცედურა ჩატარებულიყო.რომელ გამოკვლევას მირჩევდიით??
მოგესალმებით, აუცილებლად გამოიკვლიეთ ქლამიდია, მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა.ამ სახის გამონადენი დამახასიათებელია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამომწვევებისაგან.
ლია
2014-03-15
რამოდენიმე თვის წინ გადავიგე ექოსკოპია მითხრეს ორივე საკვერცხე დაქვეითებული გაქვსო.მაინტერესებს განაყოპიერება თუ მოხდება?წინასწარ მადლობა.
მოგესალმებით, პირველ რიგში საინტერესოა რამდენი წლის ბრძანდებით. საკვერცხის ფუნქციის დაქვეითების დროს საჭიროა მკურნალობა, რომ ფუნქცია აღდგეს და მოხდეს ფოლიკულის მომწიფება, რაც აუცილებელია განაყოფიერებისათვის. მიმართეთ რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგს და ის დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
ირმა
2014-03-15
გამარჯობატ.საშვილოსნოს ყელი მაქვს გადაწეული.დანიშნული წამლებიც დავლიე და კიდე არ დავრჩი.მაინტერესებს მილების გაწმენდა რა გირს?rn
მოგესალმებით, პირველ რიგში უნდა დაიდგინოთ მილების მდგომარეობა რენტგენით, და მერე გაიგებთ საჭიროა თუ არა მილების გაწმენდა. მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა ღირს 90 ლარი,ხოლო გაუმტარობის შემთხვევაში კეთდება ლაპარასკოპიური ოპერაცია დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, რომლის ღირებულება არის 1800 ლარი.საშვილოსნოს ყელის გადახრა მკურნალობას არ საჭიროებს, მკვეთრად უკან გადახრის შემთხვევაში საჭიროა სპეციალური პოზის შერჩევა, რომ მოხდეს სპერმის მოხვედრა საშვილოსნოს ყელში. დამატებითი ინფორმაციისათვის პირადად დამიკავშირდით.
მარინე ჭითანავა
2014-03-17
მამაკაცის უნაყოფობას თუ მკურნალობთ?
მოგესალმებით, რა თქმა უნდა ვმკურნალობთ მამაკაცების უშვილობასაც,და თან საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.
მარეხი
2014-03-17
რა ღირს თქვენს კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერება,კვერცხუჯრედის დონორის პროგრამის ჩართვით.
მოგესალმებით, ჩვენს კლინიკაშ ხელოვნური განაყოფიერება ღირს 5- ათას ლარამდე და ემატება დონორის კვერცხუჯრედის ღირებულება 2000$.
ტამუნა
2014-03-18
გამარგობატ ტქვენს კლინიკასჰი ტუ აკეტებენ ხელოვნურ განაკოფიერებას და რა ტანხა გდება?
ჩვენს კლინიკაში ეს პროცედურა არ ტარდება. მიმართეთ ინვიტრო კლინიკას.
ფატიმა33წლის
2014-03-18
გამარჯობათ.მქონდა 8დგე გადაცილება ქმართან ცხოვრების Hემდეგ 16Hი დამეწყო ციკლი ტესტი არ გამიკეთებია ეხლაც მაქვს ციკლი როგორ მოვიქცე რა გავაკეთო გტხოვთ დამეხმაროთ.დიდი მადლობა
მოგესალმებით, აუცილებლად ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი და თუ ორსულობა გამოირიცხა, ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ციკლი. გადაცდენა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევამ, სტრესულმა სიტუაციამ. თუ ორსულობა დადასტურდება, მაშინ უნდა გაიკეთოთ გამოკვლევა ყვითელ სხეულზე (მისი ნაკლებობა იწვევს ადრეული ვადის ორსულობის დროს სისხლდენას). მიმართეთ გინეკოლოგს და ის დაგეხმერებათ პრობლემის მოგვარებაში.
მანჩო
2014-03-19
გამარჯობათ. ვარ 46 წლის. ორი წლის წინ მქონდა მე-2 ხარისხის დისპლაზია. გავიკეთე ყელის ელექტრონული მოკვეთა. თავს კარგად ვგრძნობ. აუცილებელია თუ არა ოპერაციის გაკეთება? გმადლობთ.
მოგესალმებით,თქვენ გევალებათ პერიოდულად მიაკითხოთ მეან-გინეკოლოგს და გაიკეთოთ პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია. თუ ელეკტროკოაგულაციის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ახალი დაზიანების უბანი არ წარმოიქმნა, მაშინ ოპერაცია არ გესაჭიროებათ.
ნინი
2014-03-21
ვულვიტი ნიშნავს თუ არა საკეისროს საშიშროებას ?
მოგესალმებით, ვულვიტი საკეისროს ჩვენებას არ წარმოადგენს. ვულვიტს შეგიძლიათ სრულყოფილად უმკურნალოდ ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.
ეკა
2014-03-22
მოგესალმებით. სავარაუდოდ მაქ ვაგინიტი.მენსტრუაციის დამტავრებიდან მერამდენე დგეს შეიძლება ექიმტან კონსულტაცია და რა ანალიზების გაკეტება მოგვიცევს მეც და მეუგლესაც.მადლობტ
მოგესალმებით,გამოკვლევისათვის საუკეთესო პერიოდია ციკლის დამთვრებიდან 2-3 დღის შემდეგ. უნდა გაიკეთოთ პაპ-ტესტი, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ასევე გამოკვლევა ქლმიდია, მიკოპლაზმა და ურეაპლაზმაზე.
თამუნა 35 ცლის
2014-03-22
მაქვს ხშირი შარდვა გამით და მუცელში მარჯვენა მხარეს ჩხვლეტის შეგრდნება სულ თბილად ვარ მაგრამ ფეხზე სულ მცივა.რა გავაკეტო მირჩიეთ
მოგესალმებით, თქვენი პრობლემა შესაძლოა გამოწვეულია აღმავალი ინფექციით. გაიკეთეთ საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა, ასევე შარდის საერთო ანალიზი, შარდის ნათესი და დიაგნოზის შესაბამისად ჩაიტარეთ სრულყოფილი მკურნალობა. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ნინი
2014-03-23
მაქვს ვულვიტი შეიძლება თუ არა ეს გახდეს საკეისროს მიზეზი?
მოგესალმებით, მე უკვე გაგეცით პასუხი, რომ ვულვიტი არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება.
ქეთინო
2014-03-23
გამარჯობათ მაინტერესებს თქვენი კონსულტაცია რა ღირს და რა შედის ?
მოგესალმებით, ჩემი კონსულტაცია ღირს 40 ლარი და მასში შედის გასინჯვა, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა და დანიშნულება.
ვერონიკა
2014-03-28
გამარჯობა ქალბატონო თამარ...ვარ წელიწადნახევრის გატხოვილი და არმყავს შვილი..ვმკურნალობ 8 თვეა და მაინც არ დაფიქსირდა ორსულობა..ექიმები მეუბნებიან არაფერი გჭირთო და ძალიან ვნერვიულობ...გთხოვტ ტუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ..
მოგესალმებით, თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან კონსულტაციაზე და თან იქონიოთ თქვენი ჩატარებული კვლევების პასუხები და მკურნალობის მეთოდები. ვეცდები დაგეხმაროთ.
ნინო
2014-03-29
გამარჯობათ მაინტერესებს თვიურის მოსვლამდე 2კვირით ადრე მქონდა წიტელი გამონადენი 3დგე. ტესტი გავიკეტე და არ მიჩვენა,,1კვირა გავიდა და 1კვირაში ველოდები ციკლს.. საშიში ხოარაპელია ან შეიძლება ორსულად ვიყო?ვარ 1 წლის გატხოვილი და არმყავს შვილი,,,,ძალიან ვნერვიულობ.გმადლობთ წინასწარ
მოგესალმებით, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე აქ ორსულობა არ არის. აქ არის ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც იწვევს დისფუნქციურ სისხლდენებს. უშვილობის მიზეზიც სავარაუდოდ ეს უნდა იყოს.
ქეთი
2014-03-30
ქალბატონო თამარ ვარ სამი თვის ორსულად, ეხომ მითხრა გოგო, თუ შეიძლება სახლის პირობებში გამოვთვალო სქესი?rn
მოგესალმებით, არც ერთი გამოთვლა არ არის მეცნიერულად დასაბუთებული და ჭეშმარიტი. ყველაზე სარწმუნო ექოსკოპიური გამოკვლევით მიღებული შედეგია.
ანი22 ცლის
2014-03-30
Gამარჯობატ.გტხოვტ მირცჰიოტ რსმე როგორ მოვიკცე ვის მივმარტო..საკეისრო კვეტის სჰემდეგ ვერ განვიცდი ორგაზმს.რისი ბრალი შეიდლება იყოს?საერტოდ არ მაკვს რეაკცია
მოგესალმებით, მიმართეტ სექსოპათოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და შედეგიც აუცილებლად გექნებათ.
ნანა
2014-03-31
გამარჯობათ, ვარ სამი თვის ორსული, მაწუხებს ჩამონაშალი, პირველ ორსულობაზეც ასე მქონდა, როორ მოვიქცე თამრიკო ექიმო?
მოგესალმებით, პირველ რიგში ჩაიტარეთ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა და შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ შესბამის მკურნალობას.
ლიკა
2014-04-02
ქალბატონო თამარ, ვარ 54 წლის მესტურაცია 5თვეა აღარ მაქვს. კლიმაქსისთვის დამახასიათებელუ სიმპტომები არაფერი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლი თავის ძლიერ ტკივილს რომელიც მემართება მძინარეს და მაღვიძებს ძლიერი თავის ტკივილი სისტემატიურად,სისხლის და შარდის ანალიზებში არავითარი ცვლილება არ არის არც ექოსკოპიით აჩვენა რაიმე ცვლილება ვერავითარი დიაგნოზი ვერ დამისვეს მირჩევენ რომ მივიღო კლიმაქსისთვის სამკურნალო რაიმე პრეპარატი თქვენ რას მირჩევთ. პატივისცემით ლიკა
მოგესალმებით, ძლიერი თავის ტკივილები შეიძლება გამოწვულ იყოს ჰორმონალური დისბალანსით, რომელიც თან ახლავს კლიმაქტერულ სინდრომს. აუცილებლად გამოიკვლიეთ შემდეგი ჰორმონები: რილიზინგ ჰორმონები (ფსგ და ლგ) ასევე პროლაქტინი. გამოკვლევების ჩატარებამდე არ მიიღოთ არავითარი მედიკამენტი. ამ გამოკვლევებისათვის მიმართეთ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ნინა26წლის
2014-04-03
გამარჯობათ თამარ ექიმო, ვარ 26 წლის, 7თვის გათხოვილი, გათხოვებიდან ორი თვე არ მქონდა ციკლი, ორსულობა გამოირიცხა როგოც ტესტით ასევე ექოსკოპიით. გავიკეტე თითქნის ყველა ჰორმონის გამოკვლება, კალპულოსკოპია და პაპ ტესტი. ყველა პასუხი დამაკმაყოფილებელია, დანიშნული მქონდა ტერჟინანის სანთლები, ცეფანორმი და ნაქსოჯინის აბბები. წამლების შედეგად წამომივიდა. რა შეიძლება უშლიდეს ხელს ორსულობას? წინასწარ დიდი მადლობაა
მოგესალმებით, თქვენ ალბათ გქონდათ მაღალი პროლაქტინის პრობლემა, რამაც გამოიწვია ორთვიანი ამენორეა. ეს დარღვევა გამოასწორა ცეფანორმმა. რადგან სხვა ყველაფერი ნორმაშია დაელოდეთ ორსულობის დადგომას. თუ ორსულობა ორი სამი თვის განმავლობაში არ დადგება, სასურველია დამატებით გამოიკვლიოთ იმუნოლოგიური შეუთავსებლობა თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის. ჩაიტაროთ ვირუსული გამოკვლევა ( ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა). მეუღლის სპერმოგრამა და მილების გამოკვლევა.
ნინი
2014-04-03
გამარჯობათ, ვარ 22 კვირის ორსული. მქონდა მაღალი სიცხე და ტირკმლის არეში ტკივლი გავიკეტე ეხო და გამოჩნდა ტირკმლის მცირე შეშუპება დავტესე ასევე შარდი და იყო სტერილური ექიმა დამინიშნა ცეფამედის ნემსი 10 დღე ცისკონტროლი ოცი დღე. ასევე ნაცხში გამოჩნდა სოკო, ტრიქომონა და ნაცხის ნათესში გამოჩნდა ნაწლავის ჩხირები ამის სამკურნალოდ დამინიშნეს პიმაფუცინის სანთლები მაზი და ტაბლეტები 10 დღე და პიოფაგის სანთლები შემდეგი ათი დღე. მაინტერესებს რამდენად ეფექტიურია ეს მკურნალობა და პირველ რიგში მაინტერესებს ნაყოფს რაიმე საფრთხეს რომ არ შეუქმნის. ძალიან ვნერვიულობ გთხოვთ მიპასუხოთ
მოგესაალმებით, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენ ჩაგიტარებიათ შესაბამისი მკურნალობა, რამაც ალბათ თავისი კარგი შედეგი გამოიღო. აღნიშნული მედიკამენტები ნაყოფს არავითარ ზიანს არ მიაყენებს. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინი
2014-04-07
გამარჯობათ, ვარ 23 კვირის ორსული ვიმკურნალე ტირკმლის შეშუპებაზე, ჩავიტარე ატ დღიანი კურსი. ასევე ვმკურნალობდი სოკოზა და ტრიქამონაზე. მკურნალობის მერე გავიკეტე ანალიზი და გემოგლონი წინა ანალიზში მქონდა 130 ახლანდელ ანალიზში მაქვს 113 ასევე მომატებულია როე მქონდა 18 მაქვს 55 და მომატებული მაქვს ლეიკოციტები 9.4. შარდში და ცრეაქტიულში ყველაფერი რიგზეა. იქნებ მითხრად რამ გამოიწვია ამგვარი ცვლილება. ძალიან შეშინებული ვარ. ეხო გადავიგე ბავშვის მდგომარეობა კარგია.
მოგესალმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დამთავრებიდან თუ რამდენ ხანში გაიმეორეთ ანალიზი. ასევე საჭიროა ასეთი პასუხის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაიმეოროთ ანალიზი. ანემია შეიძლებოდა გაღრმავებულიყო ორსულობის ზრდასთან ერთად. რაც შეეხება ლეიკოციტებისა და როეს მომატებას, ეფექტური მკურნალობის ჩატარებისა და კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ასეთი პასუხები არარელურია.
სოფო
2014-04-08
გამარჯობათ, მქონდა სოკო ტრიქომონა ლეიკოციტები.ვიმკურნალე პიმუფიცინის სანთლებით მაზით და ტაბლეტებით. ახლა გავიკეტე კიდე ანალიზი და სოკო აღარ მაქვს. ახლა მკურნალობას ვაგრძელებ ტერჟინანის სანთლებით 20 დღე და 10 დღე პიოფაგის სანთლებით. რამდენად სწორია მკურნალობა. ვარ ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ტერჟინანით მკურნალობა საკმარისია 6-10 დღე. მაღალი ლეიკოციტოზისათვის საჭიროა მიიღოთ პერორალურად ანტიბიოტიკი, ხოლო ტრიხომონის სამკურნალოდ ანტიტრიხომონადული პერორალური პრეპარატი, რომლებიც უსაფრთხოა ორსულობის დროს. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
მარი
2014-04-09
მაქვს სპირალი სჰესადზლებელია ტუ არა პეხმდზიმედ დარცჰენა .
მოგესალმებით, სპირალი არის კონტრაცეფციის ერთ-ერთი ეფექტური სახეობა. მისი დაცვის ხარისხი არის 90% და დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ დგას საშვილოსნოს ღრუში. თუ ის დაცილებულია საშვილოსნოს ფუძისაგან, მაშინ არის შანსი დაორსულების. ამიტომ 6 თვეში ერთხელ საჭიროა ექოსკოპიური კონტროლი.
ცირა
2014-04-09
ქალბატონო თამარ მაქვს ანთება მარჯვენა საკვერცხეზე მიგებული მაქ ბევრი წამლები რას მირჩევთ მომეცით რაიმე რჩევა ტკივილიც მაქ.rn
მოგესალმებით, თქვენი მკურნალობა ალბათ არ იყო ეფექტური. ქრონიკული ანთების შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა. აუცილებლად გაიკეთეთ ბაქტერიოგრამა, რომლის მიხედვით დაგენიშნებათ შესაბამისი ანტიბიოტიკი, რომლის მიმართ თქვენს ორგანიზმს არ ექნება რეზისტენტობა და მკურნალობაც შედეგს გამოიღებს.
მარი
2014-04-10
გამარჯობათ,ორი თვეა ვღებულობ პრეპარატ "ჯესი"-ს,თუ შეიძლება 2-3 თვით შევწყვიტო და შემდეგ გავაგრძელო,იწვევს თუ არა წონაში მატებას...ბოდიში შეწუხებისთვის.
მოგესალმებით, ჯესი არის ყველაზე დაბალდოზირებული ეფექტური კონტრაცეპტივი.ის არ იწვევს წონაში მატებას. მისი შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერი ვადით, მთავარია არ დაგავიწყდეთ თავის დაცვის სხვა საშუალების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული რომ დადგეს დაუგეგმავი ორსულობა.
ნანა
2014-04-10
გამარჯობათ. მქონდა მე-2 ხარისხის დისპლაზია, გავიკეთე ელექტრონული მოკვეთა, თავს კარგად ვგრძნობ. ვარ 46 წლის. ყოველ 4თვეში ვიკეთბ ციტოლოგიას, ასე ხშირად ანალიზის აღება ყელიდან საზიანო ხომ არ არის. წინასწარ დიდი მადლობა.
მოგესალმებით, კარგია რომ გაიკეთეთ ექსციზიო ( ყელის დაზიანებული ნაწილის მოკვეთა). ასე ხშირად ციტოლოგიის გაკეთება არ არის საჭირო, უკეთესია მიაქციოთ ყურადღება საშოს სისუფთავეს. წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ პაპ ტესტი და პასუხის შესაბამისად თუ საჭირო იქნება ჩაიტარეთ მკურნალობა.
მარი
2014-04-11
ქალბატონო თამარ ჯესისთან ერთად უნდა გამოვიყენო სხვა ჩასახვის საწინააგმდეგო საშუალებები?ბოდიშით რომ გაწუხებთ..
მოგესალმებით, ჯესი არის მაღალეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. თუ მას სვამთ სწორი გრაფიკით, მასთან ერთად სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება საჭირო არ არის.
ნინა26
2014-04-11
თამარ ექიმო ისევ მე გაწუხებთ,...ამ თვეში ისევ გადამიცდა ციკლი 11 დღეა, ცეფანორმს ისევ ვიღებ, ტესტი ისევ უარყოფითია:(უტროჟენსტანეს სანთლები რომ გავიმეორო შეიძლება?ან რა ვქნა იქნებ დამეხმაროთ?....დიდი მადლობა
მოგესალმებით, დალიეთ დუფასტონი 10 მგ. ერთი აბი დღეში ორჯერ 10 დღე და შემდეგ დაელოდეთ თვიურის მოსვლას ( სავარაუდოდ 2 დღეში მოგივათ ციკლი). გამოიკვლიეთ ჰორმონები და დაადგინეთ ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არ გაქვთ ციკლი რეგულარული.
სოფო
2014-04-12
ვარ 23 კვირის ორსული მქონდა ციტომეგალო ვირუსი ორსულობამდე გ ფორმა. არ მიმკურნალია. მითხრეს რომ არ არი საჭირო მკურნალობა. ახლა ვნერვიულობ ხომ არ ამიწია? ამის გაგება მხოლოდ ანალიზით შემიძლია თუ ისედაც გამოავლენდა აწეული ვირუსი თავს. ვიყავი ეხოზე და ბავშვის მდგომარეობა ყველაფერი კარგია.
მოგესალმებით, მინდა დაგამშვიდოთ, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგიძლიათ შეამოწმოთ ციტომეგალოვირუსის M ფორმა სისხლში და თუ დადებითი იქნება შეგიძლიათ დროულად იმკურნალოდ.
ნატა
2014-04-12
გამარჯობათ 8 თვეა გათხოვილი ვარ ექიმთან ვიყავი მაგრამ არანაირი პრობლემა არ გაქვსო მაგრამ არ ვარ ორსულად ეხა 8 აპრილს ველოდებოდი ციკლს და მომივიდა ცოტა რახაც მოყავისპრო ესე გამიდრძელდა 5 დგე და მერე ჩვეულებრივად მომივიდა ციკლი შეილება ორსულად ვიყო ? მადლობა
მოგესალმებით, ორსულად ხართ თუ არა ამის გაგება შესაძლებელია ორსულობის ტესტით. თუ თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მაშინ გამოიკვლიეთ მეუღლის სპერმა. ჩემი რჩევა იქნება ჩაიტარეთ ფოლიკულის მონიტორინგი ერთი თვის განმავლობაში და გაიგეთ თქვენი ჩასახვის დღეები, რომ ამ დღეებში დაგეგმოთ სქესობრივი კონტაქტი. გისურვებთ წარმატებას.
ნატა
2014-04-12
უკაცრავად ჯერ ბავშვი ვარ და თუ შეილება კარგად ამიხსენით ფოლიკულის მონიტორნინგი რას ნიშნავს და მეუხლის გულიზე ვის უნდა მივმართო ?
მოგესალმებით, ფოლიკულის მონიტორინგი არის ექოსკოპიით დაკვირვება ფოლიკულზე და საშვილოსნოს ენდომეტრიუმზე, რისი მეშვეობითაც დაგიდგინდებათ თქვენი საკვერცხე და საშვილოსნო მზად არის თუ არა დასაორსულებლად. სპერმის გამოსაკვლევად კი უნდა მიმართოთ ანდროლოგს ან რეპროდუქტოლოგს. თუ თბილიშში ცხოვრობთ,მობრძანდით ჩვენს კლინიკაში სადაც ეს გამოკვლევები ტარდება.
მადონა33წლის
2014-04-13
გამარჯობათ,ვარ 9თვეა გათხოვილი არ ვფეხზიმდები ციკლის დამთავრებიდან თუ დაწკებიდან მერამდენე დგეს უნდა ვიცხოვრო იქნებ ასე დავრცჰე.ციკლი დამეწკო 9აპრილს ეხლაც მაქვს.დიდი მადლობა
მოგესალმებით, თქვენი ოვულაციის დღეები შეგიძლიათ თქვენვე დაადგინოთ შემდეგი მეთოდით. ციკლის მოსვლის მე-5 დღიდან ყოველ დილით 8 საათზე გაიზომეთ ტემპერატურა უკანა ტანში. ტემპერატურის საზომი გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შემდეგ ფურცელზე დააფიქსირეთ მიღებული შედეგი. როდესაც ტემპერატურა მიაღწევს 37 გრადუსს მაშინ ხდება ოვულაცია, და უნდა გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი ყოველ მეორე დღეს. თუ ტემპერატურა შენარჩუნდა 37 ან 37,1 ე. ი. ორსულობა დადგა. თუ ჩამოვარდა ტემპერატურა 36,5 მდე და ქვევით, მაშინ დაელოდეთ ციკლის მოსვლას. ეს გაზომვა შეგიძლიათ აწარმოოთ ერთი თვის განმავლობაში. რადგან თქვენტან ოვულაცია ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იქნება. ეს დაკვირვება ფოლიკულზე შეგიძლიათ აწარმოოთ ექოსკოპიურადაც.
ქეთი
2014-04-15
გამარჯობა. ქალბატონო თამარ ასეთი კითხვა მაქვს. დაახლოებით 2 წლის წინ ამოვიწვი წყლული, იკედან მოკოლებული ყოველ მესტრუაციის მოსვლის წინა 3-4 დღე მაქვს მუქი ყავის ფერი ჩამონაშალი, ამოწვიდან 6 თვის შემდეგ ვიკავი ექიმთან და მითხრა რამდენიმე ხანს გასტან, დაწმენდას დრო სჭირდებაო, მე საქართველოში არ ვიმყოფები, აკაურ ეკიმთან მივედი და მითხრა არავითარი დარგვევა არ გაკვს და სტრესის ბრალი შეიდზლება იყოს
მოგესალმებით. ყავისფერი გამონადენი ციკლამდე 3-4 დღით ადრე და ციკლის შემდეგ შესაძლოა იყოს ადენომიოზის მიზეზი. ადენომიოზის დიაგნოზი ისმება ექოსკოპიური გამოკვლევით.
ტამუნა
2014-04-15
მაინტერესებს სჰესადზლებელია ტუ არა გონორეა და ქლამიდის საბოლო განკურნება?მქონდა ერტხელ ვიმკურნალე მაგრამ ეხლა ისევ იგივე სიპტომები მაქ.სექსუალური ურტიერტობა ჯერ არ მქონია ტავს ვიცავ .ტქვენტან ტუ გეტდება ეს ანალიზები და რა გირს?
მოგესალმებით, ქლამიდია და გონორეა კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ჩვენთან ეს ანალიზები კეთდება. ქლამიდიის ორი ფორმა სისხლში ღირს 20-20 ლარი. ხოლო გონორეა ნაცხში 10 ლარი.
ნინი
2014-04-15
გამარჯობათ , გავიკეთე ნაცხის ანალიზი მაქვს ეპითელი დაფარული და ლეიკოციტი 15-17 ვარ ოცდაოთხი კვირის ორსული. ვიკეთებ ტერჟინანის სანთებს და უნდა დავიწყო პიოფაგი. ეს მკურნაობა დანიშნული მქონდა ტრიქომონის სამკურნალოდ . გავაგრძელო ეს კურსი თუ შეცვლაა საჭირო? დატესილი მაქვს ნაცხი და აღმომაჩნდა ნაწლავის ჩხირები. ჩემი ექიმი მეუბნევა რომ ანალიზის ეს პასუხი მკურნალობას არ საჭიროებს. გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ რა ანტიბიოტიკის მიღებაა საჭირო რომ საბოლოოდ დავაღწიო ამ პრობლემას თავი. მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, აუცილებელია ტრიქომონის და ნაწლავის ჩხირის სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც უსაფრთხოა ორსულისათვის. მაღალი ლეიკოციტოზი და დიდი რაოდენობით ეპითელი შესაძლებელია იყოს ქლამიდიით გამოწვეული. ამიტომ ჩაიტარეთ გამოკვლევა ქლამიდიაზეც. ორსულობის დროს არჩევის პრეპარატი არის მაკროლიდი აზიტრომიცინი ან სპირამიცინი. მაგალითად ზირომინი 500მგ. პირველ დღეს 2 აბი ერთად. ტრიქომონისთვის კი მაკმირორი 1 აბი 2 ჯერ დღეში 5 დღე ჭამის შემდეგ.
სოფო
2014-04-15
გამარჯობათ, ვარ ორსულობის მეორე ტრიმესტრიში აქამდე სისხლის ანალიზში ყველაფერი კარგად იყო მაგრამ მქონდა თირკმლის შეშუპება და მომიწია ანტიბიოტიკი ცეფამედის გაკეტება.ამის შემდეგ დამიწია ჰემოგლობინმა და მაქვს 98 აქამდე მქონდა 130 და ერითროციტები მაქვს 3.7 .ექიმმა დამინიშნა ფერსინოლის ნემსი 1-ჯერ 10 დღე შემდეგ 5 დღე დასვენება და სერსინოლZ 2 ჯერ 3 თვე და ემფეტალი 2 ჯერ დღეში 3 თვე. მაინტერესებს ეს რამდენად სწორი დანიშნულება თუ
პასუხი გაცემულია ანალოგიურ შეკითხვაზე.
ქეთი
2014-04-16
გამარჯობათ. სტატიაში წავიკითხე ადენომიოზი იწვწვს უშვილობას, მაინტერესებს მემუკრება უშვილობა თუ არა,მიუხედავად იმისა რომ შვილი მყავს, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ამის ალბათობა...და ამის გარდა სხვამხრივ არის თუ არა საშიში დაავადება.
მოგესალმებით, ადენომიოზი ეს არის საშვილოსნოს ჰორმონდამოკიდებული ანთება, იგი ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა და ლოკალიზდება საშვილონოს კუნთოვან შრეში. ხშირად იწვევს უშვილობას. ეს დაავადება საჭიროებს თუ არა მკურნალობას გინეკოლოგის გადასაწყვეტია, გასათვალისწინებელია სიმპტომები, რამდენადაა გავრცელებული, პაციენტის ასაკი და სხვა. მკურნალობა დაავადების ხასიათიდან შეიძლება იყოს კონსერვატიული ან ქირურგიული.
სოფო
2014-04-16
გამარჯობათ, ვარ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. აქამდე სისხლში ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ახლა დამემართა თირკმლის შეშუპება და დამჭირდა ანტიბიოტიკების დალევა . ამის შემდეგ დამიწია გემოგლობინმა 128 დან 98 მდე და ერიტროციტები მაქვს 3.7. ექიმა დამინიშნა ფერსინოლის ნემსი 1 ჯერ 10 დღე შემდეგ 5 დღე ვისვენებ და ფერსინოლი-ზ 2 ჯერ 3 თვე და კიდევ ემფეტალი 2-ჯერ ორი თვე. მაინტერესებს რამდენად საჭიროა მკურნალობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი და სწორია თუ არა მკურნალობა.
მოგესალმებით სოფო, როდესაც გემოგლობინი არის 98, უნდა ჩაიტაროთ ანალიზი სისხლის პლაზმაში რკინის განსაზღვრა. უნდა დადგინდეს ანემია რა სახისაა (რკინადეფიციტურია, ჰემოლიზურია, ბ12 დეფიციტურია თუ სხვა.) რომ მკურნალობა სწორად იქნას შერჩეული. რკინის პრეპარატი ანუ ფერსინოლი ხანგრძლივად ინიშნება რადგან მოხდეს ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება. რაც შეეხება ვიტამინ ემფეტალს, ნამდვილად არ არის საჭირო ასეთი ხანგრძლივი დროით მიღება. ერთი თვეც საკმარისია.
ნინი
2014-04-16
ისევ მე გაწუხებთ. ნაწლავის ჩხირების სამკურნალოდ თქვენ მირჩიეთ ზირომინი 500 მგს დალევა. გთხოვთ დამიკონკრეტოდ ეს პრეპარატი მხოლოდ ერთხელ უნდა დავლიო? და კიდევ ნაცხში აღარ აღმოჩნდა ტრიქომონა და შეიძლება რომ მაკმირორი არ მივიღო? ორსული ვარ და მინდა მაქსიმალურად ავაცილო თავი ანტიბიოტიკებს .მადლობთ
მოგესალმებით, ზირომინი მე გირჩიეთ არა ნაწლავის ჩხირის, არამედ მაღალი ლეიკოციტოზის სამკურნალოდ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ქლამიდიური ინფექციით. ზირომინი 500მგ. დღეში ორჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ მხოლოდ ერთი დღე. სულ ორი აბი.
თუ ტრიქომონა არ არის , მაშინ მაკმირორი არ გჭირდებათ. ნაჭლავის ჩხირის სამკურნალოდ საუკეტესო პრეპარატი, რომელიც ორსულობის დროს არის უსაფრთხო, არის ცის კონტროლი. მისი დალევის სქემა ასეთია: 1 აბი 2-ჯერ დღეში წამის შემდეგ 10 დღე. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ტამუნა
2014-04-16
მაინტერესებს რამდენად ეფექტურია მილის გამტარიანობის აგსადგენად ფერტილოგენიტ მკურნალობა ან ტუ გსმენიატ ამ მცენარის სჰესახებ რამეrn
მოგესალმებით, რა თქმა უნდა ფერტილოგენის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი რომ მისი ეფექტურობა არ აღემატება 50%. შემდეგ შეიძლება ისევ დაგჭირდეთ დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია. ფერტილოგენის სრული კურსის ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამიტომ გირჩევთ პირდაპირ ოპერაციულ მკურნალობას რომელსაც 100% შედეგი აქვს, თუ სხვა ყველაფერი ნორმაშია.
თამუნა 35 წლის
2014-04-18
ქალბატონო ტამარ მაქვს მარჯვენა საკვერცხესთან ტკივილები მაქვს მოკვითალო გამონადენი,სახლჰი მაქვს ოვუნიტის სანთლები რომ გავიკეთო უკურეაქციას ხომ არ მომცემსrn
მოგესალმებით, ოვუნიტის სანთელი არის საკმაოდ ეფექტური საშუალება ანთების სამკურნალოდ, მაგრამ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად უკეთესი იქნება ჩაიტაროთ ჯერ ნაცხის გამოკვლევა და შემდეგ კომპლექსური მკურნალობა. ოვუნიტის სანთელი რა თქმა უნდა უკურეაქციას არ გამოიწვევს, მაგრმ პრობლემას სრულად ვერ მოგიგვარებთ.
ტამუნა
2014-04-18
რამდენად ეფექტურია სუსტად გამტარი მილის სამკურნალოდ ფერტილოგენის გამოკენება ?
პასუხი გაცემულია იგივე შეკითხვაზე ქვემოთ.
ანჯელა
2014-04-19
გამარჯობათ, მაინტერესებს როცა მხოლოდ ტრიხამონა მაქვს მეუღლეც ხო აუცილებელია იმკურნალოს მაგრამ ეკიმთან რო არ მიდის შესაძლებელია მის მიუსვლელად რომ ეკიმს დაველაპარაკო და წამლები გამოუწეროს?rnწინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
მოგესალმებით, აუცილებელია ტრიქომონადულ ინფექციაზე იმკურნალოს პარტნიორმაც. შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს და მეუღლისათვის მან მოგცეთ დანიშნულება.
თამარი
2014-04-20
იქნებ მითხრათ როგორ მოვიხმარო ოვუნიტის სანთელი?და ამ დროს თუ შეიდლება სქესობრივი კონტაქტი?
მოგესალმებით, ოვუნიტის სანთელი მიიღება საშოში ყოველ საღამოს ძილის წინ 6-12 დღის განმავლობაში. სქესობრივი კონტაქტი მკურნალობის დროს შესაძლებელია მხოლოდ პრეზერვატივით.
ნატო კალანდარიშვილი 42 წლის
2014-04-21
გამარჯობათ ქალბატონო თამარ,მენსტრუაცია ამ თვეში გადამიცილდა და თავის ტკივილები მაწუხებს და რაიმეს მირჩევთ როგორ მოვიქცე?
მოგესალმებით, პირველ რიგში შეამოწმეთ, ხომ არ არის ორსულობა. თუ ტესტი უარყოფითი აღმოჩნდება მოვიყვანოთ მენსტრუაცია და შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ სისხლში ჰორმონი პროლაქტინი ციკლის მოსვლიდან მე-3 - მე-4 ან მე-5 დღეს დილით უზმოზე არა უგვიანეს 10 საათისა. ციკლის მოსაყვანად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგესტერონის სინჯი ანუ: დუფასტონი 10 მგ. ერთი აბი ერთჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ დაელოდეთ ციკლის მოსვლას. დამატებითი ინფორმაციისათვის სეგიზლიათ მომმრთოთ პირად ტელეფონზე.
ნინო
2014-04-23
გამარჯობათ სახლჰი მაქვს მაცივარში შენახული ვაგინალური სანაატლები დაახლოებით ერთი ცელი ხომ არ გაფუჭდებოდა ახლა დამჭირდა და რომაგარ ვიკიდო მაინტერესებს....ოვუნიტის სანთლებია.გმადლობთ
მოგესალმებით, თუ სანთლებს ვადა არ გასვლია (ვადა მითითებულია თითოეული სანთელზე), მაშინ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი.
ანასტასია
2014-04-23
გამარჯობათ ქალბატონო. ვარ 22 წლის , მაქვს არასასურველი ორსულობა..სამკურნალო ვარ და არ შემიძლია ჯერ ბავშვის გაჩენა გთხოვთ მიპასუხოთ სახლის პირობებში შეიძლება თუ არა მიფეგინის მიღება ,ან რა გართულება შეიძლება მოყვეს? ტერიტორიული მდებარეობის გამო ვერ ვახერხებ ნომალურ ექიმთან მისვლას. 2 კვირის ვარ ჯერ..თქვენი იმედი მაქვს , მადლობა წინასწარ.(ვიცი , რომ ნებისმიერი წამლის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ , მაგრამ იქნებ გამიგოთ.)
მოგესალმებით, უპირველესად მინდა გირჩიოთ, რომ გაიკეთოთ ექოსკოპიური კვლევა და დაიდგინოთ ორსულობის ვადა. მართალია მიფეგინი გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად, მაგრამ მისი მიღება ექიმის მეთვალყურეობისა და ექოსკოპიური კონტროლის გარეშე არ შეიძლება. არსებობს სისხლდენის დიდი რისკი, ასევე შესაძლოა დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევაც. ამიტომ გირჩევთ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დამიკავშირდით ტელეფონზე, მითხარით თქვენი ადგილმდებარეობა და იქნებ დაგეხმაროთ ნორმალური სპეციალისტის მოძებნაში.
ნათია
2014-04-23
12 წელია მაქვს სპირალი.ამდენხანს არაფერი არ მაწუხებდა. რამდენიმე დღეა დამეწყო ხაჭოსებრი გამონადენი.რით შემიძლია ვიმკურნალო? ექოსკოპიაზე ვაკონტროლებ ხშირად
მოგესალმებით, სპირალის მოქმედების ხანგრძლივობა არის 5-დან 10-წლამდე. (გააჩნია რომელი სახის სპირალი გიდგას). ამ ხნის გასვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა ამოიღოთ და შეგიძლიათ მაშინვე ახალი ჩაიდგათ. ამოღება აუცილებელია იმიტომ, რომ შესაძლოა განვითარდეს შეხორცება საშვილოსნოს კედელზე და რაც მთავარია ორსულობისგანაც არ დაგიცავთ (ეს ნიშნები ექოსკოპიურად არ ჩანს). რაც შეეხება ხაჭოსებურ გამონადენს, ის დამახასიათებელია სოკოსათვის. ამისათვის შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ფლუკონაზოლი 150 მგ. სამჯერადად 1-ელ, მე-4 და მე-7 დღეს ერთი კაფსულა. ხოლო საშოში ჩაიდოთ ლომექსინის1000 მგ. სანთელი მხოლოდ ერთჯერადად.
თამარი
2014-04-23
გამარჯობათ ქალბატონო თამარ...ციკლი მომივიდა 3მარტს შემდეგი ციკლი 20მარტს და ეხლა 16აპრილს 3დგე მქონდა ციკლი მე4 დგეს მოყავისპროდ დზაალიან ცოტა..რისიი ბრალი იქნება ციკლის ესე არევა და ტუ სჰეიდზლებაა ორსულობას შეუშალოს ხელი?ანალიზი ხომ არ გავიკეტო..გტხოვთ მირციეთ რამე...წინასწარ გიხდიტ მადლობას
პასუხი გაცემულია ანალოგიურ შეკითხვაზე.
თამარი
2014-04-23
გამარჯობათ ქალბატონო თამარ...ციკლი მომივიდა 3მარტს შემდეგი ციკლი 20მარტს და ეხლა 16აპრილს 3დგე მქონდა ციკლი მე4 დგეს მოყავისპროდ დზაალიან ცოტა..რისიი ბრალი იქნება ციკლის ესე არევა და ტუ სჰეიდზლებაა ორსულობას შეუშალოს ხელი?ანალიზი ხომ არ გავიკეტო..გტხოვთ მირციეთ რამე...წინასწარ გიხდიტ მადლობას
მოგესალმებით, პირველ რიგში უნდა გაიკეთოთ სასქესო ორგანოების ექოსკოპიური გამოკლევა, რადგან აციკლური სისხლდენები შესაძლოა გამოწვეული იყოს პოლიპის არსებობით საშვილოსნოს ღრუსა ან საშვილოსნოს ყელში, ასევე ადენომიოზით. თუ ექოსკოპიურად ეს ფაქტორები არ აღმოჩნდა, მაშინ ჩაიტარეთ სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა ციკლის მოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში.
თამარი
2014-04-24
შესაძლებელია რომ პოლიპებმა ან ადენომიოზმა უშვილობა გამოიწვიოსს?
მოგესალმებით, პოლიპი და ადენომიოზი არის უშვილობის მიზეზი.
NINA33წლის
2014-04-24
გამარჯობათ.1წელია ვარ გათხოვილი და არ ვფეხზიმდები დგეს ვიყავი ექიმთან და დამინისნა ეგ სანთლები (ციკლი დამიმთავრდა 13აპრილს)PრOGEსტAN არ ვიმყოფები საქართველოსი მესინია აქ მკურნალობის მაგრამ მეტი გზა არ მაქვს.გთხოვტ ამიხსნად ეგ სანთლები რისი არი?rn
მოგესალმებით, ეს სანთლები არის პროგესტერონის შემცველი, რომელიც საჭიროა ნორმალური სრულფასოვანი მენსტრუალური ციკლის ჩამოსაყალიბებლად და ის ეხმარება საშვილოსნოს ენდომეტრიუმს, რომ ის გახდეს სრულყოფილი და სამშრიანი. კარგი ენდომეტრიუმი კი ნაყოფის მიმაგრებას შეუწყობს ხელს. პროგესტანის გაკეტება უნდა დაიწყოთ ციკლის მოსვლიდან მე-15 დღეს და გაიკეთეთ 10 დღის განმავლობაში. ეს სქემა გაიმეორეთ 3 თვის განმავლობაში.
NINA33წლის
2014-04-24
DIDI MADLOBA:9აპრილს დამეწყო ამ ტვესი და დამიმთავრდა 13სი უკვე დაგვიანებული არი თუ სემიდზლია ამ თვიდან დავიცყო გაკეტება?ციკლი არეული არ მაქვს მხოლოდ ერტხელ მქონდა გადაცილება 12 დგე მაგრამ ტესტი არ გამიკეტებია
დღეიდან, მაქსიმუმ ხვალიდან დაიწყე გაკეთება და ათი დგე გაიკეთე. როგორც კი დაამთავრებ გაკეთებას, ორ დღეში ციკლი დაგეწყება.
ნათია
2014-04-25
გამარჯობათ 1 კვირაა საშვილოსნოს გარშემო წვა და ქავილი მაქ და რა შეიდძლება გავიკეთო სანტელი მადლობთ
მოგესალმებით, ალბათ გულისხმობთ საშოს გარშემო.ე. ი. გაქვთ რომელიღაც ინფექცია. დიაგნოზისათვის უნდა გაიკეთოთ ნაცხის ანალიზი და შემდეგ ჩაიტარებთ სრულყოფილ მკურნალობას. მდგომარეობის შესამსუბუქებლად დროებით შეგიძლიათ გაიკეთოთ ერთჯერადად ლომექსინის სანთელი 1000მგ. საშოში ან წაისვით ადგილობრივად ლომექსინის კრემი.
ირა25წლის
2014-04-25
გამარჯობა. შესაძლებელია თუ არა განისაზღვროს საქალწულო აპკის სიმაგრე და როგორ ხდება ეს ექიმის მიერ.რას მიანიშნებს ექიმის სიტყვები რომ მას ძლიერი პარტნიორი სჭირდება.ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიძლება დარჩეს აპკის ნაფლეთები? დიდი მადლობა
მოგესალმებით, საქალწულე აპკის სიმაგრის დადგენა ექიმის მიერ ვერ მოხერხდება. ეს არის აბსურდი. მაგარი საქალწულე აპკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ელასტიური საქალწულე აპკი, რომლის მთლიანობა არ ირღვევა, ხდება მხოლოდ გაფართოება და შესაბამისად სისხლიანი გამონადენიც არ ახლავს თან.შესაძლებელია ბავშვის გაჩენის შემდეგაც დარჩეს აპკის ნაფლეთები.
ნატალია
2014-04-25
გამარჯობათ,ვარ ორსული,მე-19-ე კვირაზე გავიკეთე ეხო,ნაყოფი აგმოჩნდა 17 კვირის,დამინიშნეს მკურნალობა,ორი კვირის მერე ისევ გადავიგე და ნაყოფი იყო განვითარებული ანუ 19 კვირის სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში,ექიმმა მითხრა ალბატ განაყოპიერება გვიან მოხდა და ამიტომაა ნაყოფი პატარაო,მაინტერესებს შესაძლებელია ეს ყველაფერი და საშიში ხომ არ არის,მადლობა ყურადგებისთვის
მოგესალმებით, პირველ რიგში მაინტერესებს, მე-19 კვირამდე ექოსკოპია არ გქონდათ გადაგებული? თუ არა, მაშინ მართალი უთქვამთ, ზოგჯერ ჩასახვა ხდება მოგვიანებით და ამიტომაც ექოსკოპიური გამოკვლევით დადგენილი ვადა ორი კვირით ჩამორჩება ანამნეზურ ვადას და შესაბამისად ნაყოფი არის ჯანმრთელი.
ნინოო
2014-04-25
მოგესალმებით,მაინტერესებს ორსულობის პერიოდში რომელ თვემდე შეიძლება ქმართან ურთიერთობა???
მოგესალმებით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 12 კვირა) არ არის სასურველი სქესობრივი კონტაქტი, რადგან ჯერ პლაცენტა არ არის ჩამოყალიბებული და ნაყოფის მიმაგრება სასვილოსნოს კედელზე უფრო სუსტია, ვიდრე პლაცენტის ფორმირების შემდეგ. მეორე ტრიმესტრში სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია. 30 კვირის შემდეგ კი სასურველია თავი შეიკავოთ, რათა არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა.
სოფიკო
2014-04-25
გამარჯობათ ვარ 28 კვირის ორსული ეხოსკოპიამ მითხრა ნაწლავის(დაღმავალი კოლინჯის) შებერვა აქვს ნაყოფსო,და ექიმმა ამ ეტაპზე მკურნალობას არ ექვემდებარებაო და ძალიან ავღელდი. მაინტერესებს ნაწლავის შებერვით რომ დაიბადოს ბავშვი მას რა პრობლემები შეექმნება? რა შეიძლება იწვევდეს ნაწლავის შებერვას?ახალშობილში ექვემდებარება თუ არა ეს მკურნალობას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? ანუ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია? რას შეიძლება გამოეწვია? უარყოფითი მაქვს სისხლი მაგრამ ეხოდან 2 დგის შემდეგ გამიკეთეს ანტირეზუს იმუნოგლობინი და მიიღო ორგანიზმმა ჩვეულებრივად. ძალიან გთხოვთ ამომწურავად მიპასუხეთ პირველი ორსულობაა და ძალიან ვღელავ. დაბადების შემდეგაც ხომ არ ექნება პრობლემები? ორსულობისას ვერანაირად ვერ ვუმკურნალებ?ნუ მოგერიდებათ პირდაპირ მითხარით წინასწარ მადლობა
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გირჩიოთ, რომ ექოსკოპია გადაამოწმოთ. იქნებ აღარ იყოს აღნიშნული პათოლოგია. თუ მაინც დარჩა, ორსულობის დროს მკურნალობა აღნიშნულზე არ ხდება. დაბადების შემდეგ მოაგვარებთ ამ პრობლემას პედიატრის დახმარებით. საშიში ნამდვილად არ არის, რადგან ნაწლავების შებერვა (დისბაქტერიოზი ) ძალიან ხშირია ახალშობილებში და მკურნალობას კარგად ექვემდებარება. ანტირეზუს გამაგლობულინის გაკეთება მაგასთან არ არის კავშირში.რადგან ყველა რეზუსუარყოფით ორსულს 28-დან 30- კვირამდე უკეთებენ ანტირეზუს გამაგლობულინს.
ნატალია
2014-04-26
პირველ რიგში მადლობა ყურადგებისთვის,მანამდე კი მქონდა გადაგებული ეხო ორჯერ და ნაყოფი ჩვეულბრივ ვითარდებოდა,ემთხვეოდა ოსულობის კვირას,მე-19-ე კვირაზე გამოისახა ნაყოფის ჩამორჩენა, ამ შემთხვევაში არის რაიმე საშიშროება?
მოგესალმებით, თუ დინამიკაში ჩამორჩენა არ გაღრმავდა, მაშინ სანერვიულო არ გაქვთ. ამიტომ აუცილებლად გააკონტროლეთ ექოსკოპიურად ერთი თვის შემდეგ. ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა, რომ დეფიციტი აღმოიფხვრას.
თამრიკო
2014-04-26
გამარჯობა.ქალბატონო თამარ ორი წელია გასული რაც დავოჯახდი,მაგრამ ფეხმიმედ არ დავრჩენილვარ,შეიძლება იყოს მიზეზი ჩემი რეზუსუარყოფითი სისხლი
მოგესალმებით, რეზუს უარყოფითი სისხლიუშვილობის მიზეზი არ არის. აუცილებლად მიმარტეტ გინეკოლოგს და ის დაგეხმარებათ მიზეზის დადგენაში.
ირა 25 წლის
2014-04-26
დიდი მადლობა პასუხისთვის.კიდევ ერთხელ გაწუხებთ.რას მივაწერო ექიმის სიტყვები:თუ მაგარი ბიჭი არ შეგხვდა აპკს ვერ დაარღვევსო.გაკერილი ხომ არ არის?მადლობა
მოგესალმებით, ალბათ ექიმმა გაიხუმრა, თორემ ასეთი ტერმინი არ არსებობს.არც გაკერვის შემთხვევაში არ არის ისეთი სიძნელე, რასაც თქვენ გულისხმობთ.
დალი
2014-04-27
ვარ 57 წლის ქალბატონი.მაქვს ფიბრომატოზული საშვილოსნო. ვიღებდი წამალს ,,კლიმონორმი,,.მაინტერესებს თუ არის სხვა უფრო ძლიერი პრეპერატი, რომელიც მომიხსნის კლიმაქსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
მოგესალმებით, რა თქმა უნდა არსებობს, კლიმონორმი არის ფიტო ესტროგენი, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ხოლო ქიმიური საშუალებები უფრო ძლიერ მოქმედია, მაგრამ მისი დანიშვნა სპეციალური გამოკვლევების გარეშე არ შეიძლება.
ნინო
2014-04-27
გამარჯობა..მაინტერესებს ფოლიკულის გასკდომა მე 17 მე 19ე დგეს დაგვიანებული ხომარარის და ეს შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზიი?წინასწარ გმადლობთ
მოგესალმებით, ფოლიკულის გასკდომა მე-17, მე-19 დღეს ნორმალურია და გვიანი ოვულაცია ჰქვია. ეს არ არის უშვილობის მიზეზი. მიმართეთ გინეკოლოგს და ის დაგეხმარებათ მიზეზის პოვნაში.
სოფიკო
2014-04-27
გამარჯობათ ქალბატონო თამარ. კიდევ ერთხელ გაწუხებთ. 28 კვირის ორსული ვარ და ფაგარათი მაქონდა ამ დილით.მუცელი მტკიოდა ისე როგორც მოწამვლისას იცის და ფაღარათი მქონდა. მხოლოდ ერთხელ გავედი კუჭში.მაშინვე ჩემს ექიმს დავურეკე და გადასხმა გამიკეთა ფიზიოლოგიური ხსნარითა და რინგერის ხსნარით.მას შემდეგ 3 საათი გავიდა და არც კუჭში გავსულვარ და არც მუცელი მტკივა ჯერ-ჯერობით. მაინტერესებს ნაყოფისათვის საშიში ხომ არ არის ეს მოწამვლა? და კიდევ მეჩვენება, რომ თითები ოდნავ შემისივდა. არ ვიცი მართლა შესიებულია ოდნავ თუ მეჩვენება. შეიძლებოდა გადასმას შეესივებინა?
მოგესალმებით, მოწამვლის მსუბუქი ფორმა, რომელიც თქვენ შემთხვევაში დაფიქსირდა ნაყუფისათვის საშიში არ არის. გადასხმამაც მალევე მოახდინა დეზინტოქსიკაცია ორგანიზმის. ეს გადასხმა შეშუპებას არ გამოიწვევდა.
სოფიკო
2014-04-27
ისევ რომ განმიმეორდეს ფაღარათი კვლავ უნდა მივიდე გადსხმაზე? თუ რა უნდა ვქნა? უკვე 6 საათი გავიდა და არ გავსულვარ კუჭში მაგრამ მაინც მეშინია გვიან ღამით არ გამიმეოროს. დიდი მადლობა.მადლობა ღმერთს რომ არსებობსთ. :)
შეგიძლიათ მიიღოთ მედიკმენტი დიალინი 1ჩაის კოვზი დღეში 3 -ჯერ 2-3 დღის განმავლობაში და ასევე რეგიდრონი 1 პაკეტი(მომზადების წესი აწერია შეფუთვაზე). ყველა სიმპტომი გაივლის. გისურვებთ გმოჯანმრთელებას.
ტამარი35 ცლის
2014-04-29
27 აპრილს უნდა მომსვლოდა მენსტრუაცია და ცამომივიდა მცირე მოკავისფრო გამონადენი ორსულად ვიცი არ ვარ მირჩიეტ რა გავაკეთო..მოსვლის წინა სიმპტომები მაქვს თანაც ასე პირველად დამემარტა
მოგესალმებით, ეს შეიძლება იყოს ანთებითი პროცესის ბრალი, ასევე ჰორმონალური. თუ თან ტკივილი ახლავს. მაშინ შეგიძლიათ გაიკეთოთ უკანა ტანში ბუსკოპანის სანთელი, რათა მოხდეს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნა.
ნინო
2014-04-29
გამარჯობა,რა ანალიზები უნდა ჩაიტაროს მამაკაცმა?(სპერმის ანალიზთან ერთად) თუ პარტნიორს სოკო და სტაფილოკოკი აქვს. მადლობა
მოგესალმებით, მამაკაცმა უნდა ჩაიტაროს ნაცხის( აღებული უნდა იქნას სასქესო ასოს თავიდან დილით ჩაბნვამდე და მოშარდვამდე) ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ირინა
2014-04-29
ორსულობისაგან თავის დასაცავად რას მირჩევთ? ამჯამად ვსვამ ჯანინის ტაბლეტებს დაახლოებით 2 ცელი არ ვგეგმავ მეორე შვილს მაგრამ არ მინდა რომ 2 წელი წამლები მივიღო, რას მირჩევთ?
მოგესალმებით, თქვენს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი არის საშვილოსნოს შიდა საშუალების სპირალის გამოყენება. რომელიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. სპირალის ჩადგმამდე უნდა ჩაიტაროთ სპეციალური გამოკვლევები.
დარეჯანი
2014-04-29
გთხოვთ მირჩიოთ კლიმაქსის დროს რომელი პრეპარატის მიღებას მირჩევთ,რომელიც წამლის დამთავრების შემდეგ არ გამოიწვევს მენსტრუაციის მოსვლას. ვარ 56 წლის
მოგესალმებით, კლიმაქტერული სინდრომის სამკურნალო პრეპარატების დანიშვნა ექიმთან ვიზიტის და სპეციფიკური გამიკვლევების ჩატარების გარეშე არ შეიძლება. რა თქმა უნდა არსებობს ისეთი პრეპარატი, რომლის უწყვეტ რეჟიმში დალევის შემთხვევაში მენსტრუაცია არ მოსდით. სხვა უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირადად მომმართოთ და გაგიწევთ კონსულტაციას.
სალომე
2014-04-29
გამარჯობათ გათხოვილი ვარ მეორედ პირველი ქორწინებიდან მყავს შვლილი ხოლო ჩემს მეორე მეუღლესაც ყავს შვილი მაგრამ უკვე 5 წელია რაც არცერთხელ არ დავრჩენილვარ ფეხმძიმედ ჩემმა მეუგლემ ჩაიტარა გამოკვლევები და არაფერი არ აგმოაჩნდა ასევე მეც ვიმკურნალე მქოდა ვირუსები ციტომეგალო ჰერპესი და ტოქსოპლაზმა შეიძლება ეს ვირუსები იყოს უშვილობის მიზეზი??? rn
მოგესალმებით, თუ ყველაფერი ნორმაში გაქვთ,და ვირუსებზე მკურნალობაც ჩაიტარეთ, მე გირჩევდით დამატებით გაიკეთოთ იმუნოლოგიური გამოკვლევა ანუ იმუნოლოგიური შეუთავსებლობა თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ( ე.წ ანტისპერმალური ანტისხეულები).
კარინა
2014-04-29
გამარჯობათ 2წელია გათხოვილი ვარ და არ ვყოპილვარ პეხმზიმედ ისე ციკლი დარგვეული მქონდა ეხლა მივედი ექიმთან და გავიკეთე პერტილოსკოპიური ოპერაცია მილებიც გამიწმინდეს და ვმკურნალობ და არის თუ არა დაპეხმზიმება შესაზლებელი?
მოგესალმებით, რა თქმა უნდა დაფეხმძიმების შანსი არსებობს. თუ თქვენი უშვილობის მიზეზი მილების გამტარიანობის დარღვევა იყო, მაშინ აღნიშნული მკურნალობის შემდეგ დადგება ორსულობა. გირჩევთ გამოიკვლიოთ ჰორმონები(რაც ხშირად არის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი) და შეამოწმოთ მეუღლის სპერმა.
ლელა
2014-04-29
მაინტერესებს ციკლის წინ10დღით ადრე მეწყება სახსრების ტკივილი თავის ტკივილი გაღიზიანება მოსვლის სჰემდეგ ეს ყველაფერი გაივლის .მოსვლას თან ახლავს კოლტები გთხოვტ მირცჰიოთ რა ანალიზები მესაჭიროება?წინასწარ გიხდით მადლობას
მოგესალმებით, თქვენს მიერ მოყვანილი ჩივილები არის პრედმენსტრუალური სინდრომისათვის დამახასიათებელი. ჩაიტარეთ ჰორმონალური გამოკვლევა (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და საკვერცხის ჰორმონები.) არსებობს აღნიშნული სინდრომის მკურნალობის სპეციალური სქემა, რომლის შერჩევა ხდება მეან-გინეკოლოგის მიერ.
სალომე
2014-04-29
რატომ არ იწერება პკიტხვები ვერსად ვნახულობ ცჰემს დასმულ კითხვებს
მოგესალმებით, კითხვები უნდა დაწეროთ რუბრიკაში: დაუსვი კითხვა ექიმს.
კარინა
2014-04-30
ჰორმონის ანალიზი აგებული მაქვს ყველაპერი ნორმასჰია მარტო მამაკაცური გორმონი იკო ცოტა ჩარბი დამინიშნეს წამალი მის მერე კალაპოტსჰი ჩაჯდა. რაც შეეხება მეუგლეს ყველაპერი ნორმალურად აქვს
მოგესალმებით, თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ უახლოეს 6 თვეში უნდა დადგეს ორსულობა.
სალომე
2014-04-30
და საშიშია ე.წ. იმუნოლოგიური გამოკვლევა ანუ იმუნოლოგიური შეუთავსებლობა და განკურნებადია თუ არა?? ანუ ამის მკურნალობა შესაძლებელია?? rn
მოგესალმებით, იმუნოლოგიური შეუთავსებლობის გამოკვლევა საკმაოდ მარტივი მეთოდია და კარგად ექვემდებარება მკურნალობას. შეგიძლიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამიკავშირდეთ პირადად.
სოფიკო
2014-05-01
გამარჯობათ ქალბატონო თამარ კიდევ გაწუხებთ. 4 დღის წინ გავიკეთე გადასხმა მოწამვლის მსუბუქი ფორმა მქონდა მხოლოდ ერთხელ გავედი გავედი ცუდად კუჭში და მაშინვე გადასხმა გამიკეტა ჩემმა ექიმმა. თქვენც მოგწერეთ და მირჩიეთ განმეორების შემთხვევაში მიმეღო დიალინი 1ჩაის კოვზი დღეში 3 -ჯერ 2-3 დღის განმავლობაში და ასევე რეგიდრონი 1 პაკეტი. 2 დღე საერთოდ არ გავსულვარ კუჭში გადასხმიდან ხოლო გუშინ და დღეს გავედი მაგრამ მაინც ავღელდი ცოტა. საქმე ისაა რომ სულ შეკრულობა მაწუხებს ძალიან მაგრამ დღეს და გუშინ ისე გავედი კუჭში ფაღარათი არ ქვია იმას მაგრამ არც ძველებურად იყო. ანუ ოდნავ თხლად. დიდი ბოდიში მეუხერხულება ძალიან ამ თემაზე საუბარი. შეიძლება ის წამალი რაც მირჩიეთ მივიღო? 28 კვირის ორსული ვარ. საშიშია ეს მდგომარეობა? დიეტურად ვიკვვებები მოხარშულებს ვჭამ. გუშინ წინ ღამით ვწამე შემწვარი კარტოფილი და დილიტ გავედი მერე კუჭშI მანამდე არ ვიყავი 2 დღე არ ვიყავი განასვლელი. წინასწარ დიდი მადლობა.
მოგესალმებით, თქვენს შემთხვევაში ახლა საჭიროა ნაწლავის ფლორის აღმდგენი პრეპარატის დანიშვნა, რომელიც შეკრულობასაც მოგიხსნით და მუცელში დისკომფორტსაც. ასეთი პრეპარატია როტაბიოტიკი 1 აბი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 თვის განმავლობაში. დაიცავით ორსულის დიეტა ცილოვანი საკვების მიღებით.
სოფიკო
2014-05-01
კიდევ ქალბატონო თამარ მუცლში ქვემოთ მიფეთავსსავით. შეიძლება მოწამლული ვიყო ისევ და იმიტომ მიკეთებდეს ამას?კუჭში გასვლის შემდგომ დამიწყო ასე. თუ ორსულობის ბრალია? წეხან მოგწერეთ და ამის დაწერა არ გამახსენდა იქ.
პასუხი გაგეცით წინა კითხვაში.
ტამუნა
2014-05-01
მენსტრუაციის დროს მომდის უმეტესად კოლტები.რის ბრალია და რა ზომებს მივმართო...rn
მოგესალმებით, უპირველესად გაიკეთეთ ექოსკოპიური გამოკვლევა და მიმართეთ გინეკოლოგს. ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსის შედეგი. გამოიკვლიეთ სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პრობლემა მოგვარდება.
შორენა
2014-05-01
რისი ბრალია საერტოდ არ მინდა მეუღლესთან სექსუალური ურთიერთობა რა ანალიზი მჭირდება ამისთვის და თუ ინკურნება
მოგესალმებით, უნდა ვიცოდე თქვენი ასაკი და ხომ არ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ან რაიმე სხვა მედიკამენტს. ჰორმონალური დარღვევისშედეგი შეიზლება იყოს თქვენი მდგომარეობა. მიმართეთ გინეკოლოგს ან სექსოპათოლოგს და ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ნატია
2014-05-01
გამარჯობა ქალბატონო ტამარ ერტი ტვის ცინ სჰემიცკვიტეს ორსულობა არ ვიტარდება ნაკოფიო,მერე ცავედი ტბილისსჰი ავიგე ანალიზები სისხლი სჰარდი და ნაცხი მიკო პლაზმა და ურეა პლაზმა ,მიკოპლაზმა ჰომინისი არ აგმოცჰნდა,ურეაპლაზმა ურეალყტიცუმი არ აგმოცჰნდა,ორი ვირუსი ფერპესი და ცხოველების ვირუსი მოხდილი მქონია და ექიმმა ეგ კარგიაო,სჰარდსჰი ცილები მქონდა დზან დიდი რაოდენობიტ და დამინისჰნა უროტრაქტინი400მილი გრამიანი მონურალი ერტი ცალი და ტუტიკონის ხსნარი,მაგრამ დიეტა არ დამინისჰნა და ცილებზე დიეტა არ არის საცჰიროო???
მოგესალმებით, მართალი ბრძანდებით, მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ცილოვანი დიეტის დაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ ცილით მდიდარი საკვები.
სოფიკო
2014-05-01
დიდი მადლობა ქალბატონო თამარ.ანუ ეს როტაბიოტიკი მომიწესრიგებს კუჭნაწლავის ფუნქციონირებას ხომ? უფრო ხომ არ გამხსნის კუჭში და თხლად ხომ არ გავალ?
ვარ რამდენიმე თვის გათხოვილი. მეორე თვეა მეორედ მომივიდა ერთ თვეში მენსტრუაცია. აქამდე მსგავსი პრობლემა არ მქონია. სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მოგესალმებით, პირველ რიგში ორსულობის ტესტი ჩაიტარეთ, შეიძლება ორსულად იყოთ. თუ ორსულობა გამოირიცხება, მაშინ მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც ჩაგიტარებთ საჭირო გამოკვლევებს, რომ დაადგინოთ მიზეზი დისფუნქციური სისხლდენისა.
ნინი
2014-05-02
გამარჯობათ. ვარ 26 კვირის ორსული. ორჯერ მქონდა ტირკმლის შეშუპება. თან ახლდა მაღალი სიცხე.ეხლა ზოგჯერ ტკივილს ვგრძნობ ტირკმლის არეში. შარდის ანალიზი გავიკეტე ყველაფერი რიგზეა. მეშინია იგივე არ გამიმეორდეს. იქნებ რაიმე მირჩიოთ პროფილაქტიკის მიზნით. მუხლ-იდაყვის ვარჯიში კარგია ხო ?
მოგესალმებით, ვარჯიში კარგია. პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად უნდა იყოთ ცილოვან დიეტაზე და პერიოდულად გაიკეთოთ შარდის ანალიზი.
ნატია სჰეგიდზლიატ
2014-05-02
სჰეგიდზლიატ ტქვენ მიტხრატ რა ვცჰამო და რა არაა??მიკვირს რატომ არ დამინისჰნა დიეტა ექიმმა.ტან ექვსი ტვე დაორსულება ამიკრდზლა,ტუ ვირუსი არამაქვს რატომ უნდა მოვიცადო ექვსი ტვეე???????rn
მოგესალმებით, უნდა მიირთვათ ცილით მდიდარი საკვები: ხორცი(საქონლის და ქათმის მჭლე მოხარშული), თევზი მოხარშული, რძე და რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. საკვები უნდა იყოს ნაკლებ მარილიანი ან უმარილო. როდესაც ორსულობა წყდება, სასურველია 3 თვით მოხდეს ორგანიზმის დასვენება და შემდეგ დაგეგმოთ დაორსულება, თუ რა თქმა უნდა შარდში აღარ იქნება პროტეინურია.
სალო
2014-05-02
გამარჯობა, ექიმმა დამინიშნა წამალი "კლოსტილბეგიტი" ციკლის მოსვლიდან 5დღიდან 9 დღის ჩათვლით.. მაინტერესებს ღისი წამალია ხოლო ჩემს მეუღლეს 25 დრე აქვს დანიშნული ეს წამალი. წინასწარ გიხდით მადლობას.
მოგესალმებით, კლოსტილბეგიტი არის სპერმატოგენეზის (სპერმის წარმოქმნის) და ოოგენეზის (ფოლიკულის წარმოქმნის) სტიმულატორი.
კარინა
2014-05-02
საგამო მშვიდობისა მედროლს სიოპორს და რეგულონს ვსვამ სიოპორი ერთი წელი უნდა დავლიო და ხელს ხო არ უშლის დაპეხმზიმებას?rn
მოგესალმებით, სიოფორი ხელს არ უშლის დაორსულებას, უფრო მეტიც ის აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს. რეგულონის სმის დროს კი ორსულობა არ დადგება.
ნატო
2014-05-03
გამარჯობათ,მაინტერესებს ორსულობის დროს შაქრის ანალიზი მშიერზე უნდა გაკეშ ტუ ნაჭამზე? ექიმმა მითხრა 50 გრამი წყალში გახსნილი შაქარი უნდა მივიგო და შემდეგ ერტ საათში გავიკეთო ანალიზი, რამდენად მართებულია ეს ფორმა,დიდი მადლობა
მოგესალმებით, ორსულობის 24 კვირაზე კეთდება გლუკოზის ტესტი. ეს ნიშნავს შაქრის მიღების შემდეგ უნდა გაისინჯოს სისხლში შაქრის შემცველობა.
ნატო
2014-05-03
გამარჯობათ წელიწადია შვილი არ გვყვება და ექიმმა დამინიშნა გინეკოლი და ორტილია რაა პუნქცია აკისრიაა ამ წამლებს?
მოგესალმებით, ორტილია არის მცენარე. ეს მცენარე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ქალური პრობელების დროს, მაგრამ როგორც მკურნალობის დამხმარე საშუალება (ანუ გინეკოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად). გინეკოლი არის ჰომეოპათიური საშუალება, რომელიც ასევე უშვილობის დროს გამოიყენება. ისინი აუმჯობესებენ კვერცხუჯრედის განვითარების პროცესს და ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების ჩაქრობას.
სოფო
2014-05-03
გამარჯობათ,მაინტერესებს ყველაზე სანდო ჩასახვის საწინაახმდეგო აბები რომელია? რას მირჩევდიტ ქალბატონო თამარ
მოგესალმებით, ნებისმიერი ჩასახვის საწინააღმდეგო აბს აქვს ერთნაირი დამცველობითი უნარი. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ ჰორმონთა შემცველობის დონით. მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგოდ უმჯობესია დაბალდოზირებული პრეპარატები, როგორიცაა ლინდინეტი, ლოგესტი, მიდიანა, იარინა, ჯესი და დიმია.
ჟანეტა
2014-05-04
გამარჯობათ,მაინტერესებს პროგესტერონის ნაკლებობა რას ნისჰნავს და რას იცვევს.ვარ 32 ცლის მადლობთ.
მოგესალმებით, პროგესტერონი ადამიანის ერთ-ერთი ჰორმონია. ის მონაწილეობს ორსულობის შენარჩუნებაში.. პროგესტერონი საკვერცხეებში, თირკმელზედა ჯირკვლებსა და პლაცენტაში (მომყოლში) გამომუშავდება. ეს ჰორმონი ამზადებს ორგანიზმს ჩასახვისა და ორსულობისთვის, არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, განსაზღვრულ როლს ასრულებს სქესობრივ ქცევაში. პროგესტერონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი ციკლის მეორე ნახევარში ენდომეტრიუმში იმ ცილების სინთეზის სტიმულირებაა, რომლებიც საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (ჩანერგვისთვის) ამზადებს.
გარდა ამისა, პროგესტერონი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვალს, რათა მშობიარობის შემდეგ რძე წარმოიქმნას. ყოველივე ეს ნორმაა და ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მისი დეფიციტი ამ ფუნქციების დარღვევას იწვევს.
ეკა
2014-05-05
მოგესალმებიტ ქალბატონო ტამარ,20მარტს გავიკეტე ბორტი,ნაკოფი არ ვიტარდებოდა და ამის გამო,მერე ვიკავი გამოკვლევაზე და ცილების მაქვს მომატებული და დამინისჰნა ექიმა მკურნალობა და ტავი უნდა დავიცვა ოტხი ხუტი ტვე,ტავს ვიცავ მაგრამ ციკლი არ მომივიდა აბორტის მერე,ტქვენ რას მირცჰევტ რისი ბრალი იქნებაა?ანალიზებიტ კველაფერი ცესრიგსჰი მაქვს ცილების გარდა.
მოგესალმებით, მაინტერესებს თავს როგორ იცავდით? ახალი ორსულობა გამორიცხეთ? აბორტის შემდეგ ზოგჯერ ხდება ენდომეტრიუმის დაზიანება და გადაფხეკა, რომლის აღდგენას დრო სჭირდება და შედეგად ციკლი ზოგჯერ რამოდენიმე თვის განმავლობაში იგვიანებს. ამიტომ კარგი იქნებოდა აბორტის შემდეგ კონტრაცეპტივი დაგელიათ, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სრულყოფილ სამშრიან ენდომეტრიუმს აღადგენდა. უნდა გაიკეთოთ ექოსკოპიური გამოკვლევა და მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც ჰორმონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.
ეკა
2014-05-05
ექიმტან ვიკავი და ტავდაცვა პრეზერვატივიტ მიტხრა და რა ტქმა უნდა პრეზერვატივიტ ვიცავ,მაგრამ ტესტი მაინც ცჰავიტარე და ორსულობა გამოვრიცხე.ერტი ტვის ცინ გადავიგე ეხო ანალიზებიც და კველაფერი ცესრისჰი იკო და ეგ რამე დასალევი ცამალია?და როგორ უნდა მივიგოო????????/
უნდა ინახოს საშვილონოს ენდომტრიუმი ექოსკოპიაზე და მისი სისქის მიხედვით დაგენიშნებათ ჰორმონი ციკლის მოსაყვანად.
ტამუნა
2014-05-06
მაინტერესებს სანამ ციკლი მომივა რამოდენიმე კივირიტ ადრე მაქ ცვა რომელიც დზალიან სჰემაცუხებელია .რისი ბრალი სჰეიდზლება იკოს და ტუ სჰეგიდზლიატ მიტხრატ რამე ისეტი მედიკამენტი რომელიც დროებიტ მაინც მომიხსნის ამ კველაფერს.ნამკურნალები ვარ ინფექციებზე
მოგესალმებით, თქვენი გადმოცემით ალბათ არის სოკოვანი ინფექცია. აუცილებელია სრულყოფილი მკურნალობა. დროებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ლომექსინის სანთელი 1000მგ საშოში ერთჯერადად ყოველ თვე თვეში ერთჯერ ციკლის დამთავრებისთანავე.
ტამუნა
2014-05-06
მაქ სექსუალური აქტის დროს ცვა და ტკივილი რამე მალამო ტუ არი რო ეს ცოტატი სჰემიმსუბუქოს?
ეს თქვენი ჩივილი გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის დაზიანებით.აუცილებლად გამოიკვლიეთ საშვილოსნოს ყელი პაპ-ტესტით და ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა. დროებით 10 დღის განმავლობაში გაიკეთეთ ტამპონი დეპანტოლის კრემით.
თამარი
2014-05-07
ექიმისგან დამოუკიდებლად ვიკეთებ ოვუნიტის სანთელს და რამე უკუცვენებას ხომ არ მომცემს.მოკვითალო გამონადენი მაქვს და ცოტატკივილი მქონდა მარგვენა საკვერცხესთან
მოგესალმებით, უმჯობესია ჩაიტაროთ კომპლექსური მკურნალობა, რომ შედეგი დადგეს. ოვუნიტის სანთელი უკუჩვენებას არ გამოიწვევს.
ნინო
2014-05-07
გამარჯობათ. მაქვს მენსტრუაციის არევა(ზოგჯერ ადრე მომდის ზოგჯერ გვიან) ჰორმონალური დისბალანსი.მენსტრუაციის პერიოდში არ მაქვს სიცხე ხოლო შემდგომ პერიოდში თითქმის ყოველდღე მაქვს 37,2-37,6. გამიკეთდა 2 აბორტი ნაყოფის სიკვდიალიანობით გამოწვეული.პაპტესტით ისეთი არაფერი ამოდის, ეხოსკოპიით ზოგჯერ ანთება მიფიქსირდება და ზოგჯერ კისტა.ერთ საკვერცხეზე უკვე მაქვს გაკეთებული კისტის ოპერაცია. მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო, აღარ მინდა ბავშვი დავკარგო ჩემი ჯანმრთელობის გამო
მოგესალმებით, გაიკეთეთ ვირუსების გამოკვლევა. გამოიკვლიეთ იმუნოლოგიური შეუთავსებლობა და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.
სოფო
2014-05-07
გამარჯობათ ქალბატონო თამარ მაინტერესებს რძის მიღება ხშირად ორსულობისას კარგია? ზოგი მირჩევს კარგია რძე გექნებაო :) ზოგი კი პირიქით მხოლოდ რძე არ მიიღო ან ქაში გააკეთე ან მაწონიო.30 კვირისა ვარ.
მოგესალმებით, ორსულობის დროს რძის მიღება არ არის სასურველი, სამაგიეროდ რძის პროდუქტების მიღება აუცილებელია. ( ფაფების და ცომეულის მიღებასაც უნდა მოერიდოთ.)
ნათია
2014-05-08
გამარჯობათ.ორსულობის 37 კვირაზე ნაცხიდან გავიკეთე ბე სტრეპტოკოკის ანალიზი და აღმომაჩნდა საშუალო ზრდით.დამინიშნა ექიმმა გვირილით გამორეცხვა და შემდეგ მაილენის სანთელი თან მშობიარობისსას რაღაც ნემსი უნდა გავიკეთო თურმე ანტიბიოტიკი,ბავშვს რომ არ გადაედოს.ძალიან ვნერვიულობ,ეს ნემსი ამცირებს იმას რომ არ გადაედოს მაგრამ სულ ხომ არ გამორიცხავსს?გამიგიაა რომ მაილენის სანთლებსაც იკეთებდნენ,ნემსიც გაუკეთებიათ მაგრამ მაინც გადადებია ბავშვს და იქნებ მითხრათ რა შეიძლდება სხვა გაკეთდეს,საკეისროს არ ნიშნავენ ამის გამო გინეკოლოგები?საკეისროს დროს ალბათ არ გადაედება ბავშვს.ძალიან გთხოვთ ამიხსნათ ეს ყველაფერი,დიდი მადლობა.
მოგესალმებით, ამ ეტაპზე მეტი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. მშობიარობის შემდეგ თუ საჭირო იქნება, ბავშვს ჩაუტარებენ შესაბამის მკურნალობას. სასურველია საკეისრო კვეთის გაკეთება.
ნინო
2014-05-08
გამარჯობათ, პარტნიორს აღმოაჩნდა სოკო ანუ სავარაუდოდ მეც მექნება ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ იქნებ მირჩიოთ როგორც მსმენია ბეტადინის სანთელი კურნავს და შეიძლება ეს სანთელი მოვიხმარო თუ რამე კიდევ არის საჭირო? პარტნიორი იყო ექიმთან და დაზუზტებით იცის რო სოკო აქვს და მკურნალობაც დაენიშნა. მადლობთ წინასწარ