დაუკავშირდით ექიმს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1968-1972წწ. მოსკოვის N10 სამშობიარო სახლის ორდინატორი; 1972-1985წწ. საკავშირო სამეანო გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1998-2006წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე დაარსა რეპროდუქტოლოგიის კათედრა და იყო მისი ხელმძღვანელი; 1985 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში. არის 451 სამეცნიერო ნაშრომის, 6 სახელმძღვანელოს, 10 მონოგრაფიისა და 2 გამოგონების ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებური ჯირკვლების ფუნქციაზე", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორმონალური კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა, რეპროდუქციულ, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე", დაიცვა 1978 წელს.