მოგესალმებით ნინო ექიმო ბათუმიდან,როგორც ვიცი ძალიან ყურადღებიანი ექიმი ბრძანდებით,მინდა ჩემს გასაჭირზე მოგახსენოთ.დიდი ხანია დაავადებული ვარ რევმატოიდული ართრიტით,ვღებულობ რეგულარულად მეტიპრედს და დიკლაკს,შედეგი არანაირი ტკივილები მტანჯავს თითები დეფორმირებული გამიხდა,გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რომელიმე პრეპარატი რომელიც შემიჩერებს ტკივილებს და პროცეს შემიჩერებს დეფორმაცია უფრო რომ არ გამწვავდეს.წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.rn
მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენი ასაკი, და რამდენი ხანია რაც დაავადებული ხართ რევმატოიდული ართრიტით. დღესდღეობით არსებობს სხვა პრეპარატებიც, რომლებმაც შეიძლება შეაჩეროს დაავადების პროგრესირება, მაგრამ ამას ვერ გირჩევთ ზეპირად, უმჯობესი იქნება თუ მობრძანდებით და კარგად გავეცნობი თქვენი დაავადების ისტორიას