მაქვს მარცხენა თირკმელი მოწყვეტილი, 5 წელიწადია, გადაადგილებულია და ზის წინ, კუჭთნ ახლოს, მაქვს მძიმე მდგომარეობა ვარ საოციალურად დაუცველი, ქ.გორიდან. არ გამაჩნია გამოკვლევის არანაირი სახსრები. ორი დღის უკან გამოვედი საავადმყოფოდან მირჩიეს ნეფროლოგთან მისვლა, რადგან გორში არ არიან. მაქვს მძიმე მდგომარეობა და მჭირდება გამოკვლევა ნეფროლოგიის განხრით რათა დამიდგინდეს ჯგუფი. თუ შეგიძლიათ ჩემი მიღება და როდის შეიძლება ჩაწერა მიღებისათვის?
მოგესალმებით, ქალბატონო ლანა,
გავეცანი თქვენს კითხვას. ზოგადად რასაც აღწერთ, თირკმლის მდებარეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს უროლოგიურ პრობლემას.
საინტერესოა თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა (კრეატინინი, შარდოვანას განსაზღვრა სისხლში, ასევე შარდის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში, სისხლის საერთო ანალიზი).
რადგან იმყოფებოდით კლინიკაში, სტაციონარულ მკურნალობაზე, ალბათ ზემოაღნიშნული კვლევები გაქვს ჩატარებული და კარგი იქნება თუ მოგვწერთ პასუხებს.
ზოგადად, ზემოაღნიშნული კვლევების საფუძველზე განისაზღვრება თირკმლების ფუნქციის დაზიანების ხარისხი (თუმცა ექტოპიური თირკმლის დროს თირკმლების ფუნქცია შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დარღვეული). თუ აზოტოვანი ცვლის ბიოქიმიური მაჩვენებლები (კრეატინინი, შარდოვანა ) მომატებულია, მონაცემების მიხედვით დადგინდება თირკმლების უკმარისობის სტადია. სტადიის მიხედვით კი, მოგენიჭებათ დაავადების ჯგუფი.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა, სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცავის პროგრამა ამბულატორიულ კვლევებსა და კონსულტაციებს არ აფინანსებს.
ასევე, მოგახსენებთ, რომ ქალაქ გორის ჰოსპიტალში არის სადიალიზო განყოფილება, სადაც მოღვაწეობენ ნეფროლოგები.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, ქოლ–ცენტრის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!