ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რობოტო თერაპია, მათ შორის ე.წ ხელის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მიმართული რობოტები.
რობოტო თერაპია წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდს ინსულტის შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციაში და კენ ვოლკერის კლინიკა ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ქვეყნის სარეაბილიტაციო სივრცეში.
კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი პაციენტთან ერთად ტანდემში მუშაობს ინსულტის განვითარების შემდგომი მდგომარების რეაბილიტაციაზე და შეზღუდვების მაქსიმალურ აღმოფხვრაზე.
წარმოგიდგენთ კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის შთაბეჭდილებებს და შეგრძნებებს, მისი თავალით დანახულ ერთი სარეაბილიტაციო თარაპიის კურსისა და რობოტო თერაპიის შესახებ.
-
პაციენტი 45 წლის, მამაკაცი
-
დიაგნოზი - იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
-
მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი
-
ზედა კიდურში დაზიანება უპირატესად გამოხატულიამარჯვენა ხელის მტევანში
-
ინსულტის განვითარებიდან გასულია 4 თვე
პაციენტის პირველი ვიზიტი: მდგომარეობის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ექიმინევროლოგი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები.
პაციენტი: „რამდენადმე გამაოცა კონსულტაციაზე სამი ადამიანის დანახვამ, მისმენდნენ ყურადღებით, მისვამდნენ სხვდასხვა კითხვებს, შემდეგ დაიწყეს ჩემი გასინჯვა და მდგომარეობის დეტალურად შეფასება. გაეცნენ ჩემს ისტორიას და კვლევების შედეგებს. მკითხეს - ჩემი აზრით, რა არის შეზღუდვის განმაპირობებელი ძირითადი პრობლემა?, რისი მიღწევა მინდა?, რომელი ფუნქციის გაუმჯობესება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული?. ესაუბრნენ მეუღლესაც. კონსულტაცია 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.“
ვიზიტი მეორე: „-წარმომიდგინეს სარეაბილიტაციო მკურნალობის სამუშაო გეგმა. გეგმა იყო დეტალურად გაწერილი დროში - მკურნალობის საბოლოო (გრძელვადიანი) მიზნისა და შუალედური (მოკლევადიანი) მიზნების მითითებით. ამიხსნეს ყველა პუნქტი. რაღაცეები შევცვალეთ კიდეც. გაითვალის წინესჩემი მოსაზრებები და სურვილები“.
დღეს ვხვდები ორ სპეციალისტს, ვიმუშავე 2 საათი, ცოტა დავიღალე, თუმცა მგონი განწყობა გამომიკეთდა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ ვიზიტზე“
ვიზიტი მესამე: „-გრძელდება მუშაობა თერაპევტებთან, დღეს პროცესში ჩაერთო რობოტი, საინტერესო მოწყობილობაა, ხელის ფუნქცია უნდა გამიუმჯობესოს, ვნახოთ“
„- ისევ ამიღეს ზომები, შეამოწმეს ძალა ხელში, თითებში, დამიმაგრეს ხელი, მეუბნებიან , რომ მოძრაობის პარალელურად უნდა გამიტარონ ელექტრული იმპულსი, ცოტა დავიძაბე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არაა საშიში პროცედურა. საინტერესოა რა გამოვა?!“
რობოტის შეფასება: „-ცოტა უცნაურად გამოიყურება, ბევრი სამაგრი აქვს, თუმცა უხმაუროდ, მუშაობს თავისთვის, საკმაოდ კომფორტულად მიდევს ხელი, მოძრაობისას არ ვგრძნობ არავითარ დისკომფორტს, დაჭიმულობას ან ტკივილის, იმპულსის გატარებაც არ ყოფილა საშიში“.
ვიზიტი მეშვიდე: „- გრძელდება თერაპია, მომცეს დავალებები სახლში სამუშაოდ. მართალი გითხრათ რობოტო თერაპია ყველაზე მეტად მომწონს. შედეგი ნამდვილად ჩანს, აშკარად შესამჩნევია, დავიწყე მცირე დამოუკიდებლად თითების მოძრაობა. შევძელი მტევნის მოხრა და გაშლა მაჯის სახსარში“.
ვიზიტი მეთხუტმეტე: ”თითებს და მტევანს უკეთ ვიმორჩილებ. პირველად 4 თვის მანძილზე შევძელი დამოუკიდებლად ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, დღეს ვცადე გაპარსვა, რთულია და ცოტა ადრეა, ხელი სწრაფად მეღლება, მაგრამ ჭამას უკვე ვახერხებ დამოუკიდებლად. თერაპევტები მეუბნებიან, რომ გაუმჯობესება მათი და რობოტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მგონი ასე მართლაც. ვაგრძელებ ბრძოლას, ეხლა კიდევ უფრო მეტად მინდა ვნახო რა შემიძლია მივაღწიო“.
ვიზიტი მეოცე: „- სრულიად დამოუკიდებლად გავიპარსე, ნახევარი სახე, მაგრამ დამოუკიდებლად, სკოლის მოსწავლესავით მიხარია თერაპევტის შეფასება. ნამდვილად ვხედავ რისი გაკეთება და მიღწევა შემიძლია, ვიცი როგორ და ამაში მეხმარებიან, უკვე თითქმის 3 საათი ვმუშაობ დღეში, სწრაფად აღარ ვიღლები“.
„ხვალიდან ახალ რობოტზე გადავალ, სტიმულაციის სახეც იცვლებაო მითხრეს, ახალი მოძრაობები უნდა განვავითარო, ველოდები.„