თამთა ლაგვილავა
2023-08-01
თვეზე მეტი ჩემი შვილი გ.კ. მკურნალობას გადიოდა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.
გ.კ.-ს ქონდა გართულებული ფილტვების ანთება, რომელმაც გამოიწვია ფილტვის დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, მარჯვენა ფილტვი იყო უფუნქციო, გათიშული, ფილტვი სრულიად იყო დაჩირქებული და სითხეში. მოკლედ სრული ანამნეზი რომ არ მოვყვე და არცაა საჭირო, გუგას მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე.
როგორც ავღნიშნე კლინიკაში განთავსების დღიდან გუგას მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, მიუხედავად უამრავი მედიკამენტური და მანიპულაციური ჩარევებისა, გუგას მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია საკმაოდ მძიმე და რთული ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.
დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს გ. უკვე ბინაზეა გამოწერილი და მიუხედავად გრძელვადიანი სარეაბილიტაციო პერიოდისა თავს კარგად გრძნობს, თავიდან სწავლობს სიარულს, სუნთქვას, ბავშვურ, ცელქურ ცხოვრებას….
მთელი ამ დროის განმავლობაში, ი. ციციშვილის სახელობის კლინიკის მედ-პერსონალი თავდაუზოგავად შრომობდა გ.-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის!
ყველა ადამიანი უნდა იცნობდეს ამ ღირსეულ, პროფესიონალ, გმირ ადამიანებს რომლებიც ყოველდღიურად უამრავი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად დღესა და ღამეს ასწორებენ.
მადლობა მინდა გადავუხადო ი. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორს, ქალბატონ მაია ჩხაიძეს, ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული რეანიმატოლოგიური მედიცინის გუნდის თითოეულ წევრს, მადლობა ქალბატონ მეგი გეორბელიძეს აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მკურნალ ექიმს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა გ.ს მკურნალობას, მადლობა ინფექციონისტებს, ბატონ გიორგი კანდელაკს და ქალბატონ მაია ლომიძეს, მადლობა ბ-ნ ერეკლე მოსიძეს, ბავშვთა ქირურგს, რომლის მეშვეობითაც მოხდა პირველად დრენაჟის დაყენება, მადლობა ბ-ნ ვანოს ანესთეზიოლოგს.
განსაკუთრებული, უდიდესი მადლობა ბავშვთა ქირურგს, ბატონ ლევან ხარაშვილს და იური ნადირაშვილს, რომელათაც ჩაატარეს უმძიმესი და ურთულესი ქირურგიული ოპერაცია.
მადლობა თითოეულ ექიმს, უმცროს ექიმს, ექთანს, სანიტარს, მადლობა ყველას ვინც დაუღალავად დღესა და ღამეს ასწორებენ პატარა პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით.
თქვენნაირი პროფესიონალები მრავლად უნდა ყავდეს საქართველოს და თქვენ უნდა გიცნობდეთ საქართველო!
მადლობა სიცოცხლეზე ზრუნვისთვის!
ლევან კანკიას კომენტარი
2022-06-22
წუხელ ბატონმა ლევან ხარაშვილმა ჩემი ერთი თვის დიშვილი გადაარჩინა, ქუთაისიდან ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გადმოიყვანეს ბავშვი თბილისში ბატონ ლევანთან, შეშუპება ჰქონდა სასუნთქი ხორხის მიდამოში, რის გამოც სუნთქვა უჭირდა, უცებ სატურაცია დაუვარდა და ბავშვმა დახრჩობა დაიწყო , ბატონი ლევანის წყალობით რომელიც დროულად ჩაერია, წამები წყვეტდა ყველაფერს ბავშვი გადარჩა, სასწაულებრივი პროფესიონალიზმით დროის უმოკლეს მონაკვეთში ქირურგიული ჰზით სასუნთქი მილი ჩაუსვა ბავშვს ტრაქეის მიდამოში, რომელმაც სუნთქვა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო. აი რას ნიშნავს ნამდვილი პროფესიონალიზმი. ქუთაისის იმედად დავიღუპებოდით. ბავშვი ჯერ გაწერილი არ არის, თუმცა ასეთი კომპეტენტური ადამიანის იმედად, არაფრის გვეშინია.
უცნაურია აქამდე არცერთი კომენტარი რომ არ არის. მე ვიქნები პირველი :)) უზომოდ მადლიერი ვარ ბატონი ლევანის და იური ნადირაშვილის (რომელზეც სამწუხაროდ აქ ინფორმაცია საერთოდ ვერ მოვიძიე). ამ ადამიანებმა ამ ზაფხულს გადამირჩინეს ჩემი გოგო დაინვალიდებისგან! დღეს რომ მის ხელს ფუნქცია აბსოლუტურად შენარჩუნებული აქვს სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა! რომ არა იურის დაჟინებული თხოვნა და მოთხოვნა ნარკოზით ხელის გაკერვის და შემდგომ ორივეს მიერ ჩატარებული არაჩვეულებრივი ოპერაცია, დღევანდელი შედეგი ნამდვილად არ მექნებოდა
პ.ს რაც შეეხება სისუფთავეს ეს ექიმებს საერთოდ არ ეხება, თუმცა იაშვილის კლინიკას ამ მხრივ დიდი პრობლემა აქვს, შესაბამისად ეს შეფასება არა ექიმებს, არამეს კლინიკას ეხება