“კარგი მშობელი” - როგორი რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი შვილი ტირის?

“კარგი მშობელი” - როგორი რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი შვილი ტირის?

588 ნახვა
ამ ბლოგში მინდა გესუბროთ წარსულ გამოცდილებაზე, რომელიც ცნება "კარგ მშობელს" უკავშირდება. ალბათ თქვენც, გქონიათ შემთხვევა, როცა გაზვიადებული რეაქცია გამოხატეთ ბავშვის უწყინარ სიცელქეზე, შემდეგ კი დაფიქრებულხართ, რომ არც ხმა გავდა თქვენს ხმას, არც ჟესტები გეკუთვნოდათ თქვენ, რაც ამ გაზვიადებული შენიშვნის დროს გამოიყენეთ. გიფიქრიათ ვინმეს ხომ არ გავხართ ამ დროს? ხომ არ გგონიათ რომ უფრო დედას? ან მამას?


განვიხილოთ სიტუაცია. წარმოიდგინეთ რომ თქვენი შვილი უკვე 20 წუთია ტირის. ზოგადად ადამიანი მზრუნველი არსებაა და როცა ჩვენს ტვინს, ვინმეს ტირილი, დახმარების და ტკივილის შემსუბუქების სურვილი გვიჩნდება, თუმცა ზოგიერთი ადამიანის ტვინი ამ ტირილზე სხვაგვარად რეაგირებს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ტირილი სტრესის მომტანია, ამიტომ არ შეუძლია უსმინოს, გაურბის ან ცდილობს ტირილი გადაფაროს ყვირილით. განახვავება ამ ორი კატეგორიის ადამიანში/მშობელში  წარსული გამოცდილებაა. თუ ბავშვობაში მის ტირილზე იქმნებოდა მზრუნველი გარემო, ეხუტებიდნენ და ამით ამშვიდებდნენ შესაბამისად მოზრდილ ასაკში ამ ტიპის მშობლისთვის ბავშვის ტირილი აღიქმება როგორც ბავშვის გასაჭირი და ცდილობს იმავე მეთოდით ანუ მზრუნველობით დაამშვიდოს.


მაგრამ თუ ბავშვობაში ვერ იღებდა გარემო მის ტირილს, მუდამ ცდილობდნენ მისი ემოციების იგნორირებას და თავიდან არიდებას, მოზრდილ ასაკში ამ ტიპის მშობელისთვის ბავშვის ტირილი სტრესის მომტანია. ამიტომაც ის მუდმივად ცდილობს თავიდან აიცილოს ტირილი, აწვდის საწოვარას ან აიგნორებს ბავშვის ემოციას.


არ გეგონოთ, რომ თუ მშობელი ბავშვს უყვირის, არ არის კარგი მშობელი და მას არ უნდა საუკეთესო თავისი შვილისთვის. პირიქით მას უნდა და ცდილობს იყოს კარგი დედა ან მამა, მაგრამ ვერ გაუგია რა ხდება მის თავში, რატომ ვერ მართავს ემოციებს და ამიტომ ყვირის.  შემდეგ კი გაცნობიერებას იწყებს და აღმოაჩენს, რომ სულაც არ ჰგავდა საკუთარ თავს ამ რეაქციის გამოხატვის დროს.

 

გასაღები კი ჩვენს ხელშია. პირველი ნაბიჯია აღიარება და ჩვენი გრძნობენის დაფიქსირება. როგორც კი იგრძნობთ, რომ ძალიან გაბრაზდით კარგად დააფიქსირეთ თქვენი შეგრძნებები, ასევე სანამ ამ ბრაზს გამოხატავთ ეცადეთ ჩაისუნთქოთ და შვიდამდე ნელა დაითვალოთ, შემდეგ ნელა ამოისუნთქოთ და ამის შემდეგ კვლავ მიუბრუნდეთ ბავშვის იმ ქცევას რომელმაც გამოიწვია თქვენი აღშფოთება და ახლა უკვე თქვენ გქონდეთ თქვენი საკუთარი რეაქცია.


გახსოვდეთ როგორ იღებთ თქვენი შვილის ემოციებს, არის მაგალითი, თუ როგორ გამოხატოს მან მომავალში საკუთარი ემოციები.

 

ავტ: მარიამ გრიგოლია, ქცევის თერაპევტი

დატოვეთ კომენტარი

ყველა აქცია




უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.