
თუ თქვენ ხართ - ელისო წაქაძე და გსურთ თქვენი ნომრის დამატება შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ნომერი:

მადლობა, ჩვენი ადმინისტრაცია მალე დაამატებს თქვენს ნომერს.
ელისო წაქაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია.
მან განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. კარდიოლოგიის სპეციალობით მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება გააჩნია.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა კარდიოლოგად აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში (ქუთაისი), ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში, ქუთაისის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ასევე ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში (112). 2019 წლიდან ხელმძღვანელობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიურ სამსახურს.
ელისო წაქაძე აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და აკადემიურ საქმიანობაში. არის ევროპის და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. 2019 წელს სტაჟირება გაიარა გერმანიაში, ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიულ დეპარტამენტში, სადაც პოსტოპერაციული პაციენტების მართვის მიმართულებით მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.
ექიმი ელისო წაქაძე ასევე მონაწილეობდა კლინიკურ კვლევებში (RIVAROXDVT3002, ფაზა III) და გავლილი აქვს GCP (Good Clinical Practice) ტრენინგი. მუდმივად ზრუნავს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე და თანამედროვე კარდიოლოგიური პრაქტიკის დანერგვაზე.