ალექსანდრე ბაჩიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელი
დამატებითი მონაცემები
- ალექსანდრე ბაჩიაშვილი დაიბადა ქ.თელავში 1949 წელს.
- 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თელავის საშუალო სკოლა.
- 1967-1973 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
- 1973-75 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატორის კურსი ქ.მოკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. 1975-78 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
- 1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
- 1978 წელს ალექსანდრე ბაჩიაშვილმა დაიწყო მუშაობა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში.
- 1985-1989 წწ. იგი იყო უფროსი მეცნიერ-თანამშომელი, ხოლო 1989 წლიდან - საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
- 1992 წელს ალექსანდრე ბაჩიაშვილი აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის N1 ქირურგიული კათედრის პროფესორად.
- 1994 წელს დაინიშნა თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელად. 2000 წლიდან ალექსანდრე ბაჩიაშვილი არის კლინიკა 'კარაპს მედლაინის' მთავარი კონსულტანტი.