ჭარბი წონა 21-ე საუკუნის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რომელიც მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ამ დროს ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა ისეთი სუბსტანციებისა, როგორიცაა გლუკოზა, ინსულინი,ცხიმები ანუ ლიპიდები. მათი ცვლის დარღვევის შედეგადაც ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში იწყება პათოლოგიური, შეუქცევადი პროცესები რაც ხელს უწყობს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას.
მეტაბოლური სინდრომი კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსია, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური სიმსუქნე,ინსულინრეზისტენტობა,ჰიპერტენზია და დისლიპიდემია.
ეს დარღვევები მომავალში დაავადებების ფორმით გამოვლინდება:შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, საკვერცხის პოლიკისტოზი და სხვა.
მეტაბოლური სინდრომის დროს ინსულინის მაღალი დონის გამო მატულობს ანდროგენების რაოდენობა სისხლში, რაც შესაძლოა ჰიპომენორეით, ან ამენორეით გამოვლინდეს და საკვერცხის პოლიკისტოზის განვითარებას შეუწყოს ხელი.
მეტაბოლური სინდრომი ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს ინსულტის და ინფარქტის განვითარების პერსპექტივით.
ჩვენი გამოცდილებით მეტაბოლური სინდრომი აფერხებს ლიმფის მიმოქცევას, უკვე არსებული ლიმფედემის დროს კი კი მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, რადგან კიდევ უფრო იზღუდება ფიზიკური აქტივობა და მკურნალობა-რეაბილიტაციას მეტი ძალისხმევა სჭირდება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ჭარბი წონის და მისგან გამომდინარე მეტაბოლური დარღვევის მკურნალობაში არის ლიმფის მანუალური დრენაჟი,რომელიც სამკურნალო პროცედურაა და აუმჯობესებს ქსოვილოვანი სითხის ცირკულაციას,რაც ხელს უწყობს ორგანიზმის განთავისუფლებას ჭარბი შლაკებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას.
ლიმფოდრენაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს შეშუპებას და იწვევს წონის კლებას.
ლიმფის მანუალური დრენაჟი ხორციელდება ლიმფური მიმოქცევის მიმართულებით, სრულდება ხელით, ნიშნავს ექიმი და აუცილებელია მისი შესრულება მაღალი კვალიფიკაციის ლიმფოლოგის მიერ, რადგან არასწორმა პროცედურამ შესაძლოა დააზიანოს როგორც ლიმფური ძარღვები,ასევე სისხლძარღვები და ქსოვილები.
ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასჟის განსაკუთრევბული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით კურსობრივად.
თერაპიის სახლში ოჯახის ექიმის მიერ მეტაბოლური სინდრომის მართვა მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად სწორად შერცეულ კვების სქემას, ვარჯიშების კომპლექსს და ლიმფოდრენაჟს.
ასეთი კომპლექსური მიდგომა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებასთან ერთად ხელს უწყობს წონის კლებას და იცავს პაციენტს შესაძლო გართულებებისგან.
სტატიის ავტორი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თერაპიის სახლს.