შორსწასული შემთხვევებისათვის, დეფორმირებული საშოს კუნთოვანი ქსოვილების რეკონსტრუქციის მიზნით, გამოიყენება სილიკონის ფორმები. დიაგნოზის დასმის შემდეგ, იზომება საშოს მოცულობა (მოცულობის გასაზომი რგოლებით) და ირჩევა სილიკონის შესაბამისი ფორმა და ზომა. ფორმის ჩადგმა და გამოღება მარტივია. გამოღება შეიძლება ყოველ საჭირო შემთხვევაში. სამი თვის გასვლის შემდეგ საჭიროა კიდევ ერთელ გაიზომოს საშოს მოცულობა, ვინაიდან საშოს კუნთოვანი ქსოვილის კონსტრუქცია ექვემდებარება აღდგენას.
პროფილაქტიკა 1. მშობიარობიდან 2-4 თვის შემდეგ უნდა მოხდეს სამშობიარო გზების ტონუსის შემოწმება ციფრული პერინეომეტრით და საჭიროების შემთხვევაში ვარჯიში კოლპოტრეინის საშუალებით. 2. წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს მსგავსი პროფილაქტიკური გასინჯვა. საშოს და ზოგადად შორისის კუნთების ფორმაში მოყვანის მიზნით. 3. ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა იყოს ამოღებული მისი მაპროვოცირებელი მიზეზები.
სამეანო პრაქტიკაში, ორსულების 3-5%-ში, გვხვდება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა საშვილოსნოს მოკლე ყელი ანუ ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა. საშვილოსნოს ყელის სიგრძე არ უნდა დამოკლდეს 30 მმ-ზე ქვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლებაა ვეღარ გაუძლოს იმ მაღალ წნევას, რომელიც შექმნილია ორსულობის პერიოდში, გაიხსნას ყელი და მოხდეს ნაადრევი მშობიარობა.
მედიცინაში სილიკონის მასალის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული პათოლოგიების სამკურნალოდ შემოღებული იქნა სილიკონის რგოლები, რომლებიც: 1. ეკვრის გარშემო ყელს და უშლის მის შემდგომ გახსნას. 2. ცვლის კუთხეს საშვილოსნოს ფუძიდან ყელის მიმართულებით გავლებული წრფისა, რათა სიმძიმის ცენტრმა არ გაიაროს ყელზე და არ გაიხსნას იგი.
რგოლები სხვადახვა ზომისაა ნამშობიარევი და არანამშობიარევი საშოს მიხედვით. სხვადასხვა ზომისაა მისი შიდა დიამეტრიც, ნამშობიარევი და არანამშობიარევი საშვილოსნოს ყელის მიხედვით და სხვადასხვა სიმაღლისაა - საშვილოსნოს ყელის დარჩენილი სიგრძის მიხედვით.
რგოლის დადება ხდება 14-16 კვირის შემდეგ, როცა პროგესტერონით მკურნალობა დამთავრებულია და 18-20 კვირამდე. ამოღება ხდება მშობიარობის წინ.
რგოლი რბილია, ელასტიურია და დასვრეტილია სეკრეტის დრენირებისთვის
სილიკონის პესარიები მაღალეფექტურია ქისისებურ ნაკერთან შედარებით და საშვილოსნოს ყელზე ჩამოცმა შეიძლება ამბულატორიულ პირობებში.
სტატია მოგვაწოდა: კლინიკა ოჯახის ექიმი