10 ფილმი, რომელიც სამედიცინოს ყველა სტუდენტმა უნდა ნახოს

10 ფილმი, რომელიც სამედიცინოს ყველა სტუდენტმა უნდა ნახოს

22988 ნახვა
ზაფხულის, დასვენებისა და შვებულების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა! თუ კი გადაწყვიტე, რომ დასვენების ბოლო დღეები სახლში, შენთვის ჩუმად და წყნარად, გაატარო მაშინ ამ ფილმების ჩამონათვალი ნამდვილად გამოგადგება. ეს არის 10 ფილმი, რომელიც სამედიცინოს (არა მხოლოდ!) ყველა სტუდენტმა უნდა ნახოს:

 

M*A*S*H (1970)

სერიალი ექიმი-ქირურგების ჯგუფზეა, ისინი გადასატან ჰოსპიტალში მუშაობენ, კორეის ომის დროს 50-იანების დასაწყისში.

 

One Flew Over The Cuckoo's Nest (1975)

სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ააამხედრებს.

 

Young Doctors In Love (1982)

როდესაც სამედიცინოს სტუდენტები პრაქტიკაზე მიდიან ქალაქის საავადმყოფოში ყველაფერი თავდაყირა დგება.

 

Awakenings (1990)

ექიმი სეიერი ახალ წამალს გამოიგონებს, რომელიც ისეთი ავადმყოფების განკურნებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ სეიერის გარდა, არავის სჯერა ამ ექსპერემენტალური წამლის მოქმედება. ექიმი რისკავს და იყენებს წამალს პრაქტიკაზე. და საოცრება ხდება: პაციენტი იღვიძებს 30 წლიანი ძილის შემდეგ.

 

Doc Hollywood (1991)

ბედისწერამ ის გოჭთან დააკავშირა. ბენჯი სტოუნი იყო ერთ-ერთი საუკეთესო პლასტიკური ქირურგი. ის ჰოლივუდში მიდიოდა და უცებ, ხდება ავარია ერთი პატარა ქალაქის მთავარ ქუჩაზე. ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, ბენჯი. პოლიცია მას დასჯის მიზნით წაიყვანს ადგილობრივ საავამდყოფოში, სადაც ის იძულებული იქნება 32 საათი იმუშაოს თერაპევტის ადგილზე. ეს ნორმალურია? ჰოლივუდელი ექიმი სამუშაოს იწყებს. და ყველაზე საშინელება ის არის, რომ მას მოსწონს ეს სამუშაო, რადგან მასთან ახლოს ერთი ძალიან ლამაზი, პროვინციელი ქალბატონია.

 

Patch Adams (1998)

ექიმი ადამსი სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა. თურმე, ყველანაირი ავადმყოფობისგან საუკეთესი წამალი სიცილია. და ექიმი ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი პაციენტები გააცინოს!

 

Girl, Interrupted (1999)

სიუზანი აღმოჩნდება ფსიქიატრიულ კლინიკაში დიაგნოზით სასაზღვრო მდგომარეობა. ის ბალანსირებს საზღვარზე სიგიჟის და ნორმალურ მდგომარეობას შორის, გოგონა გადაწყვეტს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგავს, ის გაიქცევა... მაგრამ მხოლოდ თავისი ციხისგან შორს ის მიხვდება, რომ ნამდვილი გიჟები საავადმყოფოს კედლების მიღმა ცხოვრობენ.

 

Something The Lord Made (2004)

მე-XX საუკუნის 40-იან წლებში ალფრედ ბლელოკმა მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ერთერთ ბალტიმორის კლინიკაში, მან შეიმუშავა ოპერაციის ახალი მეთიდიკა, რომელიც გულის მანკით დაბადებულ ბავშვებს გადაარჩენდა. მისი შეუცვლელი ასისტენტი და მეგობარი შავკანიანი ლაბორანტი ვივიენ ტომასი გახდა. საზოგადოებრივი აზრი ვერანაირად ვერ შეეგუა ამ ფაქტს, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა არა მარტო მათი მეგობრობა, არამედ ერთობლივი სამეცნიერო კვლევებიც.

 

The Diving Bell And The Butterfly (2007)

ჟურნალ "ელე ფრანსეს" რედაქტორმა - ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც სრულიად პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლიც მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასე მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო.

 

Side Effects (2013)

მთავარი გმირის ემილი ჰოუკინსის ცხოვრება წავიდა არც თუ ისე კარგად, როდესაც იჭერენ მის ქმარს.თავიდან იგი ცდილობს დეპრესიიდან თავისი ძალებით გამოსვლას, იგი მუჭით სვამდა დამაწყნარებლებს.მას მერე, რაც გახდა ცნობილი, რომ ეს მას არ უშველიდა, ემილი გადაწყვიტავს დაწვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.სადაც მას მკურნალობას უწყებენ საცდელი პრეპარატით, რომელსაც გააჩნია ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტი…

 

გისურვებ დროის სასიამოვნოდ გატარებას...

და ისე შენ კიდევ რომელ ფილმს დაამატებდი?

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.