რამოდენიმე ფაქტი მსოფლიოში ყველაზე ლეგალური ნარკოტიკის შესახებ, რომელიც თქვენ დღეს აშკარად მიღებული გაქვთ…
შეეცადეთ გაიხსენოთ თქვენი დღევანდელი დღე: რამდენი ფინჯანი ყავა ან ჩაი დალიეთ? იქნებ კოკა-კოლა, შოკოლადი ან ენერგეტიკული სასმელი გიყვართ? თუ ასეა, მაშინ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ვერ ძლებლს კოფეინის გარკვეული დოზის გარეშე. რამდენად ხშირად გიფიქრიათ იმაზე, თუ რა გზით ხვდება ის ჩვენ საკვებ პროდუქტებში და რა მოსდის ორგანიზმს ერთი ფინჯანი ესპრესოს ან ერთი ჭიქა კოლას დალევის შემდეგ?
ერთ-ერთი ყველაზე ლეგალური ნარკოტიკი - კოფეინის გარშემო უამრავი მითი არსებობს. მოქმედებს თუ არა ის ნამდვილად გონებრივ შესაძლებლობებზე, ხელს უწყობს თუ არა სიმსუქნეს ან აღიზიანებს თუ არა ნერვულ სისტემას?
მიურეი კარპენტერმა, ავტორმა წიგნისა «კოფეინზე ყოფნა. სასარგებლო მავნე ჩვევა», ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და კოფეინის გარშემო მოაგროვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კოფეინი არის ნივთიერება, რომელსაც ადამიანები ყველაზე მეტად არიან მიჩვეული და რომლის შესახებაც ყველაზე ნაკლები იციან. კარპენტერი იმყოფებოდა კაკაოს პლანტაციებში მექსიკაში, ჩინეთის უზარმაზარ ქარხნებში და აშშ-ს კვლევით ლაბორატორიებში იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი სასარგებლო მავნე ჩვევა ჩვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.
წარმოგიდგენთ 10 ფაქტს კოფეინის შესახებ, რომელიც მოყვანილია მიურეი კარპენტერის წიგნში:
1. კოფეინი — ლეგალური ნარკოტიკი
კოფეინი ორგანიზმში მარტივად აღწევს. მისი პატარა მოლეკულები მარტივად გადადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ჩვენი ტვინის სინაპტიკურ კვანძებში ისინი ბლოკავენ ნეირომედიატორის შეწოვას, რომელსაც ეწოდება ადენოზინი. ეს უკანასკნელი ტვინს აწვდის შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ორგანიზმი გრძნობს დაღლილობას, კოფეინი სწორედ ამ შეტყობინების ტვინამდე მისვლას უშლის ხელს. ამრიგად კოფეინი განდევნის ადენოზინს და იკავებს მის ადგილს, რითაც ადამიანისთვის საყვარელი ნარკოტიკი ხდება.
2. კოფეინი უფრო ენერგიულს გხდით
ჩაის კოვზის მეთექვსმეტედიც კი ენერგიას გმატებთ, ამ რაოდენობას 350 მლ ყავა შეიცავს. ეს კარგი დოზაა მათთვის, ვინც ამ სასმელს რეგულარულად მოიხმარს. სწორედ ამიტომ არის, რომ მუქი ყავა იწვევს გულის აჩქარებას, უსიამოვნო შეგრძნებას, ოფლიანობას, შფოთვას. სადილის კოვზმა კი შეიძლება საშინელი შედეგი მოიტანოს...
3. კოფეინი ამახვილებს გონებას
კოფეინი ერთნაირად მოქმედებს ყველაზე, ვინც რეგულარულად იყენებს მას, ან პირველად მიიღო. ისი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა ნეიროსტიმულატორად.
4. კოფეინს შეუძლია ამერიკის დაშლა
ჩავთვალოთ, რომ ამერიკაში კოფეინის მიწოდება მკვეთრად შემცირდა, და დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ხვალვე უკვე ამერიკა აღარ იქნება, რადგან ამერიკელების 80% ამ ნივთიერებას იღებს ყოველდღიურად, მისი შემცირების შემდეგ კი სავარაუდოდ 125 000 000 ადამინი იქნება თავის ტკივილის შეგრძნებით, ხოლო 320 000 000 ნერვული აშლილობით.
5. კოფეინი ძლიანობას აფერხებს, მაგრამ... რიგ შემთხვევებში აძლიერებს კიდეც
ზოგიერთ ადამიანს გვიან ღამემდე შეუძლია ყავის სმა, შემდეგ ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაწოლა და დაძინება. ზოგიერთ ადამიანს კი შუადღის შემდეგ დალეული ყავა უკვე ხელს უშლის ღამით დაძინებაში.
6. კოფეინი ზემოქმედებს გასუქებაზე
იმდენად, რამდენადაც კოფეინი ხშირად გაიგივებულია კალორიებთან, მას შეუძლია გარკვეული ზემოქმედების მოხდენა სიმსუქნეზე. თუ მაღალკალორიული პროდუქტის შემადგენლობაში შედის კოფეინი და თქვენ ამ პროდუქტს მიირთმევთ, სავარაუდოდ ყოველ ჯერზე უფრო მეტად გაგიჩნდებათ მისი შეძენის სურვილი, შესაბმისად სავსებით რეალურია გასუქებისა და ზოგადად ჯანმრთლობის გაუარესების პრობლემის წინაშე დადგეთ.
7. კოფეინი გავლენას ახდენს კუნთების მუშაობაზე
კოფეინის ოპტიმალური დოზა ამაღლებს კუნთების სისტემის მუშაობას, თრგუნავს დაღლილობის შეგრძნებას, ხოლო დიდი დოზა ამცირებს კუნთების შეკუმშვის ძალას.
8. კოფეინი აბებსა და ყვაში — ერთი და იგივე ნივთიერებაა
კოფეინი ერთნაირად მოქმედებს როგორც აბების, ისე ყავის სახით მიღებისას. ერთადერთი განმასხვავებელი არის ჩვენი მიმღეობა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც ნარკოტიკს, ხოლო მეორე შემთხვევაში, როგორც პოპულარულ სასმელს.
9. კოფეინმა შეიძლება თქვენი ცხოვრება გადაარჩინოს
ყურადღების და რეაქციის სიჩქარის გააქტიურებამ შესაძლოა გადაარჩინოს როგორც პოსტზე მყოფი ჯარისკაცი, ისე ჩვეულებრივი მოქალაქე. მოკლედ, თუ თქვენ აპირებთ კოფეინის გამოყენებას, ეს დოზირებულად უნდა გააკეთოთ. მეცნიერებს შორის ბევრი უთანხმოებაა იმის თაობაზე, სასარგებლოა თუ მავნებელი კოფეინის გამოყენება. რამდენადაც მათ არ შეუძლიათ საერთო აზრამდე მისვლა, ყველაზე მისაღები ვარიანტია ის, რომ ადამიანებმა, ვინც ნარკოტიკის ამ სახეობას ხშირად იყენებს, უნდა იცონდნენ მისი დადებით და უარყოფითი მხარეების შესახებ და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება მისი გამოყენების სიხშირეზე.
10. კოფეინი გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე
ყველაზე არასასურველ სიტუაციაშიც კი, კოფეინის ზომიერმა დოზამ შესაძლოა მოახდინოს კოგნიტური ფუნქციის ამაღლება, მათ შორის სიფხიზლის, მეხსიერების, სწავლისა და განწყობის. როცა ამ თვისებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ და საჭიროებენ მხარდაჭერას, კოფეინს შეუძლია უზრუნველყოს მათი მობილიზება. ასეთ დროს ოპტიმალურია 200 მლ/გრ-ის მიღება.
ზემოთხსენებული წიგნიდან მოყვანილი ეს 10 ფაქტი აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. სინამდვილეში, ეს წიგნი წარმოადგენს ფაქტების, კვლევებისა და უამრავი ეკონომიკური დასკვნების წყაროს. ის მარტივად იკითხება, რადგან დაწერილია ნამდვილი ექსპერტის, მკვლევარის, ჟურნალისტისა და ადამიანის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს ყავას, ჩაის და ფინჯან კოლასაც კი.
სასიამოვნო ყოფილიყოს კოფეინის მიღება თქვენთვის!