მხოლოდ სუსტი ქალები აძლევენ სიყვარულს იმის უფლებას, რომ გავლენა იქონიონ მათზე. ძლიერ ქალებს ის ვერ ეხება. ძლიერ ქალებს არ უყვარდებათ. ძლიერი ქალები ტკბებიან სიყვარულით, ფლირტს აბამენ, ფრთხილად უშვებენ მას ცხოვრებაში და უმტკივნეულოდ ტოვებენ მას. ეს ყველამ იცის. მხოლოდ სუსტი ქალები აძლევენ სიყვარულს მათზე გავლენის მოხდენის უფლებას. ძლიერ ქალებს ის ვერ ეხება. ძლიერი ქალები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენმათ შეიძლება ჰქონდეთ რომანი, ჰყავდეთ მეგობარი მამაკაცი, ან პარტნიორი, მაგრამ შეყვარებული - არასოდეს, რადგან სიყვარული გაფერხებს, ხელს გიშლის მიზნების მიღწევაში და ცხოვრებისგან იმის მიღებაში, რაც გსურს. ძლიერ ქალებს არ უყვარდებათ, რადგან სიყვარული - ეს არის ემოცია. ხოლო ნამდვილი ქალი არაფერს გრძნობს ბოლომდე. ძლიერ ქალს, როგორც გადამრთველს, შეუძლია ჩართოს და გამორთოს გრძნობები. ნამდვილი ქალი – ძლიერია იმიტომ, რომ მან შეძლო გამხდარიყო მიუკერძოებელი.საინტერესოა ამ ტრიადების მოსმენით თუ დაიღალა ვინმე?წესით ყველა დაღლილი უნდა იყოს გამუდმებული და დაუსრულებელი წინააღმდეგობების მოსმენით, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ვუქმნით. უკვე ყველა დაღლილი უნდა იყოს კრიტიკით, რომელსაც ვეჯახებით როცა გვიყვარს ან როცა არ გვიყვარს. ყველა დაღლილი უნდა იყოს იმის მოსმენით თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი, რას უნდა განვიცდიდეთ და რას უნდა ვამბობდეთ. ჩვენ გვარცხვენენ როცა გვიყვარს, როცა არ გვიყვარს და მაშინაც კი, როცა გულახდილი ვართ საკუთარი სურვილების გამოხატვაში. ამიტომ ეს ვითარება უნდა შევცვალოთ.ძალას არანაირი კავშირი არ აქვს მიუკერძოებლობასთან. ძალას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რამდენად სწრაფად/ხშირად/წარმატებით გვიყვარდება ან ვივიწყებთ. ძალა - ეს არის გულახდილობის საზომი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოგაქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ წყვეტთ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერს.ძალა — ეს ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რა გინდათ. ძალა — ეს ნიშნავს იმ ცხოვრებისთვის ბრძოლას, რომელიც გინდათ რომ გქონდეთ, იქნება ეს პრეზიდენტობა თუ დიასახლისობა. ძალა – ეს ნიშნავს იცხოვრო საკუთარი განსაზღვრებით. ძალა – ეს ნიშნავს დააიგნორო ისინი, ვინც სათანადოდ არ აფასებს თქვენს ძალისხმევას. ძალა – ეს ნიშნავს საკუთარი პრინციპების დაცვას და იმასთან შესაბამისობაში ცხოვრებას, რისიც გჯერა.
ადამიანები, რომლებიც მასხრად იგდებენ მიჯაჭვულობას, უპირატესობას ანიჭებენ თავისუფალ ურთიერთობებს, ამაყობენ საკუთარი დამოუკიდებლობით - ვერასოდეს გაიგებენ რამხელა ძალაა საჭირო იმისათვის, რომ გიყვარდეს.
ისინი ვერასოდეს მიხვდებიან რამხელა ძალაა საჭირო საკუთარი სისუტეების საჩვენებლად, საკუთარი გულის გასახსნელად და პირადი ინტერესების დასათმობად ყოველგვარი პირობებისა და გარანტიების მიღების გარეშე. ძალა - ეს ნიშნავს ყველაფერი იმით გარისკვას, რაც გაგაჩნია, და როცა დარწმუნებული ხარ, რომ კარგად იქნები მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც გინდოდა. შეიძლება დამწუხრებული იყო, მაგრამ იყო ძლიერი. შეიძლება შეშინებული იყო, მაგრამ იყო ძლიერი. შეიძლება საკუთარი ცხოვრების ხელახლა და ნაწილ-ნაწილ აწყობა დაგჭირდეს, მაგრამ იყო ურღვევი კედელი! ყველას თავისებური განმარტება აქვს და მის შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს.«ძლირ ქალებს არ უყვარდებათ» — ეს გამოთქმა არის სრული სისულელე. ეს არასოდეს არ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს. ძლიერ ქალებს ესმით საკუთარი თავის. ისინი ცხოვრების ყოველ მომენტში დადებითს და სასარგებლოს ნახულობენ, იქნება ეს რთული თუ ტრიუმფალური მომენტი. ძლიერი ქალები არიან გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან კერკეტი კაკლები, რომლის გატეხვაც შეუძლებელია.
ძლიერი ქალებიც ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე ფეხზე დგებიან, იმაზე გაცილებით მეტჯერ, ვიდრე სხვები და მათსავით არ იწყებენ საკუთარი არჩევანის ან საქციელის ტრიბუნიდან გაკრიტიკებას ან ამის გამო მოთქმა-გოდებას.არასასურველისთვის თავის ასარიდებლად ძალა არ არის საჭირო. არც იმისთვის არის საჭირო ძალა, რომ სხვები გააკრიტიკო. ძალა საჭიროა იმისათვის, რომ საკუთარ პრინციპებზე იდგე. რომ აღიარო ის, რაც ცხოვრებაში გინდა და იარო მიზნისკენ. ძალა საჭიროა იმისათვის, რომ სხვების აზრს ნაკლებად მიაქციო ყურადღება და ნაკლებად განიცადო.ძლერ ქალებსაც უყვარდებათ. ზოგჯერ არც... ისინი იწყობენ კარიერას, ზოგჯერ კი სახლში სხედან, დიასახლისები არიან და შვილებს ზრდიან. ძლიერი ქალები არ ცხოვრობენ ერთი განსაზღვრების მიხედვით, მაგრამ რაც მათ აერთიანებთ ეს არის ის, რომ არჩევანს თუ როგორ იცხოვრონ თავად აკეთბენ, რისთვისაც ყველა საშუალებას იყენებენ.