მეგალაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
«მეგალაბის» შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას.
მეგალაბი წარმოადგენს ლაბორატორიულ ჰიპერმარკეტს, რომელიც მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრეინინგების დახმარებით. ამასთან, მეგალაბი ხელს უწყობს შემდეგი თაობების აღზრდას, სტუდენტების და რეზიდენტების განათლებას და მათ დასაქმებას, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში.
2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები. დღეს უკვე მეგალაბი ემსახურება დღეში 3000-ზე მეტ პაციანტს, თუმცა ლაბორატორიის შესაძლებლობები აღემატება წელიწადში 6 მილიონამდე სხვადასხვა პროფილის ტესტის წარმოებას.