დაუკავშირდით ექიმს
სოფიო გვაზავამ უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) კი სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ გააგრძელა.
ამჟამად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემლწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ მკვლევარი, დოქტორანტია.
სოფოს მონაწილეობა მიუღია არა ერთ სამეცნიერო კონფერენციაში. ის აქტიურადაა ჩართული პროფესიული საზოგადოებების საქმიანობაში, 2018 წლიდან სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „რადიქსის“ ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.