გამარჯობათ,ალერგიული ვარ მტვრის მიმართ, გადატანილი მაქვს ჭინჭრის ციება,2-3 წლის წინ, მაქვს ჰერპესი,რაც გამოიხატება იმაში,რომ როგორც კი გაცივების ნიშნები მექნება მაქვს ტუჩზე გამონაყარი (მრავლობითი არა),ამ რამდენიმე თვის წინ ცივი ნაყინის მირთმევის შემდეგ(მეორე დღეს)გამომაყარა სასაზე, უკანა მხარეს - გადასაყლაპისკენ, მექავებოდა და ენაზეც ცერა თითის ოდენა ჯირკვალივით სიმაგრე ჩაჯდა და მტკიოდა, ყლაპვის დროს ყელიც მტკიოდა, მაგრამ 2-3 დგეში გამიარა, შემდეგ ისევ გამიმეორა, ვფიქრობ ბოლომდე არ განვიკურნე გაციებისგან,(ცოტა ნახველიც მქონდა)ამ 10 დღის წინ ენა საკმაოდ დიდზე გამიმაგრდა,გაწითლდა, მტკიოდა და მექავებოდა, რამდენიმე დღე გაგრძელდა, ერითრომიცინი და სტრეპტოციდი მივიღე,შემდეგ ენა ტიტქოს მომირჩა,ყელი მარჯვენა მხარეს კიდევ მტკიოდა ყლაპვის დროს, რა შეიძლება იყოს, მირჩიეთ რომელ ექიმს მივმართო. მადლობა წინასწარ.
აუცილებელია გაიკეთოთ ნატესი პირის ღრუდან, პასუხის მიხედვით გადავწყვიტოთ რომელ ექიმთან უნდა გააგრძელოთ მკურნალობა