აბდომინოპლასტიკა ეს არის მუცლის წინა კედლის კორექცია, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო სხეულის კონტურების გალამაზებას, არამედ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, პაციენტის მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამაღლებს თვითშეფასებას და ზრდის სექსუალურ ფუნქციონირებას.
პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ISAPS-ის მონაცემებით აბდომინოპლასტიკა მეოთხე ადგილს იკავებს აუგმენტაციური მამოპალსტიკის, ლიპოსაქციის და ბლეფაროპალსტიკის შემდეგ, როგორც ერთ-ერთი მოთხოვნადი ოპერაცია.
აბდომინოპლასტიკა როგორც ესთეტიკური ოპერაცია, პირველად ჩატარდა ფრანგი ქირურგების მიერ 1905 წელს, ხოლო აბდომინოპლასტიკა ლიპოსაქციასთან ერთად სათავეს იღებს 1990-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც აღმოჩენილი და დანერგილი იქნა ლიპოსაქცია ტუმესცენციის ტექნიკით.
დღესდღეობით პრაქტიკაში გამოიყენება აბდომინოპლასტიკის ორი მეთოდი: ტრადიციული და TULUA
ტრადიციული აბდომინოპლასტიკის დროს ხდება ჭარბი ნაკ-ცხიმოვანი ქსოვილის აშრევება მახვილისებრ მორჩამდე ჭიპის შენარჩუნებით, აპონევროზის სიგრძივი პლიკაცია, რაც უზრუნველყოფს წელის გარშემოწერილობის დავიწროვებას. კან-ცხიმოვანი ქსოვილი გადმოიჭიმება დისტალურად ბოქვენამდე და ჭარბი ქსოვილი მოიკვეთება. დაჭიმულობის შესამცირებლად გადმოჭიმული ქსოვილი საფეხურეობრივად ფიქსირდება აპონევროზზე. ჭიპი დამატებითი განაკვეთით ფიქსირდება მუცლის წინა კედელზე. კან-ცხიმოვანი ფართუკის აშრევებისას გასათვალისწინებელია პერფორანტებისა და კანის მკვებავი სისხვლაძრვების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა შემცირდეს იშემიის და კან-ცხიმოვანი ქსოვილის დანეკროზების რისკები. აღნიშნული რისკები მაღალია პოსტბარიატრიულ პაციენტებში.
TULUA - ინოვაცია აბდომინოპლასტიკაში, პირველად გაკეთდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანცისკო ვილეგასის ( Dr. Francisco Villegas) მიერ 2005 წელს, ხოლო 2017 წელს გამოიცა პირველი ნაშრომი მისივე ავტორობით.
TULUA - ინოვაცია აბდომინოპლასტიკაში, გულისხმობს შემდეგს
TULUA აბდომინოპლასტიკის დროს ხდება სხეულის 360 გრადუსით კონტურირება, მუცლის წინა და გვერდითი კედლების, ეპიგასტრიუმის, მეზოგასტრიუმის, ზურგის, წელის და კუდუსუნის მიდამოს სრული ლიპოსაქცია, განაკვეთი კეთდება ჭიპის ფუძეზე, ჭიპის მოკვეთით, ჭარბი კან-ცხიმოვანი ქსოვილის მოკვეთის შემდეგ ხდება აპონევროზის განივი პლიკაცია, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის დახურვას დაჭიმულობის გარეშე. ამ მეთოდით აბდომინოპლასტიკის დროს არ ხდება პერფორანტების და კანის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება. ახალი ჭიპის ფორმირება ხდება დამატებითი განაკვეთით მუცლის წინა კედელზე, სასურველი ზომის და ფორმის, შესაბამის ანატომიურ პოზიციაში. ხელოვნური ჭიპი იფარება მოკვეთილი კან-ცხიმოვანი ქსოვილიდან აღებული თავისუფალი კანით.
აღნიშნული ოპერაციის ჩატარება შეგიძლიათ "ავერსის კლინიკაში"