ოსტეოქონდროზი ზრდის ანომალიაა, რომლის დროსაც ზიანდება ძვლის ეპიფიზი და გვხვდება ფიზიკური აქტივობის მქონე მოზარდებში. ძვლის დაზიანებულ უბნებს გააჩნიათ იშემიური ნეკროზის მრავალი რენტგენოლოგიური და ჰისტოლოგიური მახასიათებელი. კლინიკურად დაავადება ვლინდება ლოკალური ტკივილით დაზიანების მიდამოში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს და მსუბუქდება მოსვენებულ მდგომარეობაში. დაზიანების მიდამო მტკივნეულია შეხებით, ასვე შესაძლოა მოძრაობის შეზღუდვა სახსარში. ოსტეოქონდროზის დიაგნოზი ეფუძნება, კლინიკურ და რადიოლოგიურ კვლევებს. ოსტეოქონდრიტის ფორმებია: ფრაიბერგის დაავადება, კიენბიოქის დაავადება, კოხლერის დაავადება, იდაყვის ოსტეოქონდროზული დაავადება, პანერის დაავადება, სევერის დაავადება, სინდინგ-ლარსენ-იოჰანსონის დაავადება. რაც შეეხება ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, ესენია:
რა არის პერტესის დაავადება?
პერტესის დაავადება არის ბარძაყის ეპიფიზის იდოპათიური დაავადება ბავშვებში. ეს დაავადება არ უნდა აგვერიოს პერტესის მხრის დაზიანებაში. ბიჭებში 5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. პერტესის დაავადება განიხილება იდიოპათიურად და არ არსებობს რაიმე მკაფიო წინასწარგანწყობის ფაქტორები.
როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება?
ბავშვების უმეტესობას აღენიშნება ბარძაყის არატრავმული ტკივილი ან კოჭლობა. ზოგიერთი ბავშის ისტორია ტრავმის მიღებას ემთხვევა, რამაც შეიძლება დააჩქაროს იმ სიმპტომების გამოვლენა ან გაცნობიერება, რომლებიც, შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. როგორც წესი, პერტესის დაავადების დროს სისხლის ანალიზი ნორმაშია.
როგორია დაავადების რადიოლოგიური მახასიათებლები?
პერტესის დიაგნოსტირების საუკეთესო მეთოდი არის მენჯის რენტგენოგრაფია. პაციენტების მცირე რაოდენობაში რენტგენოლოგიური სურათი ნორმალურია, ამიტომ კვლევის გაღრმავება იქნება საჭირო დიაგნოზის დასადასტურებლად თუ სიმპტომები პერტესის შესაბამისია. ბარძაყის ეპიფიზების რენტგენოგრაფიული ცვლილებები დამოკიდებულია ოსტეონეკროზის სიმძიმეზე და იშემიის განვითარებაზე. ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ იყოს შესამჩნევი ცვლილება. რენტგენზე ვლინდება ეპიფიზის ზომის შემცირება და სიკაშკაშე, გვიან სტადიაზე კი - ფრაგმენტაცია და დესტრუქცია.
როგორია დაავადების მკურნალობა და პროგნოზი?
პერტესის დაავადების მკურნალობა დიდწილად დაკავშირებულია სიმპტომების კონტროლთან, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ფაზაში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ბარძაყის თავის ფრაგმენტაცია და დესტრუქცია. ამ სიტუაციაში ზოგჯერ ოპერაციული მიდგომაა საჭირო, ზრდასრულ ასაკში ბარძაყის თავის შეცვლით. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ დიაგნოსტირებული ბარძაყის თავის 50%-ზე მეტი ნეკროზი, ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა. თერაპიის მიზანია შევინარჩუნოთ კარგი კონტაქტი სახსართან და მრგვალი ბარძაყის თავი.
რასთან ტარდება დიფერენციალური დიაგნოზი?
რა არის ოსგუდ შლატერის დაავადება?
ოსგუდ შლატერის დაავადება არის მუხლის გადატვირთვით გამოწვეული დაავადება, რომელიც იწვევს მტკივნეულობას და შეშუპებას მუხლის ქვემოთ წვივის ძვალზე. დაავადება დამახასიათებელია ბავშვებისთვის ზრდის პერიოდში 10-დან 13 წლამდე გოგონებში და 12-დან 14 წლამდე ბიჭებში.
როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება?
კლინიკურად პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილი და შეშუპება წვივის ტუბეროზზე, რომლის პროვოცირებასაც იწვევს ვარჯიში.
როგორია დაავადების რადიოლოგიური მახასიათებლები?
რბილი ქსოვილების შეშუპება კვირისტავის მყესის მკვეთრი კიდეების დაკარგვით, მწვავე ფაზის ყველაზე ადრეული ნიშანია. ძვლის ფრაგმენტაცია წვივის ტუბეროზზე შეიძლება გამოვლინდეს დაავადების დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ.
კვირისტავის მყესის ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება ასახავდეს იგივე ანატომიური ანომალიებს, როგორც უბრალო რენტგენოგრაფია, CT სკანირება და მაგნიტურ-რეზონანსულ სურათები.
როგორია დაავადების მკურნალობა და პროგნოზი?
მკურნალობა ჩვეულებრივ კონსერვატიულია და მოიცავს დასვენებას, ყინულს, აქტივობის შეზღუდვას და ოთხთავა კუნთის და ბარძაყის გამაძლიერებელ ვარჯიშებს. ასევე სასარგებლოა ბალიშები წვივის ტუბეროზზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.
რასთან ტარდება დიფერენციალური დიაგნოზი?
დიფერენცირება აუცილებელია სინდინგ-ლარსენ-იოჰანსონის დაავადებისგან, რადგან ის ასევე მოიცავს მუხლის ქვედა პოლუსს.
რა არის მუხლის ოსტეოქონდრიტი?
ოსტეოქონდრიტის ფორმებს შორს ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამ დროს ზიანდება როგორც სახსარში შემავალი ხრტილი, ისე მუხლის სუბქონდრალური ძვალი. ადგილობრივად იწყება ხრტილის ნეკროზული ცვლილებები, შემდგომში ნეკროზული უბნის მოცილებით, რომელიც გადაინაცვლებს თავისუფალ სივრცეში.
ძირითადად (85%-ში) ზიანდება ბარძაყის ძვლის მედიალური როკი, იშვიათად ზიანდება ლატერალური როკი (13%), კვირისტავი (1%) და ჭაღი (1%)
როგორ მიმდინარეობს მუხლის ოსტეოქონდრიტი
ოსტეოქონდრიტს განვითრების 4 ეტაპი აქვს:
მუხლის ოსტეოქონდრიტის სიმპტომები
ოსტეოქონდრიტის დროს აღინიშნება შემდეგი ჩივილები:
მუხლის ოსტეოქონდრიტის დიაგნოსტირება
მას შემდეგ, რაც ასეთი ჩივილების მქონე პაციენტს ექიმის მიერ ჩაუტარდება ფიზიკალური გამოკვლევა, შესაძლებელია ასევე გაკეთდეს რამოდენიმე ინსტრუმენტული კვლევა:
როგორ ვუმკურნალოთ მუხლის ოქსტეოქონდრიტს?
როგორც წესი, ბავშვები და მოზარდები ადვილად იწყებენ გამოჯანმრთელებას. ტკივილის შემთხვევაში ეძლევათ იბუპროფენი. დაახლოებით 6-12 კვირის შემდეგ, ხდება ტკივილის კუპირება, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს განაახლოს სპორტული აქტივობა.
თუ რეგენერაციის პროცესი დროში ხანგრძლივდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას მუხლის ფიქსატორი და ფიზიოპროცედურები.
არსებობს შემთხვევები როდესაც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა:
ოპერაცია კეთდება ართროსკოპით. არსებობს რამოდენიმე ტიპის ოპერაცია, შესაძლებელია დაზიანებულ ადგილას ბურღით ხვრელის გაკეთება, რათა მოხდეს სისხლძარღვების სტიმულაცია და რეგენერაციის დაჩქარება, ასევე შესაძლებელია პაციენტის საკუთარი სხეულიდან ჯანსაღი ძვლის ან ხტრილის აღება და დაზიანებულ ადგილას გადანერგვა.
როგორია გამოჯანმრთელების პროგნოზი იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ოსტეოქონდრიტი?
ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს უფრო მეტი შანსი აქვთ სრულად გამოჯანმრთელების, თუმცა მომავალში შეიძლება მოუწიოთ, უარი თქვან სპორტულ აქტივობებზე.
ზრდასრულებში სრულად გამოჯანმრთელების შანსი მოზარდებთან შედარებით ნაკლებია. მათ მაღალი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ ოსტეოართრიტი, პაციენტების უმეტესობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.