საოცრად თბილი, ენერგიული, ყურადღებიანი ადამიანია. არაჩვეულებრივი ექიმი და თავისი საქმის უზადო მცოდნე. ძალიან გამიმართლა მე და ჩემს ოჯახს, რომ ეს პიროვნება ჩემი ოჯახის ექიმია. დიდი მადლობა, ნინო ექიმო, ასეთი გულისხმიერებისთვის და მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ თქვენნაირი ექიმები, რომელზეც დგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა <3 გულწრფელად მიყვარხართ და გაფასებთ თქვენი ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, პროფესიონალიზმისთვის!