მარინა პირველი
2026-05-17
მშვიდობა ყველას.ამ ექიმთან გახლდით წლების წინ.რეკომენდაცია გაუწია ახლობელმა ექიმმა,რომელმაც მითხრა რომ პირადად არ იცნობს, მაგრამ არის ჭკვიანი და საქმის მცოდნე მედიკოსი. მიმიყვანეს მწვავე ტკივილით მუცლის არეში.საღამოს,გვიან.დამინახა თუ არა მაშინვე დარეკა ლაბორატორიებში,ექოსკოპისტთან და თხოვა არ წახვიდეთ,სასწრაფოდ მჭირდებით,მწვავე ავადმყოფიაო.სწრაფად,ოპერატიულად გაკეთდა ყველა შესაძლო კვლევა. პასუხებიც მიიღო.კარგა ხანს ვიწექი მასთან კაბინეტში.რასაკვირველია ვაკვირდებოდი.კითხულობდა,ფიქრობდა,ანალიზებს უკირკიტებდა...მომცა დანიშნულება.10 სხვადასხვა მედიკამენტი მკაცრად გაწერილი დროში და მთხოვა სიზუსტე დამეცვა. იმ საღამოსვე, იქვე დამაწყებინა მიღება. მანამდე1 კვირა თეთრად ვათენებდი.ვერც ვჭამდი,კუჭუს მოქმედებაც არ მქონდა.ნაწლავებუც მტკიოდა თითქოს,შებერილობაც...იმ ღამით დამეძინა ღრმა ძილით. მკურნალობა დაახლოებით 1 თვე გაგრძელდა. სამი დღის შემდეგ ვიყავი ისე კარგად,დავრეკე და ვუთხარი, ნამდვილად კარგად ვარ და იქნებ 1 კვირაში შევწყვიტო წამლების მიღება-თქო. იაფი არ ღირდა. მიპასუხა, ქალბატონო, ნება თქვენია, მაგრამ თქვენ კი არ უნდა გაგიაროთ ტკივილმა, უნდა მორჩეთო. დავუჯერე და მადლობა უფალს და მადლობა მას, მოვრჩი!
ეს არის ,რაც გადამხდა. ახლობელ ექიმს,ვინც მირჩია ქალბატონი ბაჩიაშვილი, დიდი მადლობა გადავუხადე. მას შემდეგ კი არაერთს ვურჩიე მასთან ვიზიტი.
წარმატებებს ვუსურვებ!
მადლობა ნინო ექიმს, რომ დღეს მამა სტაბილურად მყავს, რომელიც 82 წლისაა და დღემდე ნინოს დანიშნულებით მოვდივართ.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ,ამ ექიმთან ვიზიტი ჩემთვის ძალიან სტრესული და დამთრგუნველი აღმოჩნდა. მე ნამდვილად გავიარე მძიმე პერიოდი, მაგრამ სათანადო მკურნალობა უკვე ჩავიტარე და ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ამის მიუხედავად, ექიმმა უხეშად მითხრა, რომ ‘ძალიან მძიმე პაციენტი’ ვარ და დაუმატა, რომ ჩემი ფერიც არ მოსწონდა. ასეთი კომენტარები არა მხოლოდ არასასიამოვნოა, არამედ პაციენტის შიშებისა და სტრესის გაძლიერებას იწვევს. ექიმისგან ველოდი პროფესიონალიზმსა და მხარდაჭერას, მაგრამ ამის ნაცვლად სრულიად საპირისპირო მივიღე.
აშკარად არაპროფესიონალი,უზრდელი, აგრესიული, არაკოლეგიალური( სხვა ექიმის დიაგნოზებს, რომ ვეუბნებოდი მეუბნებოდა ბევრი ექიმი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ეგრე არ არისო), კითხვას დამისვამდა და პასუხს სანამ დავამთავრებდი არ მაინტერესებსო მეუბნებოდა, ჩემი პრობლემა რაც მაწუხებდა იმაზე საერთოდ არ სურდა ლაპარაკი და მეუბნებოდა ამადაამ ანალიზს გაიკეთებ და მოხვალო, არა და ეგ ანალიზები უკვე გაკეთებული მქონდა და მიტანილი და არც ეგ აინტერესებდა. სავარაუდოდ ზოგადი განათლებაც არ აქვს რადგან სიტყვა "ცნება"-ს ნაცვლად "მცნება"-ს იყენებდა. ვფიქრობ, ფსიქიური აშლილობა აქვს და ფსიქიატრის დახმარება სჭირდება
არანაირი ყურადღება!ვიყავი ჩაწერი დავიგვიანე 10 წთ ამის გამო გადამივადა მიღება.ველოდებოდი 1 სთ.როცა ჩამოვიდა კაბინეტში მიიღო სხვა, ვინც ყავდა ჩაწერილი.ჩამოსვლის მომენტში დერაფანში როცა მოდიოდა თითქოს საერთოდ არ ეჩქარებოდა. აქეთ გამოიჩინა ინიციატივა დერეფანში კოლეგასთან გასაუბრებაზე,მაშინ როცა 1 სთ მეტი ვლოდებოდი.არანაირი გულთბილი,ეთიკური მიღბა პაციენტის მიმართ.არანაირი პროფესიონალიზმი! 5 წთ გასაუბრებითაც გაიგებთ,რომ ძალიან უშინაარსო ადამიანია და ტოვებს შთაბეჭდილებას რომელსაც უბრალოდ ნაწვალები და დაზეპირებული აქვს რაღაცები.არანაირად არ აქვს ღვთისგან მომადლებული ნიჭი!
მადლობა ნინო ექიმო თქვენი დამსახურებაა რომ დღეს კარგად ვარ