დაუკავშირდით ექიმს
მარიამ კოხოძე - დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა - სამედიცინო რეაბილიტოლოგია. 10 წელია მუშაობს ფიზიკურ თერაპევტად ბავშვთა რეაბილიტაციაში. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი, კერძოდ: „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“ (2012-2014 წწ); USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები: „მხედველობა, აღქმა და კოგნიცია თავის ტრავმის მქონე პაციენტებში“; „მოზრდილთა ფუნქციური მობილობა მწვავე მოვლის პაციენტებში“; „ნევროლოგიური ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“; „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“.