ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთებაა, რომელიც გამოწვეული ისეთი ალერგენებით, როგორიცაა, ყვავილის და ოთახის მტვერი, ფხვიერი მიწა, ცხოველის ბეწვი. ალერგიული რინიტი ხშირად იწვევს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ცემინება, ქავილი, ცხვირის ,,გაჭედვა’’, რინორეა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ იწყება. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულ რინიტის სიმპტომებს მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე განიცდის, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან სეზონური ალერგენების მიმართ, როგორიცაა ხის ან ბალახის მტვერი. ზოგიერთს კი სიმპტომები წლის ყოველ სეზონზე აღენიშნება.
21-ე საუკუნეში მედიცინაში სულ უფრო აქტუალური ხდება დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ადამიანის მთლიანობის გათვალისწინება და ინდივიდუალურად პრობლემის დანახვა და მართვა. ადამიანი გარემოს სამგვარად უკავშირდება: ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა-გრძნობადი აღქმებით,რიტმული სისტემა - სუნთქვით და ნივთიერებათა ცვლის სისტემა-კვებით.
გარემოსთან კავშირით მიღებული შთაბეჭდილებები და სუბსტანციები ორგანიზმმა უნდა გარდაქმნას და მისთვის დამახასიათებელი-ინდივიდუალური სუბსტანციები ააგოს.თუ მათი გარდაქმნა არასწორად ხდება-შესაძლოა გამოვლინდეს ფსიქო-სომატური დარღვევები სხვადასხვა დაავადების ან სიმპტომების სახით, ამის ერთ-ერთი მაგალითია ალერგიული დაავადებები.
ალერგიული რინიტის დროს ირღვევა წონასწორობა ადამიანის წევრებს შორის ნივთიერებათა ცვლის სისტემა ზედა პოლუსში გაძლიერებულად მოქმედებს და შემაწუხებელი სიმტომებით გამოვლინდება ცხვირის და თვალების ლორწოვან გარსებზე.ჯერ იწყება თვალების ქავილი, ცხვირის წვა, შემდეგ ემატება ცრემლდენა და სურდო.
აღნიშნული სიმპტომები მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.მკურნალობის მიზანია დარღვეული წონასწორობის აღდგენა. რისთვისაც შესაძლოა გამოვიყენოთ სამი გზა:
ალერგენის შემცირება-აკრძალვა
სიმტომის მართვა-მოცილება
მაგალითის ჩვენება, თუ როგორ შეძლოს ორგანიზმმა ალერგენის სწორად გადამუშავება.
ანთროპოსოფიულ მედიცინაში ვიყენებთ ამ სამივე გზას, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებთ მიზეზის მკურნალობას,ანუ როგორ უპასუხოს პაციენტის იმუნურმა სისტემამ ალერგენის მოქმედებას ჰიპერერგიის, ნუ გადაჭარბებული რეაქციის გარეშე. რისთვისაც აქტიურად ვიყენებთ weleda,wala -ს ბუნებრივ სუბსტანციაზე დამზადებულ მედიკამენტებს.
ექიმი ლალი ანდრიაშვილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თერაპიის სახლს.