დარიჩინს სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია?

დარიჩინს სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია?

2623 ნახვა

არაერთი კვლევის მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არაა ოფიციალურად დადასტურებული, რომ დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ზოგიერთი მეცინიერის აზრით, სანელებლები სასარგებლო თვისებების გამოირჩევა, თუმცა ყველა ამ პოზიციას არ ეთანხმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევებში დარიჩის სხვადასხვა სახეობა და დოზა არის დაკვირვების საგანი, შესაბამისად რთულია საერთო დასკვნის გაკეთება. დარიჩინის სასარგებლო თვისებების შესწავლა ბუნებრივია უნდა გაგრძელდეს, თუმცა შეუძლებელია ეს პროდუქტი ინსულინზე უკეთ დაგეხმაროთ. ადამიანთა უმეტესობისთვის, დარიჩინის დანამატები უსაფრთოა, მითუმეტეს მოკლევადიანი გამოყენებისთვის, მაგრამ დიდმა დოზამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას იმ ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია, რათა თავიდან აირიდოთ გართულებები. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთ ნივთიერებას არ შეუძლია დიაბეტის მკურნალობა. აღნიშნული დაავადების მართვა მოიცავს ჯანსაღი კვების რეჟიმს, რეგულარულ ვარჯიშს, სისხლში შაქრის მონიტორინგს და ზოგჯერ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს ან ინსულინოთერაპიას.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.