ლალი ფხალაძე

ლალი ფხალაძე
4.9
165 რეკომენდაცია
20შეფასება
22448ნახვა
მიღებაზე ჩაწერა
ეკატერინე
2014-05-16
წამყვანი რეპროდუქტოლოგი საქართველოში!!!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა
2014-06-28
არაჩვეულებრივი,გულისხმიერი და საუკეთესო სპეციალისტია.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ხათუნა გოგიბერიძე
2014-08-17
საუკეთესო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

ლალი ფხალაძე 

 

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი

მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის ქ, #25, ბინა 61

საკონტაქტო ტელეფონი: (995 32)  238 87 90, 599 58 41 09

 

სამედიცინო ხარისხი და განათლება:

მედიცინის მეცნერებათა კანდიდატის დპლომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე „ადრენო–გენიტალური სინდრომის პოსტპუბერტატული ფორმების კლინიკა და დიაგნოსტიკა“ 2002 წ. სექტემბერი

დიპლომი – კლინიკური ორდინატურა. სპეციალობა რეპროდუქტოლოგია, ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 1993–1995წწ.

დიპლომო, ინგლისური ენის მთარგმნელ–რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალობა, ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიო უნივერსიტეტი 1997–2000წწ

დიპლომი, კვალფიკაცია – ექიმი, პეციალობა – სამკურნალო საქმე, სამკურნალო ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1986–1992წწ.

 

სახელმწიფო და საერთაშორისო სერთიფიკატები:

(განათლება და ტრენინგები)

სახელწიფო სერთიფიკატი, სპეციალობა – მეანობა–გინეკოლოგია. 2012წ,. დეკემბერი

სახელმწიფო სერთიფიკატი , სპეციალობა– რეპრუქტოლოგია. 2001წ. 30 აგვისტო

სართაშორისო სერთიფიკატი. საერთასორისო სამხედრო ტრენინგი „აივ/შიდსი პრევენცია, ეპიდემიოლოგია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სამედიცინო და კლინიკური მონაცემების მენეჯმენტი“, სან–დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან–დიეგოს სამხედრო სამეიცინო ცენტრი, კალიფორნია, ამერიის შეერთებული შტატები 2009წ.

საერთაშორისო სერთიფიკატი, ტრენერთა რეგონული ტრეინგი „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საორიენტაციო პროგრამა „მოზარდების ჯამრთელობა“ ჯანდაცვის მუშაკებისთვის „ თბილისი, საქართველო 2006წ. 11–15 დეკემბერი

საერთაშორსო სერთიფიკატი, ტრენერთა ტრენინგი თანასწორთა განათლებაში (გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი UNFPA), თბილისი, საქართველო 2004წ. 8–12 ნოემბერი

საერთაშრისო სერთიფიკატი. ჯონ–ჰოპკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგი „ოჯახის დაგეგმვა, კონსულტირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, თბილისი, საქართველო 2001წ. 26–30 მარტი

საერთაშორისო სერთიფიკატი. ჯონ–ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგი „ტრენინგის ხელოვნება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში“, თბილისი საქართველო 2001წ. 4–14 ივნისი

საერთაშორისო სერთიფკატი. საერთაშორისო უმაღლესი ტრენინგი „რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ კარლსკრონის უნივერსიტეტი, შვედეთის საერთაშორისო განვითარბის სააგენტო (SIDA), შვედეთი. 2000წ. 27 აპრილი–19 მაისი

საერთშორისო სერთიფიკატი. საერთაშორისო ტრენინგი „ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ დებრეცენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, უნგრეთი 1998წ. 25 თებერვალი –3 აპრილი

ინგლისური ენის საერთაშრისო სერთიფიკატი, აკადემიური ტესტირება, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო, ავსტრალიის საგანმანათლებო სისტემა, თბილისი, საქართველო 1999წ. 26 იანვარი.

 

უცხო ენები: რუსული, ინგლისური.

 

სამუშაო ადგილი: არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

თანამდებობა: კლინიკური დირექტორი

 

პროფესიული საქმიანობა წლების მიხედვით: 

რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ენდოკრინოლოგიური განოფილება, ექიმი–ინტერნი 1992–1993 წწ.

ი.ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ისტიტუტი, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილება, ექიმი–ორდინატორი 1993–1995 წწ.

ი.ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, პოლოკინიკური განყოფილება, ექიმი–რეპროდუქტოლოგი 1995–2014წწ.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, კლინიკური დირექტორი, 2014წ. 14 იანვრიდან 

ვიწრო სპეციალზაცია: რეპროდუქტოლოგი

 

პედაგოგიური გამოცდილება:

UNFPA/WHP პროექტი „ მხარდაჭერა რეპროდუქციული სამსახურების გაუმჯობესებისათვის“–ტრენერი 2002–2011წწ.

ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემია, ექიმთა კვალიფიკაციის კურსები რეპროდუქტოლოგიაში, ლექტორი 2004–2006 წწ.

ტრენინგები სოციალურ–მარკეტინგსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ფარმაცევტებისათვის, CSMA/USAID,ტრენერი. 2004–2006წწ.

ტრენინგები თანასწორთა განათლებაში თბილისის სახელმწო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, CSMA/USAID, ტრენერი 2004წ.

ტრენინგები სამხედრო პირთათვის – აივ/შიდსის და სგგდ პრევენცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო–ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, ტრენერი. 2005წ–დღენდე

 

სამეცნიერო ნაშრომები:

13 სამეცნიერო შრომისა და 1 სახელმძღვანელოს ავტორი 

სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა:

საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი. 2002–წლიდან დღემდე.

ნაყოფიერებისა და უნაყოფობის საერთაშორისო ფედერაციის (IFFS) წევრი. 2007–წლიდან დღემდე.

 

https://www.youtube.com/watch?v=qmH8GZpiArc

მარიანა 24
2014-09-25
გამარჯობა ქალბატონო ლალი, ასეთი კითხვა მაქვს, დაახლოებით ათი დღის მანძილზე მე და ჩემს მეუღლეს არ გვქონდა ურთიერთობა (ციკლის გამო 7დღე მაქვს ხოლმე და შემდეგი 3 დღე ყავისფერი გამონადენი) გუშინ ურთიერთობის დროს მქონდა ძლიერი ტკივილი და ოდნავ სისხლივითაც წამოვიდა რამოდენიმე წვეთი, და კიდევ გაზებივით მქონდა საშოდან, თან ერთვოდა ცოტაოდენი წვაც, რის ბრალი იქნება ეს ყველაფერი? როცა დიდი ხანი არ გვაქვს ხოლმე კონტაქტი თითქმის სულ ესე მემართება, მადლობა ყურადღებისათვის.
მოგესალმებით. ასეთი სიმპტომები - საშოდან აირების გამოყოფა, წვა დამახასიათებელია ინფექციისთვის - ტრიქომონიაზისა და ბაქტერიული ვაგინიზისთვის. ტკივილი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციის შემდეგ ენდომეტრიოზისთვის და ანთებითი პროცესისთვის. სასურველია ჩატარდეს გინეკოლოგიური გამოკვლევა - კოლპოსკოპია, PAP ტესტი და სავარძელზე გამოკვლევა.
ნინო
2014-09-28
გამარჯობა, მილების გამტარობის შესამოწმებლად რომელ პროცედურის ჩატარებას მირჩევთ?rnმადლობა.
მოგესალმებით. ყველაზე ინფორმაციული არის მეტროსალპინგოგრაფია - მილებისა და საშვილოსნოს რენდგენოლოგიური კვლევა. მილების გამტარობა შეიძლება შეფასდეს ასევე ექოსკოპით - სონოჰისტეროსალპინგოსკოპიით, ჰაერის გამავლობის ტესტით - კიმოპორტუბაციით, როცა რჩება კითვის ნიშნები ლაპაროსკოპიის დროს კეთდება ქრომოპერტუბაცია.
ლილი
2014-12-03
გამარჯობა ქალბატონო ლალი. ვარ 36 წლისგაუთხოვარი. ძალიან ამერია ციკლი. უკვე 4 წელია. ახლა უფრო შემიმცირდა.ვიყავი 72 კილო ახლა ვარ 60.თირეოდიტი ჩამოყალიბებული არ მაქვს.ეხოზე მითხრეს რომ საკვერცხეების ფუნქცია მაქვს დაქვეითებული. პროლაქტინი არ მაქვს მომატებული. 17 OH არის ნორმაში. კიდევ რა უნდა გამოვიკვლიო. მადლობთ
მოგესამებით. იმისათვის რომ შეფასდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და შემცირება რასთან არის დაკავშირებული, სასურველია გაკეთდეს FSH, LH, AMH, რადგანა რის ეჭვი თირეოიდზე, პერიოდულად უნდა აკონტროლოთ ფ/ჯ ფუნქციაც - TSH, FT4, AnTPO, An Tg.
ნინო
2015-01-21
გამარჯობატ ტუ სჰეიდზლება მიტხრატ ტესტი ტყუის? 13მეტსჰი ველოდებოდი ცილს დაცარმომივიდა გავაკეტე ტესტი და მეორეხაზიც მიცჰვენა ოგონდ დზალიან მკრტალი და რამდენად არტყუის ტესტი მაინტერესებს სჰეიდზლება რომ არიყო ორსულად და გაციტლდეს მეორე ხაზიც ტესტსჰი?
ორი წითელი ხაზი მიუთითებს ორსულობაზე, ტესტი შეიძლება შეცხდეს, იმ შემთხვევაში თუ იქნება ჯვარედინი რეაქცია მალუთეინიზირებელ ჰორმონთან.
სოფიო
2015-01-28
გამარჯობათ! ვირუსზე გავიკეთე ანალიზი და ციტომეგალო ვირუსი (+)როს 8. ამომივიდა ვიმკურნალე.და ახლა +8 ამოვიდა, შეიძლება თუ არა რომ ორსულად დავრჩე,???
მოგესალმებით. ეს ალბათ არის Ig G_is მაჩვენებელი. რაც მიუთითებს ორგანიზმში ქრონიკულ ინფექციაზე და არ უშლის ხელს დაორსულებას.
მაია
2015-03-14
გამარჯობა ქალბატონო ლალი.მე თქვენი პაციენტი ვარ , წინა თვეში ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ამ თვეში ვაპირებ ჩამოსვლას.მაინტერესებს მოიმატა თუ არა ფასებმა თქვენთან ?როგორ მოვიქცე და როდის ჩამოვიდე? ისევ მენსტრუაციის დამთავრების თანავე?
გამარჯობა მაია, იქნებ მომწეროთ თქვენი გვარი, როდის იყავით ბოლოს, დამიკონკრეტეთ თვე, აქ არ ჩანს რომელ რიცხვში გაქვთ მოწერილი და რომელი თვის 16 რიცხვზეა საუბარი? ჩვენთან ფასები არ შეცვლილა, სანამ მოხვალთ აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ ტელეფონზე 224 00 99 და გთხოვთ მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი.
მაია
2015-03-16
გამარჯობა ლალი ექიმო.მე თკვენი პაციენტი ვარ. კახიდან მაია. წინა თვეში ვერ მოვახერხე ჩამოსვლა .ამ თვეში ვაპირებ . 16 ში დამეწყო მენსტრუაცია.და როდის ჩამოვიდე? რას მირჩევთ?მაინტერესებს ხომ არ მოიმატა თქვენთან ფასებმა. ??წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობა მაია, იქნებ მომწეროთ თქვენი გვარი, როდის იყავით ბოლოს, დამიკონკრეტეთ თვე, აქ არ ჩანს რომელ რიცხვში გაქვთ მოწერილი და რომელი თვის 16 რიცხვზეა საუბარი? ჩვენთან ფასები არ შეცვლილა, სანამ მოხვალთ აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ ტელეფონზე 224 00 99 და გთხოვთ მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი.
თამარუ
2015-03-26
მოგესალმებით ლალი ექიმო.ბოდიშით შეწუხებისთვის,მაგრამ დამეხმარეთ გთხოვთ.ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე ექიმთან მისვლას,მთიან სოფელში ვართ,მგზავრობისაც მეშინია ორსულად რომ ვიყო.არანაირი აფთიაქი აქ არ არის ა.შ.1 და 2 მარტს მქონდა მენსტრუაცია მცირე რაოდენობით,ისიც ნახევარი დღით.2მარტს კი
თამარ მოგესალმები, დუფასტონი შეწყვიტე 28-ში, აღარ გააგრძელო. გააგრძელე ტემპერატურის გაზომვა უკანა ტანში და დაელოდე მოვლენების განვითარებას. შეგიძლია დამიკავშირდე ტელეფონზე 599584109 ან კლინიკაში 224 00 99 (შიდა ნომერი 15)
თამარი
2015-03-26
ანუ2დღე მქონდა.მე-17დღეს 17მარტს გამისკდა ფოლიკული,ვსვამ დუფასტონს დღეში 2-ჯერ.28-ში ვამთავრებ დალევას.12დღეა რაც ვსვამ.კიდევ გავაგრძელო დალევა?და რამდენ ხანს?გაციებაც დამერთო.ცოტა სისველეც მაქვს,ბოლო 3დღეა ხველა დამაწყებინა,კვამლზე და სიგარეტის სუნზე.ოჯახში ეწევიან და.ეს ბოლო დღეები მუცლის ქვემოთ ორივე მხარეს მწიწკნის ხოლმე შიგადაშიგ.გუშინ და დღრს დილით ადგომამდე ბაზალური ტემპერატურაც გავისინჯე და 37.1 და 37.4 მქონდა.ციკლს ზუსტად როდის ველი არ ვიცი,რადგან 2-3დღეს ან 1-2კვირას მიგვიანებს.იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე.ან რა მივიღო,დავაბარებდი მარშუტის მძღოლს და ამოიტანდა.ტესტიც არ მაქვს რომ გავიკონტროლო.დიდი მადლობა წინასწარ.
თამარ მოგესალმები, დუფასტონი შეწყვიტე 28-ში, აღარ გააგრძელო. გააგრძელე ტემპერატურის გაზომვა უკანა ტანში და დაელოდე მოვლენების განვითარებას. შეგიძლია დამიკავშირდე ტელეფონზე 599584109 ან კლინიკაში 224 00 99 (შიდა ნომერი 15)
მაია
2015-03-29
გამარჯობა ქალბატონო ლალი . ჩამოვედი მაგრამ თქვენ არ იყავით თბილისში,მკურნალობამ შედეგი გამოიღო და პოლიპი ეტყობა მოწყდა . აღარ მაქვს.rn
მოგესალმებით მაია, ჩემთან ვიზიტს თუ დაგეგმავთ უნდა წინასწარ დარეკოთ კლინიკაში და ჩაეწეროთ: 224 00 99
ეკა
2015-04-15
გამარჯიბათ, 2წელი მაქვს გამინადენი მოყვითალო ლორწოვანი,ქავილის და წვის შეგრძნება მაქვს. სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო? ჭინასწარ გმადლიბთ
თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული რადგან არ იქნება ეფექტური. სავარაუდოდ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და მკურნალობა გესაჭიროებათ მეუღლესთან ერთად პარალელუად.
თეა
2015-04-16
გამარჯობათ,მილების გამტარიანობაზე გავიკეთე მეტროსალპინგოგრაფია,დასკვნა ასეთია,სუსტად გამავალი ფალოპის მილები,შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში,თქვენი აზრით რამდენად დადებით შედეგს გამოიღებს ფიტოთერაპია,თუ ლაპაროსკოპიული მეთოდით მკურნალობა მესაჭიროება?..
მოგესამებით. არსებობს მცირე მეჯნის ღრუს შეხორცებითი პროცესის 4 ხარისხი - მსუბუქი, გამოხატული, საშუალო სიმძიმის და მძიმე. აუცილებლად სანახავია რენტგენოგრამა - სურათი, რომლის საფუძველზეც ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. თუ შეხორცებების მსუბუქი ხარისხია, ფიტოთერაპია ფიზიოთერაპიასთან და კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად შედეგს გამოიღებს, თუ ძლიერი შეხორცებებია ლაპაროსკოპია საუკეთესო იქნება. ვინაიდან ფალოპის მილები სუსტად გამტარია და თან შეხორცებებია, თქვენს შემთხვევაში შესაძლოა ლაპაროსკოპია უფრო სწორი გამოსავალი იყოს.
ეკა
2015-04-16
ქალბატონო ლალი,ნაცხის ანალიზი რომ გავიკეთო, პასუხი რამდენ ხანში იქნება? და რა ღირს ანალის გაკეთება?
ნაცხის ანალიზის ღირებულება არის 17 ლარი და პასუხი იმავე დღეს 2 საათის განმავლობაში გაიცემა
სოფიო
2015-04-22
ქალბატონო ლალი გავიკეთე ხელახალი გამოკვლევა და ამომივიდაქლამიდია ტრაქომატის. IG M1,3. და მეუგლეს ლეიკოციტები 45, არის თუ არა საშიში ორსულობისთვის ეს პასუხები? გმადლობტ
მოგესალმებით, Ig M-ის მომატებული მაჩვენებელი მიუთითებს მწვავე ინფექციაზე, რასაც ჭირდება მკურნალობა დაორსულებამდე. მკურნალობას საჭიროებს ასევე ლეიკოციტების მომატებული მაჩვენებელი.
ანა
2015-04-23
გამარჯობავარ 26 წლის, 2ჯერ მომეშალა მუცელი, ორივეჯერ 5-6 კვირის ორსულობა. პირველზე გავიკეტეთ ვირუსებზე გმაოკლევა და ციტომეგალოვირსი მქონდა ცოტა მაღალი, მეორე ჯერზე უკვე ტოქსოპლაზმა, პროლქტინი მაქვს 66, პროლაქტინი გავიკეტე მეორე მოშლის მერე მანამდე არ ვიცი რამდენი იყო, მეორე ორსულობამდე დავეცი, დავარტყი თავი და მქონდა შერყევა, წავიკითხე რომ პროლაქტინის მაჩვენებლის აწევა შეიძლება თავის ტრამვამაც გამოიწვიოს, მაინტერესებს შეიძლება თუ არა პროლაქტინი იყოს მიზეზი ამ ყველაფრის ? ახლა ვსვამ დოსქტინექსს კვირაში ორჯერ მეოთხედს. და კიდევ ჩემმი ექიმი გვთხოვს, მე და მეუღლეს, გენეტიკის კონსულტაციას და ანალიზს რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი ? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, 2-ჯერ ორსულობის შეწყვეტა უკვე მოითხოვს სათანადო რეაგირებას. უნდა გამოირიცხოს არა მარტო ინფექციების არსებობა ( არა მხოლოდ ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმა, ასევე მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა) არამედ სხვა პათოლოგიები. გენეტიკური ანალიზი კარიოტიპზე მე-3 შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ სავალდებულოდ ითვლება.თქვენ გყავთ ექიმი, რომელმაც უკეთ იცის დეტალები, ელექტრონული ფოსტით ამის განხილვა არაკორექტულია.
ანა
2015-04-27
გამარჯობა, ვარ 26 წლის, 2ჯერ მომეშალა მუცელი, ორივეჯერ 5-6 კვირის ორსულობა. პირველზე გავიკეტეთ ვირუსებზე გმაოკლევა და ციტომეგალოვირსი მქონდა ცოტა მაღალი, მეორე ჯერზე უკვე ტოქსოპლაზმა, პროლქტინი მქონსა 66,ახლა მაქვს 6. მაინტერესებს შეიძლება თუ არა პროლაქტინი იყოს მიზეზი ამ ყველაფრის ? ვსვამდი დოსქტინექსს კვირაში ორჯერ–მეოთხედს. და კიდევ ჩემმი ექიმი გვთხოვს, მე და მეუღლეს, გენეტიკის კონსულტაციას და ანალიზს რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი ? მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, 2-ჯერ ორსულობის შეწყვეტა უკვე მოითხოვს სათანადო რეაგირებას. უნდა გამოირიცხოს არა მარტო ინფექციების არსებობა ( არა მხოლოდ ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმა, ასევე მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა) არამედ სხვა პათოლოგიები. გენეტიკური ანალიზი კარიოტიპზე მე-3 შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ სავალდებულოდ ითვლება.თქვენ გყავთ ექიმი, რომელმაც უკეთ იცის დეტალები, ელექტრონული ფოსტით ამის განხილვა არაკორექტულია.
ლანა
2015-04-29
გამარჯობათ ლალი ექიმო მყავს 5 წლის შვილი.ორჯერ მქონდა შეწყვეტილი ორსულობა ერთხელ 13 კვირაზე მეორეთ 9კვირის გავიკეთე ვირუსები, კოაგულოგრამა,და ჩიყვიც გამოვიკვლიე და ყველაფერი ნორმაში მაქვს ეხლა გავიკეთე ჰორმონები პროგესტერონი,პროლაქტინი, ტესტოსტერონი და ესტრადიოლი მაქვს 23,8.დანარჩენი ნორმებში მაქვს. იწვევს თუ არა ნაადრევ კლიმაქს ესტრადიოლი რომ მაქვს დაბალი ვარ 32 წლის და ამას გამოეწვია ორსულობის შეწყვეტა.მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, თქვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევები არ არის სრულყოფილი იმისათვის, რომ დავადგინოთ შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი, ნაადრევი კლიმაქსის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ანტიმიულერული ჰორმონი AMH და FSH-ის გამოკვლევა.
ლანა
2015-05-01
ქალბატონო ლალი დიდი მადლობა პასუხისთვის ისევ მე გაწუხებთ თუ შეგიძლიათ მითხარით კიდევ რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო.ეხლა ექიმმა დამინიშნა ოვომაქსი,ლედიველა,და კლიმაზინი მივიღო ეს პრეპარატები თუ სხვა გამოკვლევებიც ჩავიტარო ჯერ უღრმესი მადლობა
მოგესალმებით ლანა, გირჩევთ მიენდოთ თქვენს ექიმს და მას დაეკითხოთ, ვინაიდან ასეთი სახით კონსულტირებით შეიძლება შეცდომაში შეხვიდეთ. წარმატებებს გისურვებთ
tamriko
2015-05-02
Gamarjobat var 8oviris orsuli mak antebebi kaluri sheidleba tu ara orsulobis dros mkurnaloba
გამარჯობა, ორსული ქალის მკურნალობა შეიძლება რა თქმა უნდა, მხოლოდ განსხვავდება მკურნალობის მეთოდი. ამიტომ უმჯობესია თავად ნუ მიიღებთ მედიკამენტებს და მიმართეთ ექიმს. გისურვებთ წარმატებებს
მარი
2015-05-19
ქალბატონო ლალი გამარჯობა, მაქვს ციკლის დარღვევა, ბოლოს მკონდა 27/03/2015-ში, მას მერე არ მქონია მხოლოდ ყავისფერი გამონადენი მქონდა 2 დღე, გავიკეთე ექო სურათი ასეთია : საშვილოსნო ნორმალური მდებარეობის,საშვილოსნოს სხეული ზომით: 48/33/52 მმ, მოცულობა 43.1 სმ, ყელის სიგრძე 28 მმ, მიომეტრიუმის სტრუქტურა:ერთგვაროვანი, საშვილოსნოს ღრუ:თავისუფალი, ენდომეტრიუმის სისქე 5მმ, ენდოცერვიკალური არხი:დეფორმაციის გარეშე.rnსაკვერცხეები: მარჯვენა 34/23მმ, მოცულობა 4.4სმ,rnმარცხენა: 32/20 მმ, მოცულობა 4.ო სმ. ექონეგონობა საშუალო, მათში ერთეული ფოლიკული პერიფერიაზე. დუგლასი თავისუფალი. ამ ექოს ფონზე რა ჰორმონალური ანალიზები ინიშნება? ასევე მაქვს ცოტათი თმიანობა. იქნებ მომწეროთ რა ანლიზები გავაკეთო ან ციკლი რომ წამოვიდეს რა ვქნა, დამეხმარეთ თუ შეიძლებაა, და კიდევ ვარ 175 სმ, 47 კგ.25 წლის
მოგესალმებით მარი. თქვენ გაქვთ წონის დეფიციტი, აქედან გამომდინარე - საკვერცხეების დისფუნქცია. თმიანობის არსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ანდროგენების - მამაკაცის სასქესო ჰორმონების მომატებასთან. პირველ რიგში გჭირდებათ სწორი კვება, ნორმალური წონის აღდგენა, კომპლექსური ჰორმონული კვლევა. წერილებით ამ დეტალების განხილვა რთულია უმჯობესი იქნება თუ პირადად მობრძანდებით შემდეგ მისამართზე თევდორე მღვდლის 13. არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი. ტელ: 224 00 99
სოფო
2015-05-24
მოგესალმებით ქალბატონო ლალი 18 რიცხვში უნდა მომსვლოდა ციკლი. უკვე მეხუთე დგეა გადაცდენა და ტესტმა უარყოფითი აჩვენაrnდალიან შემეშინდა რადგან ორსულობა არ უჩვენა მაშIინ რა უნდა იყო როგორ მოვიქცეrnდიდი მადლობა
მოგესალმებით სოფო,თქვენ გესაჭიროებათ ჰორმონული კვლევა, რათა დადგინდეს მენსტრუაციის გადაცდენის მიზეზი. საჭიროა ასევე ექოსკოპიაც, რომ განისაზღვროს,უნდა დაელოდოთ მენსტრუაციას, თუ რაიმე მედიკამენტის დამატებაა საჭირო მის გამოსაწვევად.
ნატალი
2015-05-29
გამარჯობათ ქალბატონო ლალი. საკვერცხეზე მაქვს კისტა.საკვერცხის ეხოსკოპიის დროს ჩანს გოგო არის ქალიშვილი თუ არაა?
მოგესალმებით, ექოსკოპიით არ დგინდება"ქალიშვილობა", გინეკოლოგიურ სავარძელზე უნდა დათვალიერდეს საქალწულე აპკის მთლიანობა.
მარიამი
2015-06-13
გამარჯობატ... ვარ 3 ტვის ორსული და მოვიმატე უკვე 6 კილო.... 52 კილო ვარ ეხა და მაინტერესებს 6 კილო 3 ტვის ორსულობისტვის ბევრია ხო,მ??? რას მირცჰევთ სჰევამცირო კვება ტუ როგორ მოვიქცე ...? და კიდევ საკმაოდ დიდი მუცელი მაქვს 3 ტვის კვალობაზე ეკიმი მეუბნება ყველაპერი ნორმასჰიაო მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ... იქნებ დამეხმაროტ?
მოგესალმებით, 3 თვეში 6 კილოს მომატება ცოტა არაა. მნიშვნელობა აქვს არა მარტო წონას, არამედ მის შეფარდებას თქვენს სიმაღლესთან. უნდა იკვებოთ ჯანსაღად, შეზღუდეთ ტკბილეული და ცომეული, მიიღეთ უხეშად დაფქვილი ხორბლის პროდუქტები, რძის პროდუქტები, ცილეული საკვები ხშირად და მცირე პორციებით. სითხე საკმარისი რაოდენობით. დიდი მუცელი სამი თვის ვადაზე ძალიან ინდივიდუალურია. ყურადღება მიაქციეთ მუცლის შებერილობას.
ნინო
2015-06-23
გამარჯობა, ქალბატონო ლალი. უტროჟენსტანის მიღებამ შესაძლოა ციკლის გადაცილება გამოიწვიოს?
მოგესალმებით. უტროჟესტანის 8 - 10 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში უნდა იყოს მენსტრუაციის მაგვარი რეაქცია, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობა ესტროგენდეფიციტური მდგომარეობა და საშვილოსნოს ღრუს შიდა პრობლემები.
მარი 25
2015-06-24
ქალბატონო ლალი მოგესალმებით, მაიტერესებს რა ღირს თქვენთან კონსულტაცია?
მოგესალმებით, კონსულტაცია ღირს 50 ლარი, ჩაწერა ხდება წინასწარ შემდეგ ნომრებზე: 2240099, 2240098.
მარი
2015-06-24
ქალბატონო ლალი გამარჯობა, მენსტრუაციის წინ დაახლოებით ერტი კვირით ადრე ან 10 დღით ადრე მაქვს ხოლმე მკერდის ტკივილი და შესიება, ოგორც კი მომივა მეორე დღესვე ქრება ეს ტკივილები , მაინტერესებს ეს ნორმალურია? და ოდნავ მაქვს ხოლმე მუცლის ტკივილი ქვემოთ საკვერცხეებთან,მადლობა
მოგესალმებით მარი, თქვენ გაქვთ მენსტრუაციისწინა სინდრომი, რომლის ინტენსივობამ შეიძლება დროთაგანმავლობაში მოიმატოს, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე მკურნალობა დამოკიდებულია თქვენს სურვილზე.
ნინო
2015-06-24
გამარჯობატ ლალი ექიმო ვარ 37 ცლის და ცელიცადი და 7 ტვის ცინ მოვიცილე მომცილდა მუცელი 13 კვირის .მის მერე ვეგარ დავრცჰი და იკნებ მირცჰიოტ რამეე ეხოზე და ჰორმონებიც მცყობრსჰია რა სჰეიდზლება კიდე გავაკეტოrn
მოგესალმებით ნინო, იმისთვის რომ თქვენს კითხვას ამომწურავად ვუპასუხო, საჭიროა ვიცოდე რა ჰორმონები გაქვთ გაკეთებული, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი ჰორმონული კვლევა, ასევე აუცილებელია გამოკვლევა ინფექციებზე.
მარი
2015-07-07
გამარჯობა ქალბატონო ლალი, ასეთი კითხვა მაქვს, მენსტრუაცია მაქვს ხოლმე ყოველი თვის 6 რიცხვში და მიგრძელდება 1 კვირა, ეხლაც დამეწყო და აგვისტოს 7 ში ვაპირებ ზღვაზე წასვლას მაგ პერიოდში მაქვს მხოლოდ შვებულება და არ შეიძლება უფრო ადრე რაიმე მედიკამენტით რომ წამომივიდეს რომ ზღვაზე ყოფნის დღეებს არ დაემთხვეს ციკლი? მადლობაა
მოგესალმებით, სანამ დავნიშნავ მედიკამენტს,სასურველია ვიცოდე თქვენი ასაკი და რამდენ ხანს აპირებთ ზღვაზე დარჩენას.
მარი
2015-07-08
ქალბატონო ლალი მადლობა ყურადღებისათვის, 25 წლის ვარ, არ ვარ ნაშობიარები გასათხოვარი ვარ, ერთი კვირა მაქვს ხოლმე ციკლი, ეხლა დამეწყო ამ თვეში გუშინ,7 ივლისს , ზოგადად კი მაქვს არეული მაგრამ ბოლო 3 თვეა სულ 6 ან 7 რიცხვში მეწყება, ზღვაზე რაც შეეხება ვაპირებ 10 რიცხვში აგვისტოს 10 ში და წასვლას და დაახლოებით 10 დღე მინდა გავჩერდე, მადლობა
გამარჯობა მარი, ეს ძალიან სათუთი საკითხია, ხდება ჰორმონული პრეპარატების დანიშვნა მენსტრუაციის გადასაცდენად, რომელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ამგვარად, ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი მიმოწერის მეშვეობით და სჯობს ექიმს პირისპირ გაესაუბროთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ნინო
2015-07-11
გამარჯობა, მაქვს ხშირი მენსტრუაცია უკვე ამ თვეში მეორედ დამემართა ისე რო შუალედი ორი კვირა იყო, თან მაქვს აუტანელი ტკივილები და მიგრძელდება 5 დღე რისი ბრალი შეიძლება იყოს?
გამარჯობა ნინო, ამ შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგიური გამოკვლევების გაკეთება.ასე ზეპირად, შეუძლებელია დიაგნოსტირება. გისურვებთ გამოჯანმრთელებას!
ლიკა
2015-07-15
მინდა თქვენთან კონსულტაციაზე მოსვლა, სასურველია წინასწარ რომ ვიცოდე, რა გირს თქვენთან კონსულტაცია? წინასწარ დიდი მადლობა.
ექიმთან კონსულტაცია ღირს 50 ლარი. სასურველია წინასწარ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე: 224 00 98, 224 00 99.
შორე
2015-07-15
Gამარჯობა,მაინტერესებს როგორ ხდება მილების გადაკეტვა?ან გადაკეტვის მერე დაორსულება შესაძლებელია? თქვენ კლინიკაში რამდენი დამიჯდება? Dა რა პროცედურებია საჯირო? Gმადლობტ
მოგესალმებით, მილების გადაკეტვა -სტერილიზაციის ოპერაციაა, რომელიც შეუქცევადი პროცესია და მერე ფიზიოლოგიურად დაორსულება შეუძლებელია. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი დაფიქრება გმართებთ, რადგან მერე მხოლოდ ძვირადღირებული ინ-ვიტრო მეთოდით იქნება შესაძლებელი ორსულობის მიღება.
შორე
2015-07-15
Dიახ და თქვენტან რამდენი ჯდება მილების გადაკეტვა
მოგესალმებით, სტერილიზაციის ოპერაცია (მილების გადაკეტვა) ჩვენთან არ კეთდება.
მარიამი
2015-07-16
გამარჯობატ.... ვარ 16 კვირის ორსული... საერტოდ არ მქონია ტოქსიკოზი და ეხლა ბოლო 1 კვირააა დამწყო დილაობით თავბრუს ხვევის და გულის რევის შეგრზნება ისეტი რო პეხზე ვერ ვდგებუიი.... გულიც მერევა რომ ვიუსაუზმებ.. და ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რა ვქნა 2 კვირის წინ ვიკავი ეხოსკოპიაზე ქარაპს მედლაინში და ყველაფერი ნორმაში იყო... ხომ არ სჰეიზლება ბავსჰვს რამე უჩირდეს ძალიან ვნერვიულობ...
გამარჯობა მარიამ, საგანგაშო არაფერია, მაგრამ რომ შეირჩეს მკურნალობა, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ექიმის კონსულტაცია. ისე რომ მიმართეს კონსულტაციისთვის ექიმს.
სტუმარი ლედი
2015-07-17
მოგესალმებით, ვარ 39 წლის 1 წელი და 6 თვეა გათხოვილი ვარ, ჯერჯერობით არ დავვორსულებულვარ გინეკოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ, ამჯერად მაქვს თეთრად შლა უკვე 4 თვეა ქრონიკულად , ციკლი ჩვეულებრივად 25 Dღის ინტერვალით მაქვს დაორსულების შანსი? რა გამოკვლევებია საჭირო და ამ ჩამონაშალმა თუ შეიძლება რომ ხელი შეუშალოს ჩასახვას
მოგესალმებით, ერთი წელი და 6 თვე ის პერიოდია, როცა თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დროულად გამოკვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ორსულობის არარსებობის მიზეზი. გირჩევთ დრო არ დაკარგოთ, უნდა დადგინდეს გიმწიფდებათ თუ არა კვერცხუჯრედი, მილების გამავლობა და მეუღლის სპერმის ვარგისიანობა. თეთრად შლა შეიძლება მიუთითებდეს ინფექციების არსებობაზე, რის გამოც საჭიროა სათანადო გამოკვლევა. ინფექციები ზოგადად უარყოფითად მოქმედებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
მარიამი
2015-07-18
გამარჯობათ,მაინტერესებს სარეცხის საპნით დაბანა თუ შეიძლება საშოსი და კარგია თუ არა ?და ტრავაკორტის მაზი რამდენად ეფექტურიაა? ან სხვა რა მაზს მირჩევდით
მოგესალმებით, სარეცხის საპნის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არსებობს სხვა ფიზიოლოგიური საშუალებები, რომელთა გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. რაც შეეხება ტრავოკორტის მალამოს, იგი ჰორმონების შემცველია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
nino
2015-07-22
გამარჯობატ ლალი ეკიმო დიდი ბოდისჰიტ რომ გაცუხებტ .მინდა ანალიზების ჩაბატება და როდისარის სასურველი ხომ ვერ მეტყვიტ.ცჰემი მეუგლის ანალ4 ml rnferi-monacrisfrorn gatxierebis dro-1,5rn simgvrie-mgvrie rnsuni -cablis rnph rn7,0 rnsperm.raodenoba1ml-shi----15ml rnspermis raodenobamtel eakulatshi -60ml rncocxali spermis raodenoba-45% rnrnmkvdari sperma 45% nozokomisi10%--hipokinezisi-40%akinesi45%diskinezisi5%--- rnrn rnNORMALURI FORMIS SPERMA rnAXALGAZRDA DA MOXUCIFORMEBI rnTAVIS PATOLOGIAYELIS PATOLOGIA ---------------------YVELA ES 80%-IArnKUDIS PATOLOGIA rnSPERMOGRAMIS UJREDEBIrnrn-- rn rn rn rnLECITINIS MARCVLEBIMCIRE RAODENOBIS rnLORCODIDI RAODENOBIS .rnrnიზების პასუხია:ასეტი.გტხოვტ მიპასუხოდ გვაქვს ტუარა სჰვილის ყოლის სჰანსი და რას გვირცჰევტ მადლობა
ერთჯერადად სპერმის გამოკვლევა არ არის ინფორმაციული,თქვენს შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი სპერმოგრამა და ანალიზები ექიმის რეკომენდაციით. შვილოსნობის ფუნქციის შესაფასებლად ანალიზები ძალიან მრავალგვარია, მისი ჩატარების აუცილებლობას განსაზღვრავს ექიმი. ანალიზების პასუხებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელი გახდება თქვენი შვილოსნობის ფუნქციის შეფასება და კეთილსაიმედო პროგნოზი.
Marika
2015-07-23
17 წლის გოგოს რომელიც 3თვის გათხოვილია არ დაორსულებულა.წინა თვეში ქონდა 21 ივნისს და ახლა გადაუცდა.22 ივლისს გაიკეტთა ტესტი და არ უჩვენა ორსულობა და ამ დღესვე ჩაიტარა ეხო,სადაც უთხრეს კისტა. რამდენად სანდოა ეს პასუხი და შესაძლსბელია თუ არა რომ იყოს ორსულობა. ენდომეტრიუმი უწერია 8 მმ. ეს ნიშნავს რომ მენსტრუაცია მალე დაიწყება? ორსულობის დროს რამდენი მმ უნდა იყოს?
მოგესალმებით, მენსტრუაციის გადაცდენა შეიძლება მოხდეს ჰორმონული დარღვევის არსებობისას. ექოსკოპიით ნანახი კისტაც ამაზე მიუთითებს.ორსულობის დასადასტურებლად, თუ მენსტრუაცია არ დაგეწყოთ, რამდენიმე დღეში გაიმეორეთ ტესტი.თქვენს მიერ აღწერილი სიტუაცია არ გავს ორსულობას. ჩანს რომ არის ჰორმონული დარღვევაც.
ლიო
2015-07-26
გამარჯობათ. მოკლედ გავიგე რომ იმ პრეპარატების დასანიშნად რომლითაც შეიძლება ციკლის რეგულაცია ( დაჩქარება ან გადავადება) საჭიროა კონსულტაციაზე მოსვლა. და მაინტერესებს ამ პრეპარატების დასანიშნად მხოლოდ კონსულტაციის ფული იქნება გადასახდელი თუ რაიმე კიდევ დამატებით? ასევე ისაც მაინტერესებს 17 წლის ვარ და მშობლის მოყვანა ხომ არ არის აუცილებელი?
მოგესალმებით, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია პრეპარატის შესარჩევად. ასეთი სახის კონსულტაცია შესაძლებელია უფასოდ. მშობლის მოყვანა აუცილებელი არ არის.
ლიო
2015-07-28
უკაცრავად კარგად ვერ გავიგე, ანუ თქვენთან რომ მოვიდე კონსულტაციაზე ციკლის რეგულაციის პრეპარატების დასანიშნად უფასოა?
კონსულტაციას ჩაგიტარებთ უფასოდ, უბრალოდ თქვენთან გასაუბრება აუცილებელია პრეპარატის შესარჩევად. მე თბილისში ვიქნები 3 აგვისტოს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სხვა ექიმთანაც. ჩემთან კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ წინასწარ მომწეროთ ან ჩაეწეროთ შემდეგ ტელ. 224 00 99, 224 00 98.
ლიო
2015-07-28
კარგით მაშინ 3 აგვისტოს მოვალ აუცილებლად.
მობრძანდით 3 აგვისტოს 12 სთ-ზე.
ლიო
2015-08-03
უკაცრავად, რაGაც პრობლემა მაქვს და ვერ ვახერხებ 3 აგვისტოს მოსვლას. 5 რიცხვში რომ მოვიდე პრობლემა ხომ არ იქნება? ვცდილობდი დამერეკა თქვენთვის მაგრამ ვერ შევძელი
მობრძანდით, 5 აგვისტოს 1 სთ-ზე.
ნუციკო
2015-08-09
გამარჯობა ქალბატონო ლალი ცემს მეგობარს სასქესო ორგანოზე ქონდა წვა და ტკივლი ასევე ქავილიც ქავილი გაუქრა და აქვს წვა და ტკივილი ამბობს რომ რაგაც ბუშთIვიტ გამოუვიდა და მეორე მხარესაც გადაუვიდა ექითან ჯერ ვერ მიდის საზგვარგარეტ დასასვენებლადაა წასული . რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა შეძლება გაკეტდეს სანამ ექიმთAნ მივა ამჯერად სოდიანი წლით იბანს და ხმარობს ეპიგენის სპრეის და გაგიზიანებას ხომ არ გამოიწვევს ძAლიან შეშინებულია გთხოვთ იქნებ მალე მიპასუხოდ
მოგესალმებით, სავარაუდოდ, თქვენს მეგობარს აქვს გენიტალური ჰერპესი.თუმცა უნდა გამოირიცხოს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაც. ზეპირად ძალიან რთულია კონკრეტული რჩევა.ეპიგენი ალბათ დაეხმარება, რადგან არის ანტიჰერპესული, ადგილობრივი იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატი.
თამუნა
2015-08-15
მინდა მირჩიოთ რამე ჩასახვის საწინააგმდეგო საშუალება,მკლავში რომ დგავენ ახალი ყოპილა რაგაც და რამდენად კარგი არის იქნებ მირჩიოტ,მე ვმკურნალობდი ქალბატონ ლიდასთან,ზალიან კმაყოპილი ვარ
მოგესალმებით,ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შესარჩევად საჭიროა თქვენი ასაკის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების ცოდნა. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან ყველას აქვს თავისი უპირატესობები და გვერდითი მოვლენები.
მარიამი
2015-08-16
ერთი კითხვა მაქვს 3თვის ფეხმძიმე ვარ და მაქვს ყავისფერი გამონადენი და რისი ბრალი შეიძლება იყოს?ან რამე საშIიშI ხომ არა?
მოგესალმებით, ყავისფერი ჩამონაშალი შესაძლებელია მიუთითებდეს ორსულობის შეწყვეტის საშიშროებაზე, ამიტომ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ექოსკოპია და ჩაიტაროთ ექიმის კონსულტაცია.
მარი25
2015-09-01
ქალბატონო ლალი გამარჯობა, მე ადრეც გესაუბრეთ აქ მინდა თქვენთან მოვიდე კონსულტაციაზე, ბევრი გამოკვლევა მინდა ციკლი მაქვს არეული და კიდევ სხვა ბევრი პრობლემა:) მაინტერესებს თუ მუშაობთ უკვე და როდის შეიძლება მოვიდე ჩავეწერო თუ არა და რა რირს კონსულტაცია, ასევე პირველად კონსულტაციაზე რა კვლევები დამჭირდება იმავე დღესვე ანუ თანხა რომ ვიქონიო დაახლოებიტ რეები დამჭირდება, მადლობა
მოგესალმებით,ჩემთან კონსულტაციისათვის ჩაეწერეთ შემდეგ ტელ. ნომერზე 2240098 ან 2240099 კონსულტაციის ღირს 50 ლარი, სასურველია ჩატარდეს ჰორმონული კვლევა მენსტრუაციის დამთავრებისთანავე. თუ რა კვლევა გესაჭიროებათ, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. საწყის ეტაპზე იქონიეთ სავარაუდოდ 200 ლარი.
მარი25
2015-09-02
მადლობა ყურადღებისათვის, ქალბატონო ლალი მენსტრუაციას ველოდები 28 ში უნდა მომსხვლოდა და არ მომივიდა, ძლიერი მუცლის ტკივილები მაქვს საკვერცხეებთან, ვიყავი ზღვაზე და ეხლა დამეცყო გამონადენი თეთრად ხან მომწვანო ფერის მაქვს და წვა და ქავილიც, და დაველოდო ციკლს თუ მოვიდე პირდაპირ არ ვიცი როგორ მოვიქცე, მადლობა
მოგესალმებით,მენსტრუაციის გადაცდენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აკლიმატიზაციასთან. მუცლის ტკივილი კი შეიძლება მიანიშნებდეს მენსტრუაციის დაწყებაზე ან ანთებაზე, რაც შეეხება გამონადენს და ქავილს, სასურველია დროული მკურნალობა.
ლიააა
2015-09-02
მაქვს წვრილი კისტები. თუ ჯობია ოპერაცია გავიკეტო ორი სჰვილი მყავს გაცჰენილი წელიმტკივა დროდა დრო
მოგესალმებით, გააჩნია რა სახის კისტებია, რა ზომის, სად გაქვთ, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე და კონკრეტულ ჩივილებზე.
ლიააა
2015-09-03
გმადლობთ რომ მიპასუხეთ! საკვერცხეებზე მაქ კისტები მარცხენა საკვერცხე მტკივდება დროდადრო და წელიც მარცხენა მხარეს,მკურნალობით თუ შესაძლებელია რომ გაქრეს კისტები?
მოგესალმებით, მკურნალობით კისტების გაქრობა სავსებით შესაძლებელია.
თეა
2015-09-04
გამარჯობა,rnrnთქვენს კლინიკაში თი კეთდება ხელოვნური განაყოფიერება და რა ღირს? რამდენი პროცენტია შანსი რომ დარჩ ორსულად.
მოგესალმებით,ჩვენთან კეთდება ხელოვნური განაყოფიერება, რომელიც არსებობს ორი სახის-ხელოვნური ინსემინაცია და სინჯარაში განაყოფიერება. პირველ შემთხვევაში ეფექტურება დაახლოებით 90 %-ია,ხოლო მეორე შემთხვევაში მხოლოდ 40%-საღწევს. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. პირველის ფასია-500-700ლარი, მეორის8000-9000ლარი.
თეა
2015-09-04
დიდი მადლობა,rnrnდა მაინტერესებს გაკეთებული მაქვს ინ ვიტრო კიევში და ეფექტური იყო პირველივე ცდაზე. ახლა მინდა მეორე ბაში თუ არის შესაძლებელი შენახული ემბრიონების ჩამოტანა თქვენს კლინიკაშ და შმდგომ პროცედურის ღირებულება რა იქნება?rnrnდიდი მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, შესაძლებელია საკუთარი ემბრიონის გამოყენება. ტრანსპორტირებაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. პროცედურის ღირებულება იქნება სრული ფასის არაუმეტეს ნახევარისა.
თეა
2015-09-09
და ზოგადად ეგეთი რამ თუ გქონიათ პრაქტიკაშ ანუ ტრანსპორტირება თუ ხორციელდება?
ემბრიონების ტრანსპორტირება ხდება სპეციალური დიუარების გამოყენებით.
nino
2015-09-10
გამარჯობატ ლალი ექიმო ინვიტროო რაგირსს?rn და ემბრიონის სჰენახვა?rn
საქართველოში IN-VITRO განაყოფიერების კლინიკებში ფასები დაახლოებით ერთი და იგივეა, ფასს ძირითადად განსაზღვრავს გამოყენებული მედიკამენტების ღირებულება და პროცედური სახეობა, რაც შეადგენს საშუალოდ 3000 - 4000 დოლარს.
თამარი
2015-09-21
გამარჯობა ქ-ნო ლალი.ბოდიშით შეწუხებისთვის,მაგრამ იქნებ დამეხმაროთ.მენსტრუალური ციკლი 28-29 დღეს მაქვს ყოველთვის.ზუსტად ამ შუალედში.17 სექტემბერს ველოდებოდი ციკლს და დღემდე არ მომსვლია.5დღეა არის უკვე.ბაზალური ტემპერატურაც დილაობით(წესების სრული დაცვით)მაქვს 37.2 ეს ბოლო დღეები(რაც გაზომვა დავიწყე გადაცდენის დღიდან)ორსულობის არანაირი სიმპტომი და ნიშანი არ აღმენიშნებს.მხოლოდ მუცლის ქვემოთ მარცხენა მხარეს საკვერცხესთან ცოტა დაბლა ბოქვენის და მენჯის სიახლოვეს, ბარძაყის მოსახარში ამ შუალედში(რამდენად სწორად და გასაგებად ავხსენი არ ვიცი)მაქვს ტკივილები ხან მწვავე ხან სუსტი,მქაჩველი,რაღაცნაირი(დამეწყო გადაცდენამდე 3დღით ადრე,მეუღლის მთიან სოფელში ბიყავით და გზაზე ასვლა-ჩასვლაში მანქანით ჯაყჯაყში ორივე მხარეს დამჭიმა და ამტკივდა,მხოლოდ წამოწოლისას მიყუჩდება თავისით)ახლა კი მხოლოდ მარცხენა მხარეს ოდნავ ძლიერად ციკლის მოსვლამდე 1დღით ადრე მომიმატა,სისტემატურად ფეხზე დგომის და მოძრაობის დროს.მქაჩავს და მწიწკნის თითქოს.რომ ვწვები მივლის.გუშინ მუცლის ქვემოთ დსჭიმულობაც მქონდა,წამიერი ციკლის წინა მოვლითი ტკივილი,ასევე დღესაც.როგორ მოვიქცე?რას მირჩევდით?მადლობა წინასწარ.თამარი
მოგესალმებით, თქვენ გჭირდებათ გინეკოლოგიური გასინჯვა და ექოსკოპია, რომ გამოირიცხოს ანთება.ორსულობის გამოსარიცხად უნდა გაკეთდეს შარდის ორსულობის ტესტი.
თამარი
2015-09-25
გამარჯობა.დღეს მხოლოდ ოდნავი ყრუ ტკივილი მქონდა მარცხენა მხარეს,ოდნავ მქაჩავი.მუცლის და რამე ტკივილები გუშინდელივით აღარ.მალე ვიღლები ძალიან ფეხზე რომ ვდგავარ,ცოტას გავლისას.დღეს მე-7დღეს ციკლის გადაცდენიდან მიჩვენა ტესტმა დადებითი.მეორე ხაზი ძალიან ღია,ოდნავ წითელი თუ ვარდისფერი იყო.მკრთალი იყო ძალიან,ძლივს შესამჩნევი.ბაზალური ტემპერატურა დღემდე დილაობოთ 37.2 მაქვს,ისიც 2 წუთის გაჩერებით.რაც შეეხება ქორიონალურ გონადოტროპინს გუშინ ავიღე მე-6დღეს გადაცდენიდან და დღეს იყო პასუხი.ულტრაბგერითი გამოკვლევის და ანალიზის პასუხები ასეთებია.ასლებს გიგზავნით გამოკვლევისას.რას მეტყვით?
თქვენს მიერ გამოგზავნილი პასუხების მიხედვით ორსულობა არ არის. საერთოდ, სჯობს პირადი კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, ვინაიდან ასეთი სახით კონსულტირებამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს. წარმატება
მაკა
2015-10-05
გამარჯობა, 1 კვირაა რაც გავთხოვდი, მაგრამ სექსუალური კავშირი არ მაქვს მეუღლესთან, რადგან ყოველი მცდელობის დროს განვიცდი ძლიერ ტკივილს, რის გამოც შიში მეუფლება და უკვე ამ შიშის გამო სურვილიც მეკარგება, რომ მომდევნო მცდელობის დროსაც იგივე განმეორდება. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. წინასწარ დიდი მადლობა
მოგესალმებით, თქვენ გჭირდებათ სექსოლოგის დახმარება. უცილებლად დაუკავშირდიღ სექსოლოგს მეუღლესთან ერთად. შეგიძლიათ მიმართოთ მაია ჭავჭავაძეს 599 57 55 44 ან ზურაბ მარშანიას 599 36 11 87. გისურვებთ წარმატებას!
ნინი
2015-10-06
gushin momivida chveulebriv menstruacia game mqonda sashineli muclis tkivili da dilit momivida,samsaxurshi wavedi da samsaxurshi sashinlad amtkivda muceli gzashi ramis guli wamivita tkivilisgan da shadri momawva,mucelic shemoberili mqonda.saxlshi ro mivedi higienur sapenze ragac artuise didi zomis ragac chamovarda shededebuli sisxlivit da sheileba muceli momshlloda.prezervativs ar viyenebt magram tavs vicav.testi ar gamiketebia radgan aranairi simptomi armawuxebda ubralod xshiri shardva mawuxebs da gaciebas davabrale.magram am ragacam shemashina higienur sapenze ro vnaxe ras mirchevt? sokoze da sxva baqteriebze vimkurnale exla hormonebze vsva dostineqs
ნინი, მოგესალმებით, აუცილებლად გაიკეთეთ ვაგინალური ექოსკოპია.
ნინი
2015-10-09
მარჯვენა საკვერცხეში მრავლობითი ფოლიკულები,საშ დიმეტრი 3-5მმ უდიდესი ფოლიკული დიამეტრით 7,5მმrnმარცხენა საკვერცხე მრავლობითი ფოლიკულები,საშ დიამეტრი 3-6მმ უდიდესი ფოლიკული 10მმrnმულთიფოლიკულური საკვერცხეები.როგორი მაჩვენებელია?
ბოდიშს გიხდით, დაგვიანებული პასუხისთვის, რადგან არ გახლდით ქალაქში. მულტიფოლოკულოზი ნიშნავს,რომ საკვერცხეში ნორმაზე მეტი ფოლიკულებია და დომინანტური არ ისახება.ასეთ დროს ექოსთან ერთად აუცილებელია სისხლის ჰორმონალური ანალიზის ჩატარება, რომელიც მოგვცემს დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას და სწორი მკურნალობით შესაძლებელი იქნება სასურველი ორსულობის მიღება.
ნინი
2015-10-20
გამარჯობა, ქალბატონო ქეთი ასეთი კითხვა მაქვს: ენდომეტიოზის დროს ორივე მილი შიეძლება იყოს თუ არა გამტარი?
მოგესალმებით, ნამდვილად შეიძლება იყოს ორივე მილი გამტარი.
ეკა
2015-11-05
rnგამარჯობათ ქალბატონო ლალი მყავს 5 წლის შვილი ისე გავაჩინე არანაირი პრობლემა არ მქონია.ორჯერ მქონდა შეწყვეტილი ორსულობა ერთი 13 კვირაზე მეორეთ 9 კვირის.გამოვიკვლიე ვირუსები,ტესეაში,კოაგულოგრამა და ჰორმონები,ესტრადიოლი მაქვს 23,8 ცოტა დაბალი,ამ ჰორმონს შეიძლება გამოეწვია ორსულობის შეწყვეტა?და ექიმა მითხრა ეს ჰორმონი იწვევს ნაადრევ კლიმაქს ვარ 33 წლის.დამინიშნა ოვომაქსი,ლედიველა და კლიმაზინი 3 თვე 3ჯერ დღეში,მივიღე ეს პრეპარატები ეხლა ვარ 2 კვირის ორსული როგორ მოვიქცე იგივე რომ არ განმეორდეს რა ანალიზებია საჭირო?დიდი მადლობა
მოგესალმებით, თქვენ გჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა და ჰორმონული ანალიზების ჩატარება, პროგესტერონი, ესტროგენები და ა.შ. სავარაუდოდ დაგჭირდებათ ჰორმონული თერაპია ორსულობის შენარჩუნების მიზნით.
მაკა
2015-11-17
გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს, ვარ ახლომხედველი და რამდენად ხელს უშლის ეს მიზეზი დაორსულებას. ან დამატებით რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ორსულობამ?
მოგესალმებით, ახლომხედველობა არ უშლის ხელს დაორსულებას,არ არის კავშირში უნაყოფობასთან. მხოლოდ მშობიარობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა, რაზედაც მეანი იღებს გადაწყვეტილებას.
ნინო
2015-11-26
გამარჯობა ქალბატონო ლალი,მაქვს პოლიკისტოზი და გავიკეთე ყველა ჰორმონალური ანალიზი მაქვს მხოლოდ მალუთეინიზირებელი ჰორმონი 3 მტელიტ მაგალი.. ვსვავდი იარინას და ორსულობა დადგა და უყურადგებობის გამო შემიწყდა ერტ ტვეზე..შემდეგ ოტხი ტვე არაფრიტ მიმკურნალია და სეიდზლება ისევ იარინა დავლიო? არის შანსი რო დადგეს ორსულობა?
მოგესალმებით, იარინას მიღების ფონზე ორსულობა არ დადგება,რადგან ის არის ჩასახვისსაწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალოდაც გამოიყენება. თქვენ იარინას მიღება აღარ გჭირდებათ. უნდა ჩაიტაროტ ექოსკოპია ფოლიკულის მონიტორინგი - გიმწიფდებათ თუ არა კვერცხუჯრედი და გამოჩნდება, გჭირდებათ თუ არა რაიმე გამოკვლევა და მკურნალობა. დაორსულების შემთხვევაში მაშინვე მიმართეთ ექიმს მკურნალობის დასანიშნად.
nino
2015-12-09
Iarinas daleva davamtavre da meore tveshive davorsuldi..mimwifdeba magram ar skdeba chatarebuli maqvs yvelaferi
მოგესალმებით, თქვენ ექიმის დახმარება გჭირდებათ,თუ ფოლიკული არ სკდება იე.ი. ჰორმონები არის დასაბალანსებელი.ამ დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.ჯობს ერთხელ მოხვიდეთ კონსულტაციაზე.
ნათია
2015-12-12
გამარჯობათ, ციკლი გადამიცდა დაახლობით 33 დღე გავიდა. ოცდამეექვსე დღეს მქონდა ისეთივე სიმპტომები როგორიც მაქვს ხოლმე მენსტრუაციის წინ. შებერილობა, გამონაყარი და ასე შემდეგ. ამ პერიოდში ვინერვიულე და შეიძლება ეს იყოს ციკლის არ მოსვლის მიზეზი? ამჟამად ჩვეულებრივად ვარ, ისე როგორც მენსტრუაციის შემდეგ. ასევე ტანზე გამომივიდა ლაქები და ეს ორი შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს? ან რა იქნება გამოტოვების მიზეზი? წინასწარ მადლობა!
მოგესალმებით, ნერვიულობა არის სტრესი,რის ფონზეც ხდება ჰორმონული დარღვევა და შესაბამისად მენსტრუაციული ციკლის დარღვევაც. თუ კიდევ განმეორდა მსგავსი რამ, აუცილებლად ჩაიტარეთ ჰორმონული გამოკვლევა და ექიმის კონსულტაცია.
რუსკა
2015-12-24
ქალბატონო თამარ, ციკლის რიცხვები არ მაქვს არეული, 1 კვირის განმავლობაში გრძელდება მენსტრუაცია, შეიძლება ნორმალურია მაგრამ მე ვთვლი რომ მომდის ბევრი ხან შავი და კოლტიანი სისხლი, განსაკუთრებით პირველი-3-4 დღე, ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე, მჭირდება თუ არა თქვენთან მოსვლა, არის თუ არა საყურადღებო თუ ნორმალურია ეს ყველაფერი? დიდი მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, სასურველია ექოსკოპიის გაკეთება და სავარძელზე გინეკოლოგის მიერ გასინჯვა. თუ გაკეთებული გაქვთ ექოსკოპია ან სხვა რაიმე ანალიზი, შეგიძლიათ მოიტანოთ პასუხები და გაგიწევთ უფასო კონსულტაციას.
მარი
2016-01-12
ქალბატონო თამარ მაქვს გამონადენი საშონდან მომწვანო ფერის, ასევე საერთო სისუსტე და დაბალი სიცხეები, ასევე მტკივა საკვერცხეებთან, ეს ყველაფერი შეიძლება რომ იყოს ერთმანეთთან კავშირში? და ვის მივმართო და რა გამოკვლევები დამჭირდება? ეს გამონადენი დაახლოებიოთ 1 თვეა მაქვს, ციკლი მქონდა ნორმალურად მაქვს
ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, სავარაუდოდ გაქვთ ანთებითი დაავადება, რასაც ჭირდება მკურნალობა გინეკოლოგთან. ჩვენს კლინიკაში 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს აქცია, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ უფასო კონსულტაცია. ჩაწერა წინასწარ ტელ. 224 00 99, 224 00 98
მარი
2016-01-13
ქალბატონო ლალი მადლობა ყურადღებისათვის, ხვალ ჩავეწერე თქვენთან 11 საათზე, ნაცხზე და ექოზეც ხომ არაა რაიმე ფასდაკლება ამ აქციით?
აქცია ვრცელდება მხოლოდ ნაცხის ბაქტერიოსკოპიაზე და მისი ფასი აქციის ფარგლებში არის 5 ლარი ნაცვლად 17 ლარისა, ექოსკოპია კი ჩვეულებრივად 40 ლარი.
ანი
2016-01-18
საკეისროს სჰემდეგ რამდენ ხანსჰი სჰეიზლება ქმარტან ურტიერტობა?
მოგესალმებით, საკეისრო კვეთის შემდეგ მთავარია ინტერვალის დაცვა შემდგომ ორსულობამდე, განმეორებითი მშობიარობა შესაძლებელია ორი წლის თავზე. ქმართან ურთიერთობა შესაძლებელია ერთი თვის - ორმოცი დღის შემდეგ,აუცილებლად კონტრაცეპციის მეთოდის გამოყენებით, არსებობს კონტრაცეპცია როგორც მეძუძური დედებისათვის, ასევე ბარიერული საშუალებები.
მარი
2016-02-01
ქალბატონო ლალი გამარჯობა თქვენი პაციენტი ვარ მკურნალობის კურსი მქონდა თქვენგან დანიშბული, შმდეგ ციკლი დაემტვა და ახლა ისევ ვაგრძელებ სანთლებს, როდის მოვიდე განმეორებით ნაცხის ანალიზზე?
მოგესალმები მარი, განმეორებითი ნაცხის ანალიზი უნდა გაკეთდეს სანთლების დამთავრებიდან 7 დღის შემდეგ ან მომდევნო მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.
მაკა
2016-02-08
ქალბატონო ლალი,ერთი წელი და ხუთი თვეა რაც საკეისრო კვეთით ვიმშობიარე და ბავშვი ეხლაც ძუძუს ცოვს დამატებით კვებასთან ერთად და მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ მქონია ეს დარღვევაა?
მოგესალმებით, ნორმალურია, მენსტრუაცია შეიძლება 8 თვემდეც არ დაგეწყოთ.
გვანცა
2016-02-12
ქალბატონო ლალი რა ღირს თქვენთან კონსულტაცია?ძალიან მიქეს თქვენი კლინიკა და თქვენი თავი:)მოსვლამდე ვიზიტის ღირებულება თუ მეცოდინება კარგი იქნება, დიდი მადლობა წინასწარ.
მოგესალმები, ჩემი კონსულტაცია ღირს 50 ლარი, უკეთესი იქნება თუ წინასწარ ჩაეწერები. ტელ. 224 00 99, 224 00 98.
ციცო
2016-03-01
გამარჯობატ. ვარ 49 წლის.ციკლი სჰემიწკდა6 ტვეა მაწუხებს ოფლიანიბა და ნერვებზე ცუდად მოქმედებს იქნება მირცჰიოტ რა მივიგო ცოტა რომ სჰემიმსუბუქდეს. კლიმაქტო პლანს ვსვამ მარა ესჰედეგოა. დეპოპრავერა მირცჰის მარა ექიმის გარესჰე არ მინდა ტქვენ რას მირცჰევტ? რა სჰემიმსუბუქებს მდგომარეობას? ტიტქმის კოველ ერტ საატსჰი მაოფლიანებს დგისიტაც და გამიტაც .მადლობა წინასწარrnrn
მოგესალმებით, ქალბატონი ლალი არის კონგრესზე იტალიაში. ინსტიტუტში იქნება 9 მარტს და აუცილებლად გიპასუხებთ.
ნინო
2016-03-02
გამარჯობა ქალბატონო ლალი, ციკლი მაქვს ხოლმე სულ ერთიდაიგივე რიცხვში, 26ში, წინა თვეში ვიმკურნალე სოკოზე და ბაქტერიები მქონდა, ახლა ველოდები გადაცდენა მაქვს და არ მომსვლია მაგრამ მკერდის ტკივილები მაქვს და ცოტა გამონაყარი, ორსულობა გამორიცხულია( კონტაქტი არ მქონია) რისი ბრალი შეილება იყოს ეს გადაცდენა და საშიში თუა? თან მკერდი მტკივა უკვე 1 კვირაა(ციკლის წინ ვიცი ხოლმე ესე) მადლობა
მოგესალმებით,მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძგამოწვეული იყოს საკვერცხეების დისფუნქციით, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ექოსკოპიური გამოკვლევა, ჰორმონული (პროლაქტინი) ანალიზი, ასევე მამოლოგის კონსულტაცია.
მეგი
2016-03-16
გამარჯობათ ქალბატონო ლალი.დაოჯახებული ვარ უკვე მესამე წელია არ გვყავს შვილი.მეუგლეს აგმოჩნდა რომ სპერმის დაბალი პროცენტობა აქვს.გვირჩიეს რომ მოვსულიყავით თქვენთან.ასევე მეც მცჰირდება გამოკვლევა. რა პერიოდში მოვიდეთ,ციკლის მოსვლამდე თუ დამთავრების შემდეგ,მერამდენე დგეს.rnrn
მოგესალმებით,სასურველია მოხვიდეთ მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გამოკვლევების ჩასატარებლად.თუმცა კონსულტაციაზე გასაუბრების მიზნით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ.
მეგი
2016-03-16
ქალბატონო ლალი კიდევ მაინტერესებს ტქვენტან ტუ ხდება სპერმის პროცენტულობაზე მკურნალობა.?საერთოდ ექვემდებარება მკურნალობას?რამდენიმემ გვირჩია ხელოვნური განაყოფიერება .
მკურნალობა რა თქმა უნდა შესაძლებელია, გააჩნია დაზიანების ხარისხს. შეგიძლიათ მობრძანდეთ, გვაჩვენოთ ანალიზები, ჩაგიტარებთ უფასო კონსულტაციას და მოგცემთ შესაბამისად რეკომენდაციას.
მეგი.
2016-03-18
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.ქალბატონო ლალი მენსტრუაციას რომ არ დაველოდოთ და თქვენს მითითებულ კონსულტაციაზე რომ მოვიდეთ გასაუბრების მიზნით და ჩვენი მდგომარეობის ასახნელად მაინც საჭიროა წიანასწარი ჩაწერა?
უმჯობესია წინასწარ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე 2240099, 2240098 ან მოგვწერეთ თქვენთვის სასურველი დრო და პასუხს შეგატყობინებთ
ნინო
2016-03-19
გამაჯობატ ლალი ექიმო .მაინტერესებს მე-4-ე ხარისხის ოლიგოსპერმიის განკურნების შანსი თუა? და და ბუნებრივი გზით დაორსულება თუა შესაძლებელი.მადლობაrn
მოგესალმებით, უნდა დადგინდეს ოლიგოსპერმიის მიზეზი და ამის მიხედვით განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობა და შესაბამისად ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი.
მაია
2016-03-19
გამარჯობათ ქალბატონო ლალი, მე-3 წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ გვყავს. მირჩიეს თქვენთან მოსვლა გამოკვლევების ჩასატარებლად. მაინტერესებს რა ჯდება უშვილობის დიაგნოსტიკა?
მოგესალმებით,საწყის ეტაპზე საჭიროა ექოსკოპია ფოლიკულის მომწიფებაზე დასაკვირვებლად, მილების გამავლობის შემოწმება და სპერმის ანალიზი, რაც სავარაუდოდ 300 ლარი დაჯდება. დანარჩენი კვლევის აუცილებლობა და მკურნალობა ამის შემდგომ განისაზღვრება.
მარი
2016-03-19
გამარჯობათ ქალბატონო ლალი.დაოჯახებული ვარ უკვე 4წელია და არ მყავს შვილი.აგმომიჩდა მუცლის გრუს ტუპერკულიოზი ეხლა დავამთავრე მკურნალობა. თქვენს კლინიკაში ნინო დათოშვილთან გადავიგე მილის ფუნქციებზე სურათი და მითხრეს ფუნქციები დაქვეითებულიაო ჩემმა ექიმა მითხრა რომ გავიკეთო ჩაბერვები 4უკვე გაკეთებული მაქვს და მაშინ მითხრა რომ ეს 4მეყოფოდა ეხლა კი მეუბნება კიდევ 6უნდა გაიკეთო.როგორ მოვიქცე?ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ გაურკვევლობაში ვარ..მილებზე სურათი გადაგებული მაქვს და მეუბნებიან გამტარია მაგრამ ცოტათი დეფორმირებულიო..
მოგესალმებიტ, თუ კიმოპერტუბაციით ფუნქცია დაქვეითებულია, ეს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკია და გირჩევთ მილების სარეაბილიტაციო თერაპიას ფიზიოპროცედურებთან ერთად. კიმოპერტუბაცია ტარდება ჰაერით, სასარგებლო სამკურნალო პროცედურაა, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის მსგავსი,რაც შეეხება ე.წ. ჩაბერვებს, უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს საშვილოსნოს მილების ძალიან ნაზი სტრუქტურა.
მარი
2016-03-22
ფიზიო თერაპია 10გაკეთებული მაქვს.ძალიან მინდა თქვენთან მოსვლა და წინასწარ უნდა ჩავეწერო???
მოგესალმებით,უმჯობესია წინასწარ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე; 22400 99, 224 00 98
მეგი
2016-03-23
თუ ციკლი არეული მაქვს და ციკლის დგე 30,31 დგიანია ამ შემთხვევაში ოვულაციის პერიოდი შესადზლოა რომ არ მქონდეს?ან რომელ რიცხვებში შეიდლება მოხდეს ოვილაცია?
მოგესალმებით, შესაძლებელია იყოს გვიანი ოვულაცია. ამის დასადგენად სასურველია ექოსკოპიის გაკეთება.
ელიზა
2016-03-23
გამარჯობათ,მაინტერესებს პირველ კონსულტაციაზე მივდივარ,ექვსი თვის ორსული ვარ დაახლოებით,დამაგვიანდა მისვლა რადგან ახლახანს შევამჩნიე და მაინტერესებს პირველ კონსულტაციაზე დაახლიებით რამდენი დამჩირდება თანხა და რას მომთხოვენ გარდა ეხოსკოპიისა
გამარჯობა ელიზა, ორსულებისთვის საქართველოში ექიმთან ვიზიტი მთელი ორსულობის განმავლობაში არის 4-ჯერ უფასო, თავისი კვლევებით და ექოსკოპიით. თუმცა ამ უფასო კონსულტაციების მისაღებად საჭირო იყო პირველ თვეებშივე დარეგისტრირება ჯანდაცვის სამინისტროში. ასე რომ თქვენს შემთხვევაში უკვე დაგვიანებულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ჩვენ რომ შეღავათი გაგიკეთოთ, უფასო კონსულტაციას შემოგთავაზებთ, ჩვენი ექიმი თამარ დიაკონიძე, რომელიც ორსულთა ამ პროგრამას ხელმძღვანელობს, მიგიღებთ კონსულტაციაზე და დაგარიგებთ როგორ უნდა მოიქცეთ ახლა. უკვე საყურადღებო ვადაა და აღარ დააყოვნოთ ექიმთან მოსვლა. აუცილებლად დარეკეთ წინასწარ, რომ გაგვაფრთხილოთ და ჩვენც ექიმი გავაფრთხილოთ რომ უფასოდ მიგიღოთ. დარეკეთ ქალაქის ნომერზე 224 00 99 ან მობ. 595 04 50 05
ნინო
2016-03-23
ლალი ექიმო .აქამდე არ მქონია საკვერცხეზე გარედან უმნისჰვნელო შეხორცებამაქვს და არის რომ ამან შეუშალოს ხელი ჩემს დაორსულებაას.და ჩემი მეუგლის ანალიზის პასუხი ასეტია და არის ასეტის სჰემტხვევასჰი ბუნებრივი გზიტ დაორსულების შანსი და რამდენი პროცენტი.rnდზალიან დიდი ბოდისჰი რომ გაცუხებტ
მოგესალმებით, საჭიროა მილების გამავლობის დადგენა. მობრძანდით და მოიტანეთ თქვენი მეუღლის პასუხი, პირველ კონსულტაციას უფასოდ ჩაგიტარებთ.
მეგი
2016-03-24
მადლობთ ყურადგებისთვის.ტქვენტან პირველი კონსულტაცია უფასოა?rnrn
მეგი გამარჯობა, საერთოდ არ გვაქვს ასე "პირველი უფასო კონსულტაცია", თუმცა თქვენს შემთხვევაში, ამ საიტით როდესაც გვწერენ, ვთავაზობთ ხოლმე პირველ უფასო კონსულტაციას. მხოლოდ, რომ მობრძანდებით იკითხეთ ქეთი ნატროშვილი და თავი შეახსენეთ რომ "წამალი.ჯი"-დან ხართ და უფასო კონსულტაციაზე შეგიყვანთ.
მეგი
2016-03-25
დიდი მადლობა ქალბატონო ლალი და ბოდიშს გიხდიტ ამდენი კითხვისთვის.ძალიან მეშინია მკურნალობის დაწყების, შედეგების და მკურნალობის ხანგრძლივობის.არვიცი საიდან მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ დაგვეხმარებით.ერტი სულიმაქვს როდის მოვალ თქვენთან.უფალმა გაგადზლიეროთ.მე თქვენთან მინდა მკურნალობა და ქეთი ნატროშვილი პირველი კონსულტაციის სშემდეგ ტქვენტან გამომგზავნის?
მეგი, ქეთი ადმინისტრაციის წარმომადგენელია, მკურნალი ექიმი ისედაც მე ვიქნები. ასე რომ უფასო კონსულტაციაც ჩემთან გექნებათ. უბრალოდ ქეთი იქნება საქმის კურსში და ჩემთან შემოგიყვანთ.
მეგი
2016-03-27
მოგესალმებით ქალბატონო ლალი.26-ში მომივიდა ციკლი,მაქვს 4-ი დღე.მეხუთე დღეს უკვე აგარც მაქვს,ხანდახან არის შემტხვევა რომ სულ ცოტა ისევ წამომივა ხოლმე.ჩემი გამოთვლით ვფიქრობ რომ მეხუტე დგეს მოვიდეთ თქვენთან.30-ში.თქვენ რას მირჩევთ.?
გამარჯობა მეგი, მობრძანდით ან 30 ან 31-ში. როდესაც გირჩევნიათ. რა დროს მოხვალთ მომწერეთ და ჩაგწერთ წინასწარ, რომ რიგში არ მოგიწიოთ დგომა.
მეგი
2016-03-28
30-ში მოვალთ.ასე გვირჩევნია.თქვენ ჩაგვწერთ?
დიახ მეგი, მხოლოდ 11:00 არის დაკავებული. თუ შეგიძლუიათ ახლავე მოგვწერეთ, რომელ საათზე მობრძანდებით, რომ არ შეიცვალოს მონაცემები.
მეგი
2016-03-28
დიდი ბოდიში რომ მალევე ვერ გიპასუხეთ.ჩვენ გორიდან უნდა ჩამოვიდეთ.შეგვიდძლია დილით ადრე წამოვიდეთ ან ისეთ ნაირად რომ 11-ის მერე მიგვიგოთ.11მდე კლინიკაშ არ იქნებით?რვაზე რომ აქედან გამოვიდეთ დახლოვებით ალბთ 10-ის ნახევრამდე ან 10-ისტვის მანდ ვიქნებით.თუ ჩაწერილები არიან, თქვენტვის სასურველი დრო რომ დაგვიდასთუროთ.მადლობთ
მეგი გამარჯობა, 10ზე ჩაგწერთ და არაა პრობლემა ზუსტად თუ არ იქნებით მაგ დროს. მე დილის 09:30-დან ვარ კლინიკაში.
მარი
2016-03-29
ქალბატონო ლალი გამარჯობა, სამწუხაროდ რამოდენიმე წლის წინ მაქვს მედიკამეტოზური აბორტი გაკეთებული (3 კვირის ვადაზე ) პირველი ორსულობა იყო , გართულების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა ანუ მომივიდა მეორე დღესვე ციკლი და 15 დღეში ექოსკოპირადაც ყველაფერი წესრიგში იყო. ამის შემდეგ თავს პრეზერვატივით ვიცავდით, ახლა ვგეგმავ ორსულობას, ვარ 26წლის და მაინტერესებს რამე პრობლემები ხომ არ შემექმნება ამის გამო? ჩემი მეუღლე 36 წლსაა (პირველი ქორწინებიდან ყავს ქალიშვილი), ახლა მაინტერესებდა აბორტის გამო რამე პრობლემები მექნება თუ არა? ზოგაგად ჰორმონალური ფონი ცოტა არეული მაქვს ანუ ციკლი მაქვს დარღვეული სხვა ისეთი პრობლემები არ მაქვს, ველი პასუხს, მადლობა წინასწარ
გამარჯობა მარი, წინასწარ ზუსტად იმის განსაზღვრა პრობლემები შეგექმნებათ თუ არა, შეუძლებელია. იმის გამო, რომ ციკლი დარღვეული გაქვთ, რეკომენდებულია ჰორმონული ანალიზების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური კორექცია.
ლანა
2016-04-04
გამარჯიბა შეიზლება პრეგნილის ზემოქმედების ქვეშ ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენოს
მოგესალმებით, შესაძლებელია იყოს ჯვარედინი რეაქცია ქორიონულ გონადტროპინზე, რაც შედის პრეგნილში და ტესტმა ორივე ხაზი გააწითლა.
მანანა
2016-04-05
გამარჯობათ ორსულობოს ტესტსტი მეორე ხაზ ზან კრთლად მიჩვენებს და შეიზლება დადებიტი პასუხი იყვეს
მოგესალმებით, მეორე ხაზის მკრთალი სიწითლე შეიძლება მიუთითებდეს ორსულობიდ მცირე ვადაზე.
ნინი
2016-04-06
გამარჯობა, სოკო იწივევს თუ არა უშვილობას? rnმადლობა
მოგესალმებით, სოკო უშვილობას არ იწვევს,მაგრამ თუ ჩივილები გაქვთ,უნდა იმკურნალოთ.
ნანა
2016-04-07
გამარჯობატ. მიტხრეს პროლაქტინი მაქ მაგალი და ამ დროს დაორსულება ვერ მოხდებაო.ჰეიდზლება ასეიყოს მადლბტrn
მოგესალმებიტ, მაღალი პროლაქტინი მოქმედებს საკვერცხის ფუნქციონირებაზე,შესაძლებელია ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედის მომწიფებას.
მია
2016-04-10
გამარჯობაrnენდომეტრიუმი ციკლის შემდეგ მალე იზრდება ნომრაში და ოვოლაცია უფრო გვიან ხდება, ეს ხელს უშლის დაორსულებას?
მოგესალმებით, გვიანი ოვულაციის დროს სავარაუდოდ არის ყვითელი სხეულის უკმარისობა, რამაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს ორსულობის განვითარებას.
ქეთი
2016-04-15
გამარჯობათ ლალი ექიმო რკინადეფიციტური ანემია მაქვს შეიძლება თუ არა პოლიპის ამოკვეთა ჰისტეროსფიირი მეთოდით?rn
მოგესალმებით. შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან პოლიპი რინადეფიციტური ანემიის მიზეზი. ოღონდ ჰისტეროსკოპიის ჩატარებამდე უნდა დაიწყოთ ანემიის მკურნალობა და გააგრძელოთ
თეა
2016-04-22
გამარჯობავათ ლალი ექიმო, ვარ 32 წლის მაინტერესებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიგება ჩემს ასაკში, რომელს მირჩევთ, ამ დროისთვის ვღებულობ ლინდინეტ20ს, და მაინტერესებს კიდევ ტრიხომონა გადამდებია სექსუალური გზით და თუ შეიძლება თვითონ ქალი იყოს ამით დაავადებული? ვგულისხმობ შეძენილია მესამე პირით თუ ცოლ-ქმარსაც აქვს? მადლობა!
მოგესალმებით. ლინდინეტი არის დაბალდოზიანი კონტრაცეპტივი, შეგიძლიათ გააგრძელოთ. ტრიქომონა გადადის სქესობრივი კონტაქტით, მაგრამ შეიძლება გადავიდეს საყოფაცხოვრებო ნივთებითაც, მაგალითად |თეთრეულით, პირსახოცით, საპნით ა.შ. შეიძლება დაემართოს ყველას, ბავშვსაც თუ შეხება ექნება დაბინძურებულ ნივთებთან
ქეთი
2016-04-24
ლალი ექიმო პოლიპის ამოკვეთის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს? თუ პოლიპის ამოკვეთით მთავრდება ეს პრობლემა მადლობა წინასწარrn
პოლიპის განვითარეის მიზეზი ხშირად არის ჰორმონული დარღვევა, ამიტომ საჭიროა ჰორმონული ანალიზი, რომ პოლიპის შემთხვევაში მკურნალობით მოვაწესრიგოთ ეს დარღვევა რათა თავიდან არ ჩამოყალიბდეს პოლიპი.
თეა
2016-04-25
ლალი ექიმო ისევ მე გაწუხებთ დიდი მადლობა პასუხისთვის, ანალიზის პასუხები მივიღე მაქვსენდოცერვიტი, ნაცხის ანალიზმა აჩვენა ეპითელი-0-1 ლეიკოციტი დიდი რაოდ. ფლორა -კოკები დიდი რაოდენობით. ტრიხომონა. ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და ისე მკურნალობას, თუ შეიძლება სახლის პირობებში მკურნალობა? რას მირჩევთ, დამინიშნა დზვირადღირებული მედიკამენტები და უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს რას მირჩევდით თქვენ, რას დამინიშნავდით, სხვანაირად ვერ ვახერხებ მკურნალობის ჩატარებას, უღრმესი მადლობა, ბოდიში რო გაწუხებთ
მოგესალმებით, ასე ზეპირად, ანალიზების გარეშე მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია. შეგიძლიათ მიბრძანდეთ აფთიაქში და თხოვოთ იმ წამლების იაფად ღირებული ანალოგები, რაც დაგინიშნათ ექიმმა.
ნინი
2016-04-26
გამარჯობა ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ერთი წელია გათხოვილი ვარ და სოკოზე ვმკურნალობ და ვერაფრით მოვირჩინე მინდა შილის გაჩენა.ტრიქომონიაზიც მქონდა ყველა ანალიზი ჩატარებული მაქ სხვა არაფერი მჩირდა.მკურნალობა დავამტავრე და საკონტროლო ანალიზი კარგი მქონდა მკურნალობიდან ორ თვეში ისევ დამეწყო ქავილი და წვაა ხანდახან მაქ.ეხლა რაღაც გამონაყარი მაქ საშოზე წვრილად რომელიც მეწვის გამონადენი არმაქ ძან მცირე.20 აპრილს მომივიდა და მეშვიდე დღე გადამივიდა ციკლი ისე 5-6 დღე ვიცი ციკლის დასაწყისში მაქ ყავისფერი გამონადენი და ბოლო დღეს აღარვიცი უკვე რა გავაკეთო როგორ ვიმკურნალო რომ ამ დავადებებს ბოლო მოვუღო ჰიგიენას ვიცავ ყველანაირად.მეუღლე ზუსთად ვიცი არ მღალატობს გამორიცხეთ ეგ მანაც ჩაიტარა მკურნალობა და არაფერიჩირს დღემდე თავს ვიცავთ პრეზერვათივით უბრალოდ თავიდან დამემართა და ვერაფრით მოვირჩინე ბოლომდე :((
მოგესალმებით. ინფექციების სამკურნალოდ ზოგჯერ საჭიროა მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარება, აუცილებლად საჭიროა ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია.
ნინო
2016-04-26
გამარჯობათ ლალი ექიმო მილების გამტარიიანობა მინდა გავიკეთო და რაღირს ?rn
მოგესალმებით, ჰისტეროსალპინგოგრაფია ღირს 170 ლარი.
ნინო
2016-04-28
ლალი ექიმო გტხოვტ მიპასუხოტ რამდენად მაქვს ბუნებრივად დაორსულების სშანსი ამ ანალიზის მერე ცჰემი მეუღლის ანალიზია ეს
მოგესალმებით. თქვენი მეუღლის ანალიზი არ არის გამოგზავნილი, შესაბამისად პასუხს ვერ გაგცემთ. შეგიძლიათ ანალიზის პასუხი გამოგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე: info@reproinstitute.ge
ანანო
2016-04-30
გამარჯობათ... ანანო ვარ 19 წლის.. არც გათხოვილი ვარ და არც მქონია ფიზიკური კავშირი მამაკაცთან.. უბრალოდ ცოტაარიყოს შეშინებული ვარ... საშოს ყელში ბურთისებრ რაღაცას ვამჩნევ და შესაძლებელია ეს საშვილოსნოს დაწევით იყოს გამოწვეული? საშიშია? გთხოვთ გამეცით პასუხი.. მადლობა წინასწარ...
მოგესალმებით, საჭიროა სავარძელზე დათვალიერება, შეიძლება ბართოლინის ჯირკვალი გქონდეთ გადიდებული
მეგი
2016-05-03
გამარჯობათ ქალბატონო ლალი,მილების გამტარიანობის შემოწმების მიზნით დაბარებული ვარ თქვენთან,წინასწარ რაიმე შემზადება ხომ არარის საჭირო?
მოგესალმებით, მილების გამტარიანობის შემოწმებისათვის უნდა გქონდეთ სუფთა ნაცხი და არ უნდა იყოს ანთებითი ფონი. ამიტომ აუცილებელია წინასწარ ნაცხის ანალიზი და სავარძელზე გასინჯვა.
მეგი
2016-05-04
პარასკევს მუშაობთ რომ ჩამოვიდე?
გამარჯობა მეგი, ამ პარასკევს ანუ 6 მაისს ვმუშაობ, ხოლო ორშაბათიდან არ ვიქნები 1 კვირა. ასე რომ თუ დაგეგმავთ ხვალისთვის ჩაგწერთ. მხოლოდ დრო მომწერეთ რომელ საათზე მოხვალთ დაახლოებით რომ ლოდინი არ მოგიწიოთ.
მარი
2016-05-10
გამარჯობა ქალბატონო ლალი, რა შეიძლება იწვევდეს ციკლის წინ კუჭის საშინელ ტკივილებს? მეორე ციკლია უკვე ანუ წინა თვეშიც ძალიან ძლიერი კუჭის ტკივილი მქონდა და მეორე დილას ციკლი დამეწყო და ახლაც ამ თვეშიც ანალოგიურად განმეორდა, იქნებ დამეხმაროთ მადლობა
მოგესალმებით, ზოგადად კუჭის ტკივილითან კავშირში არ არის, მაგრამ რამდენადაც ეს ოველთვის ემთხვევა მენსტრუაციისწინა პერიოდს, შესაძლებელია ჰორმონალური დისბალანსი იწვევდეს ტკივილს, ამიტომ სასურველია კონსულტაცია გაიართ როგროცრეპროდუქტოლოგთან, ასევე გასტროენტეროლოგთან.
ნანა
2016-05-10
გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ ვარ 7 კვირის და 4 დღის ორსული ეხოსკოპიაზე მითხრეს რომ სანაყოფე პარკი ცოტა პატარაა ვიდრე უნდა იყოს,ეხოსკოპიის პასუხი არის შემდეგნაირი საშვილოსნოს ღრუში ისახება სანაყოფე პარკი.სწორი ფორმის,მაქსიმალური შიდა დიამეტრით -18მმ.სანაყოფე პარკში ვიზუალირდება ემბრიონი ზომით-12მმ და ყვითრის პარკი ზომით-2.2მმ.ემბრიონის გულისცემა არის -136 დარტყმა/წუთში.ენდოცერვიკალური არხი დახურულია,ყელის სიგრძე არის -44 მმ..მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე პარკის სიპატარავემ?ხომ არის შანსი რომ მოიმატოს სანაყოფე პარკმა?ან ეს ზომები რამდენად პატარა და საგანგაშოა?ძალიან მეშინია გთხოვთ მიპასუხოთ..გადასამოწმებლად დამიბარეს ეხოსკოპიაზე 10 დღეში,ვიკეთებ კლექსანის ნევს და უტროჟესატნის სანთლებს.
ნანა მოგესალმებით, ამ ეტაპზე გააგრძელეთ მკურნალობა კლექსანით და უტროჟესტანით, როგორც გაქვთ დანიშნული. სანაყოფე პარკის სიმცირე შესაძლებელია დაკავშირებული იყო გვიან ოვულაციასთან. აქედან გამომდინარე ნამდვილად შესაძლებელია სანაყოფე პარკი გაიზარდოს, ამისთვის გააკონტროლეთ ორსულობა ექოსკოპიაზე.
ნანა
2016-05-10
გამარჯობატ გავიკეტე ანალიზი ჰცგ ჰორმონი მუმლ და წერია ორკვირაზე 25-300 და სჰუაჰი 3.1 რასნისჰნავს??/ უარყოფიტიაrn
მოგესალმებით, ორი კვირა იმდენად პატარა ვადაა, რომ ძნელია დაბეჯითებით რაიმეს თქმა, ამიტომ ორ კვირაში გადააკონტროლოთ ანალიზი. თუმცა თუ ქორიონალური გონადოტროპინი 3.1 არის სავარაუდოდ არაა ორსულობა.
მარი
2016-05-12
გამარჯობათ ლალი ექიმო თქვენ დამინიშნეთ ბრომოკრიპტინი და რეცეპტში წერია 1/4 ძალიან პატარა აბია და ნამდვილად ესე უნდა დავლიო??
მარი მოგესალმებით, რადგანაც დოზა შეგირჩიეთ 1/4, ესეიგი უნდა აბი უნდა გაყოთ და ისე მიიღოთ, მიუხედავად აბების მცირე ზომისა.
ნინი
2016-05-13
გამარჯობათ ლალი ექიმო, მაინტერესებს ტრიხომონა აღმომაჩნდა, ძალიან გთხოვთ კონკრეტულად რო გამცეთ პასუხი, ეს ინფექცია შეიძლება რო მე მქონოდა თუ ეს მხოლოდ მეუღლისგან გადამედო, სხვა საყოფაცხოვრებო სიტუაციები რო გამორიცხოთ, ისე არ მექნებოდა ეს ინფექცია თუ არა გადადებაა? ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა!
მოგესალმებით, ზოგადად ტრიქომონა მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ჯგუფს, თუმცა ამ ინფექციით დასნებოვნება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზითაც. აქედან გამომდინარე ცალსახად პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, ტრიქომონიაზის მკურნალობა ჭირდება ორივე სქესობრივ პარტნიორს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი იქნება არაეფექტური
ეკა ბარბაქაძე
2016-05-18
გამარჯობათ. 2წელია გათხოვილი ვარ. ორსულობა არ დამდგარა ჯერ, ყველაპერი გამოვიკვლიე ვირუსების გარდაა, გვითხრეს რომ მეუღლემ უნდა დაიკოს წონაშიო და არის დიეტაზე ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა, და აღმოაჩნდა რომ სპერმა აქვს გასქელებული, პროლაქტინი მაღალი და ამაზე სვავს წამლებს,, ანუ მაინტერესებს წონაა უშლის ხელსს დაორსულებას და ასევე სპერმის გასქელებაა? მადლობაა
ეკა მოგესალმებით, მაღალი პროლაქტინი და არასრუფასოვანი სპერმა, რათქმა უნდა ხელს უშლის დაორსულებას, მაგრამ შვილოსნობისათვის აუცილებელია რომ თქვენ გიმწიფდებოდეთ კვერცხუჯრედი და მილები იყოს გამავალი. ხოლო რაც შეეხება ზოგადად ინფექციებს ნამდვილად გასატვალისწინებელია, რადგანაც ინფექციები უარყოფითად მოქმედებენ როგორც სპერმაზე, ასევე მილებზე.
მეგი
2016-05-19
გამარჯობათ ქალბატონო ლალი.მაინტერესებს პროლაქტინის ანალიზისთვის ციკლიდან მერვე-მეცხრე დგეს რომ ჩამოვიდე თუ გაკეთდება ანალიზი.ან რომელ დგეებშია უფრო მისაგები.
მოგესალმებით, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ მე-8 - 9 დღეს, აგრეთვე ნებისმიერ დღეს კვირის გარდა, მაგრამ აუცილებლად დილის საათებში, უნდა იყოთ უზმოდ, წყლის დალევაც კი არ შეიძლება.
ნანა
2016-05-22
გამარრჯობატ.უტროჯესტანის მიგებისას სჰეიდზლება ტუარა ურტიერტობა///?????? მადლობტrn
მოგესალმებით, სქესობრივი ურთიერთობა შეაძლებელია უტროჟესტანის მიღებისას.
ქეთი
2016-05-28
გამარჯობათ, ვარ 20 წლის,დასაქორწინებელი, ციკლი თითქმის არასდროს მქონია მწყობრში, ბოლო პერიოდში ხან 40 და ხანაც 30 დღიანი ციკლი მაქვს, რამდენად სერიოზული პრობლემაა და აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი?
მოგესალმებით, ექიმთან ვიზიტი რა თქმა უნდა აუცილებელია, გჭირდებათ ჰორმონული კვლევა, რათა შემდგომში არ შეგექმნათ პრობლემები.
სოფიო
2016-05-30
გამარჯობათ! ქალბატონო ლალი. ორსულობას ვაპირებ და მაინტერესებს ციკლი მანამ მომივიდოდა მქონდა ურთიერთობა 5დღით ადრე მერე მომივიდა ციკლი 2 დღე მერე შემიწყდა დღე გამოშვებით მქონდა 5დღე, სულ 7დღე მაქვს ხოლმე, ტესტს ვიკეთებ და არ მიჩვენებს პირველ ბავშვსზეც მქონდა ციკლი და 3 თვემდე ვერ გავიგე ორსულად რომ ვიყავი. ახლა შეიძლება რომ ვიყო ორსულად?გმადლობთ!
მოგესალმებით, სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა დაადგენს ორსულობას.
tiko
2016-06-06
გამარჯობა მეგი ექიმო.ცოტა ხნის წინ ანთებაზე ვიმკურნალე მაგრამ ბოლომდე ვერ მიმკურნალეს ისევ ვატყობ ნიშნებს.თქვენთან მირჩიეს მოსვლა და მაინტერესებს ამ დღეებში თუ გაქვთ ტავისუფალი დრო რომ ჩავეწერო.
მოგესალმებით, ექიმი მეგი ჩვენთან არ მუშაობს. თუ თქვენ გნებავთ ქალბატონ ლალი ფხალაძესთან მოსვლა ჩაეწერეთ ან აღნიშნულ ვებ. გვერდზე ან შემდეგ ნომრებზე 224 00 99: 224 00 98
ნანი
2016-06-08
გამარჯობათ,ვარ ორსული.ექიმმა დამინიშნა მაგნე ბ6 დღეში 3ჯერ.აფთიაქში შემომთავაზეს ბიმაგნუმი,რომლის ღირებულება ნაკლებია.მითხრეს რომ იგივე პრეპარატია და შესაძლოა იგივე დოზებით მიღება.რას მირჩევთ შესაძლოა მივიღო ეს პრეპარატი?
მოგესალმებით, მე არ ვიცი ბიმაგნუმის შემადგენლობა, თუ ზუსტად ანალოგიური შემადგენლობა აქვს რაც მაგნე ბ6-ს, შეგიძლიათ მიიღოთ.
სოფიო
2016-06-10
გამარჯობათ!მაინტერესებს ტესტი აცჰვენებდა დადებით პასუხს გარეორსულობა რომ იყვეს?
მოგესალმები, ტესტი განსაზღვრავს ორსულობას, იგი ვერ ახდენს დიფერეცირებას არის ორსულობა ღრუში თუ საშვილოსნოს მილში.
სოფიო
2016-06-10
გამარჯობათ ! ქალბატონო ლალი. თქვენ რა აზალიზიც მითხარით გავიკეთე ქოტიონული გონადოტროპინი. და მოვიდა პასუხი 289,1. ექოსკოპიაც გამიკეთეს ფოსო ცოტაოდენი სიტხეა ექიმმა დამიბარა კიდევ ვერ ვიგებ რამე საშიშროებაა? თან მეუბნევა პატაარაა და ვერ ვიგებთო ძალიან ვნერვიულოფ. გმადლობთ
მოგესალმები, ორსულობა ნამდვილად არის, რათა განისაზღვროს ორსულობის პროგრესირება და ლოკალიზაცია, საჭიროა დაკვირვება , ეხოსკოპია და ჰორმონალური ანალიზები დინამიკაში.
ტამუნა
2016-06-11
რისი ცამალია ფრაქსიპარინი?და კარდიო ასპირინი რა სემტხვევაში ინიშნებადა რამდენად აუცილებელია ორსულობის დროს ამ ცამლების მიგება?
მოგესალმებით, ორივე არის სისხლის გამათხელებელი, ინიშნება როცა ორგანიზმში სისხლის შედედების მაჩვენებელი მომატებულია. აგრეთვე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, რაც ზოგჯერ ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ხდება. ამიტომაც ამ შემთხვევაში, თავიდან რომ ავირიდოთ ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, ნიშნავენ ფრაქსიპარინს და/ან ასპირინს, სხეულის წონის მიხედვით არჩევენ დოზას, ტუმცა ასპირინის დასაშვები დოზა ორსულისთვის არის75 მგ.
ტამუნა
2016-06-21
ავიგე ანალიზი ჩიკვზე პასუხი ესეტია. ტირეოტროპული ჰორმონი (0.52)ნორმა არი(0.4-4.0) ანტისხეულები ტირეოგლობულინის მიმარტ (40.19 ნორმა არი 0-60.0) ანტისხეულები ტირეოპეროქსიდაზას მიმარტ (46-53) ნორმა არი 0-60.0 ვარ ორსულადანუ რამე საშისროებახო არ არი ექიმს ვერ ვუკავსჰირდები ,მადლობა ცინასცარrn
მოგესალმებით, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ამდენად ფარისბრი ჯირკვლის მხრიდან ორსულობას არანაირი საშიშროება არ აქვს
ტამუნა
2016-07-02
მაინტერესებს რა დროს კეტდება გენეტიკური ანალიზი?და რამდენად აუცილებელია რამე ნაკოფისტვის საზიანო ხო არ იქნება?და მაინტერესებს რამდენად მტკივნეული პროცედურაა?
მოგესალმებით, ნაყოფის ე.წ. გენეტიკური ანალიზი, რომელიც კეთდება ორსულობის დროს არის სხვადასხვა სახის. ორსულობის მე-13 კვირაზე კეთდება ორმაგი ტესტი - PAPPA, FβCG, ორსულობის 14 - 21 კვირაზე კეთდება სამმაგი ტესტი αFP, βHCG, FE3. ამ ანალიზებისათვის ხდება ვენიდან სისხლის აღება. ზოგჯერ ინიშნება ამნიოცენტეზი - სანაყოფე სითხეში უკრედების ქრომოსომული ნაკრებების განსაზღვრა. პროცედურა მტკივნეული არ არის, ნაყოფისთვის რისკი მინიმნალურია. სისხლის ანალიზების გაკეთება სასურველია ხოლო, ამნიოზენტეზი ინიშნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არის ნაყოფის პათოლოგიის მაღალი რისკი
ნინი
2016-07-11
საშვილოსნოს ტანის ზომები:51მმ,წინა-უკანა 40მმ სიგანე 49მმ მოცულობა 53.2სმ საშვილოსნოსა კონტურებით,გადახრილი მცირედ მარცხნივ,შერეული ექოგენობის,მიომეტრიუმი მარცვლოვანი.ენდომ.სიგრ 10მმ ნაწილ სამშრიანი.მარჯვენა საკვერც 44X30X38მმ მოც-26.5სმ მასში 14-16 ფოლეკულური დიამეტ 2.5-8მმ დომინანტური 22მმ მარცხენა საკვერც,39X24X33მმ მოცულობა 15.8სმ მასში 14-16 ფოლეკულ დიამეტრ 2-7მმ საშვილოსნოს ყელის ზომა 38X26მმ დუგლასის ფ თავისუფალი ციკლის 18 ტე დღე როგორი მაჩვენებელია საკვერცხების?
მოგესალმებით, მე-18 დღისთვისკარგი მაჩვენებელია,რადგან დომინანტური ფოლიკული 22მმ. გვიანი ოვულაცია შესაძლებელია.სასურველია ფოლიკულომეტრიის ჩატარება ოვულაციის შემოწმების მიზნით.
ნანა
2016-07-19
ქალბატონო ლალი, გამარჯობათ! სპირალი მაქვს ჩადგმული და ყოველდღე თითქმის მაქვს სისხლიანი გამონადენი და რატომ? ტკივილიც მაქვს მუცლიში ხშირად. მესაჭიროება თუ არა თქვენთან კონსულტაცია თუ ბუნებრივია ეს შემთხვევა სპირალის დროს.
მოგესალმებით,აუცილებლად გესაწიროებათ გინეკოლოგიური გასინჯვა. სისხლიანი გამონადენი და ტკივილი არავითარ შემთხვევაში არ არის ნორმალური მდგომარეობა.
მაკა
2016-07-19
გამარჯობა, მყავს ორი გოგო მესამე მინდა ბიჯი მყავდეს შესაძლებელია წინასწარ დავგეგმო ორსულობა ? გავიგე რახაც გამოკვლევების ჩატარებაა საჯირო , არ ვიცი სცორად დაგისვიტ თუარა შეკიოთხვა იმედია მიმიხვდით. მადლობთ
მოგესალმებით, სქემის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ანა
2016-07-23
გამარჯობათ . მაქვს პოლიცისტოზი. ექიმის დანიშნულებით გავიკეთე პროგესტერონის ნემსი 2,5%იანი. ორი ამპულა ორი დღე მიყოლებით. გაკეთებიდან გავიდა უკვე 6 დღე მაგრამ მენსტრუაცია არ მეწყება და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როდისაა შესაძლებელი მენსტრუაციის დაწყება? გინეკოლოგმა მითხრა თუ არ დაგეწყება შეგიძლია დაიწყო კონტრაცეპტივ ჯესის მიღება და თვის ბოლოს დაგეწყებაო. მაინტერესებს ჯესის მიღების დროს შესაძლებელი არის თუ არა მენსტაციის დაწყება? ის ვიცი რომ ჯესის მიღებას თან ახლავს სისხლიანი გამონადენი. გთხოვთ თუ შესაძლებელია მალე მიპასუხეთ
გამარჯობა, პირადი ნომერი მითითებულია საიტზე დამიკავშირდით და ამ ეტაპზე სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევთ.
ნანა
2016-07-25
მადლობა პასუხისთვის, სად უნდა ჩავეწერო?
ჩაეწერეთ წინასწარ შემდეგ ნომრებზე: 224 00 98 , 224 00 99
ნინო
2016-07-27
გამარჯობთ ლალი ექიმო, მე გამოგიგზავნეთ ჩემი მეუღლის სპერმის ანალიზის პასუხი და მითხარი რომ ამ ანალიზის პასუხის მიხედვით არის შესაძლებელი ბუნებრივად დარჩენის შესაძლებლობა მეც შევიმოწმე კვერცსავალი მილები და გამტარიანია ორივე.მე როგორც მიტხრეს ექიმმა არანაირი პრობლემა აგარ უნდა მქონოდა მარა არ დავრჩი კიდევ ცჰემი მეუღლე უკვე 2 დალია პროფელტილი და მაინც არაფერი შეცვლილა .მირცჰევენ რომ მეც დავლიო ვიდრე ციკლის მოსვლის დრო მოვა რამე პრეპარატი მაგალიტატ უტროჯესტონი ან მსგავსი რამ .დზალიან გტხოვთ იქნებ მიპასუხოდ როგორ მოვიქცეე? დიდი მადლობაrn
მოგესალმებით, მიმოწერით უშვილობაზე ვერ იმკურნალებთ. აირჩიეთ ექიმი და ჩაიტარეთ ნორმალური კონსულტაცია და მკურნალობა.
ტამუნა
2016-08-13
რამდენი ხანი შეიზლება ფრაქსიპარინის გაკეტება? უკვე ხუტი ტვეა ვიკეტებ ექიმი მეუბნება შესაზლებელია მტელი ცხრა ტვე დაგჩირდესო?რამე საზიანო ხო არ იქნება ნაკოპისტვის?
გამარჯობა, პირადი ნომერი მითითებულია საიტზე დამიკავშირდით და ამ ეტაპზე სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევთ.
ნანა
2016-08-17
გამარჯობატ 15 ე დგეს იკო ფოლიკული 16მმ და სადგაც 19 ე დგეს მოხდა ოვულაცია და ეგ ცუდი ტუ უნდა კიდე მკურნალობა??/ მადლობტrn
გამარჯობა, პირადი ნომერი მითითებულია საიტზე დამიკავშირდით და ამ ეტაპზე სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევთ.
თამუნა
2016-09-01
გამარჯობათ ლალი.რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი ...გავიკეთე პაპ ტესტი და შემდეგ კოლპოსკოპია დიაგნოზი პაპილომა ვირუსი...კოლპოსკოპის დიაგნოზი ტრანსფორმაციის ზონის ტიპი (ტზ)2 დაბალი ხარისხის დაზიანება (ცინ1)#87.9.......დანიშნული მქომდა ეს მედიკამენტები 1.გროპონორინი თითო აბი 3ჯერ დგეში და გენფერონი 500000 სანთლები.წინასწარ დიდი მადლობა.
მოგესალმებით, ეს დიაგნოზი საშიში არ არის, სასურველია გაიკეთოთ პაპილომავირუსის ტიპირება-გენეტიკური ანალიზი და მკურნალობის შემდებ გაიკეთოთ განმეორებითი პაპ-ტესტი.
ნიცა
2016-09-07
გამარჯობათ.მაქვს მილების შეხორცება,მჭირდება გაწმენდა ანუ ქირურგიული ჩარევა.მაინტერესებს შემდეგ როდის შეიძლება დაფეხმძიმება? წინასწარ მადლობაrn
მოგესალმებით, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული სამკურნალო პროცედურების ჩატარება, რომლის შემდეგ აუცილებელია მილების გამავლობის კონტროლი-მეტროსალპინგოგრაფია. პასუხის მიხედვით გადაწყდება თქვენი ფეხმძიმობის საკითხი.
ნინო
2016-09-21
გამარჯობა ლალი ექიმო, გთხოვთ მიპასუხოთ 11 კვირის ორსულზე თუ შეიძება ანტივირუსული აცრის გაკეთება, რომ თავი ავირიდო ვირუსებისგან. ასევე ამ პერიოდში რამდენად მიზანშეწონილია სექსუალური ცხოვრებით დაკავება. მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, აცრაზე ჯობს თავი შეიკავოთ. მიიღეთ ორსულთა მულტივიტამინი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.სექსუალური ცხოვრება არ იკრძალება, თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და პრობლემა არ არის.
mari
2016-09-29
tonusze dopelhercis nagnezia 400 daminishna eqimma ramdenad efeqturia?
მოგესალმებით, ეფექტურია მსუბუქი და ზომიერი ტონუსის დროს.
ტამუნა
2016-10-25
მანტერესებს საკეისროს გაკეტება რომელი მეტოდიტ ჯობია ნარკოზიტ ტუ სპინალური გაუმტკივარებიტ?
მოგესალმებით, ორივეს აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლოვანება, ეს უნდა გადაწყვიტოთ მეანესთან ერთად, ვისთანაც აპირებთ მშობიარობას.
მარი
2016-11-04
ვარ 26 კვირის ორსული გემოგლობინი მაქვს 60 ექიმმა დამინისშნა ფერსინოლი ორჯერ დგეში რამდენად ეფექტურია?
მოგესალმებით მარი, ნამდვილად ეფექტურია.
xato
2016-11-04
31 კვირის ორსულობის დროს ნაკოფი რამდენს უნდა იცონიდეს?ანუ გადავიგე ეხო და მიტხეს კილო ექვსასია არანაირი საშიშროება არ არი ნორმალური ცონის არიო მაგრამ მე მაინც მესჰინია ვფიქრობ პატარა ხომ არ არი?
მოგესალმებით ხათო, 31 კვირის ვადისთვის ნაყოფის წონა ნორმალურია.
ნატალი
2016-12-17
გამარჯობათ ქალბატონო ლალი, მაინტერესებს რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ჩემი შემთხვევა.. მენსტუაცია მომივიდა ძალიან მცირე რაოდენობიტ და ესე გრძელდებოდა სამი დღის განმავლობაში ხოლო შემდეგ გაგრძელდა ჩვეულებრივად და უკვე 9 დღეა არ შეწყვეტილა ძალიან ვღელავ რამე სერიოზული არ მჭირდეს
მოგესალმებით, გირჩევთ ექოსკოპიიის გაკეთებას და ექიმთან კონსულტაციას. რადგან, გასათვალისწინებელია თქვენი ასაკი შვილოსნობის, ფუნქცია, მენსტრუაციული ციკლი და ა.შ. ყველა მონაცემი უნდა შეფასდეს კომპლექსურად.
შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა


დარეკვა მიღებაზე ჩაწერა

Warning: include(videoplayer.php): failed to open stream: No such file or directory in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/include/footer.php on line 241

Warning: include(): Failed opening 'videoplayer.php' for inclusion (include_path='.:/usr/share/php') in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/include/footer.php on line 241