ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

კობა სახეჩიძე

სამუშაო ადგილი:
კლინიკის მისამართი:
ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)
ქალაქი:
თბილისი
5
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (16374)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
რომანი
2017-01-20 08:22:28
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ბატონო კობა უღრმესი მადლობა პროფესიონალიზმისათვის, მუდმივი ყურადღებისათვის. შესანიშნაქვად ვგრძნობ თავს. იხარეთ მუდამ!!!თქვენი მუდამ პატივისმცემელი პაციენტი - რომანი
გვანცა
2016-07-07 14:37:25
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
უღრმესი მადლობა ბატონო კობა ყველაფრისათვის!!!!!!
ზაზა ჭიკაიძე
2016-06-25 14:52:26
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
იხარეთ და იმრავლეთ.
ზაზა ღვთისავრიშვილი
2016-01-07 00:07:03
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ამ კაცში ერთად არის თავმოყრილი ყოველივე საუკეთესო, რაც კი შეიძლება მოკვდავ ადამიანს გააჩნდეს ცალცალკე. მისი პროფესიონალიზმი, სისუფთავე და ეთიკა კი ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია, მისი ხელწერა ყოველთვის გამოირჩევა ამ მხრივ. ჩემი აზრით ეს არის კაცი ლეგენდა, რმელიც უნდა დაფასდეს ერისგან. პატივისცემით ზაზა ღვთისავრიშვილი.
ლალი შალამბერიძე
2016-01-06 13:09:45
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მეამაყები, კობა, წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყველაფერში. <3

კობა სახეჩიძე

ახალი ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი

მისამართი: თბილისი საქართველო, ვაშლიჯვარის დას. კორპ. 9, ბ–15

ტელ: (+995 557) 12-82-82; (+995 595) 500-921

ელ-ფოსტა : ksakhechidze@yahoo.com  33-kobson@mail.ru;

დაბადების თარიღი: 08.01.1971

დაბადების ადგილი: თერჯოლა, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (მეუღლე და ორი შვილი)

 

მიღებული განათლება

1992-1999 - ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“ დიპლომი AA 0041757

2000-2002 - კლინიკური ორდინატურა ქ.დონეცკის მ.გორკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე (ცნობა №67 24.12.2002წ.

2002წ (13.03) - ქ.დონეცკის მ.გორკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის კურსები

2008 (24.12) - საქართველოს დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში (დისერტაცია – ”მოკლე წვრილი ნაწლავის სინდრომის ქირურგიული კორექციის მეთოდები) TMA №000034 (სარეგისტრაციო № 0046)

2008წ. (29.02) - უკრაინის სახელმწიფო სერთიფიკატი - უმაღლესი კატეგირია ქირურგიაში. № 31

2009წ  (03.11) - ქ.დონეცკის მ.გორკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე „ლაპაროსკოპიული ქირურგიის“ კურსები 

2009წ. (30.04) - ქ.დონეცკის მ.გორკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე „ინტერვენციული ექოსკოპიის საფუძვლები“ კურსები 

2010  (06.07) - ქ.დონეცკის მ.გორკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების კათედრაზე ექიმი–ენდოსკოპისტის სპეციალისტის  სერთიფიკატი № 3338 С.

2010წ. (01.07) - უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი  (диссертация: хирургические методы коррекции синдрома короткой тонкой кишки) ДК № 060725

2010წ. (29.11) - საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ზოგად ქირურგიაში. სერია 1ს 25, № 004963

2011წ (30.05) - საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიურ ქირურგიაში და ენდოკრინულ ქირურგიაში  

11.2012წ - სერტიფიკატი - ევროპის ქირურგთა აკრედიტაციის საბჭოს მიერ  მუდმივი სამედიცინო განათლების მიღებისათვის ( 18 ევროპული კრედიტი)

29.02.2012წ -საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი ენდოსკოპიაში

 

სამსახური

30.03.2003წ.– 01.11.2007წ - უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვ.კ.გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის უჯრედების და ქსოვილების კულტივირების ლაბორატორიაში – ქირურგი.

01.11.2007წ.– 08.10. 2010წ. - უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვ.კ.გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში – ქირურგად.

04.01.2008წ.– 08.10. 2010წ. - უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვ.კ.გუსაკის სახ. გადაუდებელი და აღმდგენითი ქირურგიის ინსტიტუტის უფროს მეცნირ თანამშრომლი 

09.03.2009წ- ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“ ასისტენტ–პროფესორი

2010წ. 02. - ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“–ს ჟურნალ „სამედიცინო ჟურნალის“ სარედაქცოი საბჭოს წევრი

08.11.2010-01.11.2013 - შპს „ავერსის კლინიკა“ ქირურგი

03.2013წ. -დან - საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“ - ქირურგი

04.2012-01.11.2013 - შპს „ავერსის კლინიკა“ ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი

03.02.2014წ-დან - კლინიკა „ჰერა 2011“ -ს ქირურგიული სამსახურის უფროსი

03.2014წ-დან - საქართველოს ენდოსკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის წევრი

12.2015წ - დან - "ჩაჩავას კლინიკა" "ახალი ქირურგიული კლინიკის" ხელმძღვანელი.

 

 

სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა

2003წ. - სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „სიახლე 21 საუკუნის ქირურგიაში“ (კიევი, უკრაინა)

2003წ. - ქირურგთა საერთაშორისო კონფერენცია „გადაუდებელი ქირურგიის ძირითადი კითხვები“ (უჟგოროდი, უკრაინა)

2004წ. -  სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „გადაუდებელი ქირურგიის აქტუალური კითხვები“ მიძღვნილი უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და  გადაუდებელი  ქირურგიის ინსტიტუტის 75–ე წლისთავისადმი (ხარკოვი, უკრაინა)

2004წ.  - სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე მედიცინის მიღწევები“  მიძღვნილი პროფ. ს.ი.გეორგევსკის მოგონებისადმი  (სიმფეროპოლი, ყირიმი, უკრაინა)

2006წ. - ახალგაზრდა სწავლულთა საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „გადაუდებელი და აღმდგენითი მედიცინის  აქტუალური კითხვები“  (იალტა, ყირიმი, უკრაინა)

2003–2006–2007წწ -დონეცკის სამხარეო ქირურგთა სამეცნიერო გაერთიანების სხდომა (დონეცკი, უკრაინა)

2010წ. - საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „გადაუდებელი ქირურგიის აქტუალური კითხვები“ მიძღვნილი პროფ. ტ.ვ.ზაიცევის  დაბადების 80 წლისთავს  (ხარკოვი, უკრაინა)

2010წ. - საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია გასტროენტეროლოგებისა და  კოლოპროქტოლოგების მინაწილეობით  „ნაწლავთა ანთებითი დაავადებები: პრობლემები და პერსპექტივები“ (დონეცკი, უკრაინა)

22-24.11.2012წ. - ევროპის ქირურგთა 16-ე კონგრესი (სტამბული, თურქეთი)

05-09.2013წ - სამეცნიერო პრაქტიკული სემინარი მარალტექნოლოგიურ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში (თბილისი)

 

უცხო ენები რუსული - თავისუფლად, ინგლისური.

 

19 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. ერთი მონოგრაფიის თანაავტორი (შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ქირურგიული მეთოდები. 2003წ. უკრაინა), უკრაინის 3 პატენტის ავტორი და თანაავტორი გამოგონებაზე. 

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა
ავთანდილი
2017-04-06
სალამი, მაქვს Mixed goiter, Autoimuni tireoiditis, Hypothyroidism - მოცულობაში ფარისებრი მინიმალურ ზღვარზე პატარაა და ჰომონის მიღების შემდეგ კიდევ შემცირდა ზომაში (ექოსკოპიაზე ჯირყვალი დეფექტების გარეშეა), ვიღებ 100 -112,5 გრამ ეუთიროქს, შესაბამისად TSH 1-ის ქვემოთ დავიჭირე მაგრამ ANti tpo მაქვს მუდამ მაღალი ძირითადად 100-დან 200 მდე და პერიოდულად 40 მდე ჩამოდის, პარალელურად დამემართა უნივერსალური ალოპეცია. რამდენად მოქმედებს ანტისხეულების სიჭარბე ალოპეციაზე და შესაძლებელია თუ არა ანტისხეულების დაწევა?
ელმირა
2017-02-22
Спасыбо за все уважаемый Коба Леванович. мне было большое удовольствые лечиться у вас.
ქეთი
2016-10-28
უკვე წელიწადია ხშირად მაქვს ისეთი შეგრძნება, რაც დაბალის სიცხის დროსაა: თავბრუსხვევა, ფეხებისა და კუნთების ტკივილი. ვისინჯავ სიცხეს და არ მაქვს. რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა მიმართულებით ჩავიტარო გამოკვლევა?
გამარჯობათ! პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუ ქირურგიული პათოლოგია დაგიდგინდებათ, ამ შემთხვევაში შემიძლია დაგეხმაროთ. პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
სოფი
2016-10-20
დიახ 50 კილო ვიყავი სულ და 2 კილო დავიკელი მეტი არა, ელა 53 კილო ვარ. ვერ ვიმატებ ამაზე მეტს ვერანსირად
სოფო აქეთ როცა ჩამობრძანდებით მობრძანდით და ჩვენ უროლოგს შეგახვედრებთ, თუმცა ფეხმძიმობასთან მას კავშირი არ აქვს. პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
სოფო
2016-10-18
გმარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ, ვიმყოფები საზღვარგარეთ. ვის მივმართო არ ვიცი, უროლოგია ვერ ვნახე. მაქვს თირკმელი დაწეული, ანუ წინა მხარეს მაქვს ჭიპამდე არის დაწეული, როცა ვწვები ადის ზევით, 2 წლის წუნ დამეწია არ ვიცი სიგამხდისცთუ რის გმო, არის თუ არა ოპერაცია სავალდებულო რომ ორსულობაში ხელი არ შემიშალოს, აქ არას მეუბნებიან, საქართველოში ხელს შეგიშლისო, ერხელ უკცე მომეშალა მუცელი, მაგრამ რუს გმო არ ვიცი და თირკმელი მადარდებს. მაწუხებს ზოგჯერ მტკივა. გადაღებული მაქვს ტომოფრაფიაც თირკნელიrnმოძრაობს წოლის დროს ზეცით აფის და როცა ვდგავარ ჭიპთან არის.
მოგესალმებით! მაინტერესებს წონაში თუ დაიკელით და რამდენი?
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ირაკლი
2016-10-01
კი ოპერაცია გაკეთებული მაქვს თქვენთან ივნისის თვეში..
ირაკლი დამირეკეთ
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ირაკლი
2016-09-30
მოგესალმებით ბატონო კობა. თუ სახის სიწითლეს (ბლაშინგსინდრომს) ქირურგიული ჩარევის გზითაც ვერ ვუშველეთ,ოპერაციის მიუხედავად. არსებობს თუ არა სხვა მეთოდი რაც საბოოლოდ დაამარცხებს ამ დაავადებას თუ შეურიგდეთ იმ ფაქტს რომ ამ ტანჯვას გაუძლოთ სიცოცხლის ბოლომდეე? :((
მოგესალმებით! თქვენ უკვე ოპერაცია გაკეთებული გაქვთ?
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინო
2016-08-19
გამარჯობათ ბატონო კობა,ჩემ დას აგმოაჩნდა გვიდლზე რამოდენიმე ადგილზე სიმსივნე მოდის კერა ნაგვლის ბუშტიდან,გაუკეთეთ ტომოგრაფია,და რადიორეზონანსული და სისხლის პასსუხიც მოვიდა და აქვს მესამე სტადია რამე მისჰველეთ არი თუ არა შესადლებელი ოპერაცია ჩაუტარდეს .და გადავარჩჩჰინოთ,მარჯვენა მხარეს დაეწყო ტკივილები და იმის მერე სტკივა 10 დგეა რაც შეაწუხა და გავიგეთ 43 წლის ქალია მიშველეთ გთხოვთ არის შესადლებელი გვიდლიდან განიკურნოს პაციენტი?
გამარჯობათ ნინო! ბოდიშს გიხდით პასუხის დაგვიანებისათვის, საშვებულებო კომპანიასთან დაკავშირებით. მკურნალობის შესაძლებლობები და შედეგები დამოკიდებულია თუ რა ზომის არის ღვიძლში სიმსივნური წარმონაქმნები და ასევე მათ განლაგებაზე, კერძოდ, ერთ წილში არის ყველა წარმონაქმნი თუ ორივე წილში. თუ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ზომები, მოიტანეთ პაციენტის კვლევები და განვიხილოთ. ამჯერად მე ვმუშაობ სამედიცინო ცენტრ "ლანცეტში". პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ია
2016-06-08
მოგესალმებით, ჩიყვის ოპერაციის დროს ლაპაროსკოპიას ანიჭებთ უპირატესობას თუ ნაკვეთ ჭრილობას და რატომ? წიმასწარ დიდი მადლობა
მოგესალმებით! რა თქმა უნდა ენდოსკოპიურ მეთოდს, თუმცა ის უნივერსალური არ არის და ყველა შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლებელია. კითხვაზე რატომ - იმიტომ რომ დამზოგველი მეთოდია, ნაკლებ ტრავმატიულია, და რაც მთავარია, არ არის შრამი კისერზე. მალე ჩვენს კლინიკაშიც შესაძლებელი იქნება მაგ მომსახურეობის მიღება. ჩვენ ვიწყებთ ჩიყვის ოპერაციებს ენდოსკოპიური მეთოდით! გისურვებთ ჯანმრთელობას
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ანა
2016-05-28
მოგესალმებით,rnმაქვს კვანძოვანი ჩიყვი, ექიმმა მირჩია ოპერაციის გაკეთება.მაინტერესებს რა ღირს თქვენ კლინიკაში ეს ოპერაცია? შემიძლია თუ არა დაზღვევის გამოყენება(ვარ პედაგოგი). წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობათ! ჩვენს კლინიკაში რასაკვირველია შეგიძლიათ ისარგებლოთ საყოველთაო დაზღვევით, რაც შეეხება ღირებულებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ოპერაცია გექნებათ გასაკეთებელი, ანუ კვანძოვანი ჩიყვის დროს საჭიროა ციტოლოგიული პასუხის და ასაკის გათვალისწინებით გადაწყდეს ჯირკვლის ან სრული ამოკვეთა, ან იმ წილის სადაც კვანძია. გთხოვთ მობრძანდეთ თქვენი კვლევებით დეტალების დასაზუსტებლად. პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლიანა
2016-05-17
მაინტერესებს მესამე სტადიის შემთხვევა და გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში.
ქალბატონო ლიანა მაგ საკითხებზე ზოგადად თქვენ მკურნალ ონკოლოგთან უნდა ისაუბროთ, ვისაც ყველა ინფორმაცია აქვს პაციენტის შესახებ. ზოგადად, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუ როგორ დაექვემდებარება ორგანიზმი დანიშნულ მკურნალობას. თუ კარგად დაექვემდებარა, საკმაოდ ხანგრძლივად ცოცხლობენ!
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლიანა
2016-05-16
გამარჯობათ, rnrnავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა ადამიანმა მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძება იცოცხლოს?
გამარჯობა! დამოკიდებულია სტადიაზე, ანუ გავრცელების ფართობზე. პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ია
2016-05-13
გამარჯობათ,rnrnმაინტერესებს სრულიად განკურნება ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნისგან შეიძლება?
გამარჯობა! რა თქმა უნდა შეიძლება, დამოკიდებულია სტადიაზე. პატივისცემით კობა სახეჩიძე
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნიკა
2016-05-10
და 100 %იანი მაჩვენებელი კობა ექიმო რა არის? ონკოლოგმა და ქიმიოთერაპეტმა გვითხრა რომ უკვე ყველაფერი ნორმაშ ადა თავისუფალი ხართო და ადამიანი ამ დროს ტრომბით გარდაიცვალა.
მე თქვენს კონკრეტულ შემთხვევას არ ვარ გაცნობილი, შესაბამისად კონკრეტულ პაცუხს ვერ გაგცემთ!
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნიკა
2016-05-10
მარკერი როცა ნორმაშია ხო ნიშნავს რომ სიმსივნე შეჩერებულია . თუ რისი ანალიზია აბა ონკო მარკერი?
მარკერი როდესაც ნორმაშია, კი, ნიშნავს რომ შეჩერებულია იმ ეტაპისათვის, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ონკომარკერი არ არის 100% მაჩვენებელი, რომელიც რეალურ სურათს აღწერს.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)