ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

კახა ნადარაია

მიმართულება:
სამუშაო ადგილი:
კლინიკის მისამართი:
აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, ნაკვეთი 14/470
ქალაქი:
თბილისი
0
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (1182)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
თიკო
2017-04-12 05:22:24
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ჭკვიანი და გულისხმიერი კახა ექიმი

სამუშო ადგილი: სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“, კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ექიმიკარდიოლოგი, მედიცინისდოქტორი, ასოცირებულიპროფესორი;

 

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი;

 

შინაგანი მედიცინის საერთაშორისო საზოგადოებისწევრი;

 

ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების წევრი;

 

საქართველოს საერთაშორისო კარდიომიოპათიების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი;

 

საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობის წევრი;

 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი;

 

საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი;

 

“ფაზისის” საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი.

 

 

განათლება/დიპლომისშემდგომიგანათლება/ ტრეინინგები

 

1984-1990 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია;

 

1990-1991 ქ. თბილისი, მე-2 კლინიკური საავადმყოფო, ინტერნატურა თერაპიაში;

 

1991-1993 თერაპიის სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტი - კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში.

 

1997 - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი – გრეიდის სამედიცინო სისტემის მიხედვით,  სერტიფიცირებულია;

 

2003 - საერთაშორისო ამერიკული ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლისათვის “Breathe Free” მიერ ორგანიზებული ტრეინინგი - THE PLANT TO STOP SMOKING. Breathe -Free Training Program to conduct smoking cessation programs for smokers. სერთიფიცირებულია;

 

2006 - დღემდე მონაწილეობა და კრედიტები ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში (CME  continuing medical education - ESC), სერტიფიცირებულია;

2007 - ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები: AMERICAN UNIVERSITY FOR HUMANITIES, TRAINING AND DEVELOPMENT CENTRE. Having completed the studies and the requirements of the training in Management and the management skills. სერთიფიცირებულია;

 

2009 - WORLDWIDE CLINICAL TRIALS. GOOD CLINICAL PRACTICS (GCP). Completed training course “Good Clinical Practice for Investigators”. სერთიფიცირებულია;

 

2011 - საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული კურსი: ჯანდაცვის ადმინისტრირება და დაზღვევა. სერთიფიცირებულია;

 

სამუშაოგამოცდილება:

 

1993 – 2001 თერაპიის ეროვნული ცენტრი, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებებისა და კარდიომიოპათიების განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი;

 

2001 – 2009 თერაპიის ეროვნული ცენტრი, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებებისა და კარდიომიოპათიების განყოფილების უფროსი ორდინატორი – განყოფილების კლინიკური ნაწილის ხელმძღვანელი;

 

2001 – 2011 საქართველოში ჯანდაცვი სმსოფლიო  ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/EURO) CINDI პროგრამისგანვითარებისჯგუფისწევრი;

 

2003 - 2008 თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისის”  ასოცირებული პროფესორი, საგნის ხელმძღვანელი (I-II კურსი, შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა);

 

2007 – 2010 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური განათლების რეზიდენტურა. ლოკალური ხელმძღვანელი;

 

2009 – 2012 აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადების განყოფილების ხელმძღვანელი;

 

2011 – 2013 სამედიცინო ცენტრი ”იუნონა”, კარდიოლოგიური სტაციონარის ხელმძღვანელი;

 

2012 – დღემდე საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ასოცირებული პროფესორი;

 

2014 – დღემდე კარდიომიოპათიებისა და გულის უკმარისობის ცენტრის ხელმძღვანელი.

2015 - დღემდე სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“, კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

პედაგოგიური აქტივობაუწყვეტისამედიცინოგანათლებისპროგრამებში:

 

2003 - 2004 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: „გულის იშემიური დაავადების პრევენცია პირველად ჯანდაცვაში“. თბილისი. ექსპერტი, ტრენერი, კურსის და სახელმძღვანელოს თანაავტორი;

 

2003 – 2004 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი ზოგადი პრაქტიკის ექიმების,  კარდიოლოგებისა დ აპირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: ”გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების სამეცნიერო საფუძვლები”. თბილისი. კურსის თანაავტორიდატრენერი;

 

2004 – 2005 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, კურსი ზოგადი პრაქტიკის ექიმების, კარდიოლოგების, პედიატრების და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის: ”კარდიომიოპათიების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის   თანამედროვეასპექტები”. თბილისი. ტრენერი.

 

პროექტებშიმონაწილეობა:

 

2001 - 2002 საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების პროექტი “ძირითადი შინაგანი დაავადებების მართვის სტანდარტები”. მკვლევარი, მონოგრაფიის ავტორი;

 

2001 – 2011 საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/EURO) CINDI პროგრამის განვითარების ჯგუფის წევრი;

 

2002-2003 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმოსევროპის რეგიონალური ოფისის WHO/EURO -ს შორის BCA -ს ფარგლებში CINDI -ს პროგრამის განვითარების საქართველოს ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტი: ”საქართველოში არაინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკის შეფასება”. ექსპერტი;

2004 - ჯანმოსევროპის რეგიონალური ოფისის (WHO/EURO) CINDI-ისპროგრამის განვითარების საქართველოს ჯგუფის პროექტი: „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის მონიტორინგი CINDI - საქართველოს სადემონსტრაციო არეში, მკვლევარი“;

 

2007 – 2010 დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის პრომოციის ევროპული ქსელის (EUROPREV) პროექტი: EUROPREVIEW PATIENT STUDY - Attitudes to preventive services and to lifestyle: The views of patients. საქართველოს წამყვანი მკვლევარი (Principal Investigator);

 

2006 – 2011მონაწილეობა საერთაშორისო მულტიცენტრულ რანდომიზებულ კვლევაში ”ANTERA”. მკვლევარი.

 

სამეცნიეროხარისხიდაპუბლიკაციები:

 

2006 - მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დილატაციური კარდიომიოპათიის კლინიკური გამოვლენისა და პროგნოზის შეფასება მკურნალობის თანამედროვე ასპექტების გათვალისწინებით“;

 

2006 - შეეფარდა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

გამოქვეყნებულია 6 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაცია.

50 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია ქართულ და უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში, მათი დიდი ნაწილი მოხსენებულია საერთაშორისოკ ონგრესებსა და სიმპოზიუმებზე;