გამარჯობათ. ანუ მაქვს შემდეგი სიტუაცია: თებერვლის თვეში რამდენიმე დღით დაგვიანებით მომივიდა ციკლი 1-ში 5 დღის განმავლობაში გრძელდება ჩემი კრიტიკული დღეები. ზუსტად ერთ რიცხვში არ მომდის ხოლმე, რამდენიმე დღის პლიუს-მინუსი ყოველთვის მაქვს, იანვრის თვეში თვის ბოლოსკენ ველოდებოდი და თებერვლის პირველში მომივიდა, ანუ იანვარი გამიცდა.. მქონდა ურთიერთობა 13-ში, 15-ში და 21-ში (თებერვალს), მანამდე ურთიერთობა დაახლოებით 6 თვე არ მქონია.. იმავე თვეში ანუ თებერვალში მომივიდა მეორედ 25-ში და ისიც 5 დღე გაგრძელდა, ძაან ცოტა სხვაობაა ორივე ციკლს შორის და ამიტომ დამაფიქრა.. ურთიერთობა დაუცველი იყო, თუმცა შიგნით არ მოხდა ათავება (პირველის მერე გავაგრძელეთ, მაგრამ მეორეც გარეთ მოხდა.. ) როგორც ვიცი ციკლის დღეების ათვლა იწყება ბოლო ციკლის პირველი დღიდან და ჩემს შემთხვევაში გამოდის 35 დღე რაც ველოდები და ჯერ არ მომსვლია, როცა წინა თვეში ორჯერაც კი მომივიდა.. ფეხმძიმობის სიმპტომები არ მაქვს თითქოს.. ტესტის გაკეტებას ვაპირებ ამ დღეებში, მაგრამ იქნებ მანამდე თქვნი მოსაზრება გამანდოთ, შეიძლებოდა ციკლი იმის გამო ამრეოდა, რომ ურთიერთობა რამდენიმე თვის მერე მოხდა თუ რისი ბრალი შეიძლება იყოს თებერვლის თვე..
გვანცა გამარჯობა. პირველი შეკითხვა, შეიძლება თუ არა ციკლის არევა თქვენს შემთხვევაში? კი შეიძლებოდა. მიზეზები შესაძლოა დადგინდეს კონსულტაციის შემდეგ. მეორე შეკითხვა- შეიძლება თუ არა თქვენს შემთხვევაში ორსულობა? კი, შესაძლებელია. თქვენი კონტრაცეფციის მეთოდი არ არის საკმარისი დაცვა ორსულობისთვის. კონტრაცეფციის მეთოდების ახსნა და შერჩევა ხდება ექიმის კონსულტაციაზე . გისურვებთ ჯამრთელობას!