დაუკავშირდით ექიმს
გიორგი თორდია - 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიის სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. 2009 წლიდან მუშაობს ფიზიკურ თერაპევტად. მისი ძირითადი საქმიანობა ბავშვთა რეაბილიტაციას უკავშირდება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბალნეოლოგიურ ცენტრში გაიარა შემდეგი სახის კურსები: „კინეზოთერაპია, მანუალური თერაპია, სამკურნალო მასაჟი“; 2013 წელს - „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“; 2018-2019 წლებში USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“ ფარგლებში გავლილი აქვს შემდეგი სახის ტრენინგები: გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“; „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის შეძენილი დაზიანებების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“; „ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“.