დაუკავშირდით ექიმს
განათლება/კვალიფიკაცია
1977-1983 წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომი.
1987 წ. ქ. თბილისი საკვალიფიკაციო კურსი - ზოგადი ქირურგია. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი.
1989 წ. ქ. მოსკოვი სეჩენოვის სახელობის #1 სამედიცინო ინსტიტუტი. სპეციალიზაციის კურსი - მუცლის ღრუს ქირურგიული დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტრანსკუტანეული ჩარევით.
1999 წ. ქ. თბილისი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - საკვალიფიკაციო კურსი მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეული სივრცის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.
2000 წ. ქ. ბერლინი, „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკა. ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის რადიოლოგიის მიმართულება. საკვალიფიკაციო კურსი მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონული სივრცის და პერიფერიული სისხლძარღვების დუპლექსონოგრაფია. ექოკონტრასტების გამოყენება.
2001 წ. სასერთიფიკაციო გამოცდა რენტგენო - რადიოლოგიაში.
2003 – 2003 წწ. ტრენინგი - 1. ახალი ტექნოლოგიები ულტრასონოგრაფიაში. 2. ექოკონტრასტების გამოყენებების ჩვენებები. 3. ტექნოლოგიური მიღწევები ულტრაბგერით სონოგრაფიაში.
2005 წ. ქ. თბილისი სასერთიფიკაციო გამოცდა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.
2006 წ. საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა.
2007 წ. სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა, თემა: გინეკოლოგიური დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა ულტრასონოგრაფიის გამოყენებით.
2008 წ. თურქეთი, ქ. ადანა. კონფერენცია. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები.
2011 წ. ქ. თბილისი. სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია - ტრენინგი ახალი ტექნოლოგიები ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. კომპანია „სამსუნგ - მედისონი“.
სამუშაო გამოცდილება
2003 წლიდან დღემდე ქ. თბილისი. „ინტერკლინიკა“. ექიმი - რადიოლოგი.
1998 – 2003 წწ. ქ. თბილისი ულტრასონოგრაფიის სასწავლო, კვლევითი ცენტრი. ექიმი - რადიოლოგი.
1987 – 1998 წწ. ქ. თბილისი. რესპუბლიკის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. ქირურგი - ორდინატორი.
1984 - 1987 წწ. ქ. ფოთი. ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება. სასწრაფო სამსახურის - ქირურგი
1983 – 1984 წწ. ინტერნატურა. ქ. თბილისი რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ზოგადი ქირურგიის განყოფილება.