ბევრი კარგი მსმენია თქვენზე ბატონო ალეკო, და აქ მხოლოდ კარგი კომენტარები წავიკითხე, იმედია დედა გადამირჩება და თქვენამდე მოვალ, იმის მაგივრად რომ ემკურნალათ თოდუას კლინიკაში დედას სეფსისი დამართეს და ეხლა უმძიმეს მდგომარეობაში მყავს.
არ ვარ ონკოლოგიური პაციენტი, თუმცა ბატონი ალეკოს მეტი ვერავინ მიხვდა რა იყო ჩემი პრობლემა... კიდევ კარგი, რომ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მსოფლიო დონის პროფესიონალი, ფანტასტიური პიროვნება, იუმორის კარგი გრძნობით და რაც მთავარია, მისგან სითბოთი და იმედით სავსე გამოვედი... არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვით.
მსგავსი არ მეგულება. პროფესიონალიზმის პიკი. იმედი ჩვენი .
მარი ამბრიაშვილი
2016-11-02
მე ღრმად მწამს, რომ ექიმი, და არა მარტო ექიმი, რომელიც მხოლოდ დეტალებზეა ორიენტირებული და ამ დეტალების მთელთან, ზოგადთან მიმართებას, მათ ურთიერთერთქმედებას ვერ ან არ აღიარებს, ანუ, უფრო მარტივად, ეყრდნობა მხოლოდ ფიზიკურ გონებას და ემიჯნება სამყაროსეულ გონს, ერთიანი ჯაჭვის დაზიანებულ რგოლს მკურნალობს თვით ჯაჭვის სპეციფიკის გაუთვალისწინებლად, და მიკროსამყაროში არ ეძიებს მაკროსამყაროს, ვერ იქნება ექიმი ღვთისგან; რადგან მისი მკურნალობის ეფექტი ვერ იქნება სრულყოფილი, ყოვლისმომცველი და მთლიანი. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბრწყინვალე ექიმს და არაჩვეულებრივ ადამიანს ყველაფრისთვის, ჩვენი სულიერი და ფიზიკური გაძლიერებისთვის, იმედისთვის, ყურადღებისთვის. მშვენივრად ვხვდები, თუ რის ფასად უჯდება მას, როგორც ექიმს და როგორც ადამიანს ეს ყველაფერი, უმძიმესი ტვირთია ნამდვილად. გულწრფელი მადლობა უღრმესი პატივისცემით!!!
საუკეთესო ექიმი, პროფესიანალი და რაც მთავარია გულისხმიერი
პროფესიონალი ექიმია, საერთაშორისო დონის პროფესორი.
პროფესიონალი,გულისხმერი.საუკეთესო ექიმი და ღვთისნიერი ადამიანი.წარმატებებს გისურვებთ ალეკო ექიმო.
თინათინ ჰერცოგი
2015-03-12
ბრწყინვალე ექიმი, გაწონასწორებული, კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი.
თავისი საქმის პროფესიონალი, პატიოსანი და გულისხმიერი ექიმი. ღმერთმა უმრავლოს საქარველოს ასეთი ადამიანები...