რა არის ართრიტი?
ართრიტი სახსრების ანთებაა, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც ერთ, ასევე მრავალ სახსარზე. ამ დაავადების 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, განსხვავებული სიმპტომებითა და მკურნალობის მეთოდებით, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი. როგორც წესი, ართტრიტის სიმპტომები დროთა განმავლობაში ვითარდება, მაგრამ შესაძლებელია, მოულოდნელადაც გამოვლინდეს. ეს დაავადება ყველაზე ხშრიად გვხვდება 65 წელზე უფროსი ასაკის მოხუცებში, თუმცა ბევრი შემთხვევა აღწერილია მცირეწლოვანებსა და უფრო მოზრდილ პაციენტებში. სტატისტიკის თანახმად, ართრიტი უფრო ხშირად აწუხებს ქალებს, ვიდრე მამაკაცებსა ან ჭარბი წონის მქონე ადამინებს.
როგორ ამოვიცნოთ ართრიტის სიმპტომები?
სახსრების ტკივილი და შეშუპება ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ასეთ დროს შესაძლოა, გაგიჭირდეთ მოძრაობა ან შენიძნოთ სახსრების მიადამოებში კანის სიწითლე. ართრიტით დაავადებული მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ სიმპტომები დილის საათებში განსაკუთრებით შესამჩნევია.
რევმატიული ართრიტის დროს პაციენტები გრძნობენ დაღლილობასა და უმადობას, იმუნური სისტემის ინფლამაციიდან გამომდინარე. ასეთ დროს შესაძლოა გაგიჩნდეთ ანემიის ნიშნებიც და თქვენს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა შემცირდეს. რევმატიული ართირტი გარკვეულ შემთხვევებში სხეულის ტემპერატურის მატებასაც იწვევს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება სახის დეფორმაცია, ამიტომ აუცილებელია რევმატოლოგთან კონსულტაციის დრულად გავლა.
რა იწვევს ართრიტს?
ხრტილი სახსრების მყარი, მაგრამ მოქნილი შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც სახსრებს იცავს მოძრაობისას შექმნილი ზეწოლისაგან. ამ ხრტილოვანი სტრუქტურის ნორმალური რაოდენობის შემცირება იწვევს ართრიტის ზოგიერთ ფორმას. სახსრების ინფექციამ ან დაზიანებამ შესაძლოა გააძლიეროს ხრტილოვანი ქსოვილის ბუნებრივი დაშლა. ოსტეოართრიტის შემთხვევაში რისკი უფრო მაღალია, თუ ამ დაავადების ოჯახური ისტორია გაქვთ. ართრიტის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმა, რევმატოიდული ართრიტი, ავტოიმუნური აშლილობაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი იმუნური სისტემა „თავს ესხმის“ სხეულის სხვა ქსოვილებს. შეტევები გავლენას ახდენს სინოვიუმზე - სახსრებში არსებულ რბილ ქსოვილზე, რომელიც გამოიმუშავებს ხრტილისა და სახსრების „დამზეთველ“ სითხეს. რევმატოიდული ართრიტი სინოვიუმის დაავადებაა და საბოლოოდ შეუძლია გამოიწვიოს ძვლისა და ხრტილის განადგურება სახსრის შიგნით. იმუნური სისტემის შეტევების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური მარკერები, რომლებიც ხუთჯერ ზრდის აღნიშნული დაავადების განვითარების რისკს.
როგორ ხდება ართრიტის დიაგნოზირება?
თუ არ ხართ დარწმუნებული, ვის მიმართოთ, პირველ რიგში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. პოლიკლინიკა საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისთან. მწვავე სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოთ რევმატოლოგს, რომელიც დაადგენს დიაგნოს და მალევე დაიწყებს მკურნალობას, რადგან ასეთ შემთხვევებში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სისხლში ან სახსრების სითხეებში ანთებითი პროცესის დონის დადგენითი ანალიზი დაგეხმარებათ დაადგინოთ, თუ რომელი ტიპის ართრიტით ხართ დაავადებული. სისხლის ანალიზები, რომლებიც ამოწმებს ანტსხეულების ტიპებს (ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდი, რევმატოიდული ფაქტორი, ანტიბირთვული ანტისხეულები და სხვ.) ჩვეულებრივ დიაგნოსტირების თავდაპირველი საშუალებაა. ექიმები ხშრიად იყენებენ ვიზუალურ სკანირებას, რათა რენტგენის საშუალების წარმოდგენა შეიქმნას ძვლებისა და ხრტილების გამოსახულებაზე და გამოირიცხლოს სიმპტომების გაჩენის სხვა მიზეზები.
როგორ მურნალობენ ართრიტს?
ართიტის დროს მკურნალობის მთავარი მიზანი არის ტკივილის შემცირება და სახსრების დამატებითი დახიანების თავიდან აცილება. დისკტომფორტის დროს ზოგიერთ პაციენტს ბალიშების ან ყინულის პაკეტების სხეულზე დადება ამშვიდებს, სხვები უკეთ გადასაადგილელად იყენებენ ხელჯოხს ან სხვა რაიმე მსგავს დამხმარე საშუალებას.
მედიკამენტები
ართრიტს რამდენიმე სახის მედიკამენტით მკურნალობენ:
ოპერაცია
როგორც წესი, ქირურგიული ჩარევის დროს სახსარი იცვლება ხელოვნური ჩამნაცვლებლით. ეს ოპერაცია უმეტესად ტარდება თეძოებისა და მუხლების მიდამოში. თუ მწვავე ართრიტი გაწუხებთ თითებსა და მაჯებში ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სახსრების შეერთება.
ფიზიოთერაპია
ფიზიკური თერაპია, რომელიც მოიცავს სახსრის გარშემო დაზიანებული კუნთების გაძლიერებას, ართრიტის მკურნალობის ძირითადი კომპონენტია.
როგორ შევცვალოთ ცხოვრების წესი ართრიტის დროს?
მიუხედავად იმისა, რომ ართრიტისას სწორად წარმართულმა მკურნალობამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მდგომარეობა, რეკომენდირებულია ცხოვრების წესის შეცვლაც, რაც დაგეხმარება დაავადების უკეთ მართვაში.
ოსტეოართრიტის განვითარების რისკს ამცირებს სხეულის მასის ნორმალური ინდექსი. ასეთ დროს, თუ უკვე გაწუხებთ ზედმეტი წონა, მნიშვნელოვანია ჯანსაღად იკვებოთ, ხილ-ბოსტნეული, მწვანილი დაგეხმარებათ ანთებითი პროცესის შენელებაში, ასევე კარგია თევზი და თხილი, მაგრამ მოერიდეთ შემწვარ საკვებს, ხორცს და რძის პროდუქტებს. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ რევმატიული ართრიტის მქონე ადამიანებში დაავადების პროგრესირებას ზრის არაცილოვანი დიეტა, რადგან ამ ტიპის პაციენტების ორგანიზმში შესაძლოა არსებობდნენ გლუტეინის ანტისხეულები.
რეგულარული ვარჯიში თქვენს სახსრებს უფრო მოქნილს გახდის. ცურვა ხშირად ფიზიკური დატვირთვის საუკეთესო ვარიანტია ართრიტით დაავადებული ადამიანისთვის, რადგან ამ დროს სახსრებზე ისეთი ზეწოლა არ მოდის, როგორც სირბილისა და სიარულის დროს. აუცილებელია აქტიური ცხოვრების წესი, მაგრამ დარწმუნდით, რომ საკმარისად დაისვენებთ და თავიდან აიცილებთ ზედმეტ დატვირთვას.