ტრავმატოლოგიურ პაციენტებში დიაგნოსტიკის უნივერსალური მეთოდი
3330
ნახვა
პირველად საქართველოში, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგიურ პაციენტებში დიაგნოსტიკის უნივერსალური მეთოდი - მულტიფაზური ძვლის სცინტიგრაფიული კვლევა SIEMENS უახლესი SPECT/CT ჰიბრიდული აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.აპარატის უპირატესობაა გამოავლინოს პათოლოგიური (ფუნქციური) პროცესის არსებობა ძვალში და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით მოახდინოს ძვლის ანატომიური სტრუქტურის შეფასება და პროტეზის ლოკალიზაციის ზუსტი განსაზღვრა.კვლევით მიიღწევა:
ენდოპროტეზირების შემდგომ პროტეზის „მორყევის“ გამოვლენა;
ძვლის ანთებითი პროცესის (ოსტეომიელიტის) გამოვლენა და მისი სიმწვავის განსაზღვრა (მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული) და აღნიშნული პროცესის გავრცელების შეფასება;
ძვლის ტრავმის შემდგომი შეხორცებითი პროცესის შეფასება.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთიუდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკურიდაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილიათანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო დასამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტიაღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგმიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგიქვეყნის სათაო დაწესებულებაარადიოლოგიისა და ონკოლოგიის დარგში.კლინიკის პროფილის სანახავად და მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: თოდუას კლინიკა