რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ პიროტექნიკის შეძენის და გამოყენების დროს

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ პიროტექნიკის შეძენის და გამოყენების დროს

3263 ნახვა

მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, ახალი წლის ყოველ დღესასწაულზე, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების მიზეზით, საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იმატებს.

პიროტექნიკით დაზიანებას იღებენ როგორც ბავშვები, ასევე, ზრდასრულები.

პიროტექნიკით მიღებული დაზიანების რამდენიმე შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.

საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკის ძირითადი ნაწილი ჩინური წარმოებისაა და ქართულ ენაზე არ აქვს დატანილი გამოყენების წესები.

ექიმები ამბობენ, რომ ახალი წლის შემდეგ, ძველით ახალ წელს პიროტექნიკით დაშავებულთა ახალ ტალღას ელიან.

პიროტექნიკის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებები, რათა თავიდან ავირიდოთ ის მძიმე შედეგები, რაც აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას შეიძლება მოყვეს:

1. დააკვირდით პროდუქციის ვადას (პიროტექნიკას აქვს გამოყენების ვადა და ვადის გასვლის შემდეგ, მისი გამოყენება საშიშია).

2. დეტალურად გაეცანით გამოყენების წესს.

3. კარგად დაათვალიერეთ პიროტექნიკა ვიზუალურად, რომ არ ქონდეს რაიმე დაზიანება.

4. გაეცანით შენახვის პირობებს.

4. გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ გამოყენების ინსტრუქცია და მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები პიროტექნიკას.

დაუშვებელია ფოერვერკების ხელში დაჭერა გამოყენებისას!

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.