თბილისი ცნობილია როგორც დედაქალაქი - კურორტი

თბილისი ცნობილია როგორც დედაქალაქი - კურორტი

5069 ნახვა
ძველი თბილისის შუაგულში, აბანოთუბნისა და ორთაჭალის საზღვარზე, მიწის ზედაპირზე რამდენმე ადგილას ცხელი გოგირდიანი წყალი ამოდის. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ამ წყაროებთან არის დაკავშირებული თბილისის დაარსების ისტორიაც.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი კლინიკური და ექსპეტიმენტული დაკვირვებებით დადასტურდა მინერალური წყაროების სამკურნალო მიზნით გამოყენების მიზანშეწონილობა, რაც საფუძვლად დაედო 1938 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დაარსებას.

"თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი" არის ბუნებრივი ფაქტორებით - სამკურნალო - მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე სამკურნალო დიაგონოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება.

მომსახურეობის სახეობები: თერმული მინერალყრი წყლის აბაზანები, წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, ცირკულარული/აღმავალი შხაპი. გოგირდის აბაზანები სხვადასხვა დანამატებით, არომათერაპია, წყალქვეშა ტრაქცია, პელიოდოთერაპია (ტალახის და პარაფინის აპლიკაციები), მშრალი გაჭიმვა, სხვადასხვა სახის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟები: სამკურნალო, მანუალური, ტაილანდური, აღმოსავლური, წერტილოვანი, ანტიცელულიტური, ოთხ ხელში მასაჟი, ცხელი ქვებით და ტალახით, წყვილის და ა.შ.

მომხმარებელს ველნეს სპა მომსახურებასთან ერთად შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო - დიაგნოსტიკური სერვისებით: ექიმის კონსულტაცია, უროლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ექოსკოპია, დუოდენალური ზონდირება, დენსიტომეტრია, ფიზიო პროცედურები - ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კურორტი გვთავაზობს. ახლახან დაინერგა მაღალი ხარისხის კოსმეტოლოგიური მომსახურებაც.
კურორტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და რაც მთავარია, გამოირჩევა კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდით.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.