Pfizer-ის ვაქცინის 14,5 ადამიანისთვის სამყოფი დოზა, საქართველოში 22 მარტს შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის ასაცრელ დოზებს დაახლოებით 22 მარტის კვირაში მიიღებს. აპრილის თვეში კი ქვეყანა გარანტირებულად მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 86 000 დოზას.
„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი რაოდენობა დოზების, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი AstraZeneca-სი და Pfizer-ის ვაქცინით. Pfizer-ის დოზები გაიყოფა, 29 000 დოზა, და მოხდება მისი შენახვა იმისთვის, რომ 14 500 ადამიანი ასევე მეორე დოზითაც აიცრას Pfizer-ით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი