საოჯახო აფთიაქი - აუცილებელი წამლების ყუთი თქვენს ოჯახში

საოჯახო აფთიაქი - აუცილებელი წამლების ყუთი თქვენს ოჯახში

14998 ნახვა
tsamali.ge  ერთგულ მკითხველს  საინტერესო სტატიას სთავაზობს იდეალურ საოჯახო აფთიაქზე, რომლის შემადგენლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნივთის ადგილს იკავებს შვეიცარიული დანა თავისი ქლიბითა და სახსნელით, რომლის ქონა აუცილებელია ნებისმიერი საოჯახო-სამედიცინო აფთიაქის ჩამონათვალში. 
იმისათვის, რომ ადამიანებს ერთმანეთში არ აერიოთ პირველადი დახმარების საშუალებები და წამლები, აუცილებელია მათი ისე დაყოფა, რომ პირველადი დახმარების გასაწევად საოჯახო აფთიაქი დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ სახლის პირობებში დაზარალებული პაციენტის დახმარება შესაძლებელი იყოს ისე, რომ მოხდეს: 


•    ხელოვნური სუნთქვის ჩატარება

•    სისხლდენის შეჩერება და მცირე ჭრილობების დამუშავება

•    მოწამვლისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს დროული რეაგირება.

 
ჩამოვთვალოთ ყველა ის შემთხვევა და მათზე დროული რეაგირების საშუალებები, რომელიც დაგვეხმარება ფატალური შედეგის თავიდან აცილებაში. პირველი, ეს არის:  ჭრილობა, დამწვრობა, კანში რაიმეს შერჭობა, რისთვისაც აუცილებელი საშუალებებია:

•    3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
•    იოდი
•    ბინტების ნაკრები (3 ძირითადი ზომის)
•    პლასტირი
•    ბამბის დისკოები
•    ანტისეპტიკური ხსნარი (მაგ. მირამისტინი)
•    პანთენოლი
•    შვეიცარიული დანა

დამატებით საჭიროა:
სპირტი 76%-იანი. კანზე ჭრილობის არსებობის შემთხვევაში ვიყენებთ პერეკისს, ხოლო შემდეგ ჭრილობას ვამუშავებთ იოდით. თუ გარსი ლორწოვანია ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით. ნებისმიერი დამწვრობისას, აუცილებელია დაზიანებული ადგილი 10 წუთის განმავლობაში ცივი წყალს მივუშვიროთ, ხოლო თუ საშიში ქიმია დაგეყარათ კანზე, საჭიროა ჯერ მშრალ მდგომარეობაში კარგად ჩამოიფერთხოთ, რადგან წყლის მოხვედრისას ხსნარი წამოიშობა, რამაც შესაძლებელია ქიმიური ნივთიერება უფრო გააქტიუროს და კანი მეტად დააზიანოს. 
შემდეგ დაზიანებულ ადგილას ადებთ პანთენოლს, იხვევთ პოლიეთილენი პარკით და მიდიხართ საავადმყოფოში. 
 

  გონების დაკარგვა, პორეზი
       აუცილებელია იქონიოთ:
•    ჟგუტი
•    რამოდენიმე წყვილი არასტერილური ხელთათმანი
•    სახის ნიღაბი
 

დამატებით საჭროა:

•    სახის დამცავი საფენი ე.წ. Face Shield - ფილტვებისთვის ჰაერის ხელოვნურად მიწოდების დროს გამოსაყენებლად
•    CAT (combat application tourniquet)
•    მზის სათვალეები
 

თუ ვინმეს დასჭირდება ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ან რთული ჭრილობის დამუშავება, აუცილებლად გამოიყენეთ სამედიცინო ხელთათმანები და მზის სათვალეები, რადგან თვალები ყველაზე მოწყვლადი ადგილია, სადაც შეიძლება ბიოლოგიური სითხე და ნივთიერებები მოხვდეს. ასევე კარგი იქნება სახის დამცავი ბარიერული საფენის, ე.წ. Face Shield-ის გამოყენებაც, მეტი უსაფრთხოებისთვის. 
 

ტკივილი, ტემპერატურა, ვირუსი
აუცილებელია იქონიოთ:

•    პარაცეტამოლი
•    თერმომეტრი
 

დამატებით საჭიროა:

•    იბუპროფენი

გამორიცხეთ:

•    ანტიბიოტიკები
•    ვიუსის საწინააღმდეგო პრეპარატები
•    იმუნომოდულატორები
•    მენსტრუალური ტკივილის საშუალებები
•    ასპირინი

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის უამრავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არსებობს, საოჯახო აფთიაქში იქონიეთ მხოლოდ პარაცეტამოლი - როგორც უნივერსალური და უსაფრთხო ვარიანტი. 
იბუპროფენი კი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატია. 
მენსტრუალური ციკლი ზოგადად ზედმეტი ტკივილის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს, გამაყუჩებლის დალევა ასეთ დროს არარეკომენდირებულია, რადგან ამ პროცესის მტკივნეულობა მიუთითებს პროგესტერონის დეფიციტზე და მას ტკივილგამაყუჩებელი ვერ უშველის. 
რაც შეეხება ანტიბიოტიკებს - კატეგორიულად არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება! მათ ასეთ გამოყენებას თან სდევს უამრავი გართულებები, როგორიცაა მძიმე ალერგიული რეაქციები, რაც შეიძლება შოკში ჩავარდნამდეც კი მივიდეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის გამოყენებისას. ამიტომ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და წამლების შემდგომ მიღება.
წნევა, სპაზმი და ნერვები

აუცილებლად უნდა იქონიოთ:

•    ტონომეტრი

 

დამატებით საჭიროა:

•    კატაბალახას ნაყენი
 

გამორიცხეთ:

•    სპაზმალგონი
•    დაბალი წნევისთვის განკუთვნილი პრეპარატები
•    ვალოკორდინი

ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, ხშირად უჩივიან დაბალ წნევას - რაც რეალურად მითია. წნევის დაგდებას იწვევს ბევრი ფაქტორი, მაგალითად - უძილობა, გაუწყლოება, გლუკოზის დაბალი დონე, ან ეს ავად გახდომის წინა სიმპტომებია, ან სულაც ადამიანს აკლია სიყვარული და მოფერება. 
ზოგიერთი სისხლძარღვების შევიწროვებისთვის ხშირად იყენებს სპაზმალგონს, რომლის მოქმედი ნივთიერება მეტამიზოლ ნატრია - იგივე ანაგლინი, იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციას, ხოლო ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში არღვევს სისხლს მიმოქცევის ფუნქციას. 
თუ ნერვები შეგაწუხებთ, შეგიძლიათ კატაბალახას ნაყენი დალიოთ, თუმცა ბევრი არც ისაა რეკომენდირებული, რადგან ყველა წამალს აქვს თავისებური გვერდითი მოვლენები. 
 

მოწამვლა, ალერგია
აუცილებლად უნდა იქონიოთ:

•    აქტივირებული ნახშირი (10 ფირფიტა)

დამატებით საჭიროა

•    ანტიჰისტამინური საშუალება
•    პანკრეატინი
 

აქტივირებული ნახშირის საფუძველზე დღეისათვის ბევრი გელი და აბი იყიდება კონცენტრირებული ნივთიერებებით. თუ მოიწამლეთ, ან ვინმე მოგეწამლათ, შეგიძლიათ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული წამალი შეიძინოთ და მიიღოთ, ან კლასიკური ფორმის ნახშირის აბი დაღეჭოთ. 
პანკრეატინი არის ფერმენტი, რომელიც გამოიყენება ზედმეტი საკვების მიღების დროს, როცა კუჭქვეშა ჯირკვალი ვეღარ უმკლავდება მიღებული საკვების გადამუშავებას. 
ასევე


აუცილებლად უნდა იქონიოთ:

•    კონტრაცეფციის საშუალებები
•    ფანარი
•    სათადარიგო ელემენტები
 

ვაგინალური რგოლის ან კონტრაცეპტივის აბების ქონა საჭიროა, რადგან მსგავსი პრეპარატების გამოყენება ადაბლებს გარე ორსულობის წარმოქმნის საშიშროებას, ასევე ამცირებს ენდომეტრიოზის, პოლიპების, ჰიპერპლაზიის, საკვერცხეების ფუნქციონალური კისტის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავისა და თირკმელების კიბოს წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, ხშირად შველის მენსტრუალურ ტკივილს. მაგრამ თუ თქვენ ჰორმონალური კონტრაცეპტივები გესაჭიროებათ, მათი დანიშვნა ხდება მხოლოდ ექიმის მიერ, რადგან ბევრ მათგანს სერიოზული უკუჩვენებები აქვს.

და ყოველი შემთხვევისთვის,  თქვენს საოჯახო აფთიაქიში იქონიეთ პრეზერვატივი , იმისთვის რომ დაგჭირდეთ და მოიპოვოთ.  თუმცა მათ გამოყენებამდე გაესაუბრეთ სპეციალისტს, რომ თავი აირიდოთ თანმდევი უკუჩვენებისგან. 


ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ჩამონათვალი არის აუცილებელი, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო და გაითვალისწინეთ, რომ მათი საშუალებით გაწეული დახმარების შემდეგ, პაციენტი აუცილებლად უნდა წავიდეს ექიმ-სპეციალისტთან, რომ მოხდეს მისი მდოგმარეობის გამოკვლევა და შემდგომი, სწორი მკურნალობის დანიშნვნა.

tsamali.ge-ს გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას!
 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.